მთავარი სიახლეები
ქართველი მეზღვაური დავით რაზმაძე ლიბიაში გარდაცვლილი იპოვეს
ლიბიაში გაუჩინარებული ქართველი მეზღვაურის ცხედარი იპოვეს. როგორც საზღაო ტრანსპორტის სააგნეტოს უფროსმა განაცხადა, პირველადი ინფორმაციით, ახლა ექსპერტიზა უტარდება, პასუხი ხვალ იქნება. თუმცა თამარ იოსელიანი ამბობს, რომ ცხედარი უკვე ამოიცნეს.
16 წუთის წინ
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6613 ლარი გახდა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6613 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.6613 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6629 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0016 ლარი შეადგინა.
25 წუთის წინ
WhatsApp-მა მესიჯის გაგზავნის წესები გაამკაცრა
WhatsApp-მა ცრუ ამბების გავრცელებასთან ბრძოლის ფარგლებში მომხმარებლებს ჩატში ერთი და იმავე მესიჯის 5-ჯერზე მეტად გადაგზავნის უფლება შეუზღუდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
30 წუთის წინ
ეკა გიგაური მოსამართლეობის კანდიდატების განცხადებაზე - ეს არის ძალიან კარგი მაგალითი ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანისთვის
საზოგადოების პროტესტმა შედეგი გამოიღო, მაგრამ ეს საკმარისი არ არის, - ასე აფასებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების განცხადებას "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური.
41 წუთის წინ
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10-ვე კანდიდატი პარლამენტს მიმართავს, მათი კანდიდატურების განხილვა არ მოხდეს
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და საქართველოს პარლამენტს მიმართავენ არ მიეცეს შემდგომი მსვლელობა მათი კანდიდატურების განხილვას. როგორც მათ განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილი კანდიდატურების უკან გაწვევის შესაძლებლობას და ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არაჯანსაღი სპეკულაციების თავიდან აცილების მიზნით, მიმართავენ პარლამენტს არ მისცეს მსვლელობა განხილვას.
43 წუთის წინ
მორიგი მსხვერპლი - "ღორის გრიპით" რუსთავში ქალი გარდაიცვალა
რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში 82 წლის ქალი გარდაიცვალა. გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად ე.წ. ღორის გრიპი სახელდება.
51 წუთის წინ
პრემიერმა ლიეტუვაში დაკრძალული ქართველი კაპიტნის, დათიკო მაჭავარიანის ხსოვნას პატივი მიაგო
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, ლიეტუვას რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ლიეტუვას რესპუბლიკის დამუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
53 წუთის წინ
კომუნიკაციების კომისია „ჯეოსელისა“ და „მაგთის“ მიერ ტარიფების გაზრდას შეისწავლის
აბონენტებისთვის სატელეკომუნიკაციო მომსახურებებზე ტარიფის გაზრდის არანაირი წინაპირობა და საფუძველი არ არსებობს, - ამის შესახებ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც "მაგთიკომისა" და "სილქნეტის" მიერ მომხმარებლებისთვის ტარიფის გაზრდის საკითხს ეხება.
16:22 / 21.01.2019
„ჯეოსელისა“ და „მაგთის“ ტარიფები იზრდება
"ჯეოსელისა" და "მაგთიკომის" აბონენტებისთვის მომსახურების ტარიფები იზრდება.
16:21 / 21.01.2019
კურორტ აბასთუმანის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
კურორტ აბასთუმანის სტაბილური წყალმომარაგების უზრუნველყოფის მიზნით ინფრასტრუქტურული სამუშაოების პირველი ეტაპი დაწყებულია. პროექტს, საქართველოს მთავრობის დაფინანსებით გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ახორციელებს.
15:43 / 21.01.2019
ლიეტუვას პრემიერი: მხარს ვუჭეთ საქართველოს ევროატლანტიკურ მიმართულებას, როგორც კონკრეტული ნაბიჯებით, ასევე საქმით
ლიეტუვას პრემიერ-მინისტრის საულიუს სკვერნელისის განცხადებით, ლიეტუვა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ყოველთვის დაუჭერს მხარს.  როგორც სკვერნელისმა აღნიშნა, საერთაშორისო ურთიერთობებში ძალის გამოყენება ან ძალის გამოყენების მუქარა დაუშვებელია.
