გიორგი გახარია ნიკა მელიას: "თქვენ რუსთაველის გამზირზე უხეშად არღვევდით წესრიგს, მსგავსის გამეორების პირობებში შედეგი იქნება იგივე, გარწმუნებთ"
20:00 / 19.06.2018
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ მიტინგების დროს რუსთაველის გამზირზე "ნაციონალური მოძრაობის წევრი ნიკა მელია უხეშად არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს.
"„საქართველოს რკინიგზისთვის“, შემოსავლების თვალსაზრისით, ყველაზე წარმატებული 2014-2015 წლები იყო"
19:49 / 19.06.2018
"საქართველოს რკინიგზისთვის" შემოსავლების თვალსაზრისით, ფინანსურად ყველაზე წარმატებული 2014-2015 წლები იყო, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" სხდომაზე განაცხადა.
დაუდგენელი ნივთიერებით ინტოქსიკაციით კლინიკაში შეყვანილი კიდევ ერთი მამაკაცი მართვით სუნთქვაზეა
19:42 / 19.06.2018
დაუდგენელი ნივთიერებით ინტოქსიკაციით კლინიკაში ორი ახალგაზრდა მამაკაცი შემოიყვანეს, აქედან ერთი უკვე გარდაცვლილი იყო, ხოლო მეორე მართვით სუნთქვაზე იმყოფება, – ამის შესახებ პირველ არხს ალადაშვილის კლინიკის ექიმმა ლევან რატიანმა განუცხადა.
"ტრანსნაციონალურ კომპანიები შესაძლოა, გადასახადიდან გათავისუფლდნენ"
19:41 / 19.06.2018
მულტინაციონალურ კორპორაციები, რომლებიც საქართველოში რეგიონულ ოფისს გახსნიან, შესაძლოა, ყველა სახის გადასახდისგან გათავისუფლდნენ. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მაუკა ბახტაძემ 19 ივნისს პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.
ალადაშვილის კლინიკაში მამაკაცის გარდაცვალების ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
19:36 / 19.06.2018
ალადაშვილის სახელობის კლინიკაში მამაკაცის გარდაცვალებასთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. მათივე ინფორმაციით, გარდაცვლილს ძალადობის ნიშნები არ აღენიშნება.
არსებული ინფორმაციით, კლუბური ნარკოტიკის ზემოქმედებით ალადაშვილის კლინიკაში ძმები შეიყვანეს, რომელთაგან ერთი გარდაიცვალა
19:34 / 19.06.2018
ადვოკატ ლალი აფციაურის ინფორმაციით, ალადაშვილის კლინიკაში კლუბური ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ორი ძმა შეიყვანეს, რომელთაგან ერთი გარდაიცვალა. რაც შეეხება მეორე პირს, ადვოკატის ინფორმაციით, ის მძიმედაა.
"დროებით მთავრობას ნდობას ვერ გამოვუცხადებთ"
17:51 / 19.06.2018
ფრაქცია "საქართველოს პატრიოტების" სხდომაზე პრემიერმინისტრობის კანდიდატს მამუკა ბახტაძეს მოუსმინეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ ფრაქციის თავმჯდომარემ ირმა ინაშვილმა განაცხადა, რომ "დროებით მთავრობას" მხარს ვერ დაუჭერს.
"დღეს საქართველოს ეფექტური მმართველობისთვის 11 სამინისტროზე მეტი არ სჭირდება"
17:27 / 19.06.2018
დღეს საქართველოს ეფექტური მმართველობისთვის 11 სამინისტროზე მეტი არ სჭირდება - ეს არის ჩემი პოლიტიკური პასუხისმგებლობა, - აღნიშნული განცხადება პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარდგენილმა მამუკა ბახტაძემ საპარლამენტო უმრავლესობასთან შეხვედრისას, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძის კითხვის პასუხად განაცხადა.
"საბაჟო და საგადასახადო კოდექსი მოძველებულია, ახალი უნდა შევქმნათ"
17:17 / 19.06.2018
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, მამუკა ბახტაძის თქმით, საგადასახადო და საბაჟო კოდექსები ვეღარ პასუხობს იმ გამოწვევებს და მოლოდინებს, რომელიც დღეს საზოგადოებაში არის.
"შემდეგი თვიდან მეხანძრეებს ხელფასები გაეზრდებათ"
17:16 / 19.06.2018
საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრეებს ხელფასები გაეზრდებათ. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე განაცხადა.
"ჩვენი ეკონომიკის მთავარი გამოწვევა არის სიღარიბე და მისი დამარცხების გზა მცირე და საშუალო მეწარმეობის მხარდაჭერაზე გადის"
17:15 / 19.06.2018
ჩვენი ეკონომიკის მთავარი გამოწვევა ეს არის სიღარიბე, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ, საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, სიღარიბის დამარცხების გზა მცირე და საშუალო მეწარმეობის მხარდაჭერაზე გადის.
