ხაზარაძე: “გახარია არ არის ის ფიგურა ჩემთვის, ასე ხელაღებით თქვას, რომ “ტვპირველი” გააჩერე”
00:26 / 23.10.2019
ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს” დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ გადაცემა რეაქციაში განაცხადა.
"აფეთქება რომ მოხდა, მამას დაურეკა: დამწვარი ვარ და დედა გამოუშვიო" - რა მდგომარეობაშია 39 წლის მამაკაცი, რომელიც გურამიშვილზე გაზის აფეთქების დროს მძიმედ დაშავდა
23:49 / 22.10.2019
19 ოქ­ტომ­ბერს, გუ­რა­მიშ­ვი­ლის გამ­ზირ­ზე 16-სარ­თუ­ლი­ან კორ­პუს­ში ძლი­ე­რი აფეთ­ქე­ბა მოხ­და. ოთხი სარ­თუ­ლის ჩა­მონ­გრე­ვა ერთ-ერთ სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნა­ში გა­ზის დაგ­რო­ვე­ბამ გა­მო­იწ­ვია.
ჭიათურის მაღაროში იმ ავტომანქანაზე, რომელმაც რამდენიმე დღის წინ მაღაროელი იმსხვერპლა, კიდევ ერთი მუშა დაშავდა
23:27 / 22.10.2019
„2020NEWS“- თვის ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, რომ ჭიათურაში, დარკვეთის მაღაროში მანქანაზე, რომელმაც 29 წლის გაგა ბოჭორიშვილი იმსხვერპლა, კიდევ ერთი მუშა, 33 წლის ამირან ღუღუნიშვილი დაშავდა.
ვისი ჩამოშორების დროა - ეკა ბესელია ბიძინა ივანიშვილს ურჩევს
23:13 / 22.10.2019
ეკა ბესელია ბიძინა ივანიშვილს ურჩევს, რომ პარტია ე.წ. კლანისგან გაათავისუფლოს. ვინ არიან "კლანის წევრები", ის ამას "პრაიმტაიმთან განმარტავს
კრწანისში, 10 თვის ჩვილის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად, მენინგიტი სახელდება
22:56 / 22.10.2019
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კრწანისში 10 თვის ჩვილის დაღუპვის ნიზეზს ექსპერტიზა ადგენს. კრწანისის სასწავლო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მიტოვებულ შენობაში მრავალშვილიანი ოჯახი ცხოვრობდა, ბავშვი შეუძლოდ გახდა და მალევე გარდაიცვალა. მისი დაღუპვის სავარაუდო მიზეზად მენინგიტი სახელდება.
"კომუნისტური რეჟიმი "ნაციონალურ მოძრაობას" სჯობდა"
22:48 / 22.10.2019
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კარლო კოპალიანი და "ევროპული საქართველოს" წევრი ოთარ კახიძე იურიდიული კომიტეტის სხდომაზე შეკამათდნენ:
25 აგვისტოს საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული მოქალაქე დღეს გაათავისუფლეს
22:03 / 22.10.2019
საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული მამაკაცი ცხინვალის იზოლატორიდან გაათავისუფლეს.
ინფორმაცია "პირველს" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.
კასპში 7 თვის ჩვილის მკვლელობაში მსჯავრდებული არასრულწლოვნის მეუღლე მოსამართლემ აღკვეთი ღონისძიების გარეშე დატოვა
21:36 / 22.10.2019
კასპში 7 თვის ჩვილის მკვლელობაში მსჯავრდებული არასრულწლოვნის მეუღლე, მიხეილ დვალიშვილი, მოსამართლემ აღკვეთი ღონისძიების გარეშე დატოვა.
ბერა: გადავწყვიტე, 1.1 მილიონი დოლარი გადავრიცხო ამაზონის ტყის გადასარჩენად
21:12 / 22.10.2019
ბერა ივანიშვილი ავრცელებს ვიდეომიმართვას, სადაც საზოგადოებას ამაზონის ტყეების გადასარჩენად მოქმედებისკენ მოუწოდებს.