15:12 / 21.01.2019
რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა მგზავრებს შეცვლილი გრაფიკით მოემსახურება
თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, 22-23 იანვარს, რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა მგზავრებს შეცვლილი გრაფიკით მოემსახურება.
14:50 / 21.01.2019
თბილისის მერიასა და სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მფლობელს შორის შეთანხმება ვერ შედგა
თბილისის მერი კახა კალაძე, ვიცე-მერ ირაკლი ხმალაძესთან და მერის მოადგილე მაია ბითაძესთან ერთად, სასტუმრო "ბუდაპეშტის" მფლობელს შეხვდა.
14:39 / 21.01.2019
ტელეწამყვანი ლევან ჩხაიძე გარდაიცვალა
ტელეწამყვანი ლევან ჩხაიძე 34 წლის გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზად, არსებული ინფორმაციით თრომბი სახელდება. ის ბუდაპეშტში მეგობრებთან ერთად იყო წასული.
14:24 / 21.01.2019
ირაკლი ხმალაძე: კატეგორიულად მიუღებელია ვაკის პარკში 30-მეტრიანი სასტუმროს ასაშენებლად მშენებლობის ნებართვა გავცეთ
საკმაოდ მძიმეა ვითარება, რომელიც მერიას შეექმნა. ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია გავცეთ მშენებლობის ნებართვა ვაკის პარკში, 30 მეტრიანი სასტუმროს ასაშენებლად, - ამის შესახებ დედაქალაქის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ სასტუმრო "ბუდაპეშტის" დამფუძნებელთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
13:32 / 21.01.2019
სულხან სალაძე: მოსამართლის თანამდებობიდან გადადგეს იუსტიციის საბჭოს ყველა მოსამართლე წევრი და ჩინჩალაძე-მურუსიძემ სისტემა დატოვონ
საია-ს თავმჯდომარის სულხან სალაძის განცხადებით, მხოლოდ მოსამართლეების სიის განხილვის შეჩერება საკმარისი არ არის და ახალი სიის ნომინირება მხოლოდ იუსტიციის საბჭოს შემადგენლობის განახლების შემდეგ უნდა მოხდეს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განუცხადა.
13:30 / 21.01.2019
მამუკა ახვლედიანი: უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა სიის წარდგენა მფარველობის გარეშე ვერ მოხდებოდა - ასეთი თავხედობა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ნამდვილად არ ეყოფოდა
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა სიის წარდგენა მფარველობის გარეშე ვერ მოხდებოდა. ასეთი თავხედობა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ნამდვილად არ ეყოფოდა, - ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ მამუკა ახვლედიანმა  განაცხადა.
13:28 / 21.01.2019
მიხეილ ბატიაშვილი: სკოლებში არსებობს პრობლემები, რომელიც შეიძლება ადგილზე გადაიჭრას და ამას სჭირდება კეთილი ნება, ან მეტი პასუხისმგებლობა დირექტორების მხრიდან
განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, ხშირ შემთხვევაში სკოლებში შესაძლებელია ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარება ადგილზე, თუმცა ამას სჭირდება კეთილი ნება დირექტორების მხრიდან.
13:27 / 21.01.2019
მსოფლიოს მოსახლეობის ნაწილი მთვარის სრულ დაბნელებას იხილავს
მსოფლიოს მოსახლეობის ნაწილი მთვარის სრული დაბნელების მოწმე გახდება. მთვარე დედამიწასთან ახლოს მდებარე ორბიტაზე გაივლის, რის გამოც ციური სხეულის ხილვადი დიამეტრი 8%-ით გაიზრდება. ჩვენი პლანეტა მზესა და მთვარეს შორის ზუსტად 1 საათი და 3 წუთით დარჩება.
