ირაკლი ოქრუაშვილი პოლიტიკაში დაბრუნებას გეგმავს
01:49 / 22.03.2019
თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი პოლიტიკაში დაბრუნებას არ გამორიცხავს. ამის შესახებ ოქრუაშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" განაცხადა.
ირაკლი ოქრუაშვილი სალომე ზურაბიშვილზე - თუ უნდა, პირადად ვეახლები და ისე ვთხოვ, იქნებ, შემდეგი წლების განმავლობაში საერთოდ ხმა არ ამოიღოს და დადუმდეს
01:41 / 22.03.2019
უმორჩილესად ვთხოვდი, თუ უნდა, პირადად ვეახლები და ისე ვთხოვ, იქნებ, შემდეგი წლების განმავლობაში საერთოდ ხმა არ ამოიღოს და დადუმდეს, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მისამართით განაცხადა. ის ზურაბიშვილის ინტერვიუს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, სააკაშვილმა ნახევრად დაცლილი ცხინვალი დაბომბა.
მილტონ ჰეიგი: რუსეთთან შესვენებაზე მორაგბეებს ერთადერთი რამ ვთხოვე
00:30 / 22.03.2019
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა კრასნოდარში რუსეთს 22:6 მოუგო და რაგბი ევროპის ჩემპიონატზე 5-დან 5 მატჩის მოგება მოახერხა. 'ბორჯღალოსნებმა' ჩემპიონობაც რუსეთში იზეიმეს და 'მესამე ტაიმიც' იდეალური გამოუვიდათ. მილტონ ჰეიგმა რუსეთის რაგბის კავშირის პრესსამსახურთან კრასნოდარში გამართული მატჩი შეაფასა.
რა ელით „ისლამური სახელმწიფოს“ წევრ ევროპის მოქალაქეებს და მათ ოჯახებს
00:22 / 22.03.2019
ევროკავშირის ქვეყნებს არ სურთ დააბრუნონ თავიანთი მოქალაქეები, რომლებიც "ისლამური სახელმწიფოს" ყოფილი მებრძოლები არიან. ისინი უარს ამბობენ ამ ადამიანების გასამართლებაზე და მათთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა უნდათ.
განუკურნებელი კიბოს გაჩენის მიზეზი დასახელდა
00:21 / 22.03.2019
ამერიკელმა მეცნიერებმა გაარკვიეს თუ რატომ ხდება ისე, რომ ერთი და იმავე მკურნალობის კურსისას კიბოს უჯრედების რეაგირება განსხვავდება. ინფორმაციას MedicalXpress-ი ავრცელებს.
მაია ცქიტიშვილი ანაკლიის პორტზე: ეს არის პროექტი, რომელიც ჩვენ დავიწყეთ, ვუდგავართ გვერდში და ჩვენ ნამდვილად დავამთავრებთ
20:28 / 21.03.2019
ანაკლიის პორტის პროექტის მშენებლობა მთავრობისთვის და სახელმწიფოსთვის არის სტატეგიულად მნიშვნელოვანი - ეს არის პროექტი, რომელიც ჩვენ დავიწყეთ, ვუდგავართ გვერდში და ჩვენ ნამდვილად დავამთავრებთ,
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გამოძიება განაახლა
20:27 / 21.03.2019
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა განაახლა გამიძიება საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში. ამის შესახებ ინფორმაციას სააკაშვილის ადვოკატი რუსლან ჩერნოლუცკი ავრცელებს.
ოთარ კახიძე: კრიმინოგენული მდგომარეობა ქვეყანაში არის საგანგაშო და „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ამას ვერ აცნობიერებს
20:25 / 21.03.2019
პრემიერ-მინისტრთან გვაქვს კითხვა -ცხრა თვე იწურება, რაც ამ პოსტს იკავებს და რატომ არ წარმოადგინა არცერთი ინიციატივა, რომელიც მძიმე მდგომარეობის გამოსწორებისკენ იქნება ორიენტირებული, რატომ არ აქვს ხედვა, როგორ ებრძოლოს კრიმინალს?! თვითდინებაზე ჰყავთ მიშვებული დანაშაული და ამის ფასს იხდიან ჩვენი მოქალაქეები,
პაატა კვიჟინაძე: თუ ანაკლიის კონსორციუმი პროექტს ვერ განახორციელებს, სახელმწიფოს ამის გაკეთება თავისუფლად შეუძლია, სახელმწიფოსთვის 600 მილიონი არაფერია
20:24 / 21.03.2019
თუკი ანაკლიის განვითარების კონსორციუმი პორტის პროექტს ვერ განახორციელებს, სახელმწიფოს ამის გაკეთება თავისუფლად შეუძლია - სახელმწიფოსთვის 600 მილიონი არაფერია, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის ტრიბუნიდან უმრავლესობის დეპუტატმა პაატა კვიჟინაძემ გააკეთა.