შანტაჟი თაღლითობის დაბრალებით
18:50 / 22.10.2019
თუ მოქალაქეს ბანკიდან, ან ნებისმიერი სხვა საკრედიტო დაწესებულებიდან აღებული აქვს სესხი და გადახდის ვადის დადგომიდან 3 წლის განმავლობაში არაფერი გადაუხდია, ვალი ვადაგასულად (სამართლებრივ ენაზე „ხანდაზმულად“) ითვლება - ეს არის კანონის მოთხოვნა და ეს ძალიან კარგად იცის „ფინანსურმა ბიურომ“ ან მისმა მსგავსმა კომპანიებმა, რომლებიც, მიუხედავად ამისა, მოსახლეობას პირდაპირ შანტაჟის ენით ელაპარაკებიან. დიახ, ეს არის შანტაჟის ენა, მაგრამ, ასე ვთქვათ, კანონის ჩარჩოებში.
უფრო ემოციური შეფასებაა - ჯაფარიძე პროკურატურის განცხადებაზე
18:34 / 22.10.2019
საზოგადოებრივი მოძროაბა „ლელოს“ ოფისში მოძროაბის დამფუძნებელი ბადრი ჯაფარიძე ,,მუქარის წერილთან დაკავშირებით გენერალური პროკურატურის განცხადებას ეხმაურება.
სოფო კილაძემ ეკა ბესელია რატი იონათამიშვილის მიმართ დისკრიმინაციული განცხადების გაკეთებაში დაადანაშაულა
18:14 / 22.10.2019
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია უმრავლესობის დეპუტატ რატი იონათამიშვილის მიმართ დისკრიმინაციული განცხადების გაკეთებაში დაადანაშაულა.
გედევან ფოფხაძე გიორგი მიქაუტაძეს - თქვენი ადგილი უნდა იყოს ციხეში და არა სასამართლოში
17:39 / 22.10.2019
თქვენ მორალურ შეკითხვებზე პასუხის გაცემას არ აპირებთ, იმიტომ, რომ თქვენი მორალური სახე ისედაც ნათელია. თქვენ ხართ ადამიანი, რომლის ადგილიც უნდა იყოს ციხეში და არა სასამართლოში, - ასე მიმართა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, გიორგი მიქაუტაძეს პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, გედევან ფოფხაძემ.
ტერაქტი ოსლოში – არიან დაჭრილები
17:14 / 22.10.2019
შეიარაღებულმა კაცმა ოსლოში სასწრაფო დახმარების ავტომობილი გაიტაცა და ხალხში შევარდა. შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო როიტერი ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით წერს.
პროკურატურა: „მუქარის წერილის დედანი“ პირთა განუსაზღვრელი წრისთვის ფიზიკურად იყო ხელმისაწვდომი, რაც ეფექტური კვლევების ჩატარებას ართულებს
16:55 / 22.10.2019
საქართველოს გენერალური პროკურატურა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიერ გუშინ, გენერალურ პროკურატურაში წარდგენილ მასალებთან დაკავშირებით, მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, განცხადებას ავრცელებს.
"აქ რომ ეს ზის არის შენი სირცხვილი..." - მიქაუტაძის მოსმენისას ერთმანეთს ლევან გოგიჩაიშვილი და დაჩი ბერაია დაუპირისპირდნენ
16:21 / 22.10.2019
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის გიორგი მიქაუტაძის მოსმენის დროს პარლამენტში მორიგი სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. უმრავლესობის წევრი დაჩი ბერაია დამოუკიდებელ დეპუტატს ლევან გოგიჩაიშვილს მას შემდეგ დაუპირისპირდა, რაც მათ მოითხოვეს, რომ ვატო შაქარაშვილისთვის კითხვის დასმის უფლება მიეცათ. შაქარაშვილის კითხვის გაჟღერებას ითხოვდა მეორე დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძეც.
კახა კალაძე: გურამიშვილის გამზირზე აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსის მცხოვრებლებს თბილისის მერიის მხრიდან მაქსიმალური მხარდაჭერა ექნებათ
16:18 / 22.10.2019
თბილისში, გურამიშვილის გამზირზე აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსის მცხოვრებლებს თბილისის მერიის მხრიდან მაქსიმალური მხარდაჭერა ექნებათ, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
კახა კალაძე: ელექტროენერგიის ტარიფების ზრდის შესახებ ინფორმაციას არ ვფლობ
16:17 / 22.10.2019
ტარიფების ზრდის შესახებ ინფორმაციას არ ვფლობ, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განუცხადა ჟურნალისტებს კითხვაზე, იგეგმება თუ არა ელექტროენერგიის ტარიფების ზრდა.