12:42 / 21.01.2019
საქართველოში მერაია ქერის კონცერტი გაიმართება
წელს, სავარაუდოდ, მაისში BLACK SEA ARENA-ზე მერაია ქერის კონცერტი გაიმართება. ინფორმაციას ამის შესახებ bm.ge ავრცელებს.
12:21 / 21.01.2019
გიორგი მიქაუტაძე: კონკრეტული მოსამართლეების და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების მიმართ მიზანმიმართული დევნა ხორციელდება
ხორციელდება მიზანმიმართული დევნა კონკრეტული მოსამართლეების და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების მიმართ იმ გადაწყვეტილების გამო, რომელიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კონსტიტუციის და ორგანული კანონის "საერთო სასამართლოების შესახებ კანონის" სრული დაცვით მიიღო,- ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი მიქაუტაძემ განაცხადა, როდესაც გამოეხმაურა არასამთავრობო სექტორის დღევანდელ აქციას და მოთხოვნებს.
12:13 / 21.01.2019
იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან ადვოკატები და არასამთავრობოების წარმომადგენლები სასამართლო სისტემაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საპროტესტო აქციას მართავენ
იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან ადვოკატები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, აქტივისტები და სხვა საზოგადოებრივი ჯგუფები სასამართლო სისტემაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საპროტესტო აქციას მართავენ.
12:07 / 21.01.2019
ესპანეთში მოგზაურობის მსურველებისთვის დღიურად დასახარჯი თანხა გაიზარდა
ესპანეთში მოგზაურობის მსურველებისთვის, დღიურად გათვალისწინებული დასახარჯი თანხა 50 ევროს ნაცვლად 90 ევრო იქნება და ეს ცვლილება საქართველოს მოქალაქეებსაც შეეხებათ. ამის შესახებ ინფორმაციას 1ტვ.გე თურქეთში ესპანეთის სამეფოს საელჩოზე დაყრდნობით ავრცელებს.
11:57 / 21.01.2019
ქართველმა მოციგურავემ საერთაშორისო ტურნირზე გაიმარჯვა
2019 წელი ქართველმა ფიგურულმა მოციგურავეებმა წარმატებით დაიწყეს. წლის პირველი საერთაშორისო ტურნირი სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში ჩატარდა, იონიორების კატეგორიაში მონაწილეობდა ქართველი მოციგურავე ალინა ურუშაძე. ამის შესახებ ინფორმაციას ფიგურული ციგურაობის ფედერაცია ავრცელებს.
11:55 / 21.01.2019
მედია: ბრედ პიტს და შარლიზ ტერონს რომანი აქვთ

ჰოლივუდელი მსახიობი და პროდიუსერი ბრედ პიტი მსახიობ შარლიზ ტერონს ხვდება. ამის შესახებ The Sun-ი იუწყება.

11:47 / 21.01.2019
რადიკალური კლება არ შეინიშნება: გამყრელიძე გრიპსა და წითელაზე
ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, გრიპის ვირუსით დაავადებულთა რაოდენობა ქვეყნის მასშტაბით შემცირებულია, თუმცა რადიკალური კლება არ შეინიშნება.
11:10 / 21.01.2019
მამუკა ბახტაძე ოფიციალური ვიზიტით ლიეტუვას რესპუბლიკას ეწვია
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ოფიციალური ვიზიტით ლიეტუვას რესპუბლიკას ეწვია. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მეთაურს ვილნიუსის საერთაშორისო აეროპორტში ლიეტუვას რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი რაიმუნდას კარობლისი დახვდა.
11:03 / 21.01.2019
მიხეილ ბატიაშვილი: საათობრივ რეჟიმში ვიქნებით ჩართული სკოლებთან, შესაბამის ორგანოებთან და ნებისმიერი საფრთხის შემთხვევაში მზად ვართ, მივიღოთ გადაწყვეტილება
საგანმანათლებლო დაწესებულებებს, სადაც დღეს სწავლა განახლდა, მიხეილ ბატიაშვილი კიდევ ერთხელ მიმართავს რეკომენდაციით, რომ ვირუსების თავიდან ასაცილებლად, განსაკუთრებული ყურადღევა მიექცეს ჰიგიენას და შესაბამისი რეკომენდაციების გათვალისწინებას.