მაია ცქიტიშვილი: თანამდებობა, ბანკის და პროექტის მეწილეობა ვერავის დაიცავს შესაძლო კითხვებისგან ან პასუხისმგებლობისგან
18:49 / 21.03.2019
არცერთ პროექტში მონაწილეობა არ შეიძლება იყოს იმუნიტეტი რაიმე სახის კითხვებისგან, თანამდებობა, ბანკის და პროექტის მეწილეობა ვერავის დაიცავს შესაძლო კითხვებისგან ან პასუხისმგებლობისგან, რომელიც ამ კითხვებს შეიძლება მოჰყვეს, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა პარლამენტში განაცხადა.
მაია ცქიტიშვილი: ცდილობენ შექმნან განწყობა, რომ ივანიშვილს სურს პროექტიდან გააქროს მამუკა ხაზარაძე - ეს არის მცდელობა, რასაც კეთილსინდისიერი ინვესტორის ქცევად ვერ შევაფასებდი
18:42 / 21.03.2019
ანაკლიის განვითარების კონსორციუმის განცხადებები იმის თაობაზე, რომ სრულად აქვთ მოზიდული დაფინანსება, შერჩეული ჰყავთ გენერალური კონტრაქტორი და ასე შემდეგ, მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება, რომ საზოგადოებაში შექმნან განწყობა - პროექტს და კონკრეტულ ინვესტორს მთავრობა ებრძვის, - ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.
მაია ცქიტიშვილი ანაკლიის კონსორციუმის ქართულ მენეჯმენტზე - პრობლემები გამოუცდელ ადამიანებს უკავშირდება, რომლებსაც კარგი განათლება აქვთ, მაგრამ პორტი არასდროს აუშენებიათ
18:40 / 21.03.2019
როდესაც ვსაუბრობთ პრობლემებზე, რომელიც ანაკლიის განვითარების კონსორციუმს პროექტის განხორციელებაში შეექმნა, ამ შემთხვევაში გამოუცდელ ადამიანებს, რომელთაც ძალიან კარგი განათლება და პროექტების მართვის კარგი უნარი აქვთ, პორტის მშენებლობა არასდროს განუხორციელებიათ, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის ტრიბუნიდან რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა გააკეთა.
ვერ შემოვა, თვითმფრინავშიც კი ვერ ჩაჯდება — უკრაინის შს მინისტრი სააკაშვილის დაბრუნებაზე
18:37 / 21.03.2019
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა, არსენ ავაკოვმა განაცხადა, რომ სააკაშვილის გეგმები უკრაინაში დაბრუნების შესახებ "პირველი აპრილისთვის 300 დოლარად დაგეგმილი პიარია". მისი თქმით, სააკაშვილი არათუ ქვეყანაში ვერ შევა, თვითმფრინავშიც კი ვერ დაჯდება უკრაინის მიმართულებით. ამის შესახებ ავაკოვმა დიმიტრი გორდონთან ინტერვიუში ისაუბრა.
ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებულ ორ ქართველს სამწლიანი პატიმრობა მიესაჯა
18:27 / 21.03.2019
ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებულ ორ ქართველს მამუკა კუკავას და გიორგი გულორდავას სოხუმის ე.წ. სასამართლომ სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
გორში მოკლული გოგოს დედამ ბრალდებულს სასამართლოში შეკითხვები დაუსვა
18:24 / 21.03.2019
გორის საქალაქო სასამართლოში 9 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებული იაგო ნებიერიძის საქმის განხილვა გაგრძელდა. დღევანდელ პროცესზე მოკლული გოგოს დედა ნათია ლალიაშვილი და ექსპერტები დაიკითხნენ. პროცესს ბრალდებულიც დაესწრო.
