ინგა გრიგოლია: ვაი, თქვენს პატრონს, თქვე ჩლუნგებო თქვენა - ამ ბრძოლას მოვიგებთ
49 წუთის წინ
"თქვე ჩლუნგებო"-ჟურნალისტი ინგა გრიგოლია, "ტვ პირველის" მფლობელის ვატო წერეთლის მამის, ავთანდილ წერეთლის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ეხმაურება.
ავთანდილ წერეთელი დანაშაულებრივ ქმედებაში მონაწილეობას უარყოფს და აცხადებს, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძეს არ დახმარებია
14:28 / 22.08.2019
ავთანდილ წერეთელი პროკურატურის მიერ მისთვის წაყენებულ ბრალს დაუსაბუთებელს უწოდებს და აცხადებს, რომ არანაირ დანაშაულებრივ ქმედებაში მონაწილეობა არ მიუღია. ამის შესახებ ბიზნესმენის ადვოკატმა კახა წერეთელმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა.
ვახტანგ წერეთელი: „ტვ პირველს“ ვერ წაიღებთ - სანამ ცოცხალი ვარ, ჩვენი არხი არ გაითიშება და არც არანაირ ტრენდზე დაჯდება
14:27 / 22.08.2019
კიდევ ერთხელ გეუბნებით - "ტვ პირველს" ვერ წაიღებთ! სანამ ცოცხალი ვარ, ჩვენი არხი არ გაითიშება და არც არანაირ ტრენდზე დაჯდება, - ამის შესახებ "ტვ პირველის" დამფუძნებელი ვახტანგ წერეთელი მამამისის, ავთანდილი წერეთლისთვის ბრალის წარდგენასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.
გია ვოლსკი: წარმატებებს ვუსურვებ იმ ჟურნალისტებს, ვინც თავის საქმეს ემსახურება, მაგრამ ვერ შევაქებ „ზონდერ“ ჟურნალისტიკას, რომლის სტანდარტი "რუსთავი 2"-მა დანერგა
13:31 / 22.08.2019
წარმატებებს ვუსურვებ ყველა იმ ჟურნალისტს, ვინც თავის საქმეს ემსახურება, მაგრამ ვერანაირად ვერ შევაქებ "ზონდერ" ჟურნალისტიკას, რომლის სტანდარტი "რუსთავი 2"- მა დანერგა, - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი ტელეკომპანია "რუსთავი 2"- დან ჟურნალისტების წასვლას.
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო მთავრობა ე.წ. საზღვარს კეტავს
13:18 / 22.08.2019
ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ დე-ფაქტო ხელისუფლებამ „დამოუკიდებლობის აღიარების“ 11 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების გამო, საქართველოსთან „საზღვრის“ რამდენიმე დღით ჩაკეტვა გადაწყვიტა. ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ცნობით, 25 აგვისტოს, 20:00 საათიდან ე.წ. საზღვარზე მოქალაქეთა გამარტივებული გასვლის პუნქტებში ხალხის გაშვება შეწყდება.
აბონენტის უპასუხისმგებლობა და აფეთქების საფრთხე - საცხოვრებელი კორპუსი აფეთქებას გადაურჩა
13:09 / 22.08.2019
კომპანია „თბილისის ენერჯის“ ცხელ ხაზზე ნაძალადევის რაიონიდან შემოვიდა შეტყობინება, რომ მანჯგალაძის ქუჩის #31-ში გაზის ძლიერი სუნი იგრძნობოდა. კომპანიის სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლებმა და სპეციალისტებმა ადგილზე მისვლისთანავე კორპუსის ყველა ბინა, მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ჭები და გაზგაყვანილობა სპეციალური ლაზერული აპარატით შეამოწმეს.
ეკა ბესელია: ეს ყველაფერი უკვე ნანახი და გავლილი გვაქვს და კარგად არ სრულდება
11:42 / 22.08.2019
ეს ყველაფერი უკვე ნანახიც და გავლილიც გვაქვს და უბრალოდ კარგად არ სრულდება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობიდან გასული დეპუტატი ეკა ბესელია სოციალურ ქსელში წერს.
მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე გენერალურ პროკურატურაში ისევ დაიბარეს
11:40 / 22.08.2019
"თიბისი ბანკის" დამფუძნებლები - მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე გენერალურ პროკურატურაში ისევ დაიბარეს.
პროკურატურამ ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმის ფარგლებში, ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელს ბრალი წარუდგინა
11:38 / 22.08.2019
გენერალურმა პროკურატურამ ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელს, "თიბისი ბანკის" დამფუძნებლების - მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, ბრალი წარუდგინა.