11:02 / 21.01.2019
ე.წ. ჭკვიანი კამერების ჩართვის შედეგად, ტექინსპექტირების არგავლის გამო, 4 დღეში 6 654 ჯარიმა გამოიწერა
14 იანვრიდან 17 იანვრის ჩათვლით, მას შემდეგ, რაც პერიოდული ტექნიკური ინსპექტირებაგაუვლელი ავტომობილების დაჯარიმების პროცესში ე.წ. ჭკვიანი კამერებიც ჩაერთო, საერთო ჯამში, 6 654 ჯარიმა გამოიწერა, - ამის შესახებ  შს სამინისტროს კვლევისა და რეფორმების სამმართველოს ხელმძღვანელმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.
11:01 / 21.01.2019
სალომე ზურაბიშვილი პირველი ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელს ეწვევა
21 იანვარს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პირველ ოფიციალურ ვიზიტს გამართავს.  ვიზიტი ბრიუსელში შედგება. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია სალომე ზურაბიშვილის მაღალი დონის შეხვედრები ევროკავშირისა და ნატო-ს სტრუქტურების ხელმძღვანელ პირებთან.
10:26 / 21.01.2019
ცოცხლადდამარხული 13 წლის მოზარდი და ღიად დატოვებული თხრილები, რომელიც საფრთხეს ქმნის
ცოცხლადდამარხული 13 წლის მოზარდი - თბილისში, აეროპორტის სიახლოვეს, მერვეკლასელი გიგა მამულაშვილი მიწისქვეშ აღმოჩნდა.
00:45 / 21.01.2019
კახა კალაძე „ყაზტრანსგაზზე“: ჩემი შემოსავლები არასდროს დამიმალავს
თბილისის მერმა კახა კალაძემ "იმედი LIVE"-ის პირდაპირ ეთერში კიდევ ერთხელ უარყო კომპანია "ყაზტრანსგაზის" მიმართ მისი ბიზნესინტერესების შესახებ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია და სპეკულაციები.
00:41 / 21.01.2019
კალაძე: აქ ის ადამიანები იმყოფებიან, რომლებიც მსოფლიო მასშტაბით ქმნიან ტურისტულ ამინდს
დედაქალაქის მერი კახა კალაძე გიდების ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის მე-18 საერთაშორისო კონგრესის გახსნის ცერემონიას დაესწრო და ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა.

00:40 / 21.01.2019
კახა კალაძე: ექსპლუატაციაში მიუღებელ შენობებთან დაკავშირებით ხედვას მალე წარვადგენთ
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერია უახლოეს მომავალში წარუდგენს საზოგადოებას ხედვას, თუ როგორ შეიძლება მოგვარდეს ექსპლუატაციაში მიუღებელ შენობებთან დაკავშირებით უსაფრთხოების საკითხები. ამის შესახებ თბილისის მერმა "იმედი LIVE"-ის ეთერში განაცხადა.
00:39 / 21.01.2019
კალაძე: მიშა ჰოლანდიიდან გამოექანოს, შალიკო და ხაბეიშვილი - მთაწმინდიდან
ხაბეიშვილს და მიშას შეუძლიათ თბილისის ანძაზე აბრძანდნენ და... მიშას თბილისიდან არ შეუძლია, ჰოლანდიიდან შეუძლია გამოექანოს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
15:25 / 18.01.2019
ტანმოვარჯიშე, რომელმაც უნაკლო შესრულებით ინტერნეტი დაიპყრო
კოლეჯებს შორის ტანმოვარჯიშეთა ტურნირზე, 21 წლის კეტლინ ოჰაშიმ დამსწრე საზოგადოება სახტად დატოვა, პერფომანსი 2 უმაღლესი ქულით შეაფასეს, რაც საბოლოო ჯამში 2019 წლის ტოპ შეფასებაა.
12:32 / 15.01.2019
დღის სიახლეები