ირაკლი კობახიძე: დაუჭამიათ ერთმანეთი „ნაციონალებს“, ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი
45 წუთის წინ
ამაზე მაქვს მარტივი პასუხი: დაუჭამიათ ერთმანეთი „ნაციონალებს“, ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ „ევროპული საქართველოს“ წევრის გიგა ბოკერიასა და ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებების შეფასებისას განაცხადა.
ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიოს საუკეთესო ქალ ძიუდოისტთა ხუთეულშია
20:41 / 14.10.2019
ავტორიტეტულმა გამოცემა JUDOINSIDE-მა მსოფლიოს ჩემპიონატის წინ ხუთი საუკეთესი ახალგაზრდა გოგონა ძიუდოისტი დაასახელა.
თაკო ჩარკვიანის აზრით, გიგა ბოკერიამ დაადასტურა, რომ „ქართულ ოცნებასთან“ არის ალიანსში
20:11 / 14.10.2019
ბოკერია დიდი ჭკუის კოლოფი არ აღმოჩნდა, – ასე ეხმიანება პარტია „კანონი და სამართლის“ თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი ბოლო დროს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას მიერ გაკეთებულ განცხადებებს.
კახა კალაძე: 2020 წელს ვინ გაიმარჯვებს, ამას მოსახლეობა გადაწყვეტს და არა გიგა ბოკერია
18:40 / 14.10.2019
2020 წელს ვინ გაიმარჯვებს, ამას გადაწყვეტს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა და არა გიგა ბოკერია, - ასე ეხმიანება დედაქალაქის მერი კახა კალაძე „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებას.
გიგა ბოკერია: მიხეილ სააკაშვილი ემსგავსება იმათ, ვინც მას იმავე მეთოდებით ებრძოდა, როგორითაც დღეს თვითონ მოქმედებს
17:59 / 14.10.2019
მართლაც სამწუხაროა, რომ მიხეილ სააკაშვილი ემსგავსება იმათ, ვინც მას იმავე მეთოდებით ებრძოდა, როგორითაც დღეს თვითონ მოქმედებს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის „ფეისბუქზე“ დაწერილ პოსტს გამოეხმაურა.
კითხვაზე , სააკაშვილის ამ განცხადების შემდეგ ითანამშრომლებენ თუ არა მასთან, ბოკერია პასუხობს, რომ პოზიცია არ შეუცვლიათ, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მშვიდობიანად ჩამოცილებას გულისხობს.
მიხეილ სააკაშვილი: წინასწარ გამოცხადება, რომ ყველას ყველაფერი შერჩება, უხერხულია - იმ პოლიტიკოსებს მინდა ვკითხო ვინც ამას ამბობს, თქვენ რომ გაეძარცვეთ, იგივე იქნებოდა თქვენი რეაქცია?!
16:50 / 14.10.2019
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი თავის ვიდეო მიმართავში, რომელიც სოციალურ ქსელში განათავსა, აცხადებს, რომ დღეს მოქმედი მთავრობის მაღალჩინოსნები, რომლებსაც დანაშაული დაუმტკიცდებათ, საერთაშორისო ანტიკორუფციული სასამართლოს მიერ უნდა გასამართლდნენ. მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ეროვნული ერთიანობის, სულგრძელობისა და მაქსიმალური პატიების მიუხედავად, ხალხს უნდა დაუბრუნდეს ის დოვლათი, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა მიითვისა.
ნიკა მელია: შეიძლება ბოკერია მეტისმეტად მიმტევებელი გახდა, რაც უფლის გზას შეუდგა და სულის ცხონებისთვის მზადაა აპატიოს მას, ვინც წიხლქვეშ გაიგდო კორცხელში
16:45 / 14.10.2019
კატეგორიულად მიუღებელია „ევროპული საქართველოს” მიერ დეკლარირებული „არავინ ციხეში“, ანუ არ დაისჯება არავინ - არც ივანიშვილი, არც ფარცხალაძე, არც გახარია და არც არავინ, - ამ განცხადებით სოციალურ ქსელში ნიკა მელია „ევროპული საქართველოს“ მიერ გაჟღერებულ ინიციატივას გამოეხმაურა.
მეუფე გრიგოლი: სადაც იმ ადამიანების შეწყალება ხდება, რომელზეც მერე მთელი ქვეყანა დუღს, მგონი, მამა გიორგის შეწყალება პრობლემა არ უნდა ყოფილიყო
16:40 / 14.10.2019
სადაც იმ ადამიანების შეწყალება ხდება, რომელზეც მერე მთელი ქვეყანა დუღს, მგონი, მამა გიორგის შეწყალება პრობლემა არ უნდა ყოფილიყო, - ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა განაცხადა.
კახა კალაძე: “ქართული ოცნებაა” ხელისუფლებაში და ვინ უნდა იყოს სუს-ის ხელმძღვანელად წარმოდგენილი, “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატურა?
15:36 / 14.10.2019
პარტია “ქართული ოცნებაა” ხელისუფლებაში და ვინ უნდა იყოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელად წარმოდგენილი? “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატურა უნდა იყოს წარმოდგენილი?”,- ასე აფასებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე ოპოზიციის განცხადებებს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად გრიგოლ ლილუაშვილი ბიძინა ივანიშვილის მიერ დასმული პირია.
ილია მეორე: ღვთის წყალობა უნდა შევინარჩუნოთ, უნდა დავაფასოთ
14:27 / 14.10.2019
საკვირველია ჩვენი წარსული, ჩვენი აწმყო და უფრო საკვირველი იქნება ჩვენი მომავალი, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ქადაგებისას ბრძანა.