აშშ-ში დაბადებული არალეგალი მიგრანტების, ან არამოქალაქე პირების შვილებს, შესაძლოა, ქვეყნის მოქალაქეობა აღარ მიანიჭონ
10:31 / 22.08.2019
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი ადმინისტრაცია სერიოზულად განიხილავს ცვლილებას, რომლის თანახმადაც, აშშ-ში დაბადებულ ბავშვებს, რომელთა მშობლებიც აშშ-ის მოქალაქეები არ არიან ან არალეგალი მიგრანტები არიან, მოქალაქეობას ავტომატურად აღარ მიანიჭებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "როიტერსი" ავრცელებს.
"ჩვენ ამას ძალიან სერიოზულად განვიხილავთ. დაბადებით მინიჭებული მოქალაქეობა… გადმოდიხარ საზღვარზე, აჩენ ბავშვს ჩვენს მიწაზე, გილოცავთ, ბავშვი აშშ-ის მოქალაქეა...ნამდვილად სასაცილოა," - განუცხადა ტრამპმა თეთრ სახლთან შეკრებილ ჟურნალისტებს.
გოცირიძე: რ2 დაიხურა, დამნაშავეა European Court Of Human Rights
00:02 / 22.08.2019
საპარლამენტო ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება ბოლო დღეებში, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ში განვითარებულ მოვლენებს და “დამნაშავედ” ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს ასახელებს. “რუსთავი 2 დაიხურა. ამაში დამნაშავე მიამიტი( რბილად რომ ვთქვათ) ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოცაა. European Court Of Human Rights (ECHR)”- წერს რომან გოცირიძე.
გერმანია „დიდ შვიდეულში“ რუსეთის დაბრუნების წინააღმდეგია
23:48 / 21.08.2019
გერმანიის ხელისუფლება აშშ-ის პრეზიდენტს არ ეთანხმება, რომელმაც „დიდ შვიდეულში“ რუსეთის დაბრუნების შესაძლებლობა დაუშვა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.
საქართველოს ეროვნულ ნაკრებს PES 2020-ში ვიხილავთ
23:42 / 21.08.2019
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, ეროვნულ ნაკრებს PES 2020-ში ვიხილავთ.
მთავარი არხის ლოგო და სლოგანი ცნობილია
23:38 / 21.08.2019
რუსთავი 2-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ თავისი ახალი ტელევიზიის, მთავარი არხის, ლოგო და სლოგანი გამოაქვეყნა. ლოგოს ავტორი P.S-ის ყოფილი წამყვანი გიორგი გაბუნიაა.
არ ვიცი, ხვალ რომ გათენდება რა უნდა გავაკეთო - მარიამ გაფრინდაშვილი
22:30 / 21.08.2019
ჟურნალისტმა, მარიამ გაფრინდაშვილმა „რუსთავი 2“-ი დატოვა კოლეგების მსგავსად, არხიდან წასვლას ემოციური პოსტი მიუძღვნა.
ძნელია კორექტული სიტყვებით შეაფასო ის უტიფრობა, რასაც ბატონი ბარამიძე იჩენს-აკაკი ზოიძის პასუხი გია ბარამიძეს
22:25 / 21.08.2019
ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე სოციალურ ქსელში C ჰეპატიტის პროგრამასთან დაკავშირებით გია ბარამიძეს ეხმაურება.
მამუკა ბახტაძე: სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გვქონდეს მაღალი დონის მედიაპლურალიზმი, რაც არის და მომავალშიც ეს აუცილებლად იქნება უზრუნველყოფილი
21:31 / 21.08.2019
ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართვლოში გვქონდეს მაღალი დონის მედიაპლურალიზმი და მედიათავისუფლება, რაც არის და ეს მომავალშიც აუცილებლად იქნება უზრუნველყოფილი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ "რუსთავი 2"-ის საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.
მამუკა ბახტაძე: ჩვენ არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ ეს პროცესი შეჩერდება უმოკლეს ვადებში, სამწუხაროდ, საოკუპაციო ძალა განაგრძობს თავის საოკუპაციო ნაბიჯების გადადგმას
21:15 / 21.08.2019
ჩვენ არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ ეს პროცესი შეჩერდება უმოკლეს ვადებში, ვინაიდან, სამწუხაროდ, საოკუპაციო ძალა განაგრძობს საოკუპაციო ნაბიჯების გადადგმას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს სოფელ გუგუტიანთკარში მიმდინარე პროცესების შეფასებისას განუცხადა.
ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“ ევაკუაცია გამოცხადდა
20:29 / 21.08.2019
ბათუმში, სასტუმრო "ჰილტონში" ევაკუაცია გამოცხადდა, თანამშრომელთა ნაწილს შენობა დაატოვებინეს.
ადვოკატის ინფორმაციით, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ანგარიშების დაყადაღების განჩინებას 48-საათიან ვადაში გაასაჩივრებენ
20:24 / 21.08.2019
"თიბისი ბანკიდან" ფულის გათეთრების საქმეზე ბრალდებულები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე მათი ანგარიშების დაყადაღების განჩინებას 48-საათიან ვადაში გაასაჩივრებენ, – ამის შესახებ ხაზარაძისა და ჯაფარიძის ადვოკატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
"ეს არის ჩემი ცხოვრების უმძიმესი გადაწყვეტილება...მიყვარხართ და იმედია კიდევ შევხვდებით " - თამარ ბაღაშვილმა რუსთავი2 დატოვა
19:00 / 21.08.2019
რუსთავი2 თამარ ბაღაშვილმა დატოვა - ამის შესახებ ჟურნალისტმა სოციალურ ქსელში დაწერა:
ნინო შუბლაძე: არ მიმიღია გადაწყვეტილება მედიაში და კერძოდ „რუსთავი2“-ში დაბრუნების თაობაზე, შემოთავაზება მივიღე მხოლოდ
18:56 / 21.08.2019
არ მიმიღია გადაწყვეტილება მედიაში და კერძოდ „რუსთავი2“-ში დაბრუნების თაობაზე, შემოთავაზება მივიღე მხოლოდ, – ამის შესახებ ნინო შუბლაძე „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.
დიმიტრი ცქიტიშვილი: „რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებს ყოფილი ხელმძღვანელი აშანტაჟებს
17:56 / 21.08.2019
"რუსთავი 2" -ის ჟურნალისტები ცოტა არ იყოს ბულინგის მსხვერპლი არიან, იმიტომ, რომ ყოფილი ხელმძღვანელი მათ ძალიან უხეშად აბულინგებს, აშანტაჟებს და რატომღაც ჰგონია, რომ თუ ისინი დარჩებიან იმ კომპანიაში, რომელსაც ამდენი წლის განმავლობაში ემსახურებოდნენ, აუცილებლად იქნებიან გამყიდველები, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა "რუსთავი 2"-დან ჟურნალისტების წასვლაზე საუბრისას განაცხადა.
მილანის, ბოლონიისა და მარსელის გარდა, მომავალ წელს „რაინეარი“ საქართველოდან კელნშიც იფრენს
17:15 / 21.08.2019
მილანის, ბოლონიისა და მარსელის გარდა, მომავალ წელს ავიაკომპანია „რაინეარი“ საქართველოდან კელნშიც (Köln) იფრენს, – ამის შესახებ „რაინეარის“ (Ryanair) კომერციულმა დირექტორმა, დევიდ ო’ბრაიენმა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადა.
გია ვოლსკი: შეიძლება დღეში რამდენჯერმე მოხდეს ოკუპაციის მწვავე გამოვლინება და ეს შესაძლოა, სააკაშვილის მიერ განზრახ ჩადენილი შეცდომების შედეგი იყოს
16:52 / 21.08.2019
შეიძლება დღეში რამდენჯერმე მოხდეს მწვავე გამოვლინება ოკუპაციის და ეს შესაძლოა, სააკაშვილის მიერ განზრახ ჩადენილი შეცდომების შედეგი იყოს, - ამის შესახებ გუგუტიანთკარში არსებულ ვითარებაზე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.
გია ვოლსკის განცხადებით, თანამშრომლების გათავისუფლებასთან დაკავშირებით ნებისმიერი მენეჯერი „რუსთავი 2“-ის ხელმძღვანელობის მსგავსად მოიქცეოდა
16:49 / 21.08.2019
საკვანძო ფიგურები დაითხოვეს სამსახურიდან და ამასთან დაკავშირებით გაჩნდა კითხვები. არ ვთვლი, რომ "რუსთავი 2" საინფორმაციო საშუალებაა, ეს არის პარტიული ტელევიზია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ, "რუსთავი 2"-ის გარშემო შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით განაცხადა.
კახა კალაძე: გაბრიაძის საათის სანახავად უამრავი ტურისტი მოდის, ეს თბილისში ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი ადგილია
16:34 / 21.08.2019
თბილისი უნიკალური ქალაქია, თავისი წარსულით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებითა და ჩვენ ამ ქალაქს უნდა გავუფთხილდეთ, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა ინფორმაციის კომენტირებისას, რომლის თანახმად, გაბრიაძის თეატრის საათი ამერიკული გამოცემის რჩეულ მონუმენტური საათების ჩამონათვალში მოხვდა.
