ირმა ინაშვილი: მე ვარ ქალი და კაცზე ხელს არასდროს ავწევ
20:00 / 12.12.2018
მე ვარ ქალი და კაცზე არასდროს ავწევ ხელს, – ამის შესახებ "პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა ირმა ინაშვილმა დღეს პარლამენტში მასსა და ოპოზიციონერ დეპუტატ ნიკა მელიას შორის მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით განაცხადა.
კამპანია „არა ბულინგს“ ფარგლებში ბათუმის საჯარო სკოლის მოსწვლეებისთვის კინოჩვენება მოეწყო
19:35 / 12.12.2018
საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით მიმდინარე კამპანია "არა ბულინგს" ფარგლებში ბათუმის რაიონული პროკურორის მოადგილე ირაკლი გაჩეჩილაძე და პროკურატურის მოწმისა და დაზარალებულის უფროსი კოორდინატორი ხატია ბაშარული ქ.ბათუმის საჯარო სკოლების მოსწვლეებს შეხვდნენ.
ექსპორტის მენეჯერთა სასერტიფიკატო კურსის შემაჯამებელი გალა ღონისძიება
19:32 / 12.12.2018
2018 წლის 13 დეკემბერს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" ინიციატივით და კავაკსიის ბიზნეს სკოლის მხარდაჭერით, ქ. ბათუმში, სასტუმროში "ჰილტონი", 19:00 სთ-ზე ექსპორტის მენეჯერთა სასერტიფიკატო კურსის შემაჯამებელი გალა ღონისძიება გაიმართება.
ჯეიმს აპატურაი: ალიანსი აღიარებს, რომ რუსეთი თავის აგრესიულ საქციელს არ ცვლის
19:30 / 12.12.2018
ალიანსი აღიარებს, რომ რუსეთი არ ცვლის თავის აგრესიულ საქციელს. უფრო მეტიც, რიგ შემთხვევაში რუსეთი ამ აგრესიას ზრდის,
გიგა ბოკერია - „ქართული ოცნების" წარმომადგენლები საპარლამენტო ცხოვრებისთვის შეუფერებლად იქცევიან
19:27 / 12.12.2018
"ევროპული საქართველოს" წევრის გიგა ბოკერიას განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან ცენზურის დაწესება ვერ მოხდება, "ისინი კეთილს ინებებენ და სხდომათა დარბაზში მათთვის უსიამოვნო შეფასებების მოსმენას შეეგუებიან".
ირმა ინაშვილი: მე ვარ ქალი და კაცზე არასდროს ავწევ ხელს
18:33 / 12.12.2018
მე ვარ ქალი და კაცზე არასდროს ავწევ ხელს, – ამის შესახებ "პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა ირმა ინაშვილმა დღეს პარლამენტში მასსა და ოპოზიციონერ დეპუტატ ნიკა მელიას შორის მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით განაცხადა.
არჩილ თალაკვაძე: „ნაციონალურ მოძრაობაში“ უნდა გაიაზრონ, რომ არჩევნებში დამაჯერებლად დამარცხდნენ
18:18 / 12.12.2018
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში საზოგადოებამ "ნაციონალური მოძრაობის" დაბრუნებას ძალიან მაღალი მონაწილეობით უთხრა უარი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ "ნაციონალური მოძრაობის" აქციასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, "ქართულ ოცნებას" ევროპული არჩევნების ჩატარება სურდა.
„ევროპული საქართველო“ 16 დეკემბერს „ნაციონალური მოძრაობის“ აქციაში მონაწილეობას არ მიიღებს
18:16 / 12.12.2018
"ევროპული საქართველო" 16 დეკემბერს "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაგეგმილ აქციაში მონაწილეობას არ მიიღებს. როგორც ჟურნალისტებს ოპოზიციონერმა დეპუტატმა, გიგა ბოკერიამ განუცხადა, ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას აქვს მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის სრული უფლება.
ირაკლი კობახიძე: კონსტიტუციის ახალი რედაქციის ამოქმედებისთანავე, სასოფლო-სამეურნეო მიწებთან დაკავშირებით მორატორიუმი აბსოლუტური ფორმით აღდგება
16:38 / 12.12.2018
საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ, კონსტიტუციის ახალი რედაქციის ამოქმედებისთანავე, სასოფლო-სამეურნეო მიწებთან დაკავშირებით მორატორიუმი აბსოლუტური ფორმით აღდგება. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, თუ საზოგადოება სწორ ინფორმაციას მიიღებს, ვნებათაღელვა არ იქნება.
