სამინისტრო: მოვუწოდებთ „ანაკლიის კონსორციუმს", უმოკლეს ვადებში წარუდგინოს მთავრობას გეგმა, „კონტი ჯგუფის" დასავლური სტრატეგიული ინვესტორით იგივე მოცულობით ჩანაცვლების თაობაზე
27 წუთის წინ
მოვუწოდებთ "ანაკლიის განვითარების კონსორციუმს", უმოკლეს ვადებში წარუდგინოს მთავრობას დროში გაწერილი გეგმა კონსორციუმის 42%-იანი წილის მქონე ამერიკული კომპანია "კონტი ჯგუფის" ტენდერის მოთხოვნებთან შესაბამისი გამოცდილების და ფინანსური მდგომარეობის მქონე დასავლური სტრატეგიული ინვესტორით იგივე მოცულობით ჩანაცვლების თაობაზე, - ამის შესახებ ნათქვამია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, სადაც ეხმაურებიან "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" დამფუძნებელთა შემადგენლობიდან "კონტი ჯგუფის" გასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო „ანაკლიის განვითარების კონსორციუმიდან“ ამერიკული ჯგუფი „კონტის“ გასვლაზე განცხადებას ავრცელებს
35 წუთის წინ
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო "ანაკლიის განვითარების კონსორციუმიდან" ამერიკული ჯგუფი "კონტის" გასვლაზე განცხადებას ავრცელებს.
ამასთან, როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მიესალმებიან იმ ფაქტს, რომ "ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა" ამჯერად შეძლო მის მიერ აღებული ვალდებულების ვადაში შესრულება და წარმოადგინა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის ხელშეკრულების პროექტი.
დავით ბაქრაძე: ამ ფონზე გიორგი გახარიას პრემიერად დანიშვნა ნიშნავს იმას, რომ „ქართული ოცნება“ პოლიტიკურად დასრულდება და ჩაიძირება
41 წუთის წინ
ამ ფონზე გახარიას პრემიერ-მინისტრად დანიშვნა საზოგადოების პირდაპირი გამოწვევა და ის უზარმაზარი ტვირთი იქნება "ქართული ოცნების" კისერზე, რომელიც მთლიანად ჩაძირავს "ქართულ ოცნებას", - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა.
პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია ერთი პირი
49 წუთის წინ
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1967 წელს დაბადებული რ.ვ. ბათუმში დააკავეს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.
ნიშნიანიძის ქუჩაზე აივნის ჩამონგრევის შედეგად დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია
00:48 / 17.08.2019
თბილისში, შოთა ნიშნიანიძის ქუჩაზე აივანი ჩამოინგრა. შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა.
შოთა ნიშნიანიძის ქუჩაზე აივნის ჩამონგრევის შედეგად 5 უცხოელი ტურისტი დაშავდა
23:47 / 16.08.2019
როგორც "ინფო9"- თვის გახდა ცნობილი შოთა ნიშნიანიძის ქუჩაზე საოჯახო სასტუმროს აივნის ჩამონგრევის შედეგად 5 უცხოელი ტურისტი დაშავდა.
თავდაცვის სამინისტრო: 2020 წელს უწყება სრულად შეასრულებს 2007 წელს აღებულ ვალდებულებას სამხედროების ბინებით უზრუნველყოფის შესახებ
23:08 / 16.08.2019
თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, 2020 წელს უწყება საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეების წინაშე 2007 წელს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას სრულად შეასრულებს.
თბილისი-ზუგდიდის მატარებლის დღევანდელი რეისის მგზავრებს გადახდილი თანხის 25% აუნაზღაურდებათ
21:45 / 16.08.2019
“საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციით, 16 აგვისტოს, თბილისიდან ზუგდიდის მიმართულებით მოძრავი სამგზავრო მატარებელი ტექნიკური მიზეზით შეფერხდა. მგზავრები ზუგდიდში 1 სთ 35 წთ დაგვიანებით ჩავიდნენ.
ბათუმი-ჩაქვის გზაზე სატრანსპორტო მოძრაობა პარალიზებულია
21:33 / 16.08.2019
ბათუმი-ჩაქვის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე სატრანსპორტო მოძრაობა პარალიზებულია. როგორც ავტომობილების მძღოლები აცხადებენ, ბათუმის მთავარი გასასვლელიდან ჩაქვის მიმართულებით მოძრაობას თითქმის 3 საათია ვერ ახერხებენ.