"ჩვენი პირველი იდეაა, რომ 2013 წლის 1-ელ იანვრამდე არსებული საგადასახადო დავალიანება სრულად ჩამოვაწეროთ ყველა გადამხდელს"
17:13 / 19.06.2018
ჩვენი პირველი იდეაა, რომ 2013 წლის 1-ელ იანვრამდე არსებული საგადასახადო დავალიანება სრულად ჩამოვაწეროთ ყველა გადამხდელს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"მე და მაჩალიკაშვილებს ერთი დიდი ტკივილი გვაერთიანებს - ჩვენ დაგვიხოცეს შვილები და სამართალს ვერ ვპოულობთ"
17:12 / 19.06.2018
მე დღეს ჩამოვედი აქ, რადგან მე და მაჩალიკაშვილებს გვაერთიანებს ერთი დიდი ტკივილი - ჩვენ დაგვიხოცეს შვილები და სამართალს ვერ ვპოულობთ, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამამ, ზაზა სარალიძემ პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში მიმდინარე აქციაზე განაცხადა.
"აუცილებელია სახელმწიფოს მმართველობითი უწყებების და სტრუქტურების მოდერნიზაცია"
17:11 / 19.06.2018
იმისთვის, რომ გამოწვევებს ეფექტურად ვუპასუხოთ, აუცილებელია სახელმწიფოს მმართველობითი უწყებების და სტრუქტურების მოდერნიზაცია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ საპარლამენტო უმრავლესობასთან შეხვედრისას განაცხადა.
"ჩემს მიერ დასახელებული მთავარი პრინციპების დანერგვაში ძალიან დიდი როლი უკავია არსებული ეკონომიკური მოდელის შეცვლას"
16:51 / 19.06.2018
არსებულ ეკონომიკურ მოდელში არსებობდა უსამართლო თამაშის წესები, რომელიც ხელს უწყობდა საქართველოში სიღარიბის ვერ დაძლევას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრობისა და მინისტობის კანდიდატებს უსმენენ. როგორც ბახტაძემ აღნიშნა, იმ პრინციპების დანერგვაში, რომელიც ახალ მთავრობას ექნება, ძალიან დიდი როლი უკავია არსებული ეკონომიკური მოდელის შეცვლას.
"ჩემს გუნდს, ვისთან ერთადაც ავიღებ პასუხისმგებლობას სამთავრობო პროგრამის შესრულებაზე, ორ კვირაში წარვადგენ"
16:14 / 19.06.2018
ჩემს გუნდს, ვისთან ერთადაც სამთავრობო პროგრამის შესრულებაზე პასუხისმგებლობას ავიღებ, ორ კვირაში წარვადგენ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ განუცხადა.
მამუკა ბახტაძის პასუხი უცნაურ კითხვებზე - იყო თუ არა 90-იან წლებში საძმოს წევრი და არის თუ არა ბერიას შთამომავალი
16:07 / 19.06.2018
ასეთი ინფორმაციის გამავრცელებლებს ნამდვილად კარგი ფანტაზიის უნარი აქვთ, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს კითხვას, რომელიც 90-იან წლებში მისი საძმოს წევრობას და ბერიას შთამომავლობას შეეხებოდა.
"ყოველთვის მქონდა თქვენი იმედი და ვგრძნობდი მხარდაჭერას რეფორმების განხორციელების კუთხით"
15:48 / 19.06.2018
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრობის კანდიდატი იმედოვნებს, რომ სასჯელაღსრულების სისტემაში არსებულ საკანონმდებლო ინიციატივებს პარლამენტი მხარს დაუჭერს. ამის შესახებ მინისტრობის კანდიდატმა კახა კახიშვილმა, პარლამენტში რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მინისტრობის კანდიდატებს უსმენდნენ.
მაია ცქიტიშვილი ინფრასტრუქტურის და ეკონომიკის სამინისტროების გაერთიანებას არ ადასტურებს
15:46 / 19.06.2018
რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატი მაია ცქიტიშვილი ინფრასტრუქტურის და ეკონომიკის სამინისტროების შესაძლო გაერთიანებას, ამ ეტაპზე, არ ადასტურებს.

ცქიტიშვილის თქმით, ის ამ ეტაპზე, წარმოდგენილია როგორც ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატი. ამასთან, მაია ცქიტიშვილი იმედს გამოთქვამს, რომ მამუკა ბახტაძის ახალ კაბინეტშიც გააგრძელებს მუშაობას.