ზვავსაშიშროების გამო გუდაური-კობის მონაკვეთზე მოძრაობა აკრძალულია
16:24 / 12.12.2018
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროებაა. რის გამოც, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
პრემიერ-მინისტრი სტრასბურგის საშობაო ბაზრობაზე დატრიალებული ტრაგედიის გამო ფრანგ ხალხს უსამძიმრებს
16:23 / 12.12.2018
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სტრასბურგის საშობაო ბაზრობაზე დატრიალებული ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს და ფრანგ ხალხს უსამძიმრებს.
საქართველოში სამთო ტურიზმისა  და ორგანული სოფლის მეურნეობის განვითარებაზე  პროექტს ხელი მოეწერა
16:20 / 12.12.2018

მთის საერთაშორისო დღეს, საქართველოს ეთნოგრაფიულ მუზეუმში, ევროკავშირის, შვედეთისა და ავსტრიის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას ევროპული პროექტის “მწვანე ეკონომიკა: მდგრადი მთის ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა (GRETA)“ დასაწყებად, რომელიც საქართველოში სამთო ტურიზმისა და ორგანული სოფლის მეურნეობის განვითარებას ისახავს მიზნად.

ზაზა პაპუაშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ - რა უნდა გავაკეთოთ, გამოგიყვანოთ, გაგანგრიოთ და მოგკლათ, თუ რა გაგიკეთოთv
15:27 / 12.12.2018
ძალიან უხერხული მდგომარეობა იქმნება, რა გინდათ, სადამდე მიდიხართ ამ პროვოკაციით, რა უნდა გავაკეთოთ, გამოგიყვანოთ, გაგანგრიოთ და მოგკლათ, თუ რა გაგიკეთოთ, – ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაზა პაპუაშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს საქართველოს პარლამენტში, სადაც ცოტა ხნის წინ ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
ირაკლი კობახიძე ნიკა მელიას - არ შეიძლება, მარცხმა ასე დაგაკარგვინოთ სახე
15:24 / 12.12.2018
არ შეიძლება, მარცხმა ასე დაგაკარგვინოთ სახე, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ნიკა მელიას გამოსვლას პლენარულ სხდომაზე.
ნიკა მელია :16 დეკემბერს თელავში საპროტესტო აქცია აუცილებლად გაიმართება, ეს კონსტიტუციური პროტესტია
15:09 / 12.12.2018
16 დეკემბერს თელავში საპროტესტო აქცია აუცილებლად გაიმართება, ეს კონსტიტუციური პროტესტია, – ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ნიკა მელიამ განაცხადა. როგორც ნიკა მელიამ აღნიშნა, რაც ხელისუფლებამ არჩევნებზე იკადრა, ისეთს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ჩატარებულ არჩევნებში არასდროს ჰქონია ადგილი
პარლამენტში დეპუტატებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა
14:34 / 12.12.2018
საკანონმდებლო ორგანოში საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურში გადაიზარდა. ვითარება "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერის ირმა ინაშვილის სიტყვით გამოსვლის შემდეგ დაიძაბა.
ზვავსაშიშროების გამო, გუდაური-კობის მონაკვეთზე მოძრაობა აიკრძალა
14:28 / 12.12.2018
მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროებაა. გზების დეპარტამენტის ცნობით, აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ვიდეოჯარიმების გადახდის მაჩვენებელი 1 წლის განმავლობაში თითქმის 9-ჯერ გაიზარდა
14:14 / 12.12.2018
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გასული 1 წლის განმავლობაში გადახდილი ვიდეოჯარიმების რაოდენობამ 27 335 752 ლარი შეადგინა. როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-დან გამოთხოვილი ინფორმაციის საპასუხოდ აცნობეს, სულ 1-ელი ნოემბრიდან 22 ოქტომბრის ჩათვლით დაფიქსირებული ვიდეოჯარიმების რაოდენობამ 1 029 852 შეადგინა, მათ შორის გადახდილია 780 000 ჯარიმა. აღნიშნულ პერიოდამდე 2017 წელს, 71 969 ვიდეოჯარიმა დაფიქსირდა, საიდანაც გადახდილი იყო 65 138 ჯარიმა, ხოლო გადახდილი თანხის ოდენობა 3 135 847 ლარია.