მათი თქმით, სატრანსპორტო მოძრაობა ცენტრალურ გზაზე არ რეგულირდება, რასაც აპროტესტებენ.
მეტროსადგურ “უნივერსიტეტში“ მგზავრი გარდაიცვალა
19:12 / 16.08.2019
თბილისში, მეტროსადგურ „უნივერსიტეტში“ მგზავრი გარდაიცვალა.
ირაკლი ზარქუა:  დედაქალაქის მერი ღამის 2 და 3 საათზე მიდის ობიექტებზე იმისთვის, რომ მიმდინარე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები სტანდარტების დაცვით განხორციელდეს
19:02 / 16.08.2019
თბილისის საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებებს უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა გამოეხმაურა.როგორც ზარქუამ განმარტა, ოპოზიციას ახალი დავალება აქვს მიღებული და აბსურდული განცხადებებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს. მისი თქმით, მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები "ქართული ოცნების" მთავრობის ერთ-ერთი ძლიერი მიმართულებაა და ამას საზოგადოებაც ხედავს.
დავით ზალკალიანი გუგუტიანთკარში მიმდინარე მოვლენებზე - საქართველოს ყველა საელჩოს მიცემული აქვს ინსტრუქცია, რომ პარტნიორებთან აქტიური კომუნიკაციის ფორმატში იყვნენ
18:48 / 16.08.2019
"საქართველოს ყველა საელჩოს მიცემული აქვს ინსტრუქცია, რომ პარტნიორებთან აქტიური კომუნიკაციის ფორმატში იყვნენ," - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ბრიფინგზე განაცხადა, სადაც სოფელ გუგუტიანთკარში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა. მისი თქმით, დღეს დიპლომატიური კორპუსის ადგილზე ჩასვლის მიზანი იყო ერთი მხრივ, საოკუპაციო ძალების უკანონო მოქმედებების შეკავება და მეორე მხრივ, ადგილობრივი მოსახლეობის მიმართ მხარდაჭერის გამოხატულება.
ბაკურიანში მშენებარე კორპუსიდან მუშა ჩამოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა
18:47 / 16.08.2019
ბაკურიანში, მშენებარე კორპუსიდან მუშა ჩამოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
მამუკა ბახტაძე: ყველაზე მეტად მხარდაჭერა ტურიზმის სექტორს სჭირდება და ამ პრობლემაზე პოლიტიკური ქულების დაწერის მცდელობა მიუღებელია
18:46 / 16.08.2019
ყველაზე მეტად მხარდაჭერა ტურიზმის სექტორს სჭირდება და მიუღებელია ზოგიერთი პოლიტიკური ძალის მცდელობა, პოლიტიკური ქულები დაიწერონ ამ პრობლემაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ტურიზმის შემოსავლების შემცირებასთან დაკავშირებით ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მამუკა ბახტაძე: ჩვენ პარლამენტში წარვადგენთ განახლებულ პროგრამას და გუნდის დაკომპლექტებაც ამ პროგრამაზე იქნება დამოკიდებული
16:44 / 16.08.2019
მე ვიყავი, ვარ და ვიქნები "ქართული ოცნების" გუნდის წევრი; რაც შეეხება ცვლილებებს, ჩვენ ვართ ერთი გუნდი და ეს არის ცოცხალი პროცესი, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტების მიერ სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.
პრემიერი: ყველაზე მნიშვნელოვანია, გუგუტიანთკარში მცხოვრებლებს აღმოვუჩინოთ დახმარება - მინდა დავარწმუნო საქართველოს მოქალაქეები, რომ ვაკეთებთ ყველაფერს, რათა ამ ხალხს გვერდში ამოვუდგეთ
16:43 / 16.08.2019
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ტყუილს და დეზინფორმაციას უწოდებს განცხადებებს, რომ სოფელ გუგუტიანთკარში ე.წ ბორდერიზაციის პროცესის განახლების შემდეგ ხელისუფლების წარმომადგენლები არ ჩასულან. როგორც მთავრობის მეთაურმა აბაშაში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, პრობლემის დაწყებისთანავე სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები ადგილზე იყვნენ 24-საათიან რეჟიმში.
