საპატრიარქო წმინდა სინოდის სხდომის ოქმს აქვეყნებს
10:20 / 22.06.2018
საპატრიარქო წმინდა სინოდის სხდომის ოქმს აქვეყნებს. სხდომას თავმჯდომარეობდა
საპატრიარქო წმინდა სინოდის სხდომის ვიდეომასალას ავრცელებს
21:07 / 21.06.2018
საქართველოს საპატრიარქო წმინდა სინოდის დღევანდელი სხდომის ვიდეომასალას ავრცელებს.
საოკუპაციო ხაზთან დაკავებული სოფელ ბერშუეთის ორი მკვიდრი გათავისუფლებულია
20:14 / 21.06.2018
რუსი სამხედროების მიერ საოკუპაციო ხაზთან დაკავებული სოფელ ბერშუეთის ორი მკვიდრი გათავისუფლებულია.

როგორც ოჯახის წევრები აცხადებენ, გათავისუფლების სანაცვლოდ, 2000 რუსული რუბლი გადაიხადეს.
ეკა ბესელია: გუნდში კონცეპტუალურ საკითხებზე არის პოზიციების თანხვედრა, თუმცა კონსულტაციები ხვალაც გაგრძელდება
20:13 / 21.06.2018
"ქართული ოცნების" გუნდში კონცეპტუალურ საკითხებზე არის ძალიან კარგი პოზიცია და თანხვედრა, თუმცა კონსულტაციები ხვალაც გაგრძელდება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრისა და ბიუროს უმრავლესობის წევრების შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.
ეკა ბესელია: პროკურატურა გამოეყოფა აღმასრულებელ ხელისუფლებას
19:14 / 21.06.2018
პრემიერ-მინისტრთან საპარლამენტო უმრავლეაობის კონსულტაციების დასრულების შემდგომ ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ პროკურატურა გამოეყოფა აღმსარულებელ ხელისუფლებას და იქნება დამოუკიდებელი ორგანო, მანამდე კი აუცილებელია შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები გატარდეს.

მისივე თქმით კონსულტაციებისას გაიწერა უმრავლესობის მოქმედების კალენდარი და პირველ ეტაპზე განხილვები შეეხება მხოლოდ საკანონმდებლო ცვლილებებს, შესაბამისად კონკრეტულ სამთავრობო ცვლილებეზე შეხვედრაზე საუბარი არ ყოფილა.
კომპანია "სვეტის" სათაო ოფისის შენობა დაზარალებულმა მენაშენეებმა დაიკავეს
18:58 / 21.06.2018
დეველოპერული კომპანია "სვეტის" სათაო ოფისთან ორ საათზე მეტია, ხმაურია. კომპანიის ოფისი დაზარალებულ მენაშენეებს აქვთ დაკავებული.

მენაშენეები აცხადებენ, რომ შენობას არ დატოვებენ მანამ, სანამ მათი პრობლემა არ მოგვარდება.
"ეროვნული პლატფორმა" პარლამენტს კანონპროექტით მიმართავს
18:56 / 21.06.2018
საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციები პარლამენტს ალტერნატიული კანონპროექტს სთავაზობენ, რომელიც მთავარი პროკურორის ახალი წესით არჩევას ითვალისწინებს. პლატფორმაში შემავალ ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ მთავარი პროკურორის შერჩევის დღეს მოქმედი წესი ვერ გამორიცხავს პროცესზე ხელისუფლების გავლენას, რადგან შესარჩევ კომისიაში საბოლოო გადაწვეტილება სწორედ ხელისუფლებაზეა დამოკიდებული.
მამუკა ბახტაძე პარლამენტის თავმჯდომარეს და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს ხვდება
18:54 / 21.06.2018
ორ საათზე მეტია, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე პარლამენტის თავმჯდომარეს და საპარლამენტო უმრავლესობის ბიუროს წევრებს ხვდება. შეხვედრის დასრულების შემდეგ დაზუსტდება თუ კონკრეტულად როგორი იქნება სტრუქტურული ცვლილებების შინაარსი.
იუსტიციის მინისტრმა საპრეზიდენტო არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისია შექმნა
18:53 / 21.06.2018
საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, საპრეზიდენტო არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისია შეიქმნა. ასევე დამტკიცდა კომისიის დებულება.