გიორგი ქობულია: ყურადღებით ვაკვირდებით პურის ფასის მატებას, ხომ არ არის არაკონკურენტული გარიგება
14:12 / 12.12.2018
ყურადღებით ვაკვირდებით პურის ფასის მატებას, ხომ არ არის არაკონკურენტული გარიგება, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, მთავრობა პურის ფასს არ არეგულირებს და ის კომერციულად ფორმირდება.
მამუკა ბახტაძემ და ჯეიმს აპატურაიმ ჩრდილოატლანტიკური ალიანსისკენ მიმავალ გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი და ქვეყნის მდგრადი რეფორმების კურსი განიხილეს
12:56 / 12.12.2018
ჩვენ გვსურს კიდევ უფრო მეტი ნატო საქართველოში და მეტი საქართველო ნატო-ში მომდევნო წელს, - ამის შესახებ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ჯეიმს აპატურაი სალომე ზურაბიშვილს ხვდება
12:45 / 12.12.2018
სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი საქართველოს არჩეულ პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს ხვდება. როგორც შეხვედრის დაწყებამდე ჯეიმს აპატურაიმ განაცხადა, არჩეული პრეზიდენტის რანგში სალომე ზურაბიშვილთან დღეს პირველი შეხვედრა ექნება.
კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ უსაფრთხო და ხარისხიანი რადიოაპარატურის გამოყენებისთვის დირექტივა შეიმუშავა
12:40 / 12.12.2018
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ, უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად, რომელიც მომხმარებლისთვის ხარისხიანი რადიოაპარატურის გამოყენებას უზრუნველყოფს, დირექტივა შეიმუშავა. კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციით, რადიოაპარატურის შესახებ ევროკავშირის 2014/53/EU დირექტივის შესაძლო განხორციელების შესახებ სემინარი კომისიაში გაიმართა.
გიორგი ქობულია საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრ კომპანიებს ხვდება
12:36 / 12.12.2018
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია ბიზნესასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს ხვდება. გიორგი ქობულიასთან ასოციაციის წარმომადგენელთა შეხვედრა პირველად იმართება და მასზე ბიზნესის წინაშე არსებულ გამოწვევებზე, ასევე ქვეყანაში ბიზნესგარემოს გაუმჯობესების შესაძლებლობებზე მსჯელობენ.
კახა კალაძე: ჩვენ ვიქნებით ქალაქის ის მთავრობა, რომელიც ბინათმშენებლობების კოოპერატივებით დაზარალებულ მოსახლეობას პრობლემას მოუგვარებს
12:34 / 12.12.2018
დედაქალაქის მერი კახა კალაძე სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს მოუწოდებს, ბინათმშენებლობების კოოპერატივებით დაზარალებული მოსახლეობისთვის გადასაცემ ფართებთან დაკავშირებით, საკუთარი წინადადებები წარმოადგინონ.
კახა კალაძე : 28 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით რესპუბლიკის მოედანზე საახალწლო სოფელი მოეწყობა
12:31 / 12.12.2018
დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, თბილისში წინასაახალწლოდ მასშტაბური ღონისძიებები იგეგმება. როგორც კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, 28 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით რესპუბლიკის მოედანზე მოეწყობა საახალწლო სოფელი, რომელშიც დამთვალიერებელს დახვდება ახალი ინსტალაციები, დიდი საბავშვო სივრცეები, ზღაპრის გმირები, საბავშვო კონცერტები, დღის ბენდები, საღამოს თემატური კონცერტები, საშობაო ბაზრობა.
კახა კალაძე: არავის ვერჩით, კაფეც უნდა იყოს, ბარიც, დისკო-კლუბებიც, მაგრამ ხმაურის პრობლემა უნდა მოწესრიგდეს
12:31 / 12.12.2018
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალურ ინსპექციას დაავალა, ტურისტულ ზონებში ხმაურის კონტროლი მაქსიმალურად გამკაცრდეს.
ინაუგურაციას სომხეთის პრეზიდენტი, ლიტვის სეიმის, ასევე სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეები დაესწრებიან
12:28 / 12.12.2018
საქართველოს არჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ინაუგურაციის დღეს, 16 დეკემბერს, თბილისში, მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში ილია ჭავჭავაძის საფლავს გვირგვინით შეამკობს, ასევე დაგეგმილია გმირთა მემორიალზე მისვლაც. ამის შესახებ ინაუგურაციის მოსამზადებელი კომისიის წევრმა, ლაშა ჟვანიამ განაცხადა.