მაია ცქიტიშვილი: ანაკლიის გენგეგმით ჩატარებული სამუშაოები, შესაძლოა, მოითხოვდეს დამატებით ცვლილებებს
17:47 / 21.03.2019
რეგიონალური განვითრებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის გენგეგმა სავარაუდოდ იცვლება და შესაძლოა, ჩატარებული სამუშაოები დამატებით ცვლილებებს მოითხოვდეს.
ცქიტიშვილმა ანაკლიის პორტში პირველი გემის შესვლის თარიღის გადავადება არ გამორიცხა
17:44 / 21.03.2019
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა საპარლამენტო მოსმენაზე განაცხადა, რომ ანაკლიის პორტში პირველი გემის შემოსვლა 2020 წლის ივლისშია დაგეგმილი, მაგრამ ვინაიდან კონსორციუმს დაფინანსება არ აქვს, სავარაუდოდ, ეს ვადებიც დაირღვევა.
თეა წულუკიანი: როცა ხელისუფლება შეიცვლება, ქვეყნიდან კი არ მოვცოცხავ, არამედ “ქართული ოცნების” გვერდით ვიდგები
17:30 / 21.03.2019
ხელისუფლება რომ შეიცვლება, იმ დილით, მე ჩემოდანს კი არ ჩავალაგებ და კი არ მოვცოცხავ, არამედ "ქართული ოცნების" პარტიული აქტივის გვერდით ვიდგები – მათ ეს იციან. ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა "მინისტრის საათის" ფორმატში პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.
შსს-ს ინფორმაციით დადგენილია იმ პირის ვინაობა, რომელმაც ოზურგეთში საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს ცეცხლი გაუხსნა
17:06 / 21.03.2019
შსს-ს ინფორმაციით დადგენილია იმ პირის ვინაობა, რომელმაც ოზურგეთში საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს ცეცხლი გაუხსნა. სამინისტროს ცნობით შემთხვევა 19 მარტს მოხდა. ამ დროისათვის კი ბრალდებულის დაკავების მიზნით შესაბამისი ღონისძიებები მიმდინარეობს.
კალაძე: „ევროპელები“ და „დემოკრატები“ თავად გადაწყვეტენ ვისთან გაერთიანდნენ
16:01 / 21.03.2019
პარტიები "ევროპული საქართველო" და "თავისუფალი დემოკრატები" საარჩევნო ბლოკში გაერთიანდნენ. მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში, პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მათი საარჩევნო ბლოკის კანდიდატი შალვა შავგულიძე იქნება.
პატიოსან ქვეყანაში მებრძოლი ხალხი მოგვადგებოდა, გარეკავდა ამ უსაქმურ პარლამენტს
15:50 / 21.03.2019
პარლამენტში იუსტიციის მინისტრის გამოსვლის შეფასებამდე, "პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთმა ლიდერმა ადა მარშანიამ პარლამენტის მუშაობა გააკრიტიკა. მარშანიას განცხადებით, პარლამენტს ქვეყანაში არავითარი ავტორიტეტი არ გააჩნია.
ზვიად კვაჭანტირაძე მაია ცქიტიშვილს: ხმამაღლა აღიარეთ, რომ ანაკლიის პორტის პროექტი არის რუსეთის ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯი - რატომ გვერიდება ამაზე საუბარი?
15:47 / 21.03.2019
ძალიან გთხოვთ, ერთმნიშვნელოვნად ხმამაღლა აღიაროთ, რომ ანაკლიის პორტის პროექტი არის რუსეთის სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯი და რუსები ანაკლიის პორტს ერთ-ერთ ყველაზე საშიშ პროექტად მიიჩნევენ, რაც ჩვენს რეგიონში შეიძლება განხორციელდეს - რატომ გვერიდება ამაზე ხმამაღლა საუბარი?, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე "ქართული ოცნების" ყოფილმა წევრმა ზვიად კვაჭანტირაძემ გააკეთა.
"თეა წულუკიანი არის არარაობა, ნამუსგარეცხილი, უსინდისო და უღირსი ადამიანი" - მალხაზ მაჩალიკაშვილი
15:44 / 21.03.2019
თეა წულუკიანი არარაობაა, სხვა არაფერი და მე მას ერთ დღეს ყველაფერს გავუხსენებ, - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა იუსტიციის მინისტრის იმ განცხადების საპასუხოდ, სადაც თეა წულუკიანმა თქვა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე სახელმწიფოს დანაშაული არ ჩაუდენია.