ვინ მოიტაცა მთვარე - გოცირიძე მიქაუტაძეს
15:57 / 22.10.2019
ვინ დაწერა მთვარის მოტაცება? - ამ კითხვით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, გიორგი მიქაუტაძეს მიმართა.
რუსეთი ნატო-ს ურჩევს, სამხედრო უნიფორმების ნაცვლად, ისტორიის წიგნები შეიძინოს
15:45 / 22.10.2019
რუსეთის მუდმივმა წარმომადგენლობამ ნატო-ში, ალიანსს ურჩია ზამთრის ფორმების სანაცვლოდ, ისტორიის წიგნები შეიძინოს. ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს. მანამდე, ცნობილი გახდა, რომ ორგანიზაცია აპირებს შეიძინოს 78 ათასი კომპლექტი ზამთრის კამუფლიაჟი, ასევე უნიფორმები - 40 ° C ტემპერატურაზე ოპერაციებისთვის.
სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი სოსო გოგაშვილი პროკურატურაში დაკითხვაზე პირველ კომენტარს აკეთებს
15:42 / 22.10.2019
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი გენერალურ პროკურატურაში მის დაკითხვასთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს.
მალხაზ მაჩალიკაშვილი: კიდევ ბევრი პირია დასაკითხი და ციხეში ამოსალპობი, მაგრამ ეს არ მაინტერესებს - მინდა, სახელმწიფომ დანაშაული აღიაროს
15:40 / 22.10.2019
პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებით, მისთვის არაა მნიშვნელოვანი, თუ ვის დაკითხავენ სპეცოპერაციის საკითხზე, არამედ მთავარია სახელმწიფომ საკუთარი დანაშაული აღიაროს.
დავით ნარმანიას თავმჯდომარეობით სემეკში პირველი საჯარო სხდომა გაიმართა
15:32 / 22.10.2019
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) დავით ნარმანიას თავმჯდომარეობით პირველი საჯარო სხდომა გაიმართა. კომისიის წევრებმა სხდომაზე იმსჯელეს დღის წესრიგით გათვალისწინებულ 39 საკითხზე. მათი უმეტესობა შეეხებოდა მოქალაქეებსა და ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედ კომუნალურ კომპანიებს შორის არსებულ დავებს, მოქალაქეებზე უსაფუძვლოდ განხორციელებულ დარიცხვებთან დაკავშირებით.
ნათია თურნავა: ანაკლიის პროექტი ზედმეტად დაგვიანდა
14:16 / 22.10.2019
ანაკლიის პროექტი ზედმეტად დაგვიანდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტთან დაკავშირებით განუცხადა.
გარდაბანში ათი თვის ჩვილი დაიღუპა
13:58 / 22.10.2019
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კრწანისში 10 თვის ჩვილი დაიღუპა.
გიურზა, რომელსაც თბილისის ბოტანიკურ ბაღში პარასკევს მოსწავლემ ფოტო გადაუღო, ამ დრომდე ვერ იპოვეს
13:54 / 22.10.2019
ქვეწარმავალი მოაჯირთან იყო გაწოლილი. ცხოველთა მონიტორინგის სამსახურმა დაადასტურა, რომ გველი ნამდვილად გიურზაა.
ვახტანგ გომელაური, სოსო გოგაშვილი და ირაკლი ჩიმაკაძე გენერალურ პროკურატურაში დაიკითხნენ
13:42 / 22.10.2019
გენერალურ პროკურატურაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი ვახტანგ გომელაური, მისი ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი და სუს-ის ანტიტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელი ირაკლი ჩიმაკაძე დაიკითხნენ.
გოდერძი ბერდელიძემ ატაცში პირველი ოქროს მედალი მოიპოვა
13:37 / 22.10.2019
გოდერძი ბერდელიძემ ატაცში პირველი ოქროს მედალი მოიპოვა. ინფორმაციას ავრცელებს საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია.
“არც ერთ უსამართლობას არ გაგიტარებ, განსაკუთრებით ჩემ მიმართ” – იონათამაშვილი ბესელიას
13:20 / 22.10.2019
ეკა ბესელიას განცხადებით გუშინ ლევან მიქაბერიძის მოსმენაზე მმართველი პარტიის წევრებმა სხდომა კითხვების დასმის შემდეგ დატოვეს, ახლა კი გიორგი მიქაუტაძეს სასათბურე პირობებს უქმნიან.