ლაშა ჟვანია: ათონელის რეზიდენციაში პრეზიდენტი მუშაობას ადმინისტრაციულ ფლიგელში დაიწყებს, რემონტის დასრულების შემდეგ კი, საპრეზიდენტოში გადავა
12:24 / 12.12.2018
თბილისში, ათონელის ქუჩაზე მდებარე ორბელიანების სასახლეში, სადაც პრეზიდენტის რეზიდენცია უნდა განთავსდეს, სარემონტო სამუშაოები გრძელდება, – ამის შესახებ პრეზიდენტის ინაუგურაციის მოსამზადებელი კომისიის წევრმა, ლაშა ჟვანიამ განაცხადა.
გრიგოლ ვაშაძე: 16 დეკემბერს თელავში ჩვენ ჩავატარებთ მშვიდობიან აქციას
12:21 / 12.12.2018
გაერთიანებული ოპოზიცია 16 დეკემბერს თელავში აქციას გამართავს. ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა. ვაშაძის თქმით, აქცია მშვიდობიანი იქნება.
ჯეიმს აპატურაი: მჯერა, რომ მომავალ წელს ქართველი ხალხი იხილავს გაცილებით მეტ ნატო-ს საქართველოში
12:18 / 12.12.2018
კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ თბილისში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკალიანთან პირველი შეხვედრა გამართა.
თბილისის საბავშვო ბაღებში საახალწლო საჩუქრის გადასაცემად თითო ბავშვზე 7 ლარამდე დაიხარჯება
12:16 / 12.12.2018
საახალწლო საჩუქრის გადასაცემად ერთ ბავშვზე დაახლოებით 7 ლარამდე თანხა დაიხარჯება, - ამის შესახებ თბილისის ბაგა–ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახა გვანცელაძემ განაცხადა.
კახა კალაძე გავრცელებულ ინფორმაციას 61 ათასი ბაღის აღსაზრდელის საკვების გარეშე დარჩენის შესახებ, სიცრუეს უწოდებს
12:14 / 12.12.2018
დედაქალაქის მერი კახა კალაძე სიცრუეს და დიდ ტყუილს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ 61 ათასი ბაღის აღსაზრდელი საკვების გარეშე დარჩა. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სადაც ის ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის სიუჟეტს გამოეხმაურა.
ფარავნის უღელტეხილზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია
11:09 / 12.12.2018
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი და ნამქერები) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ93-კმ110 (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი,
თამარ ხულორდავა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს სხდომაში მიიღებს მონაწილეობას
11:04 / 12.12.2018
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს სხდომაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც სტრასბურგში, ევროპარლამენტში ხვალ გაიმართება.
7 ნოემბრის საქმეზე დღეს ლევან გაჩეჩილაძე, კახა კუკავა და ზვიად ძიძიგური დაიკითხებიან
10:56 / 12.12.2018
7 ნოემბრის საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს მორიგი სხდომა გაიმართება. დღევანდელ სხდომაზე კვლავ ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა მოხდება.
სტრასბურგში საშობაო ბაზრობაზე ერთმა პირმა ცეცხლი გახსნა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
10:51 / 12.12.2018
საფრანგეთში, ქალაქ სტრასბურგში საშობაო ბაზრობაზე უცნობმა პირმა ცეცხლი გახსნა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილია ერთი ადამიანი, ხოლო 6 კი დაჭრილია. სტრასბურგის მერის ინფორმაციით, პირი, რომელმაც ცეცხლი გახსნა, ჯერ დაკავებული არ არის.
წყნეთის ერთ-ერთ რესტორანში მომხდარი დაპირისპირებისა და დაჭრის ფაქტზე დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა
10:45 / 12.12.2018
წყნეთის ერთ-ერთ რესტორანში მომხდარი დაპირისპირებისა და დაჭრის ფაქტზე დაკავებულ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელს, ემზარ ზურაბიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. დაცვის მხარის განცხადებით, განაჩენს ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებენ.
გუდაური-კობის გზაზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა
21:01 / 11.12.2018
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა თავისუფალია.
პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ "ექსპო ჯორჯიაში" მთის განვითარების სტრატეგია წარადგინა
20:33 / 11.12.2018
მოგესალმებით მეგობრებო, მივესალმები გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლებს, მივესალმები დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, მივესალმები მთავრობის წევრებს, დეპუტატებს, განსაკუთრებული პატივისცემით მოგესალმებით თქვენ, ჩვენს საამაყო ადამიანებს, რომლებიც მთისადმი თქვენი ერთგულებით გვინარჩუნებთ სამშობლოს, ჩვენს საქართველოს. მადლობა თითოეულ თქვენგანს ჩამობრძანებისთვის და ჩვენთან ერთად ამ დღის აღნიშვნისთვის.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელობა „მრავალეროვანი საქართველოს“ ოფისს ესტუმრა
20:31 / 11.12.2018
11 დეკემბერს, საერთო-სამოქალაქო მოძრაობა "მრავალეროვანი საქართველოს" მოწვევით ორგანიზაციის ოფისს ესტუმრნენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ქ-ნ. თამარ ჟვანია, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ბ-ნ. გიორგი შარაბიძე და ცენტრალური საარჩევნო კომისიის მდივანი ბ-ნ გიორგი ჯავახიშვილი.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლის ინფორმაციით, თამბაქოს მოხმარების შეზღუდვის კუთხით დაწესებული რეგულაციები ტელეკომპანიების მხრიდან არ სრულდება
20:28 / 11.12.2018
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლის ლელა სტურუას ინფორმაციით, თამბაქოს მოხმარების შეზღუდვის კუთხით დაწესებული რეგულაციები ტელეკომპანიების მხრიდან არ სრულდება.
ანა დოლიძე: მიდგომა, რომ უცხოელები და ქართველები საკუთრების უფლებასთან მიმართებაში თანაბარუფლებიანები არიან, მართალი არ არის
18:16 / 11.12.2018
მიდგომა, რომ უცხოელები და ქართველები საკუთრების უფლებასთან მიმართებაში თანაბარუფლებიანები არიან, მართალი არ არის. მართალი არ არის საერთაშორისო სამართლითაც სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილებიდან გამომდინარე,
შინაგან საქმეთა სამინისტრომ წყნეთში მომხდარ ინციდენტში მონაწილე პირი დააკავა
17:50 / 11.12.2018
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებების შედეგად, საგნის იარაღად გამოყენებით ჩადენილი ხულიგნობის ბრალდებით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელი, 1982 წელს დაბადებული ე.ზ. დააკავეს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კონვენციის შესრულების თაობაზე საქართველოს VI პერიოდული ანგარიშის“ პროექტის განხილვა
17:45 / 11.12.2018
საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი "ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" კონვენციის შესრულების თაობაზე საქართველოს VI პერიოდული ანგარიშის" პროექტი განიხილეს იურიდიულ საკითხთა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების გაერთიანებული სხდომაზე. საკითხი განსახილველად საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხათუნა თოთლაძემ წარადგინა.
ჰეიდარ ალიევის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო
16:03 / 11.12.2018
აზერბაიჯანის საკონსულოს ორგანიზებით სახელმწიფოს ეროვნული ლიდერის, ჰეიდარ ალიევის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მიმართა. თორნიკე რიჟვაძემ ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობასა და ამ კუთხით ჰეიდარ ალიევის მოღვაწეობაზე გაამახვილა ყურადღება.
თბილისის საკრებულოში დედაქალაქის 2019 წლის ბიუჯეტის გადამუშავებული ვარიანტი შევიდა
15:45 / 11.12.2018

თბილისის საკრებულოს ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ ირაკლი ზარქუამ დედაქალაქის 2019 წლის ბიუჯეტის გადამუშავებულ ვერსიასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. მისი თქმით, ბიუჯეტის პროექტი საკრებულოს 10 დეკემბერს დაუბრუნდა. მისივე განცხადებით, გადამუშავებული ვერსია პირველადთან შედარებით 56 მილიონი ლარით არის გაზრდილი და 927 მილიონ 631 500 ლარს შეადგენს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნახევარ კილოზე მეტი ჰეროინი ამოიღო
15:34 / 11.12.2018
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით 1982 წელს დაბადებული მ.ა. თბილისში დააკავეს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
კახა კალაძე: დედაქალაქს ჰყავს პასუხისმგებლიანი მთავრობა და საკრებულო, რომლებიც სწორად გეგმავენ ბიუჯეტს
13:55 / 11.12.2018
დედაქალაქს ჰყავს პასუხისმგებლიანი მთავრობა და საკრებულო, რომლებიც სწორად გეგმავენ ბიუჯეტს, – ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს დედაქალაქის ბიუჯეტის 2019 წლის პროექტთან და უფასო სასადილოების დაფინანსების საკითხზე ოპოზიციის განცხადებებთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვას.