რუსთავში 35 წლის მამაკაცის მკვლელობის საქმეზე დაკავებული პოლიციელების განცხადებით, დავით მუმლაძის გატაცების სანაცვლოდ ფული აიღეს, რითაც ვალები გაისტუმრეს
14:22 / 14.10.2019
35 წლის დავით მუმლაძის მკვლელობის საქმეზე, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალდებით დაკავებულმა მოქმედმა და ყოფილმა პოლიციელებმა, მუმლაძის გატაცების სანაცვლოდ თანხა მიიღეს.
გაზეთი „კვირის პალიტრა“ რუსთავში მოკლული 35 წლის დავით მუმლაძის საქმეზე დაკავებული პოლიციელების ჩვენებებს აქვეყნებს
13:48 / 14.10.2019
გაზეთი „კვირის პალიტრა“ რუსთავში მოკლული 35 წლის დავით მუმლაძის საქმეზე დაკავებული პოლიციელების მიერ გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებებს აქვეყნებს.
დავით ბაქრაძე: სამწუხაროა, რომ მიხეილ სააკაშვილისგან საფუძვლიანი კრიტიკის საპასუხოდ ისევ ტალახის სროლა გვესმის
11:43 / 14.10.2019
სამწუხაროა, თუ მიხეილ სააკაშვილს დღემდე ასეთი რეაქცია აქვს განსხვავებულ აზრზე და საფუძვლიანი და თემატური კრიტიკის საპასუხოდ გვესმის ისევ ტალახის სროლა,- ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ მიხეილ სააკაშვილის განცხადების საპასუხოდ აღნიშნა.
მართვის მოწმობის ასაღებად ასაკი იცვლება
21:34 / 13.10.2019
ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის ასაღებად საჭირო ასაკი იცვლება - ამის შესახებ „საგზაო მოძრაობის შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებების კანონპროექტშია აღნიშნული.
დონალდ ტრამპი: ვმუშაობთ ძლიერ სანქციებზე, თურქეთი გვთხოვს, რომ ეს არ გავაკეთოთ
20:27 / 13.10.2019
ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა თურქეთისთვის ძლიერი სანქციების დაწესებაზე. ამის შესახებ მან დღეს „ტვიტერის“ პირად გვერდზე დაწერა.
ხაშურში ყოფილი მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულის მამა - ჩემს შვილს ვინმე იგორი ემუქრებოდა - მითხრა, შენი შვილი უნდა „დავბრიდო“, ჩათვალე, რომ შვილი არ გყავსო
19:20 / 13.10.2019
გულისტკივილით ვამბობ ამ სიტყვებს, მაგრამ თავისი თავიც დაიღუპა თავისი საქციელით და ჩემი შვილიც დაღუპა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ხაშურში ცოლის მკვლელობაში ბრალდებული ირაკლი დეკანოიძის მამამ, მერაბ დეკანოიძემ განუცხადა. ჟურნალისტების კითხვაზე, თუ რას გულისხმობდა, მერაბ დეკანოიძემ განაცხადა „არ ცხოვრობდა ნამდვილად სწორად“.
ვაკეში ტაქსის მძღოლმა უკრაინელ ტურისტ ქალს სცემა
18:16 / 13.10.2019
ვაკეში, ტაქსის მძღოლმა უკრაინელი ტურისტ ქალს სცემა.
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - სირიაში 490 ტერორისტი განადგურებულია
17:13 / 13.10.2019
სირიის ჩრდილოეთით, თურქეთის სამხედრო ოპერაციის შედეგად, 130 ათასი ადამიანი იძულებული გახდა ქალაქების - თელ-აბიადისა და რას-ელ-აინის გარეუბნები დაეტოვებინათ. ამ დროისთვის, დევნილთა ზუსტი რაოდენობა დაუდგენელია. ამის შესახებ საუბარია გაეროს ოფისის ანგარიშში, რომელიც ჰუმანიტარულ საკითხებს უწევს კოორდინაციას.
გარდა ამისა, რეგიონში შექმნილია კრიტიკული ვითარება წყალმომარაგებასთან დაკაშირებით. ინფრასტრუქტურის დაზიანების გამო, 400 ათასზე მეტ ადამიანს წყლის მიწოდებაზე პრობლემა შეექმნა.
წნორში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა
15:59 / 13.10.2019
წნორში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაცია ამის შესახებ წნორის არქიმედეს კლინიკაში დაადასტურეს. არიან დაშავებულებიც.
თელავში ორი ახალგაზრდის დაჭრის ბრალდებით 21 წლის მამაკაცია დაკავებული
15:52 / 13.10.2019
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თელავში ორი პირის დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს.
სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, მცხეთის გარკვეულ ქუჩებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა და პარკირება შეიზღუდება
15:49 / 13.10.2019
სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ქალაქ მცხეთის გარკვეულ ქუჩებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა და პარკირება შეიზღუდება. აღნიშნულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი ავრცელებს.
თურქეთის არმიის მიერ სირიაში დაწყებული ოპერაციის შედეგად, უკვე 50-მდე მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 100 ათასამდე ადამიანი კი ლტოლვილად იქცა
14:41 / 13.10.2019
თურქეთის არმიის მიერ სირიაში დაწყებული ოპერაციის შედეგად, უკვე 50-მდე მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 100 ათასამდე ადამიანი კი ლტოლვილად იქცა. ამის შესახებ უცხოური მედია იუწყება.
სამცხე-ჯავახეთში ოჯახური ძალადობის ბრალდებით მამა-შვილი დააკავეს
11:19 / 13.10.2019
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ნინოწმინდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოჯახში ძალადობის ბრალდებით, მამა-შვილი - 1977 წელს დაბადებული რ.ვ. და 1953 წელს დაბადებული დ.ვ. დააკავეს.