მაია ცქიტიშვილი: ანაკლიის პორტის პირველი ფაზის დასრულება იგეგმება 2020 წლის 20 ნოემბრისთვის, იმის გათვალისწინებით, რომ დაფინანსება პროექტს ჯერ არ აქვს, სავარაუდოდ, ეს ვადებიც გადაიწევა
15:43 / 21.03.2019
პირველი ფაზის დასრულება იგეგმება 2020 წლის 20 ნოემბრისთვის. სამწუხაროდ, იმის გათვალისწინებით, რომ დაფინანსება ამ პროექტს ჯერ არ აქვს, სავარაუდოდ ეს ვადებიც იქნება დარღვეული და გადაწეული, - ამის შესახებ ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით პლენარულ სხდომაზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.
მამუკა ხაზარაძე: ჩვენი გეგმები ცდება მარტო პორტის მშენებლობას და პარტნიორობა სამხრეთკორეულ კომპანიასთან მიმართულია გემთმშენებლობისკენ
15:42 / 21.03.2019
ჩვენი გეგმები გაცილებით შორს მიდის, ცდება მარტო პორტის მშენებლობას და ჩვენი მომავალი პარტნიორობა hyundai samho heavy industries-სთან იქნება სწორედ გემთმშენებლობისკენ მიმართული და იქითკენ მიმართული, რომ საქართველოს ჰყავდეს თავისი ფლოტი და თავისი გემები, - ამის შესახებ "თიბისი ბანკის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მაია ცქიტიშვილი: აქტიური კამპანია მიმდინარეობს, რათა შეიქმნას იმის განცდა, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობით ხელისუფლება დაინტერესებული არ არის
15:41 / 21.03.2019
უკვე მიმდინარეობს ძალიან აქტიური საზოგადოებრივი კამპანია იმისთვის, რომ უშუალოდ ანაკლიის პორტის პროექტის ირგვლივ შეიქმნას არასწორი საზოგადოებრივი აზრი. შეიქმნას იმის განცდა, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობით საქართველოს მთავრობა და ხელისუფლება დაინტერესებული არ არის, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, როდესაც ანაკლიის პორტის მშენებლობის განხორციელების თაობაზე ისაუბრა.
"წულუკიანი ზოგადად არის ბოღმისა და ღვარძლის კვინტესენცია" - ბოკუჩავა
15:39 / 21.03.2019
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ "თეა წულუკიანი არის ზოგადად ბოღმის და ღვარძლის კვინტესენცია, ეს არის მისი პირადი ტრაგედია".
ოზურგეთში საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს ცეცხლი გაუხსნეს
15:28 / 21.03.2019
ოზურგეთში საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს ცოტა ხნის წინ ცეცხლი გაუხსნეს. მანქანა, რომელსაც ნატყვიარი ეტყობა, სამხარეო პოლიციის ეზოშია გადაყვანილი.
უკრაინამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს სანქციები დაუწესა
15:26 / 21.03.2019
უკრაინამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს სანქციები დაუწესა. პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული განკარგულების თანახმად მათ 3 წლის აეკრძალათ უკრაინის ტერიტორიაზე შესვლა და შეეზღუდათ საკუთრებით სარგებლობის უფლება.
სალომე ზურაბიშვილი სნობია - გია ხუხაშვილი
14:55 / 21.03.2019
ექსპერტი გია ხუხაშვილი სალომე ზურაბიშვილის მიერ, პროტოკოლთან დაკავშირებით, გაკეთებულ განცხადებებს აკრიტიკებს და თვლის, რომ საქართველოს პრეზიდენტიო სნობია.
ადრი ჯაფარიძის შემდეგ, უკვე მამუკა ხაზარაძეც უარყოფს რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ბადრი ჯაფარიძე მასსა და გახარიას შორის შუამავალია
14:49 / 21.03.2019
"თიბისი ბანკის" დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე პირდაპირ და მკაფიო პასუხს არ სცემს შეკითხვას, მუქარის შემცველი წერილი მიიღო თუ არა მისივე ბიზნესპარტნიორის, ბადრი ჯაფარიძის შუამავლობით.