დავით უსუფაშვილი: პრეზიდენტის იქნება თუ პრემიერის, ვემხრობი სარეზერვო ფონდების გაუქმებას
12:50 / 11.12.2018
მომხრე არ ვარ იმ ტიპის სარეზერვო ფონდების, იქნება ეს პრეზიდენტის, პრემიერის თუ სხვა, რომელსაც არ ახლავს ძალიან მკაფიო ჩამონათვალი, თუ რისთვისაა ეს გამიზნული, ამიტომ ვემხრობი სარეზერვო ფონდების გაუქმებას, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა ტელეკომპანია "პალიტრანიუსს" განუცხადა.
მანანა კობახიძე: ავლაბრის სასახლე შესაფერისი იქნებოდა საკონსტიტუციო სასამართლოსთვის, მე ამას მივემხრობოდი
12:34 / 11.12.2018
ავლაბრის სასახლე შესაფერისი იქნებოდა სასამართლოსთვის, მე ამას მივემხრობოდი, - ამის შესახებ ტელეკომპანია "პალიტრანიუსს" საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მანანა კობახიძემ განუცხადა, რითაც გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ ავლაბრის სასახლის სამომავლო ბედთან დაკავშირებით სამი ვარიანტი განიხილება, მათ შორის ერთ-ერთია ის, რომ სასახლეში შესაძლოა საკონსტიტუციო სასამართლო გადავიდეს.
ირაკლი კობახიძე: საქართველო ყოველთვის ამაყობდა სამოქალაქო საზოგადოებით, რომლის ხმაც, პოლიტიკაში ბოლო წლებია განსაკუთრებით გაძლიერდა
11:24 / 11.12.2018
დემოკრატიებს თავს ესხმიან და არყევენ არადემოკრატიული და არალიბერალური ძალები, რომლებსაც არ არის აუცილებელი, სამხედრო ფორმა ეცვათ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ყოველწლიურ, რიგით მე-10 შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
გია ვოლსკი: საქართველოში ელჩის დანიშვნა აშშ-ს მიერ მისაღები გადაწყვეტილებაა და მასზე გადაწყვეტილებაზე ქართულ მხარეს არანაირი რესურსი არ გააჩნია, რომ იმოქმედოს
11:14 / 11.12.2018
საქართველოში ელჩის დანიშვნა არის აშშ-ს მიერ მისაღები გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილებაზე ქართულ მხარეს არანაირი რესურსი არ გააჩნია, რომ იმოქმედოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ Foreign Policy-ის ინფორმაციასთან დაკავშირებით განუცხადა, რომლის მიხედვით, საქართველოს მთავრობამ აშშ-ის ელჩობის კანდიდატი ბრიჯიტ ბრინკსი დაბლოკა.
ირაკლი კობახიძე: საქართველო ყოველთვის ამაყობდა სამოქალაქო საზოგადოებით, რომლის ხმაც, პოლიტიკაში ბოლო წლებია განსაკუთრებით გაძლიერდა
10:34 / 11.12.2018
პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველო ყოველთვის ამაყობდა საკუთარი სამოქალაქო საზოგადოებით, რომლის ხმაც, ქართულ პოლიტიკაში ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, განსაკუთრებით გაძლიერდა და გააქტიურდა. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ყოველწლიურ, რიგით მე-10 შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს პარლამენტი კვლავ ღია იქნება ნებისმიერი ინიციატივისათვის, კრიტიკისათვის და აქტიურად ითანამშრომლებს ქართულ და საერთაშორისო სამოქალაქო საზოგადოებასთან.
დღის სიახლეები
  • საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, ევროკავშირსა და ევროპის საინვესტციო ბანკს შორის, ხელი მოეწერა შეთანხმებას, საქართველოს სატრანსპორტო კომუნიკაციების პროექტის ფარგლებში ტექნიკური დახმარების თაობაზე. ახალი პროექტი, საქართველოს მასშტაბით ახალი და უსაფრთხო გზების ასაშენებლად ტექნიკურ დახმარება უზრუნველყოფს.