ხათუნა ლაგაზიძე: ელიზაბეთ რუდის განცხადება გამგონმა უნდა გაიგოს - ენერგია, რომელიც საზოგადოებამ უნდა მიმართოს ქვეყნის შენებისკენ, მიმართულია ქვეყნის დაქცევისა და კრიტიკისკენ
15:58 / 16.08.2019
ელიზაბეთ რუდის განცხადება გამგონმა უნდა გაიგოს - რეალური საფრთხეა, რომ ის სასიცოცხლო ენერგია, რომელიც საზოგადოებამ უნდა მიმართოს ქვეყნის შენებისკენ, რეალურად მიმართულია ქვეყნის დაქცევისა და კრიტიკისკენ, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ექსპერტმა ხათუნა ლაგაზიძემ განუცხადა.
მიხეილ სააკაშვილი აგვისტოს ომის შესახებ „იმედზე“ გასულ ფილმზე - ბრალდება, რომ თურმე ჩვენ დავიწყეთ ომი, გათვლილია იდიოტებზე და სკლეროზიან ადამიანებზე
15:57 / 16.08.2019
ის ბრალდება, რომ თურმე ჩვენ დავიწყეთ ომი იმის გამო, რომ მე მქონდა შერყეული პოლიტიკური სიტუაცია საქართველოში, გათვლილია კლინიკურ იდიოტებზე და უბრალოდ სკლეროზიან ადამიანებზე, - ასე ეხმაურება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ტელეკომპანია "იმედის" ეთერში 11 აგვისტოს გასულ ფილმს "ჩვენ მშვიდობით მოვიგებთ სხვის დაწყებულ ომს".
პრემიერი: ყველაზე მნიშვნელოვანია, გუგუტიანთკარში მცხოვრებლებს აღმოვუჩინოთ დახმარება - მინდა დავარწმუნო საქართველოს მოქალაქეები, რომ ვაკეთებთ ყველაფერს, რათა ამ ხალხს გვერდში ამოვუდგეთ
15:56 / 16.08.2019
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ტყუილს და დეზინფორმაციას უწოდებს განცხადებებს, რომ სოფელ გუგუტიანთკარში ე.წ ბორდერიზაციის პროცესის განახლების შემდეგ ხელისუფლების წარმომადგენლები არ ჩასულან. როგორც მთავრობის მეთაურმა აბაშაში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, პრობლემის დაწყებისთანავე სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები ადგილზე იყვნენ 24-საათიან რეჟიმში.
მამუკა ბახტაძე: ჩვენ პარლამენტში წარვადგენთ განახლებულ პროგრამას და გუნდის დაკომპლექტებაც ამ პროგრამაზე იქნება დამოკიდებული
15:55 / 16.08.2019
მე ვიყავი, ვარ და ვიქნები "ქართული ოცნების" გუნდის წევრი; რაც შეეხება ცვლილებებს, ჩვენ ვართ ერთი გუნდი და ეს არის ცოცხალი პროცესი, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტების მიერ სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.
ელიზაბეთ რუდი:  აშშ ძლიერ უჭერს მხარს ანაკლიის პორტის პროექტს, ის მნიშვნელოვანია საქართველოს კეთილდღეობისთვის
14:57 / 16.08.2019
ამერიკის შეერთებული შტატები ძლიერ უჭერს მხარს ანაკლიის პორტის პროექტს, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა საქართველოში, ელიზაბეთ რუდმა განაცხადა.
გუგუტიანთკარის მცხოვრებლები მთავრობის წევრებს - ნაბიჯი არ გადადგა რუსულმა ჩექმამ, რომ არ გაგვსრისოს, მიაწვდინეთ მსოფლიოს ხმა
14:54 / 16.08.2019
ნაბიჯი არ გადადგა რუსულმა ჩექმამ, რომ არ გაგვსრისოს... მიაწვდინეთ მსოფლიოს ხმა, - ასე მიმართეს სოფელ გუგუტიანთკარის მცხოვრებლებმა სოფელში ჩასულ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც ადგილზე დღეს დიპლომატებთან ერთად ჩავიდნენ. გუგუტიანთკარის მცხოვრებლები დიპლომატებსა და მთავრობის წარმომადგენლებს ადგილზე შექმნილ ვითარებაზე ესაუბრნენ და მათ დახმარება სთხოვეს.