ბრძანება თეა წულუკიანმა დღეს 21 ივნისს გამოსცა.
ცხინვალი თბილისისგან მე-11 საუკუნის ხატის დაბრუნებას ითხოვს
18:49 / 21.06.2018
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის წარმომადგენლებმა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგ რაუნდზე, რომელიც 2018 წლის 19-20 ივნისს გაიმართა, საქართველოში არსებული უნიკალური, ოქონის ხატის ცხინვალში დაბრუნების საკითხი კვლავ დააყენეს.
მამუკა ბახტაძის პირველი სამუშაო დღე მთავრობის ადმინისტრაციაში
18:11 / 21.06.2018
მამუკა ბახტაძეს პრემიერ-მინისტრის რანგში დღეს პირველი სამუშაო დღე აქვს.
ესტონეთის პრეზიდენტი: "საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას მტკიცედ ვუჭერთ მხარს"
18:09 / 21.06.2018
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და ქართული დელეგაციის წევრები ესტონეთის პრემიერ-მინისტრ იური რატასს შეხვდნენ.

გიორგი მარგველაშვილმა პრემიერ-მინისტრს ესტონეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილე მიულოცა.

იური რატასის განცხადებით, საქართველოსა და ესტონეთს საერთო ღირებულებები აერთიანებს, ესტონეთი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე მხარდამჭერია.
თელავში ბავშვთა შორის კახეთის რეგიონის ჩემპიონატი  „m2-ის თასი“ ჩატარდა
18:03 / 21.06.2018
2018 წლის 21 ივნისს, თელავში "მ2 უძრავი ქონებისა" და საფეხბურთო კლუბ "თელავის" ორგანიზებით, გაიმართა საბავშვო ტურნირი ფეხბურთში კახეთის რეგიონის გუნდებს შორის. "მ2-ის თასზე" მონაწილეობა 11-12 წლის ფეხბურთელებით დაკომპლექტებული 8 გუნდმა მიიღო - მათ შორის თელავის, ახმეტის, ყვარლის, გურჯაანის, ლაგოდეხის, სიღნაღის, საგარეჯოს და დედოფლისწყაროს გუნდებმა. ტურნირს გივი ჩოხელის სახელობის თელაბის სტადიონმა უმასპინძლებს.
კახა კალაძემ კაპანელის ქუჩაზე, ფერმწერთა უბანში სანიაღვრე კოლექტორის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა
18:02 / 21.06.2018
თბილისის მერმა კახა კალაძემ კაპანელის ქუჩაზე, ფერმწერთა უბანში სანიაღვრე კოლექტორის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
ბათუმში საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა
17:55 / 21.06.2018
ბათუმში, მაიაკოვსკის ქუჩაზე ბარაკის ტიპის სახლში ხანძარი გაჩნდა.
უკრაინაში „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების ელჩებმა რუსეთის ხელისუფლებას ოლეგ სენცოვის გათავისუფლებისკენ მოუწოდეს
17:54 / 21.06.2018
კიევში "დიდი შვიდეულის" ქვეყნების ელჩები რუსეთის ხელისუფლებას უკრაინელი რეჟისორის, ოლეგ სენცოვის გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ. როგორც დიდი შვიდეულის ჯგუფის დიპლომატების კანადელი თავმჯდომარის "ტვიტერით" გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, "დიდი შვიდეულის" ქვეყნების წარმომადგენლები შეშფოთებულები არიან ოლეგ სენცოვთან და რუსეთში სხვა დაკავებულ და დაპატიმრებულ პირებთან დაკავშირებული სიტუაციის გამო.
სერგი გვარჯალაძე: ქუჩის მუსიკოსების აკრძალვაზე საუბარი არ არის, პირიქით საუბარია მათ ხელშეწყობაზე
17:51 / 21.06.2018
ქუჩის მუსიკოსების აკრძალვაზე საუბარი არ არის, პირიქით საუბარია მათ ხელშეწყობაზე, რომ კომფორტულ გარემოში იმუშაონ და იმუშაონ იქ, სადაც ბევრი სტუმარი და ინტერესია, – ამის შესახებ ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის ხელმძღვანელმა, სერგი გვარჯალაძემ განაცხადა.
ლარსის საბაჟოსთან გაუჩინარებული ბესლან წუწაშვილის დედა სუს-ის წარმომადგენლებთან შეხვედრას აპირებს
17:43 / 21.06.2018
ბესლან წუწაშვილის გაუჩინარებაზე ჩატარებული მოკვლევის შედეგად ცნობილი გახდა, რომ წუწაშვილმა 6 ივნისს საქართველოს საზღვარი გადაკვეთა. ამის შესახებ პირველ არხს შსს-ს პრესცენტრში განუცხადეს. ამის შემდეგ პანკისის ხეობის მკვიდრის ადგილსამყოფელი დღემდე გაურკვეველია.
მთავარი პროკურორობის კანდიდატად წარდგენილი გიორგი გოგაძე კანდიდატურას ხსნის
17:42 / 21.06.2018
"ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიის" მიერ მთავარი პროკურორობის კანდიდატად წარდგენილი გიორგი გოგაძე კანდიდატურას ხსნის.
"არარსებული საზღვრის ე.წ. დემარკაციაზე საოკუპაციო რეჟიმის განცხადებას არანაირი სამართლებრივი და ლოგიკური საფუძველი არ გააჩნია"
17:41 / 21.06.2018
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პარლამენტში დე ფაქტო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხებზე ე.წ. კომისია შექმნა და სოფელ წნელისთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება მორიგი პროვოკაციული ნაბიჯია.
"რეალობა არის ისე რომ არის ოკუპირებული ტერიტორიები და უნდა მოხდეს ამ ტერიტორიების დეოკუპაცია"
17:35 / 21.06.2018
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ოპონენტების კრიტიკას უპასუხა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებისა და საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს საკითხის აქტუალობის თაობაზე. მან გააკრიტიკა ოპონენტები, რომელთაც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის ძველი განცხადება გამოიყენეს და იგი ახლად დამტკიცებულ მთავრობას დაუკავშირეს.
ტატუნაშვილის საქმე - წამყვანი საკითხი ჟენევის მოლაპარაკებების 44-ე რაუნდზე
17:33 / 21.06.2018
2018 წლის 20 ივნისს გაიმართა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 44-ე რაუნდი, რომლის ფარგლებშიც განსაკუთრებული სიმწვავით დაისვა არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეზე მართლმსაჯულების აღსრულებისა და რუსეთის ფედერაციის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობა.
"ძალიან ცუდი ხმები მომდის ბაღებში რეგისტრაციასთან დაკავშირებით და ვაფრთხილებ ყველას, არავინ გაბედოს ნაცნობობით ბავშვების დარეგისტრირება"
17:16 / 21.06.2018
ძალიან ცუდი ხმები მომდის ბაღებში რეგისტრაციასთან დაკავშირებით და მინდა თქვენი საშუალებით გავაფრთხილო ყველა, რომ არავინ გაბედოს რაიმე პროტექციონიზმი იმისთვის, რომ ბავშვების რეგისტრაცია ნაცნობობით მოხდეს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ბაღებში რეგისტრაციის დაწყებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
Gwp-იმ თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ქვესადგური საგურამოს  მშენებლობა დაასრულა
17:06 / 21.06.2018
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაურმა მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საგურამოში ახალი 25 მეგავატი სიმძლავრის ქვესადგური საგურამოს მშენებლობა დაასრულა. ქვესადგურის თანამედროვე ტექნოლოგიით და უმაღლესი ხარისხისთ მშენებლობისთვის კომპანიამ 5 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა.
23 ივნისს თბილისს მიშელ უელბეკი ეწვევა
16:47 / 21.06.2018

ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ინიცირებული, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის სამი საპატიო სტუმარი ქვეყნის ერთობლივი პროექტის - Guests of Honour Get Together ფარგლებში,

ირაკლი კობახიძე წმინდა საყდრის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
14:53 / 21.06.2018
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე წმინდა საყდრის ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ჟოზე აველინო ბეტანკურს შეხვდა.
გიგი წერეთელმა ეუთოს ელჩებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
14:51 / 21.06.2018
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, პარლამენტის წევრი, გიგი წერეთელი საქართველოში ვიზიტად მყოფ ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) ელჩებს შეხვდა.
სტრუქტურული ცვლილებები იმ ზოგადი სახით, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ, ფუნდამენტურ ცვლილებებს არ გულისხმობს
14:50 / 21.06.2018
სტრუქტურული ცვლილებები იმ ზოგადი სახით, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ, ფუნდამენტურ ცვლილებებს არ გულისხმობს, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა, ელენე ხოშტარიამ მთავრობის სტრუქტურული ცვლილებების კომენტირებისას განაცხადა.
საქართველო აშშ-ს თავდაცვის ავტორიზაციის აქტში
14:45 / 21.06.2018
აშშ-ის სენატმა 2019 ფისკალური წლის აშშ-ს თავდაცვის ავტორიზაციის აქტის (NDAA) კანონპროექტის საკუთარი ვერსია დაამტკიცა, რომელიც 2019 ფისკალური წლისათვის აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის პოლიტიკასა და ბიუჯეტის პრიორიტეტებს განსაზღვრავს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნიშანდობლივია, რომ აქტის ჩანაწერის მიხედვით, საქართველო, ევროპის უსაფრთხოების კონტექსტში, შავი ზღვისა და ბალტიის ქვეყნებთან ერთად, მოაზრებულია როგორც აშშ-ს მოკავშირე და პარტნიორი.
თურქეთში ავტოსაგზაო შემთხვევას საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლა
14:43 / 21.06.2018
თურქეთში ავტოსაგზაო შემთხვევას საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლა. თურქული მედიის ცნობით, ინციდენტი ქუტაიჰას პროვინციაში, ქალაქ გედიზთან ახლოს მოხდა.