    18:09 / 12-12-2018
  • სემეკის წევრის - ECRB-ის პრეზიდენტის, გიორგი ფანგანის ინიციატივით, პირველად ევროპის ენერგეტიკული ორგანიზაციების ისტორიაში, ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭოს (CEER), ენერგეტიკული თანამეგობრობის მარეგულირებელ საბჭოსა (ECRB) და ხმელთაშუაზღვის ქვეყნების ენერგეტიკის მარეგულირებლებს (MEDREG) შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა. ხელმოწერის ცერემონია ავსტრიაში, ქ.ვენაში გაიმართა.
    14:13 / 12-12-2018
  • BBC Earth-ის დოკუმენტური სერიის, დინსატიების გადამღებმა ჯგუფმა გადაიღო ლომი, რომელსაც თავს 20 აფთარი დაესხა.
    13:01 / 12-12-2018
  • ტურინის "იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ "იანგ ბოიზთან" წინასამატჩო პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ტურინულმა გრანდმა პირველი ადგილი უნდა დაიკავოს.
    12:54 / 12-12-2018
  • 12 დეკემბერს, 18:00 საათზე, "თიბისი კაპიტალი" კვებისა და სწრაფი მოხმარების პროდუქციის სექტორის შესახებ (FMჩG) კვლევას წარადგენს.
    11:19 / 12-12-2018
  • სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოსა და კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტზე, საქართველოში მცხოვრები ირანის ისლამური რესპუბლიკის შვიდი მოქალაქე ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს.
    11:12 / 12-12-2018
  • ოთხშაბათს, 12 დეკემბერს, 11:00 საათზე, "საქართველოს ბიზნეს ასოციაციის" ორგანიზებით, ასოციაციის ოფისში გაიმართება ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენელთა შეხვედრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ, გიორგი ქობულიასთან.
    20:45 / 11-12-2018
  • 11 დეკემბერი, 2018- "გალტ ენდ თაგარტის" ფინანსური მხარდაჭერით ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ ყანობის ერთადერთ სკოლაში მოსწავლეებისთვის ბიბლიოთეკა მოეწყობა. მთის საერთაშორისო დღის ფარგლებში კი "გალტ ენდ თაგარტმა" სოფელ ყანობის პედაგოგი და მოსწავლეები დაასაჩუქრა. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ ყანობის სკოლის პედაგოგს, რომელიც ყაზბეგის რაიონში მცხოვრებ 8 ბავშვს ასწავლის და ამასათანავე, უძღვება სკოლას, მთის საუკეთესო მასწავლებლის ჯილდო გადაეცა. "გალტ ენდ თაგარტის" ფინანსური მხარდაჭერით, სპეციალურად ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ ყანობის მოსწავლეებისა და პედაგოგისთვის, მოეწყო ორდღიანი შემეცნებით-გასართობი ტური თბილისში. მოსწავლებს სამახსოვრო საჩუქრებიც გადაეცათ.
    20:40 / 11-12-2018
  • საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ზაზა ბოხუა საექიმო სპეციალობებში ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდების მიმდინარეობას გაეცნო. მისი განცხადებით, მაძიებლები გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სერთიფიკატს აიღებენ.
    20:36 / 11-12-2018
  • საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოების გამო, თბილისის ნაწილს, ხვალ, ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
    18:22 / 11-12-2018
  • თიბისი ჯგუფი საქართველოში ელექტრონული კომერციის განვითარებას იწყებს. მალე ბაზარს შეემატება ახალი ციფრული სავაჭრო პლათფორმა Vendoo, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას მისცემს სახლიდან გაუსვლელად, კომფორტულად და სწრაფად შეიძინონ პროდუქცია. მცირე და საშუალო მეწარმეებს კი, შეეძლებათ საკუთარი პროდუქცია ინტერნეტით მიაწოდონ საქართველოს მოსახლეობას.
    17:48 / 11-12-2018
  • საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანაორგანიზატორობითა და მხარდაჭერით ინტერნეტმმართველობის მეოთხე ფორუმის GeoIGF 2018 იმართება, რომელზეც ძირითადად განხილული იქნება ისეთი საკითხები, როგორიცაა ინტერნეტის ბაზარი და კონკურენცია, ფართოზოლოვანი განვითარება და სათემო ქსელების სიახლეები, საავტორო უფლებები, ინტერნეტის ხელმისაწვდომობის საკითხები საქართველოში და სხვ.
    16:06 / 11-12-2018
კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456