კახა კალაძე: „გვაქვს ამბიციური გეგმა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი იყოს ისეთი გამართული, როგორიც ბევრ ევროპულ ქალაქში არ არის“
00:25 / 13.10.2019
„გვაქვს ამბიციური გეგმა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი იყოს ისეთი გამართული, როგორიც ბევრ ევროპულ ქალაქში შეიძლება არ იყოს“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
კახა კალაძე: მე დღეს შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ტაქსების რეფორმა შედგა
00:10 / 13.10.2019
„ტაქსების რეფორმა იყო ერთ-ერთი ქაოსური მიმართულება. მე დღეს შემიძლია თამამად ვთქვა რომ რეფორმა შედგა“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში.
კახი კალაძე "ცენტრ პოინტის" დაზარალებულებზე: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მათ ოჯახებში დაბრუნდეს ბედნიერება და ღიმილიანი სახეები
23:48 / 12.10.2019
„ჩვენ ვმუშაობთ "ცენტრ პონტის" მიერ დაზარალებულ ხალხზე , ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, დარწმუნებული ვარ, ამ ადამიანებსაც დავეხმარებით”, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
სომეხი ჟურნალისტები საქართველოში არ შემოუშვეს
23:25 / 12.10.2019
11 ოქტომბერს, ნინოწმინდის გამშვებ პუნქტზე, სამი სომეხი ჟურნალისტი, რომელიც სომხეთიდან საქართველოში მოდიოდა, 4 საათზე მეტ ხანს დააყოვნეს, შემდეგ კი ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე ქვეყანაში შესვლაზე უარი უთხრეს.
საბერძნეთში ავარიას საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლა
23:04 / 12.10.2019
საბერძნეთში ავარიას საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლა. შემთხვევა თესალონიკში, ლაგადას ტერიტორიაზე მაშინ მოხდა, როცა დარუპულს არალეგალები გადაჰყავდა. ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.
„ამ ქალს ბავშვები უნდა წაეყვანა და არ აჩვენებდა ყოფილ ქმარს“ - ხაშურში მომხდარი საზარელი მკვლელობის დეტალები
22:44 / 12.10.2019
ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალდებულის მეზობელი დანაშაულის მოტივზე საუბრობს და აცხადებს, რომ ნათია გოგალაძე ყოფილ ქმარს ბავშვებს არ აჩვენებდა.
შსს-ში არ ადასტურებენ ინფორმაციას, რომ ხაშურში, ყოფილი მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცის მიმართ შემაკავებელი ორდერი იყო გამოცემული
19:24 / 12.10.2019
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ხაშურში, ყოფილი მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცის მიმართ შემაკავებელი ორდერი იყო გამოცემული, შინაგან საქმეთა სამინისტროში არ ადასტურებენ.
ვლადიმერ პუტინი -  ყველამ, ვინც არალეგიტიმურად იმყოფება სხვა ქვეყნის, მათ შორის, სირიის ტერიტორიაზე, უნდა დატოვოს ეს ტერიტორია - ეს ნებისმიერ სახელმწიფოს ეხება
16:04 / 12.10.2019
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, სირია უნდა გათავისუფლდეს უცხოური ძალებისგან. ინფორმაციას რუსულ სააგენტოებზე დაყრდნობით „როიტერსი“ ავრცელებს.
მარიამ კუბლაშვილი: ილია ჯიშკარიანს ძალიან არ უნდოდა, პირდაპირ ეთერში იმ მდგომარეობაში ჩართულიყო, როგორც საზოგადოებამ იხილა
14:34 / 12.10.2019
ილია ჯიშკარიანს ძალიან არ უნდოდა, პირდაპირ ეთერში იმ მდგომარეობაში ჩართულიყო, როგორც საზოგადოებამ იხილა. თუ ჯიშკარიანი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით სპეკულირებს, მაშინ სასამართლოს მიმდინარეობისას რატომ იდგა ფეხზე? - ამის შესახებ საკრებულოს ბრალდებული მაჟორიტარი დეპუტატის ილია ჯიშკარიანის ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.
პენტაგონი ანკარას მოუწოდებს, სასწრაფოდ შეაჩეროს სამხედრო ოპერაცია, რომ მას არ მოუწიოს „დაუყოვნებელი თავდაცვითი ქმედებების“ განხორციელება
13:04 / 12.10.2019
პენტაგონი ადასტურებს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ შეერთებული შტატების სამხედრო ძალები სირიაში „თურქეთის საარტილერიო ცეცხლის ქვეშ მოექცნენ“. ვაშინგტონი მოუწოდებს ანკარას, სასწრაფოდ შეაჩეროს სამხედრო ოპერაცია, რათა არ დასჭირდეს „დაუყოვნებელი თავდაცვითი ქმედებების“ განხორციელება. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
ივანე მაჭავარიანი: საქართველო ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში, რომელმაც შეძლო რთულ პერიოდში წინსვლა საკრედიტო რეიტინგებში
12:48 / 12.10.2019
საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, საქართველო განსაკუთრებით ბოლო 2 წლის განმავლობაში ამჟღავნებს მდგრადობას საგარეო და რეგიონული შოკების მიმართ.
„თბილისი ენერჯი“ - სექტემბერში, თბილისში, საცხოვრებელ ბინებში 2918 კუსტარულად დამონტაჟებული გაზგამათბობელი და წყალგამაცხელებელი ჩაიხსნა
11:27 / 12.10.2019
კომპანია „თბილისი ენერჯის“ სექტემბრის სტატისტიკის თანახმად, სექტემბერში თბილისში, საცხოვრებელ ბინებში 2918 კუსტარულად დამონტაჟებული გაზგამათბობელი და წყალგამაცხელებელი ჩაიხსნა. ამის შესახებ  „თბილისი ენერჯიდან“ გვაცნობეს.