თავდაცვის მინისტრმა ლატვიის ელჩს უმასპინძლა
13:12 / 22.10.2019
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლატვიის რესპუბლიკის ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
კასპში არასრულწლოვანი დედის მიერ მოკლული 7 თვის ჩვილის მამას ბრალი წაუყენეს
13:09 / 22.10.2019
კასპში, 7 თვის ჩვილის მკვლელობაში მსჯავრდებული არასრულწლოვნის მეუღლეს ბრალი წაუყენეს. აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ მიხეილ დვალიშვილის ადვოკატმა ირაკლი ჩომახაშვილმა მიაწოდა.
დავით ნარმანია სემეკის თავმჯდომარე გახდა
12:17 / 22.10.2019
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 22 ოქტომბრის სხდომაზე კომისიის თავმჯდომარის არჩევნების კენჭისყრის შედეგები დამტკიცდა, რომლის საფუძველზეც სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია გახდა. იგი ამ პოსტს 3 წლის ვადით დაიკავებს.
ეკა ბესელია: ანა დოლიძის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე არშეშვება აბსოლუტური უკანონობა და ოხანაშვილის პირადი პასუხისმგებლობაა
12:03 / 22.10.2019
ანა დოლიძის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე არშეშვება არის აბსოლუტური უკანონობა და ოხანაშვილის პირადი პასუხისმგებლობა, რომელმაც სამწუხაროდ, ეს კომიტეტი გადააქცია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაქვემდებარებულ სტრუქტურად, - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
ანრი ოხანაშვილი: ანა დოლიძემ, როგორც ჩანს, იუკადრისა მოქალაქეებთან ერთად დაჯდომა
11:58 / 22.10.2019
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე ტყუის, როდესაც ამბობს, რომ პარლამენტის დარბაზში არ შეუშვეს.
გიორგი გახარია: ჩვენ საქართველოს აღვიქვამთ და ვუყურებთ როგორც კარიბჭეს, არა მხოლოდ კავკასიის, არამედ შუა აზიის, ევროპის და დასავლეთ და აღმოსავლეთ ბაზრებზე წვდომისთვის
11:53 / 22.10.2019
ჩვენ საქართველოს აღვიქვამთ და ვუყურებთ როგორც კარიბჭეს, არა მხოლოდ კავკასიის, არამედ შუა აზიის, შემდგომ ევროპის და უფრო მსხვილ დასავლეთ და აღმოსავლეთ ბაზრებზე წვდომისთვის,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თბილისის „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
დავით ნარმანია: თუ წინააღმდეგობა გვექნება ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით, ელექტროენერგია გაძვირდება
11:51 / 22.10.2019
ჩვენ არ გვაქვს ფუფუნება, მოსახლეობის პროტესტის გამო, უარი ვთქვათ ჰესების მშენებლობაზე, - ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ახალი თავმჯდომარე დავით ნარმანია „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში აცხადებს.
მიხეილ გორბაჩოვი: დასავლეთის ქვეყნებმა ახალი ეპოქის გამოწვევებს ვერ გაუძლეს
11:46 / 22.10.2019
საბჭოთა კავშირის ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ გორბაჩოვის თქმით, „ცივი ომის“ დასრულება საბჭოთა კავშირისა და დასავლეთის ქვეყნების საერთო გამარჯვება იყო, თუმცა დასავლეთის ლიდერებმა თავი გამარჯვებულად გამოაცხადეს, იმის გაუთვალისწინებლად, თუ როგორ აღიქმებოდა ეს რუსეთში.
ანა დოლიძე აცხადებს, რომ კომიტეტის სხდომაზე, სადაც მოსამართლეობის კანდიდატს უსმენენ, არ შეუშვეს, რადგან გიორგი მიქაუტაძეს „ცივი ნიავი არ მიაკარონ“
11:42 / 22.10.2019
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე აცხადებს, რომ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე, სადაც მოსამართლეობის კანდიდატ გიორგი მიქაუტაძეს უსმენენ, არ შეუშვეს. როგორც ანა დოლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მას მანდატურის სამსახურმა განუმარტა, რომ დარბაზში ადგილი არ იყო და შესაბამისად, მას სხდომაზე დასწრება დარბაზში არსებულ ე.წ აივანზე შესთავაზა. ანა დოლიძის თქმით, აღნიშნულით ცდილობენ, რომ გიორგი მიქაუტაძეს კომფორტი შეუქმნან.
ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენერალური დირექტორი - მზად ვართ, პარლამენტში მივიდეთ და პროექტის მნიშვნელობაზე ვისაუბროთ
11:39 / 22.10.2019
რა თქმა უნდა, ჩვენი ვალდებულების ფარგლებში მზად ვართ მივიდეთ პარლამენტში, ღიად ვისაუბროთ პროექტის შესახებ, მის მნიშვნელობაზე, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა დეპუტატების მიერ მის პარლამენტში მიწვევასთან დაკავშირებით განუცხადა.
„ჩემი სახე ტრაკი არ არის“ - დავით ქაცარავა ხომერიკს პასუხობს
00:32 / 22.10.2019
„ანტისაოკუპაციო მოძრაობის“ ლიდერი დავით ქაცარავა, „რუსთა და ქართველ ხალხთა ერთობის“ პრეზიდენტის, ვლადიმერ ხომერიკის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა და მას ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში, გადაცემა „ღამის აქცენტებში“ უპასუხა.
„ბიჭი მოვიდა სამსახურიდან და ქორწილში წასასვლელად ემზადებოდა“ - რატომ დაჭრა ბაბუამ შვილიშვილი
00:02 / 22.10.2019
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის, სოფელ დარჩელში, „პატარა კოკის“ უბანში 82 წლის ბაბუამ იაშა არნანიამ 27 წლის შვილიშვილი გიორგი არნანია დაჭრა.
ბოტანიკურ პარკში ეძებენ გიურზას, რომელსაც, 8 წლის ბავშვმა, ფოტო გადაუღო
21:19 / 21.10.2019
პარასკევს, თბილისის ბოტანიკური პარკში, მესამე კლასელმა ბავშვმა, გადაიღო ფოტო, სადაც აღბეჭდილი, მოაჯირის ქვეშ გაწოლილი ქვეწარმავალი, კერძოდ, გიურზა.
შსს-ს ინფორმაციით, ფონიჭალასა და გარდაბნის მუნიციპალიტეტში 5 მსხვილი ნარკორეალიზატორი დააკავეს
16:23 / 17.10.2019
პოლიციამ ფონიჭალასა და გარდაბნის მუნიციპალიტეტში 5 მსხვილი ნარკორეალიზატორი დააკავა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, მამუკა ჭელიძემ ბრიფინგზე განაცხადა, ბოლო დღეების განმავლობაში, სამართალდამცველებმა მომხდარი დანაშაულებრივი ფაქტები ცხელ კვალზე, ოპერატიულად გახსნეს, ასევე, დააკავეს ნარკორეალიზატორები და ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები.
„საქართველოს რკინიგზა“  11 ათასამდე თანამშრომელს ხელფასებს უმატებს!
17:36 / 04.08.2019
სს "საქართველოს რკინიგზა" კიდევ ერთხელ ხაზგასმით აცხადებს, რომ კომპანიის მენეჯმენტი მუდმივად უსმენს და შესაძლებლობის ფარგლებში ცდილობს დააკმაყოფილოს თანამშრომელთა საჭიროებები და მოთხოვნები. სწორედ ამიტომ, დასაქმებულთა იმ კატეგორიას, რომელთა ხელფასი 1500 ლარს არ აღემატება, ხელფასი ემატება 10%-ით. რაც წლიურად დაახლოებით 18-20 მილიონ ლარს შეადგენს და ეს ამ ეტაპზე, ის მაქსიმუმია რისი ფინანსური რესურსიც გამოიძებნა. ამასთანავე, უკლებლივ ყველა რკინიგზელს საჩუქრის სახით, წელიწადში 2-ჯერ ფიქსირებული თანხა გადაეცემა.
ხელფასების 50%-იანი მატების მოთხოვნა და/ან განხილვა არარეალურ, პოპულისტურ საკითხს წარმოადგენს და ვინაიდან თითოეულმა რკინიგზელმა ზედმიწევნით კარგად იცის კომპანიის ფინანსური მდგომარეობა, სიმართლეს არ შეესაბამება განცხადებები, რომ დაახლოებით 4800 რკინიგზელი გაფიცვისათვის ემზადება. მეტიც, "რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი" აერთიანებს 400-მდე წევრს და მას არ გააჩნია ლეგიტიმაცია სრული კოლექტივის სახელით ისაუბროს და მით უფრო დააანონსოს გაფიცვები, შეუსრულებადი მოთხოვნების საპირისპიროდ.
დღის სიახლეები
კალენდარი
×