ივანიშვილი თქვენი ასე მარტივად სახსენებელი არ არის... მე ვიცი მისი ფასი, - წულუკიანი ოპოზიციას მიმართავს
14:45 / 21.03.2019
თქვენ მე ვერ მიხილავთ თქვენს წინაშე დაბეჩავებულს, ხმააკანკალებულს - ასე მიმართა იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პარლამენტში შეკრებილ ოპოზიციას. მან ოპოზიცია მწვავედ გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მათ სწორედ იუსტიციის სამინისტროს წარმატებეი არ მოსწონთ.
თქვენ უნამუსოდ და უსინდისოდ თავს იქნევთ სამთავრობო ლოჟიდან - ადა მარშანია თეა წულუკიანს მიმართავს
14:44 / 21.03.2019
"ქალბატონო თეა, მინისტრო, თქვენ გგონიათ, რომ მართლა დაიმსახურეთ თქვენი თანამდებობა? ჩვენს ნაბრძოლზე ხართ იმ თანამდებობაზე და თქვენ წაიბრძოლეთ რაღაც ერთი წელი, დარბოდით რუსთველზე," - ასე მიმართა "პატრიოტთა ალიანსის" წევრმა, ადა მარშანიამ იუსტიციის მინისტრს. მარშანიამ თეა წულუკიანს "უნამუსო" უწოდა.
არჩილ თალაკვაძე ოპოზიციას: ჩვენ ვართ ნამდვილი პროდასავლური ძალა, თქვენ ხართ თვალთმაქცებიv
14:39 / 21.03.2019
ჩვენ ვართ ნამდვილი პროდასავლური ძალა, თქვენ ხართ თვალთმაქცები, - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ "ევროპული საქართველოს" და "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც მეორე დღეა გრძელდება "მინისტრის საათი", რა ფორმატშიც იუსტიციის მინისტრს უსმენენ.
ზაქარია ქუცნაშვილი ოპოზიციას - 9 წელი ხომ იყავით, 9 კანონი მაინც დამისახელეთ, რომელიც ხალხისთვის იყო გაკეთებული - თქვენ მხოლოდ წყევლა-კრულვა გეხერხებათ
14:38 / 21.03.2019
თუ თქვენ მოიყვანთ ერთ კანონსაც კი, რომელიც უკეთესი იყო ხალხისთვის და ჩვენ გავაფუჭეთ, მე ბოდიშს მოვიხდი და მხარს დაგიჭერთ, - ასე მიმართა "ქართული ოცნების" წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა ოპოზციის წევრებს, რომლებმაც იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის საქმიანობა გააკრიტიკეს.
მამუკა ხაზარაძე ანაკლიის პორტზე: ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული იმაზე, როგორ მოილაპარაკებს სახელმწიფო ჩვენს დამფინანსებელ ბანკებთან
13:39 / 21.03.2019
ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ მოილაპარაკებს სახელმწიფო ჩვენს დამფინანსებელ ბანკებთან, - ამის შესახებ "თიბისი ბანკის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.
არჩილ თალაკვაძე: ანაკლიის პორტი სახელმწიფოს მიერ დაწყებული სტრატეგიული პროექტია
13:35 / 21.03.2019
"ანაკლიის პორტი არის სტრატეგიული პროექტი, ეს არის სახელმწიფოს მიერ დაწყებული პროექტი, სახელმწიფოს ძალიან ბევრი აქვს გაკეთებული ამ პროექტის წარმატებისთვის და რა თქმა უნდა, მომავალშიც ამ პროექტის მთავარი მოკავშირე იქნება", - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განუცხადა.
რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედროების რაოდენობა გაზარდა
13:31 / 21.03.2019
ოკუპირებულ აფხაზეთში მე-7 რუსული სამხედრო ბაზის პირადი შემადგენლობა გაიზარდა.
კიბერთავდასხმა TBC ბანკზე - რუსთაველის 12-დან კომპიუტერები ამოიღეს
13:11 / 21.03.2019
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, რუსთაველის N12-დან, საიდანაც „თიბისი ბანკზე“ სავარაუდოდ კიბერშეტევა განხორციელდა, კომპიუტერული ტექნიკა ამოიღეს.
