ხულოში, „გაერთიანებული ოპოზიციის“ მერობის კანდიდატს პირადობა სახლში დარჩა
4 წუთის წინ
ხულოში, "გაერთიანებული ოპოზიციის" მერობის კანდიდატი ირაკლი ჯორბენაძე პირადობის მოწმობის გარეშე მივიდა. ინფორმაციას "აჭარის ტელევიზია" ავრცელებს.
ირაკლი ჩიქოვანი: საარჩევნო პროცესში „ქართული ოცნების“ აქტივისტების მხრიდან არც ერთი დარღვევა არ ფიქსირდება
7 წუთის წინ
საარჩევნო პროცესში "ქართული ოცნების" აქტივისტების მხრიდან არც ერთი დარღვევა არ ფიქსირდება, - ამის შესახებ ზუგდიდში, "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი ჩიქოვანმა პარტიის წარმომადგენლებისთვის გადაცემულ ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებით განაცხადა.
ზუგდიდში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი გიორგი შენგელია - დარწმუნებული ვართ, რომ ამ ორთაბრძოლაში გავიმარჯვებთ
20 წუთის წინ
"ქართული ოცნების" ზუგდიდის მერობის კანდიდატი, გიორგი შენგელია ოჯახთან ერთად ზუგდიდის N28 სააარჩევნო უბანში მივიდა.
სანდრა რულოვსი: დღეს მთელი ქვეყანა გვიყურებს და არის ცვლილებების მოლოდინში - მეც ვგრძნობ ამ პასუხისმგებლობას და თითოეულმა ზუგდიდელმა უნდა იგრძნოს ეს პასუხისმგებლობა
21 წუთის წინ
"ხმა მივეცი ზუგდიდელებში ცვლილებებს, სადაც კორუფციის, ზეწოლის, ნეპოტიზმის ნაცვლად მთავარია ადამიანებზე ზრუნვა, - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატმა სანდრა რულოვსმა ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა.
ნათია მეზვრიშვილი: შინაგან საქმეთა სამინისტრო თითოეულ ინციდენტზე მოახდენს რეაგირებას
25 წუთის წინ
შინაგან საქმეთა სამინისტრო რეაგირებას მოახდენს თითოეულ იმ ინციდენტზე, რომელიც მიეკუთვნება სამინისტროს კომპეტენციას, ამასთან, სამართალდარღვევის თითოეული ფაქტი იქნება დაუყოვნებლივ აღკვეთილი, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
შაუმიანში ოპოზიციის წარმომადგენელმა კომისია დატოვა
31 წუთის წინ
მარნეულის მუნიციპალიტეტში მე-9 საარჩევნო უბანზე, სოფელ შაუმიანში გაერთიანებული ოპოზიციის კომისიის წევრმა, ლამარა სარქისიანმა კომისია ზეწოლის გამო დატოვა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან განაცხადა.
ირაკლი ალასანია ამბობს, რომ თბილისში შალვა შავგულიძის მხარდასაჭერად ჩამოვიდა
41 წუთის წინ
თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ალასანიამ მთაწმინდის მე-5 უბანზე ხმა მისცა. ალასანიამ აღნიშნა, ის არჩევანის გასაკეთებლად თბილისში სპეციალურად ჩამოვიდა.
ნიკა გვარამია: „რუსთავი 2“ 1000-ლარიან ჯილდოს აწესებს მათთვის, ვინც არჩევნების გაყალბების შესახებ ინფორმაციას მოგვაწვდის
55 წუთის წინ
ტელეკომპანია "რუსთავი 2" 1000-ლარიან ჯილდოს აწესებს მათთვის, ვინც არჩევნების გაყალბების შესახებ ინფორმაციას მიაწვდის. ამის შესახებ განცხადება ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში გააკეთა. გვარამიას თქმით, ყველა ადამიანს, ვის მოსყიდვასაც შეეცდებიან, ვისაც პასპორტს წაართმევენ, ან სხვაგვარად შესთავაზებენ არჩევნების გაყალბებას, "რუსთავი 2" ამის გაცხადებისთვის 1000 ლარიან ჯილდოს სთავაზობს.
ლადო კახაძე: გამარჯვებაში დარწმუნებული ვარ
10:10 / 19.05.2019
მინდა, რომ პირველ რიგში გაიმარჯვოს მშვიდობამ და განვითარებამ, იმ ქვეყნის მთლიანობის აღდგენის იდეის გამარჯვებამ, რაც თითოეულ ჩვენგანზეა დამოკიდებული, - ამის შესახებ მთაწმინდაზე "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატმა ლადა კახაძემ ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა.
ცესკოს ინფორმაციით, ყველა საარჩევნო უბანი დროულად გაიხსნა და საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს
10:09 / 19.05.2019
ყველა საარჩევნო უბანი დროულად, დილის 08 :00 საათიდან გაიხსნა ამომრჩევლებისთვის და მიმდინარეობს კენჭისყრის პროცესი, - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, დღეს ამომრჩევლები ძირითადად ერთ საარჩევნო ბიულეტენს მიიღებენ, ხოლო იმ ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში, სადაც მერის რიგგარეშე არჩევნებთან ერთად იმართება საკრებულოების შუალედური არჩევნები - ორ ბიულეტენს.