იაპონიის ელჩი: შეშფოთებული ვარ გუგუტიანკარში არსებული ვითარებით - იაპონია ეწინააღმდეგება საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების შეცვლას
14:48 / 16.08.2019
იაპონია ეწინააღმდეგება საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების შეცვლას - ოჯახების გაყოფა ძალიან სერიოზული პრობლემაა, - ამის შესახებ გუგუტიანკარში ჩასულმა იაპონიის ელჩმა ტადაჰარუ უეჰარამ განაცხადა.
გუგუტიანთკარში დიპლომატები ჩავიდნენ
13:14 / 16.08.2019
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარის განაპირას, იმ ადგილზე, სადაც საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა რამდენიმე დღის წინ დამატებით დაიწყეს მავთულხლართების მონტაჟი, დიპლომატიური კორპუსის და საქართველოს მთავრობის წამომადგენლები იმყოფებიან.
ოზურგეთში ახალშობილი თხილის ბაღში მიტოვებული იპოვეს
13:13 / 16.08.2019
ოზურგეთში, სამართალდამცველებმა ახალშობილი თხილის ბაღში მიტოვებული იპოვეს. ამის შესახ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ანა დოლიძე: მე და ნაზი ჯანეზაშვილი შიშველი ხელებით ვიბრძოდით, რათა გვენახებინა, რომ სინამდვილეში საქმე არ გვაქვს სამართლიან სასამართლოსთან - ბრძოლა გრძელდება
13:12 / 16.08.2019
მხოლოდ ერთად შევძლებთ, ფასადი გავწიოთ გვერდზე და შევქმნათ ისეთი ნამდვილი დემოკრატიული სახელმწიფო, სადაც ყველას გაგვიხარდება ცხოვრება, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
ელიზაბეთ რუდი: დღეს აშშ ამაყია, ხედავს რა ჩვენი პარტნიორობის შედეგებს ფაროსანას და სხვა მავნებელი მწერების წინააღმდეგ ბრძოლაში
13:12 / 16.08.2019
დღეს ამერიკის შეერთებული შტატები ამაყია, ხედავს რა ჩვენი პარტნიორობის შედეგებს ფაროსანას და სხვა მავნებელი მწერების წინააღმდეგ ბრძოლაში, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა საქართველოში ელიზაბეთ რუდმა თხილის საწარმო "ჯეო ნათსში" თხილის მწარმოებელ ფერმერებთან შეხვედრისას განაცხადა.
მამუკა ბახტაძე: უკვე შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ, რომ აზიური ფაროსანის პრობლემის მოგვარება დასასრულს მიუახლოვდა
13:09 / 16.08.2019
წელს უკვე შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ, რომ აზიური ფაროსანის პრობლემის მოგვარება დასასრულს მიუახლოვდა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თხილის საწარმო "ჯეო ნათსში" თხილის მწარმოებელ ფერმერებთან შეხვედრისას განაცხადა.
გოგა ხაინდრავა: რატომ არ გაითვალისწინა მაშინდელმა ხელისუფლებამ ის გაფრთხილებები? იმიტომ რომ სააკაშვილი ასრულდება რუსეთის დავალებას თემურ ალასანიასთან, ოქრუაშვილთან, მერაბიშვილთან ერთად
12:30 / 16.08.2019
როგორ აფასებს ტელეკომპანია “იმედზე” გასული ფილმს – „ჩვენ მშვიდობით მოვიგებთ სხვის დაწყებულ ომს“, რას ფიქრობს თავად ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების მიერ 2008 წლის აგვისტოში განხორციელებულ ქმედებებზე – ამ და სხვა საკითხებზე “კვირასთან” ინტერვიუში რეჟისორი გოგა ხაინდრავა საუბრობს.
 17 აგვისტოს „Black Sea Arena“ -ს   მიმართულებით  დამატებითი მატარებელი ინიშნება
11:44 / 16.08.2019
17 აგვისტოს, ჯანსუღ და ვახტანგ კახიძეების სიმღერების საღამოზე დასწრების მსურველთათვის, თბილისიდან ბათუმის მიმართულებით დამატებითი მატარებელი ინიშნება, რომელიც რეისებს ორივე მიმართულებით შეასრულებს და „Black Sea Arena“ -ს ბაქანზე გაჩერდება.
გუგუტიანთკარის მკვიდრი გივი რაზმაძე მზადაა, მამუკა ხაზარაძის შეთავაზება მიიღოს
11:18 / 16.08.2019
გუგუტიანთკარის მკვიდრი, გივი რაზმაძე მზადაა, ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძის დახმარება მიიღოს.