„ძალადობრივი არჩევნები, ჩამოშლილი სასამართლო სისტემა, ეს ხელისუფლების ყველა დანაშაულის მხილება იყო“ - გოცირიძე წულუკიანის საპარლამენტო გამოსვლაზე
13:06 / 21.03.2019
ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, რომან გოცირიძე იუსტიციის მინისტრის პარლამენტში გამპოსვლას ნეგატიურად აფასებს.
მისი თქმით, გუშინდელი განხილვა საქართველოს ხელისუფლების ყველა დანაშაულში მხილება იყო.
მამუკა ბახტაძე: საქართველოს სიძლიერე მუდამ იყო მისი მრავალფეროვნება
13:04 / 21.03.2019
საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ, აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს "ნოვრუზ ბაირამის" დღესასწაული მიულოცა.
„კრიმინალის ზრდის ტემპი საკმაოდ შემცირებულია“ - ნათია მეზვრიშვილი
13:03 / 21.03.2019
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ქვეყანაში კრიმინალურმა შემთხვევბმა, საერთო ჯამში, იკლო. ამის შესახებ მეზვრიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„პარლამენტის 80%-ს ეზიზღება კობახიძე და ივანიშვილის თვალის ჩაპაჭუნებას ელოდებიან, რომ თავ-ყბა დაუნგრიონ“ - ხუხაშვილი
13:02 / 21.03.2019
ანალიტიკოსი გია კობახიძე ამბობს, რომ ირაკლი კობახიძე პოლიტიკური არარაობაა.
„ევროპული საქართველო“ და „თავისუფალი დემოკრატები“ საარჩევნო ბლოკში გაერთიანდნენ
12:48 / 21.03.2019
პარტიები "ევროპული საქართველო" და "თავისუფალი დემოკრატები" საარჩევნო ბლოკში გაერთიანდნენ. მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში, პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მათი საარჩევნო ბლოკის კანდიდატად შალვა შავგულიძე იქნება. ამის შესახებ მათ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადეს.
საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრები განცხადებას ავრცელებენ
11:43 / 21.03.2019
საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრები განცხადებას ავრცელებენ, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
“ანა დოლიძე თანდათან კარგავს სახეს და თვითკონტროლს" - გვრიტიშვილი
11:20 / 21.03.2019
იუსტიციის საბჭოს წევრი, მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილი ანა დოლიძეს "იაფფასიან, ავანტიურისტულ კამპანიაში" ადანაშაულებს და წერს, რომ დოლიძე "თანდათან კარგავს სახეს​" გვრიტიშვილის შეფასებით, იმისთვის, რომ დოლიძემ აქტუალობა არ დაკარგოს "თავს ესხმის" ყველას. მისივე თქმით, დოლიძის შესაძლო კენჭისყრა, მთაწმინდის ოლქში "ფარსია", რადგან ის მხოლოდ რამდენიმე ხმას აიღებს:
"ირაკლი კობახიძე შესაძლოა, ნიადაგს იმზადებდეს იმისთვის, რომ  მოხვდეს „კლანის“ სათავეში"
11:13 / 21.03.2019
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე შესაძლოა გარანტიებს და ნიადაგს იმზადებდეს იმისთვის, რომ მოხვდეს "კლანის" სათავეში. ამის შესახებ "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ განაცხადა.
პარლამენტში თეა წულუკიანის მოსმენა დღეს გაგრძელდება
10:14 / 21.03.2019
პარლამენტის პლენარული სხდომა დღეს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის მოსმენით დაიწყება.
სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთში მყოფ ხატია ბუნიათიშვილს პირდაპირ ეთერში დაურეკა
20:52 / 20.03.2019
საქართველოს პრეზიდენტმა ფრანგული რადიო "RTL"-ის გადაცემის მიმდინარეობისას დარეკა და სტუმრად მყოფ ქართველ პიანისტ ხატია ბუნიათიშვილს ახალი ალბომის გამოცემა პირადად მიულოცა.
„ავერსის კლინიკაში“ საქველმოქმედო ფონდმა „ავერსმა“ და „ავერსის კლინიკამ“  საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტთან დადებული მემორანდუმი განაახლეს
18:22 / 06.02.2019
"ავერსის კლინიკაში" საქველმოქმედო ფონდმა "ავერსმა" და "ავერსის კლინიკამ" საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტთან დადებული მემორანდუმი განაახლეს.
დღის სიახლეები
კალენდარი
×