ლაურა ღაჭავა მისთვის ბრალის წარდგენაზე - პოლიტიკური მოტივი გამორიცხულია
15:45 / 21.08.2019
ბიზნესმენ ლაურა ღაჭავას საგამოძიებო უწყებაში ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. როგორც ლაურა ღაჭავამ დაკითხვის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, საქმის მასალების 15 ტომი, თავისი აუდიოჩანაწერებით უკვე გადაეცა, რისი გაცნობის შემდეგაც ის კომენტარს გააკეთებს.
რუსულმა ვერტმფრენმა საქართველოს საჰაერო სივრცე დაარღვია
14:42 / 21.08.2019
რუსულმა ვერტმფრენმა საქართველოს საჰაერო სივრცე დაარღვია. რუსულმა საფრენმა აპარატმა სოფელ გუგუტიანთკართან ახლოს, ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაიფრინა.
რუსული ვერტმფრენის მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევა "ინტერპრესნიუსს" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.
ნათია თურნავა: „რაინეარი“ პირველ ეტაპზე თბილისიდან და ქუთაისიდან ფრენებს მილანში, მარსელსა და ბოლონიაში განახორციელებს
14:39 / 21.08.2019
„რაინეარი“ პირველ ეტაპზე თბილისიდან და ქუთაისიდან ფრენებს ევროპაში სამი მიმართულებით: მილანში, მარსელსა და ბოლონიაში განახორციელებს. კერძოდ, ნოემბრიდან თბილისიდან ფრენები მილანის მიმართულებით განხორციელდება, ხოლო ქუთაისიდან - მარსელსა და ბოლონიაში.
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
14:35 / 21.08.2019
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
კახა კალაძე მიიჩნევს, რომ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის ანგარიშების დაყადაღებას ანაკლიის პორტთან და პოლიტიკაში მოსვლაზე განცხადებასთან კავშირი არ აქვს
13:32 / 21.08.2019
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის საბანკო ანგარიშების დაყადაღებას არც ანაკლიის პორტის მშენებლობასთან და არც მათ პოლიტიკაში მოსვლაზე გაკეთებულ განცხადებასთან კავშირი არ აქვს. როგორც კალაძემ ჟურნალისტებს საკითხის კომენტირებისას განუცხადა, გამოძიება გაცილებით ადრე იყო დაწყებული, ვიდრე აღნიშნული პირები პოლიტიკაში მოსვლის თაობაზე განცხადებას გააკეთებდნენ.
მეთიუ ბრაიზა: ანაკლიის პორტს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივაზე უზარმაზარი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია
13:11 / 21.08.2019
ვფიქრობ, ანაკლიის პორტს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივაზე უზარმაზარი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია, - ამის შესახებ აშშ-ს ყოფილმა დიპლომატმა, სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა მეთიუ ბრაიზამ IWPR-ს (ომის და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი) განუცხადა.
გია ხუხაშვილი: როდესაც ყადაღას ადებენ, პროკურატურამ ხომ უნდა თქვას, ვინ არის დაზარალებული - ისევ ხაზარაძე? ხაზარაძეს ხაზარაძის სასარგებლოდ აყადაღებენ?
12:57 / 21.08.2019
მამუკა ხაზარაძესთან მიმართებაში დღის წესრიგი ეტაპობრივია და ემთხვევა ანაკლიის პორტის საკითხს, მის მიმართ ბრალდება აბსურდულია, - ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა, ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძისთვის საბანკო ანგარიშების დაყადაღების შესახებ საუბრისას განაცხადა.
მეთიუ ბრაიზა: თუ ანაკლიის პორტის პროექტი ჩავარდა, ეს იქნება ნიშანი, რომ კვაზი სახელმწიფო ხართ, ეს კი ნამდვილი ტრაგედია იქნებოდა
12:43 / 21.08.2019
თუ ანაკლიის პორტის პროექტი ჩავარდა, ეს იქნება იმის ნიშანი, რომ საქართველოს ნამდვილი კი არა, ეფემერული დამოუკიდებლობა აქვს, რომ თქვენ კვაზი-სუვერენული სახელმწიფო ხართ. ეს კი ნამდვილი ტრაგედია იქნებოდა, - ამის შესახებ აშშ-ს ყოფილმა დიპლომატმა, სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა მეთიუ ბრაიზამ IჭPღ-ს (ომის და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი) განუცხადა.