მამუკა ხაზარაძე; გუგუტიანთკარში გივი რაზმაძის ოჯახს უახლოეს ერთ თვეში ახალი სახლი ექნება
10:57 / 16.08.2019
გუგუტიანთკარის მკვიდრს, გივი რაზმაძეს, რომლის სახლიც საოკუპაციო ხაზს მიღმა მოხვდა, მამუკა ხაზარაძე ახალი სახლის მშენებლობას სთავაზობს. ამის შესახებ ხაზარაძე ინფორმაციას სოციალური ქსელის მეშვეობით ავრცელებს.
გუგუტიანთკარში დღეს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ჩავლენ
10:38 / 16.08.2019
გუგუტიანთკარის მკვიდრი, გივი რაზმაძე მზადაა, ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძის დახმარება მიიღოს.
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური - „გალერია თბილისში“ ვითარება სრულად კონტროლირებადია, დაკვამლიანების კერა აღმოჩენილია
00:33 / 16.08.2019
"გალერია თბილისში" ვითარება სრულად კონტროლირებადია, დაკვამლიანების კერა აღმოჩენილია, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
სავაჭრო ცენტრიდან „გალერია თბილისი“ ევაკუაცია განხორციელდა
00:01 / 16.08.2019
სავაჭრო ცენტრიდან "გალერია თბილისი" ევაკუაცია განხორციელდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, ხანძარი არ ფიქსირდება, თუმცა უსაფრთხოების გამო შენობიდან ადამიანების ევაკუაცია მაინც განხორციელდა. მათივე ინფორმაციით, შეინიშნებოდა დაკვამლიანება, რაც სავარაუდოდ გამწოვმა გამოიწვია.
„საქართველოს რკინიგზა“  11 ათასამდე თანამშრომელს ხელფასებს უმატებს!
17:36 / 04.08.2019
სს "საქართველოს რკინიგზა" კიდევ ერთხელ ხაზგასმით აცხადებს, რომ კომპანიის მენეჯმენტი მუდმივად უსმენს და შესაძლებლობის ფარგლებში ცდილობს დააკმაყოფილოს თანამშრომელთა საჭიროებები და მოთხოვნები. სწორედ ამიტომ, დასაქმებულთა იმ კატეგორიას, რომელთა ხელფასი 1500 ლარს არ აღემატება, ხელფასი ემატება 10%-ით. რაც წლიურად დაახლოებით 18-20 მილიონ ლარს შეადგენს და ეს ამ ეტაპზე, ის მაქსიმუმია რისი ფინანსური რესურსიც გამოიძებნა. ამასთანავე, უკლებლივ ყველა რკინიგზელს საჩუქრის სახით, წელიწადში 2-ჯერ ფიქსირებული თანხა გადაეცემა.
ხელფასების 50%-იანი მატების მოთხოვნა და/ან განხილვა არარეალურ, პოპულისტურ საკითხს წარმოადგენს და ვინაიდან თითოეულმა რკინიგზელმა ზედმიწევნით კარგად იცის კომპანიის ფინანსური მდგომარეობა, სიმართლეს არ შეესაბამება განცხადებები, რომ დაახლოებით 4800 რკინიგზელი გაფიცვისათვის ემზადება. მეტიც, "რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი" აერთიანებს 400-მდე წევრს და მას არ გააჩნია ლეგიტიმაცია სრული კოლექტივის სახელით ისაუბროს და მით უფრო დააანონსოს გაფიცვები, შეუსრულებადი მოთხოვნების საპირისპიროდ.
ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკაში  მტრედი ბარათის გათამაშების გამარჯვებულებს პრიზები გადაეცათ
20:33 / 30.07.2019
ავერსის სააფთიაქო ქსელი მთელი საქართველოს მასშტაბით 252 აფთიაქს აერთიანებს. ყოველთვიურად ავერსის სააფთიაქო ქსელს 2 მილიონამდე მომხმარებელი სტუმრობს. სწორედ მომხმარებლების ასეთმა რაოდენობამ და ერთგულებამ განაპირობა მტრედი ბარათის შექმნა და წამახალისებელი გათამაშების ტრადიციად ქცევა. მტრედი ბარათის გათამაშება 2009 წლიდან დაიწყო და დღემდე სულ ჩატარდა 13 გათამაშება.
დღის სიახლეები
კალენდარი
×