ავარიის შედეგად სატვირთო ავტომობილი, რომელსაც საქართველოს სანომრე ნიშნები ჰქონდა, გზიდან გადავარდა.
უწმინდესმა მოსაყდრე შიო მუჯირს ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლება მიანიჭა
14:40 / 21.06.2018
უწმინდესმა მოსაყდრე შიო მუჯირს ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლება მიანიჭა, ამით მან მისი უპირატესობა დაადასტურა. აქამდე ამ ჯვრის ტარების უფლება მღვდელმტავრებს შორის მხოლოდ აბრაამს, კალისტრატესა და ანდრიას ჰქონდათ.
საპატრიარქოში სინოდის სხდომა დასრულდა
14:35 / 21.06.2018
სინოდის სხდომა დასრულდა, სხდომას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ხელმძღვანელობდა. რა საკითხებს განიხილავდნენ სხდომაზე, ამ ეტაპზე, უცნობია. სავარაუდოდ, ერთ-ერთი თემა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხი იყო.
"ყველა ზომა უნდა გამოვიყენოთ, რაც ჩვენს ძალებშია, რომ აფგან მუხთარლის საქმეზე სიმართლე დადგინდეს"
14:27 / 21.06.2018
მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, ყველა ზომა უნდა გამოვიყენოთ, რაც ჩვენს ძალებშია, რომ აფგან მუხთარლის საქმეზე სიმართლე დადგინდეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ განუცხადა.
საერთაშორისო ექსპერტები: ტყიბულის შახტში 5 აპრილის ტრაგედია ადამიანურ ფაქტორებს უკავშირდება
13:20 / 21.06.2018
ტყიბულის შახტში 5 აპრილის ტრაგედია არა ბუნებრივ მოვლენას, არამედ ადამიანურ ფაქტორებს უკავშირდება
რესტორნები ცოცხალი მუსიკის დაკვრისთვის შესაძლოა ლიცენზირებას დაექვემდებარონ
13:12 / 21.06.2018
ქართული რესტორნები ცოცხალი მუსიკის დაკვრისთვის შესაძლოა ლიცენზირებას დაექვემდებარონ
ქუჩის მუსიკოსებს ქუჩაში დაკვრისთვის შესაძლოა შესაბამისი საბუთი დასჭირდეთ
12:53 / 21.06.2018
ქუჩის მუსიკოსები შესაძლოა გარკვეულ რეგულირებას დაექვემდებარონ
თბილისში ღამით მოძრავი კვების ობიექტები განთავსდება
12:43 / 21.06.2018
თბილისში ღამით მოძრავი კვების ობიექტები განთავსდება - ამის შესახებ ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის ხელმძღვანელი
თბილისში ღამით ავტობუსები იმოძრავებენ
12:20 / 21.06.2018
დედაქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტი ღამის საათებში ივლისიდან იმოძრავებს.
თბილისში მიწისქვეშა გადასასვლელებს ყოველდღე ასუფთავებენ
12:08 / 21.06.2018
დედაქალაქში მიწისქვეშა გადასასვლელების დასუფთავება გრძელდება. „თბილსერვის ჯგუფი“
სარალიძე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდება
11:47 / 21.06.2018
ზაზა სარალიძე და „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდებიან.
მუხტარლის საქმე - ევროსასამართლომ საქართველოს 8 და აზერბაიჯანს 6 კითხვით მიმართა
11:37 / 21.06.2018
ჟურნალისტ აფგან მუხთარლის გატაცებასთან დაკავშირებით ევროსასამართლომ საქართველოს 8 და აზერბაიჯანს 6 კითხვით მიმართა
გერმანიაში საქართველოდან თავშესაფრის მიღების მსურველთა რაოდენობა შემცირდა
11:27 / 21.06.2018
გერმანიის ლტოლვილთა და მიგრანტების ფედერალური ოფისის (BAMF) სტატისტიკის მიხედვით,
საგარეო უწყება: ჟენევაში ქართულმა მხარემ რუსეთს ტატუნაშვილის შინაგანი ორგანოების დაუყოვნებლივ გადმოცემისკენ მოუწოდა
10:40 / 21.06.2018
საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 44-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
დღეს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება
10:20 / 21.06.2018
საპატრიარქოში დღეს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება. წმინდა სინოდის სხდომა წელს პირველად ტარდება.
ზვიად კვაჭანტირაძე ავარიაში მოყვა
10:10 / 21.06.2018
უმრავლესობის დეპუტატს ზვიად კვაჭანტირაძეს ავტოსაგზაო შემთხვევა მოუვიდა. ავარია ზესტაფონში იმ დროს მოხდა,
დღის სიახლეები
კალენდარი