პოლიციამ ხაშურში ყოფილი მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული დააკავა
10:14 / 12.10.2019
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპატრამენტისა და ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ხაშურში, ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 1987 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ი.დ. ცხელ კვალზე დააკავეს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, ჩადენილი დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„ბატონო ილია, მე და თქვენ უნდა წავიდეთ და ერთად დავლიოთ“ - მარიამ კუბლაშვილი საქმის დეტალებზე
01:29 / 12.10.2019
ილია ჯიშკარიანის ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი ტვ პირველთან ინტერვიუში დეპუტატსა და მის თანაშემწეს შორის მომხდარის ამგვარ ვერსიას გვიამბობს: "იმ დღეს სამსახურში იმყოფებოდნენ თამთა, ბატონი ილია, კიდევ ერთი თანამშრომელი და სტუმარი. ისინი სასმელს იღებენ, თამთა მეტ სასმელს სვამდა და იყო ნასვამ მდგომარეობაში, დასასრულს თამთას ქმედებებიდან გამომდინარე ერთ-ერთი თანამშრომელი წასვლას სთავაზობს, თუმცა ის არ მიჰყვება და ხელმეორედ ეუბნებიან წასვლას, ბატონმა ილიამაც უთხრა „გთხოვ თამთა ხომ არ წახვიდოდიო".
"გია ყანჩელს სიკვდილამდე რამდენიმე წუთით ადრე უთქვამს..." - რობერტ სტურუა (ვიდეო)
00:58 / 12.10.2019
რობერტ სტურუა ლეგენდარული კომპოზიტორის გია ყანჩელზე საუბრობს და კომპოზიტორთან ბოლო შეხვედრას იხსენებს
მუსიკოსი მიხაილო თოდუა პატიმრობიდან გაათავისუფლეს
00:40 / 12.10.2019
მუსიკოსმა მიხაილო თოდუამ საპატიმრო დაწესებულება დატოვა. როგორც სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, თოდუამ პატიმრობის შესაბამისი ვადის მოხდის შემდეგ ადგილობრივ საბჭოს მიმართა და დარჩენილი სასჯელის შინაპატიმრობით შეცვლა ითხოვა.
ეკლესიამ ქალის მკვლელი კაცებისთვის უმკაცრესი სასჯელი უნდა დაადგინოს — დეკანოზი ლომიძე
00:28 / 12.10.2019
დეკანოზი თამაზ ლომიძე ამბობს, რომ მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ქალის მკვლელი კაცებისთვის უმკაცრესი სასჯელი უნდა დაადგინოს. ამის შესახებ დეკანოზმა ფეისბუქზე დაწერა.
ყოფილი მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი, რომელიც მიმალვაშია (ფოტო)
00:13 / 12.10.2019
AMBEBI.GE-მ ექ­სკლუ­ზი­უ­რად მო­ი­პო­ვა მე­უღ­ლის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცი ფოტო, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად მი­მალ­ვა­შია. იგი 30 წლის ირაკ­ლი დე­კა­ნო­ი­ძეა. მას პო­ლი­ცია ამ დრომ­დე ეძებს.
ჯიშკარიანი: ყველაფერი თოდაძემ დალეწა და თავის დალეწილში აიხლართა… პოლიცია რომ გამომეძახებინა რა დეპუტატი ვიქნებოდი?!
00:06 / 12.10.2019
ყველაფერი დალეწა მან და თავის დალეწილში აიხლართა, – ასე პასუხობს თბილისის საკრებულოს დეპუტატი ილია ჯიშკარიანი გადაცემა “პირველების” წამყვანების კითხვას, როგორ დაილეწა მის ოფისში ტექნიკა.
ილია ჯიშკარიანი: მამაოები და დედაოები მირეკავენ და ძალებს ნელ-ნელა ვიღდგენ, რომ ამ ბრძოლისთვის გავემზადო
23:39 / 11.10.2019
ამის შესახებ გადაცემა “პირველებისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა თბილისის საკრებულოს დეპუტატმა ილია ჯიშკარიანმა, რომელიც ტელეკომპანიას კლინიკიდან ჩაერთო.
ილია ჯიშკარიანი: განაჩენი გამომიტანეს ფემინისტებმა, რადიკალებმა და ლიბერალებმა
23:34 / 11.10.2019
ამის შესახებ გადაცემა “პირველებისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა თბილისის საკრებულოს დეპუტატმა ილია ჯიშკარიანმა, რომელიც ტელეკომპანიას კლინიკიდან ჩაერთო.
ილია ჯიშკარიანი: თამთა თოდაძეს ხელით არ შევხებივარ… თუ სახელი გამიფუჭდა ზიანი პარტიასაც მიადგება… სიღრმეში ვერ შევალ, დაუმთავრებელი იქნება…
23:28 / 11.10.2019
“რა თქმა უნდა ინტერესი დიდია და სიღრმეში გინდათ შემიყვანოთ, მაგრამ ეს გამოვა ისე, რომელიც დაუმთავრებელი იქნება”, – ასე პასუხობს გადაცემა “პირველების” წამყვანის ვახო სანაიას კითხვას თბილისის საკრებულოს წევრი ილია ჯიშკარიანი, რომელსაც ჟურნალისტმა უთხრა, რომ ამბავს დეტალურად აღწერს თამთა თოდაძე და მოყვეს თავად დეპუტატიც რა მოხდა მის ოფისში.