ირაკლი კობახიძე: ზუგდიდში ფიქსირდება „ნაცმოძრაობის“ ამომრჩევლების არაპროპორციული კონცენტრაცია და არსებობს დესტრუქციის გარკვეული საფრთხე
10:06 / 19.05.2019
დღეს ზუგდიდში ფიქსირდება "ნაციონალური მოძრაობის" ამომრჩევლების არაპროპორციული კონცენტრაცია. შესაბამისად, არსებობს დესტრუქციის გარკვეული საფრთხე, - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
შს მინისტრი: ზუგდიდში გასროლა საბრძოლო იარაღიდან არ მომხდარა
09:57 / 19.05.2019
ზუგდიდში გასროლა საბრძოლო იარაღიდან არ მომხდარა, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთაწმინდის #5 საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა.
გიორგი გახარია: ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა მიუხედავად იმისა, სად, რომელ ქალაქში აძლევენ ხმას, თავისუფალ გარემოში გააკეთონ არჩევანი
09:05 / 19.05.2019
ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა მიუხედავად მათი განლაგებისა, სად, რომელ ქალაქში, მუნიციპალიტეტში აძლევენ ხმას, დემოკრატიულ და თავისუფალ გარემოში გააკეთონ თავიანთი არჩევანი, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთაწმინდის #5 საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა.
ზუგდიდში, 82-ე საარჩევნო უბანზე ხმაური იყო
08:58 / 19.05.2019
ზუგდიდში, 82-ე საარჩევნო უბანზე ინციდენტი მოხდა. არსებული ინფორმაციით, გადასატან ყუთში ბეჭდის გარეშე ჩაგდებული ბიულეტენები აღმოაჩინეს. შესაბამისად გადასატანი ყუთი დაილუქა.
დავით ბაქრაძე: მხარი დავუჭირე ადამიანს, რომლისაც მჯერა, რომელიც იქნება კანონის, სამართლის და წესიერების გარანტი საქართველოს პარლამენტში
08:55 / 19.05.2019
მხარი დავუჭირე ადამიანს, რომლისაც მჯერა, რომელიც იქნება კანონის, სამართლის და წესიერების გარანტი საქართველოს პარლამენტში, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ლიდერმა, დავით ბაქრაძემ მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა.
მერის რიგგარეშე არჩევნები 5 მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს
08:34 / 19.05.2019
მერის რიგგარეშე არჩევნები ხუთ მუნიციპალიტეტში იმართება. დღეს მერებს აირჩევენ მარნეულში, ზესტაფონში, ჭიათურაში, ზუგდიდსა და ხულოში.
8 მუნიციპალიტეტში საკრებულოს მაჟორიტარული შუალედური არჩევნები იმართება
08:30 / 19.05.2019
საგარეჯოს, ახმეტის, ადიგენის, ზესტაფონის, ჭიათურის, ტყიბულის, წყალტუბოსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში საკრებულოს მაჟორიტარული შუალედური არჩევნები იმართება.
პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მთაწმინდის მაჟორიტარობისთვის 20 კანდიდატი იბრძვის
08:26 / 19.05.2019
დღეს, პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მთაწმინდის მაჟორიტარობისთვის დეპუტატობის 20 კანდიდატი იბრძვის. მათგან ექვსი საინიციატივო ჯგუფმა წარადგინა.
საქართველოში, რამდენიმე ოლქში პარლამენტისა და საკრებულოს შუალედური და მერის რიგგარეშე არჩევნები მიმდინარეობს
08:23 / 19.05.2019
პარლამენტისა და საკრებულოს შუალედური და მერის რიგგარეშე არჩევნებისთვის, 08:00 საათზე, ყველა საარჩევნო უბანი გაიხსნა.
შსს ზუგდიდში  სროლის ფაქტზე, ორი პირის დაკავების შესახებ განცხადებას ავრცელებს
00:50 / 19.05.2019
შინაგან საქმეთა სამინისტრო ზუგდიდში სროლის ფაქტზე ორი პირის დაკავების შესახებ განცხადებას ავრცელებს.
ნიკა გვარამიას პირდაპირი ჩართვის დროს ეთერში გინება გაიპარა
00:20 / 19.05.2019
"რუსთავი 2" - ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ზუგდიდელ ამომრჩეველს.
მახინჯაურში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს
00:17 / 19.05.2019
მახინჯაურში 25 წლის მამაკაცი დაჭრეს. როგორც ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, მამაკაცს ფეხის არეში, სავარაუდოდ, ცივი იარაღით სამი ჭრილობა აქვს მიყენებული. მათივე ინფორმაციით, დაჭრილი მამაკაცი ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ვახუშტის ხიდზე ორმხრივი მოძრაობა უახლოეს საათებში აღდგება
00:13 / 19.05.2019
ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებულია, ორმხრივი მოძრაობა კი უახლოეს საათებში აღდგება, – აცხადებენ დედაქალაქის მერიაში.
დღის ფოტო: პარლამენტთან გახარიას ბიუსტი დადგეს, რომელიც  ღილაკზე თითის დაჭერისას ბოდიშს იხდის
19:35 / 12.05.2019
კლუბ ბასიანში სპეცრაზმის შეჭრიდან 1 წლის შემდეგ აქტივისტებმა პარლამენტის წინ შს მინისტრ გიორგი გახარიას ბიუსტი დადგეს, რომელიც ღილაკზე თითის დაჭერისას ბოდიშს იხდის:
დღის სიახლეები
კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
×