ფადი ასლი ბიძინა ივანიშვილს - გირჩევდით, იკითხოთ ნაკლები ფილოსოფია და უფრო მეტი ისტორიის წიგნი, რათა თავად აღმოაჩინოთ, როგორ სრულდება დიქტატორების რეჟიმები
11:45 / 21.08.2019
ბიზნესმენი ფადი ასლი "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს ღია წერილით მიმართავს და მას მსოფლიოს ცნობილ დიქტატორებს ადარებს. ამასთან, ფადი ასლი ივანიშვილს ახსენებს, რომ ყველა დიქტატორის რეჟიმი ადრე თუ გვიან სრულდება.
ზონალურ-საათობრივი პარკირება ორბელიანის მოედანზე 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება
11:25 / 21.08.2019
ორბელიანის მოედანზე ზონალურ-საათობრივი პარკირება 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება. ამის შესახებ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე, თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
საგამოძიებო სამსახურმა ბიზნესმენ ლაურა ღაჭავას წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო
11:21 / 21.08.2019
ბიზნესმენ ლაურა ღაჭავას წინააღმდეგ სისხლის სამართლის დევნა დაიწყო. ამის შესახებ საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილე ვაჟა ფანოზიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე გუგუტიანთკარში წუხელ ღამით, ჟურნალისტების გარეშე ჩავიდნენ
09:14 / 21.08.2019
მნიშვნელოვანია, უშუალოდ მოსახლეობისაგან მოვისმინო იმის შესახებ, რაც მათ აწუხებთ და სჭირდებათ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სოფელ გუგუტიანთკარში, გოჩა მარღიშვილის ოჯახში სტუმრობისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის გუგუტიანთკარში ჩასვლის შესახებ ინფორმაციას პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს, ვინაიდან მამუკა ბახტაძის მიერ ადგილობრივებთან სტუმრობა მედიისთვის დაანონსებული არ ყოფილა და შესაბამისად, პრემიერ-მინისტრი საოკუპაციო ხაზთან ჟურნალისტების გარეშე იმყოფებოდა.
„საქართველოს რკინიგზა“  11 ათასამდე თანამშრომელს ხელფასებს უმატებს!
17:36 / 04.08.2019
სს "საქართველოს რკინიგზა" კიდევ ერთხელ ხაზგასმით აცხადებს, რომ კომპანიის მენეჯმენტი მუდმივად უსმენს და შესაძლებლობის ფარგლებში ცდილობს დააკმაყოფილოს თანამშრომელთა საჭიროებები და მოთხოვნები. სწორედ ამიტომ, დასაქმებულთა იმ კატეგორიას, რომელთა ხელფასი 1500 ლარს არ აღემატება, ხელფასი ემატება 10%-ით. რაც წლიურად დაახლოებით 18-20 მილიონ ლარს შეადგენს და ეს ამ ეტაპზე, ის მაქსიმუმია რისი ფინანსური რესურსიც გამოიძებნა. ამასთანავე, უკლებლივ ყველა რკინიგზელს საჩუქრის სახით, წელიწადში 2-ჯერ ფიქსირებული თანხა გადაეცემა.
ხელფასების 50%-იანი მატების მოთხოვნა და/ან განხილვა არარეალურ, პოპულისტურ საკითხს წარმოადგენს და ვინაიდან თითოეულმა რკინიგზელმა ზედმიწევნით კარგად იცის კომპანიის ფინანსური მდგომარეობა, სიმართლეს არ შეესაბამება განცხადებები, რომ დაახლოებით 4800 რკინიგზელი გაფიცვისათვის ემზადება. მეტიც, "რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი" აერთიანებს 400-მდე წევრს და მას არ გააჩნია ლეგიტიმაცია სრული კოლექტივის სახელით ისაუბროს და მით უფრო დააანონსოს გაფიცვები, შეუსრულებადი მოთხოვნების საპირისპიროდ.
ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკაში  მტრედი ბარათის გათამაშების გამარჯვებულებს პრიზები გადაეცათ
20:33 / 30.07.2019
ავერსის სააფთიაქო ქსელი მთელი საქართველოს მასშტაბით 252 აფთიაქს აერთიანებს. ყოველთვიურად ავერსის სააფთიაქო ქსელს 2 მილიონამდე მომხმარებელი სტუმრობს. სწორედ მომხმარებლების ასეთმა რაოდენობამ და ერთგულებამ განაპირობა მტრედი ბარათის შექმნა და წამახალისებელი გათამაშების ტრადიციად ქცევა. მტრედი ბარათის გათამაშება 2009 წლიდან დაიწყო და დღემდე სულ ჩატარდა 13 გათამაშება.
დღის სიახლეები
კალენდარი
×