ილია ჯიშკარიანი: რაც თამთა თოდაძემ თქვა, “შავი პიარია”, სამწუხაროა, რომ NGO-ებმა განაჩენი უკვე გამომიტანეს
23:20 / 11.10.2019
რასაც თამთა თოდაძე მოყვა შავი პიარია, სამწუხაროა, რომ NGO-ებმა განაჩენი უკვე გამომიტანეს, – ამის შესახებ გადაცემა “პირველებისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა თბილისის საკრებულოს დეპუტატმა ილია ჯიშკარიანმა, რომელიც ტელეკომპანიას კლინიკიდან ჩაერთო.
თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
23:00 / 11.10.2019
თავდაცვის სამინისტრო პიარსამსახურების თანამშრომლების რაოდენობისა და მათი ანაზღაურებისთვის ბიუჯეტიდან გაწეული ხარჯების შესახებ განცხადებას ავრცელებს.
"თავდაცვის სამინისტროს მიერ პიარსამსახურების თანამშრომლების რაოდენობისა და მათი ანაზღაურებისთვის ბიუჯეტიდან გაწეული ხარჯების შესახებ გამოქვეყნებული ინფორმაცია არ ასახავს რეალობას.
ბიძინა ივანიშვილი სამცხე-ჯავახეთის „ქართული ოცნების“ წარმომადგენლობას შეხვდა
22:55 / 11.10.2019
პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი სამცხე-ჯავახეთის საოლქო ორგანიზაციების ხელმძღვანელებსა და წარმომადგენლებს შეხვდა. ფოტოებსა და ინფორმაციას მმართველი პარტია ავრცელებს.
ჯანდაცვის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ ვერ მიიღეს დევნილთა ნაწილმა ბინები, რომლებიც უწყების წინ აქციას მართავენ
20:50 / 11.10.2019
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ დევნილ ოჯახებს საცხოვრებელი ფართები გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად გადასცა. ამის შესახებ  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან გვაცნობეს. მათივე ინფორმაციით, ქულათა სისტემამ განსაზღვრა რიგითობა, თუ რომელი ოჯახი საჭიროებდა პირველ რიგში, საცხოვრებლით უზრუნველყოფას.
14 ოქტომბერს საქართველოს რკინიგზა მცხეთის მიმართულებით უფასო რეისებს ნიშნავს
19:00 / 11.10.2019
14 ოქტომბერს, სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს რკინიგზა ქალაქ მცხეთის მიმართულებით უფასო რეისებს ნიშნავს.
როგორი ამინდი იქნება საქართველოში - სინოპტიკოსების პროგნოზი
18:55 / 11.10.2019
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 12 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +18, +23 გრადუსამდე დაიკლებს.
"მნიშვნელოვანია ყოველდღიურ საქმიანობაში უკეთ იყოს გათვალისწინებული ყველა ის მთავარი საკითხი, რაშიც ბიზნესი პრობლემას ხედავს" - თურნავა
18:53 / 11.10.2019
პრემიერ-მინისტრის დავალებით ბიზნესთან კომუნიკაცია გავააქტიურეთ და პირველ რიგში, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ყველა ის მთავარი საკითხი, რაც დღეის მოცემულობით არსებობს და რაშიც პრობლემას ხედავს ბიზნესი, რაც შეიძლება უკეთ იყოს მიმართული და გათვალისწინებული ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობაში, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ბიზნეს გაერთიანებების ხელმძღვანელებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მთავრობამ "დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო" შექმნა
18:33 / 11.10.2019
მთავრობა დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ქმნის. აღნიშნულ ცვლილებებს მთავრობის 2019 წლის 10 ოქტომბრის 487-ე დადგენილება ითვალისწინებს.
თამთა თოდაძე: იმედგაცრუებული ვარ, პროკურატურა ჩემს ინტერესებს უნდა იცავდეს, მაგრამ ილია ჯიშკარიანის ინტერესებს იცავს
18:18 / 11.10.2019
იმედგაცრუებული ვარ. პროკურატურა ჩემს ინტერესებს უნდა იცავდეს, მაგრამ გამოდის, რომ ილია ჯიშკარიანის ინტერესებს იცავს, - ამის შესახებ საკრებულოს თანამშრომელმა თამთა თოდაძემ ისნის მაჟორიტარი დეპუტატის, ილია ჯიშკარიანისთვის გირაოს შეფარდების თაობაზე „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.
ვლადიმერ პუტინი მიიჩნევს, რომ სირიაში თურქეთის სამხედრო ოპერაციამ, შესაძლოა, „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლების  სხვა ტერიტორიებზე გადასვლა გამოიწვიოს
18:18 / 11.10.2019
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, სირიაში თურქეთის სამხედრო ოპერაციამ, შესაძლოა, ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლების სხვა ტერიტორიებზე გადასვლა გამოიწვიოს. ამის შესახებ პუტინის განცხადება კრემლის ვებგვერდზეა გავრცელებული.
სვეტიცხოვლობასთან დაკავშირებით, მცხეთაში, გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა იზღუდება
17:17 / 11.10.2019
სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.
მარიამ კუბლაშვილი: მაქვს მტკიცებულებები, როგორ იქცევა თამთა თოდაძე ნასვამი, ის კიდევ ორ საქმეში ფიგურირებს, რომელიც ალკოჰოლური თრობიდან გამომდინარე მის ქმედებებს უკავშირდება
17:14 / 11.10.2019
საკრებულოს ბრალდებული მაჟორიტარი დეპუტატის ილია ჯიშკარიანის ადვოკატი, მარიამ კუბლაშვილი აცხადებს, რომ შემთხვევის დღეს, დაზარალებული თამთა თოდაძე ალკოჰოლური თრობის ქვეშ იმყოფებოდა.
France 24 - საფრანგეთში თავშესაფრის მაძიებელთა შორის პირველ ადგილზე საქართველოს მოქალაქეები არიან, ქუთაისის აეროპორტში პარიზის მიმართულებით ყველა რეისი დაჯავშნილია
17:11 / 11.10.2019
„France24”-ის ცნობით, გასულ წერს საფრანგეთს 7 000-მა ქართველმა თავშესაფრის მოთხოვნით მიმართა, რაც სირიელ და ერაყელ თავშესაფრის მაძიებლებს აღემატება. გამოცემა, მოთხოვნის ზრდას, თავშესაფრის მაძიებელთათვის უფასო მკურნალობას უკავშირებს.
"ესვრიან ტალახს კეთილსინდისიერ მოსამართლეს" - კამათი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე
17:03 / 11.10.2019
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. სხდომაზე სახალხო დამცველისა და არასამთავრობო სექტორის მხრიდან სასამართლოს რეპუტაციის მიზანმიმართულ შელახვაზე იყო კამათი.
არქიმანდრიტ კირიონის განცხადებით, პრემიერის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია, რომ სასულიერო პირებს დავით გარეჯში ყველა მონასტრამდე მისვლა შეეძლებოდათ, ზუსტი არ არის
17:01 / 11.10.2019
თუ რაიმე შეიცვალა, არის ის, რომ სასულიერო პირს შეუძლია ავიდეს აღდგომის ტაძართან, - ამის შესახებ დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტმა კირიონმა (ონიანი) „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.
კახა კალაძე: ჩვენთვის ბაღებში კვება პრინციპულად მნიშვნელოვანია - არავის დავიცავთ, არავის დავინდობთ!
16:54 / 11.10.2019
თბილისის ბაგა -ბაღებში კვების ხარისხი გამორიცხულია სტანდარტს არ შეესაბამებოდეს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა. კითხვაზე, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის შეფასებით, ბაღებში კვების რაციონი სტანდარტს არ შეესაბამება, კალაძემ უპასუხა, რომ ეს გამორიცხულია. როგორც კალაძე აცხადებს, მერია არავის დაიცავს და არავის დაინდობს, თუ დარღვევა გამოვლინდება.
30 წლის ქალი, რომელსაც ყოფილმა მეუღლემ თავის არეში დაზიანებები მიაყენა, ხაშურის საავადმყოფოში გარდაიცვალა
16:50 / 11.10.2019
ახალგაზ​რდა ქალი, რომელსაც ყოფილმა მეუღლემ თავის არეში დაზიანებები მიაყენა, გარდაიცვალა. ინფორმაცია ხაშურის რეფერალურ ჰოსპიტალში დაადასტურეს.
დედაქალაქის მერია თბილისის მეტროსთვის ვაგონების დამატებას გეგმავს
16:49 / 11.10.2019
დედაქალაქის მერია თბილისის მეტროსთვის ვაგონების დამატებას აპირებს. როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, ბოლო პერიოდში მეტროში მგზავრების რაოდენობა გაიზარდა, პიკის საათებში კი, აღნიშნული საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადატვირთულია.
შინაგან საქმეთა მინისტრი არაბთა გაერთიანებული საემიროების ელჩს შეხვდა
16:42 / 11.10.2019
შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა შეხვედრა გამართა საქართველოში არაბთა გაერთიანებული საემიროების ელჩთან – ესა აბდულა ალ ბაშა ალ ნოაიმისთან.
გიორგი მიქაუტაძე: 37 მოსამართლე უვადოდ გამწესდა
16:01 / 11.10.2019
“37 მოსამართლე, რომელიც მიუხედავად მათი ხანგრძლივი ვადით გამოცდილებისა, მაინც სამწლიანი ვადით იყვნენ გამწესებული, გამწესდნენ უვადოდ”, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, გიორგი მიქაუტაძემ განაცხადა.
ევაკუაცია ხაშურში - ყოფილმა ქმარმა ცოლს დაჭრამდე ხელყუმბარა ესროლა
15:39 / 11.10.2019
ყოფილი ცოლის დაჭრაში ეჭვმიტანილმა დაზარალებულის საცხოვრებელ სახლში სავარაუდოდ, ხელყუმბარა შეაგდო, რომელიც არ აფეთქდა. ამის შესახებ imedinews-ს სანდო წყარომ აცნობა. ადგილზე გამნაღმველებმა მუშაობა უკვე დაასრულეს და ხელყუმბარა გასაუვნებელყოფლად წაიღეს.
სუსის უფროსის მოადგილედ გიგა ნიკოლეიშვილი დაინიშნა
15:30 / 11.10.2019
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ გიგა ნიკოლეიშვილი დაინიშნა
ილია ჯიშკარიანი ჩემი მეზობელია და არ მაქვს გარანტია, რომ ქუჩაში მშვიდად ვივლი - თამთა თოდაძე
15:27 / 11.10.2019
პროკურატურას მიმართავს თამთა თოდაძე, რომელიც საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატს ილია ჯიშკარიანს სექსუალურ შევიწროვებაში ადანაშაულებს, შალვა თადუმაძეს მიმართავს. თოდაძე გენერალურ პროკურორს ილია ჯიშკარიანის დაკავებას სთხოვს, რადგან როგორც დაზარალებული აცხადებს, ის თავს უსაფრთხოდ არ გრძნობს.
პრემიერი სამშენებლო სექტორს - დანდობის, გაფრთხილებისა და მოფერების გარეშე მეუბნებით, სად რა პრობლემა გაქვთ, ან მეუბნებით, რომ ყველაფერი კარგადაა და თქვენც ბედნიერი იქნებით და მეც
14:54 / 11.10.2019
ყველანაირი დანდობის, გაფრთხილებისა და მოფერების გარეშე თქვენ მე მეუბნებით, კონკრეტულად სად რა პრობლემა გაქვთ, - ასე მიმართა საქართველოს პრემიერ- მინისტრმა გიორგი გახარიამ სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს შეხვედრის დაწყებისას.
პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის 8 პირი დააკავა, მათ შორის 5 ნარკორეალიზატორია
14:40 / 11.10.2019
პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის 8 პირი დააკავა, მათ შორის 5 ნარკორეალიზატორია. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა მამუკა ჭელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
საკრებულოს ბრალდებულ დეპუტატს, ილია ჯიშკარიანს 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა
14:38 / 11.10.2019
საკრებულოს ბრალდებულ დეპუტატს, ილია ჯიშკარიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა მიიღო. გირაოსთან ერთად, საკრებულოს დეპუტატს შემზღუდავი ღონისძიებებიც დაეკისრა. ილია ჯიშკარიანს აეკრძალა სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე მსხვერპლთან მიახლოვება. ასევე, მას სპეციალური ნებართვის გარეშე საქმეზე დაკითხულ მოწმეებთან კომუნიკაცია აეკრძალა.
ადვოკატის განმარტებით, ილია ჯიშკარიანს 4-ჯერ აქვს გადატანილი ინფარქტი, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შიშის გამო, პროცესი კლინიკაში ტარდება
14:37 / 11.10.2019
თბილისის საკრებულოს დეპუტატ ილია ჯიშკარიანის ინტერესების დამცველი მარიამ კუბლაშვილი იმ მიზეზებს განმარტავს, თუ რატომ ტარდება ბრალდებულის პირველი წარდგენის სხდომა საავადმყოფოში. როგორც კუბლაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ჯიშკარიანს კვლავ აქვს ჯანმრთელობის პრობლემები და იმ ემოციური ფონის გათვალისწინებით, რომელიც შესაძლოა სასამართლოში ყოფილიყო, არსებობდა საშიშროება, რომ ჯიშკარიანი ცუდად გამხდარიყო. კუბლაშვილმა აღნიშნა, რომ სასამართლომ სხდომის კლინიკაში გამართვის გადაწყვეტილება შესაბამისი დოკუმენტაციის გაცნობის შემდეგ გადაწყვიტა.
მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ კიდევ 12 წევრი წარადგინა
14:36 / 11.10.2019
საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს" დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ მოძრაობის კიდევ 12 წევრი წარადგინა.
თბილისში, მარჯანიშვილის ქუჩაზე დაჭრის ფაქტზე არასრულწლოვანი დააკავეს
14:34 / 11.10.2019
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, 2002 წელს დაბადებული გ.რ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.
ოქტომბრის ბოლოს გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია დაიწყება
14:29 / 11.10.2019
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია ოქტომბრის ბოლოს დაიწყება. როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ განაცხადა, წელს განსაკუთრებით მაღალი რისკის მქონე 100 000 ადამიანი აიცრება.
თბილისში მოძველებული მანქანებით ტაქსის მომსახურების გაწევა სავარაუდოდ, აიკრძალება, მძღოლებს კი ახალი მანქანების შესაძენად, შესაძლოა, შეღავათიანი სესხები შესთავაზონ
14:27 / 11.10.2019
თბილისში მოძველებული მანქანებით ტაქსის მომსახურების გაწევა სავარაუდოდ აიკრძალება. ავტომანქანის წლოვანება ერთ-ერთი საკითხი იქნება, რომლის განსაზღვრასაც თბილისის მერია ტაქსის რეფორმის მესამე ეტაპზე გეგმავს.
პარლამენტი საშემოდგომო სესიაზე, „მინისტრის საათის“ ფორმატში ხუთ მინისტრს მოუსმენს
11:41 / 11.10.2019
საქართველოს პარლამენტი საშემოდგომო სესიის განმავლობაში, „მინისტრის საათის“ ფორმატში ხუთ მინისტრს მოუსმენს.
ვკრებ თანამოაზრეებს, ერთ-ერთი ლევან კობერიძეა — ანა დოლიძე ორგანიზაციას ქმნის
11:36 / 11.10.2019
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, ანა დოლიძე აცხადებს, რომ სახალხო წევრობაზე დაფუძნებულ ორგანიზაციას ქმნის და გუნდს კრებს. მისი თქმით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატ ლევან კობერიძესთანაც. სხვა პირებს ის არ ასახელებს.
შსს-მ 9 მილიონი ლარის ღირებულების ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურა (ვიდეო)
11:14 / 11.10.2019
შინაგან საქმეთა სამინისტრომ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად გაანადგურა სისხლის სამართლის 765 საქმეზე სხვადასხვა დროს ნივთმტკიცებად ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები, რომელთა საერთო ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე, დაახლოებით, 9 მილიონი ლარია.
იაპონიას დამანგრეველი ტაიფუნი უახლოვდება
11:11 / 11.10.2019
იაპონიას უძლიერესი ტაიფუნი „ჰაგიბისი“ უახლოვდება. სტიქია კუნძულებისკენ სამხრეთ-აღმოსავლეთიდან მიიწევს.
ირაკლი ღარიბაშვილმა გერმანიაში ქართველი სამხედროები მოინახულა
10:40 / 11.10.2019
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში იმყოფებოდა, სადაც ქართველი სამხედრო მოსამსახურეები ავღანეთში, ნატო-ს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შესასრულებლად ემზადებიან.
გრიგოლია მდინარაძეს: ირმასთან დაკავშირებით “ოცნება” ჩემს ნათლიად გადაიქცა, თუ ასე გინდათ-ირმა დამიძახეთ
00:51 / 11.10.2019
ფაქტების გარეშე ბუნებაში არგუმენტები არ არსებობს ირმა, – ასე მიმართა გადაცემა “რეაქციის” წამყვანს ინგა გრიგოლიას ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ.
ილია ჯიშკარიანი: მე მირჩევნია მერქვას მკვლელი, მკვლელობაში ეჭვმიტანილი ვიყო, ვიდრე ქალთან ძალადობაში
00:44 / 11.10.2019
სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებული დეპუტატი ილია ჯიშკარიანის ვიდეოს "რუსთავი 2" ავრცელებს, რომელიც მისმა ოჯახის წევრებმა საავადმყოფოს პალატაში ადვოკატთან საუბრის დროს ჩაწერეს.
დონალდ ტრამპი: ქურთების განადგურების შემთხვევაში მე თურქეთის ეკონომიკას გავანადგურებ
00:35 / 11.10.2019
ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თურქეთის ეკონომიკას განადგურებით ემუქრება, იმ შემთხვევაში თუ თურქეთი სირიის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებს არ შეწყვეტს.
მამუკა მდინარაძე ინგა გრიგოლიას: ძალიან ტენდენციურად გამოიყურებით
00:23 / 11.10.2019
გადაცემაში "რეაქცია" უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ წამყვანი ინგა გრიგოლია ტენდენციურობაში დაადანაშაულა.
მარიამ კუბლაშვილი:  თუ პროკურატურას ოდნავი გონიერება ეყოფა, ილია ჯიშკარიანის მიმართ პატიმრობა არ უნდა მოითხოვოს - ბრალი ერთი მოწმის ჩვენებაზეა აგებული, რომელიც თავად არის  დაინტერესებული მხარე
23:10 / 10.10.2019
ჩემთვის უცნობია, რა სახის აღმკვეთ ღონისძიებას ითხოვს ილია ჯიშკარიანისთვის პროკურატურა - თუ ოდნავი გონიერება ეყოფათ, პატიმრობით არ უნდა შემოვიდნენ, სხვა შემთხვევაში, შეიძლება, ცოტა სასაცილო მდგომარეობაშიც აღმოჩნდენ, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საკრებულოს დეპუტატის, ბრალდებულ ილია ჯიშკარიანის ადვოკატმა, მარიამ კუბლაშვილმა განუცხადა.
საკრებულოს დეპუტატის ილია ჯიშკარიანისთვის  აღკვეთი  ღონისძიების შეფარდების სასამართლო სხდომა  „ნიუ ჰოსპიტალსის“ კლინიკაში გაიმართება
22:03 / 10.10.2019
საკრებულოს დეპუტატის ილია ჯიშკარიანისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდების სასამართლო სხდომა 11 ოქტომბერს, „ნიუ ჰოსპიტალსის“ კლინიკაში გაიმართება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საქალაქო სასამართლოდან აცნობეს.
ლევან ახვლედიანი „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ შესაძლო დახურვის შესახებ ინფორმაციას უარყოფს
11:51 / 09.10.2019
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალური დირექტორის, ლევან ახვლედიანის თქმით, კონსორციუმის შესაძლო დახურვასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
თინა ბოკუჩავა: თადუმაძის დიპლომი ყალბია, შესაბამისად, მან უნდა მოხსნას მოსამართლეობაზე საკუთარი კანდიდატურა და გადადგეს გენერალური პროკურორის თანამდებობიდან
11:49 / 09.10.2019
დღეს მინდა წარმოგიდგინოთ კიდევ ერთი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს შალვა თადუმაძის დიპლომის სიყალბეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია „ნაციონალური მოძრაობიდან“ დეპუტატმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა და დოკუმენტაცია წარადგინა.
კომიტეტის სხდომაზე ლევან გოგიჩაიშვილმა და მიხეილ ყაველაშვილმა იკამათეს [ვიდეო]
18:56 / 08.10.2019
პარლამენტის სპორტის კომიტეტის სხდომაზე დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ლევან გოგიჩაიშვილმა და კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილმა იკამათეს.
„საქართველოს რკინიგზა“  11 ათასამდე თანამშრომელს ხელფასებს უმატებს!
17:36 / 04.08.2019
სს "საქართველოს რკინიგზა" კიდევ ერთხელ ხაზგასმით აცხადებს, რომ კომპანიის მენეჯმენტი მუდმივად უსმენს და შესაძლებლობის ფარგლებში ცდილობს დააკმაყოფილოს თანამშრომელთა საჭიროებები და მოთხოვნები. სწორედ ამიტომ, დასაქმებულთა იმ კატეგორიას, რომელთა ხელფასი 1500 ლარს არ აღემატება, ხელფასი ემატება 10%-ით. რაც წლიურად დაახლოებით 18-20 მილიონ ლარს შეადგენს და ეს ამ ეტაპზე, ის მაქსიმუმია რისი ფინანსური რესურსიც გამოიძებნა. ამასთანავე, უკლებლივ ყველა რკინიგზელს საჩუქრის სახით, წელიწადში 2-ჯერ ფიქსირებული თანხა გადაეცემა.
ხელფასების 50%-იანი მატების მოთხოვნა და/ან განხილვა არარეალურ, პოპულისტურ საკითხს წარმოადგენს და ვინაიდან თითოეულმა რკინიგზელმა ზედმიწევნით კარგად იცის კომპანიის ფინანსური მდგომარეობა, სიმართლეს არ შეესაბამება განცხადებები, რომ დაახლოებით 4800 რკინიგზელი გაფიცვისათვის ემზადება. მეტიც, "რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი" აერთიანებს 400-მდე წევრს და მას არ გააჩნია ლეგიტიმაცია სრული კოლექტივის სახელით ისაუბროს და მით უფრო დააანონსოს გაფიცვები, შეუსრულებადი მოთხოვნების საპირისპიროდ.
დღის სიახლეები
კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
×