მინისტრობის კანდიდატებმა მხარდაჭერა მიიღეს
15:38 / 19.06.2018
საპარლამენტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მინისტრობის კანდიდატებმა კომიტეტებისგან მხარდაჭერა მიიღეს. საკომიტეტო განხილვების ბოლოს კენჭისყრაზე მთავრობის შემადგენლობისთვის მხარდაჭერის გამოცხადების საკითხი დადგა.
პენიტენციურ სისტემაში ადმინისტრაციულ საქმეებზე ვიდეო სასამართლო სისტემა ინერგება
14:39 / 19.06.2018
საქართველოს პენიტენციურ სისტემაში ვიდეო სასამართლო სისტემა ინერგება, რომელიც ადმინისტრაციულ საქმეებზე სასამართლო პროცესის წარმართვას ე.წ. ვიდეო კონფერენციის საშუალებით ითვალისწინებს, ისე რომ, მსჯავრდებულის/ბრალდებულის პენიტენციური დაწესებულებიდან გასვლა საჭირო არ იქნება.
"კრიმინალურ სუბკულტურასთან ბრძოლა გრძელდება"
14:36 / 19.06.2018
კრიმინალურ სუბკულტურასთან ბრძოლა გრძელდება, მათ შორის პენიტენციურ დაწესებულებებში, ამიტომ საჭიროა თანამედროვე შეთავაზებები. ისინიც ატარებენ რეფორმებს და ჩვენი რეფორმები უფრო სწრაფი უნდა იყოს, - ამის შესახებ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრობის კანდიდატმა კახა კახიშვილმა პარლამენტში, რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ.
სასჯელაღსრულების სამინისტრო პატარა ციხეების მოდელზე გადასვლას გეგმავს
14:34 / 19.06.2018
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო პატარა ციხეების მოდელზე გადასვლას გეგმავს. ამის შესახებ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრობის კანდიდატმა კახა კახიშვილმა პარლამენტში რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ.
კიევში აქციის მონაწილეებმა რადაში შეჭრა სცადეს
13:41 / 19.06.2018
კიევში საპროტესტო აქციები იმართება. რადასთან ვეტერანები და მაღაროელები შეღავათების გაუქმებას აპროტესტებენ.
1 ივლისიდან პოლიციელის ხელფასი გაიზრდება
13:30 / 19.06.2018
შს მინისტრობის კანდიდატის გიორგი გახარიას განცხადებით, 1-ელი ივლისიდან პოლიციელებს ხელფასები გაეზრდებათ.
გაბუნია ბოკუჩავაზე: უსინდისო ტყუილია, რომ პოლიციელის მკვლელობა ხის გადატანას უკავშირდება
13:20 / 19.06.2018
ხის გადატანა და პოლიციელის მკვლელობა აბსოლუტურად არავითარ კავშირში არ არის ერთმანეთთან
გახარია: ძალიან მალე მესამედ მომიწევს პარლამენტისთვის მიმართვა
13:10 / 19.06.2018
როგორც ჩანს, ძალიან მალე მესამედ მომიწევს პარლამენტისთვის მიმართვა - ამის შესახებ შს მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ
ზალკალიანი სირიაზე: არაღიარების პოლიტიკაზე ყველა პრევენციული ზომა იყო მიღებული, მათი ნაბიჯი მოულოდნელი არ იყო
13:00 / 19.06.2018
ჩვენი მხრიდან სირიასთან მიმართებაში იყო მიღებული ყველა პრევენციული ზომა არაღიარების პოლიტიკის კუთხით,
გაგუა: ფინანსთა სამინისტროს ყველა რეფორმა ემსახურება ფისკალური მმართველობის მაღალ საერთაშორისო სტანდარტებზე აყვანას
12:50 / 19.06.2018
ფინანსთა სამინისტროს ყველა რეფორმა ემსახურება ქვეყნის ფისკალური მმართველობის ახალ საერთაშორისო სტანდარტებზე აყვანას
დავითაშვილი ბოკუჩავას: დღევანდელ ფორმატს იყენებთ იმისთვის, რომ მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანოთ
12:40 / 19.06.2018
დღევანდელ ფორმატს იყენებთ იმისთვის, რომ მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანოთ
უსინდისო სპეკულაციები და ტყუილის ტირაჟირება - დაპირისპირება მინისტრობის კანდიდატების მოსმენისას
12:36 / 19.06.2018
მინისტრთა კაბინეტის წევრების მოსმენა პარლამენტში, ხმაურის და პოლიტიკური ურთიერთბრალდებების ფონზე მიმდინარეობს. ოპოზიცია მინისტრებს აკრიტიკებს, მათ დაცვას კი უმრავლესობის წევრები ცდილობენ, რასაც კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.
ზალკალიანი: ჯანელიძე თანამდებობიდან პირადი გადაწყვეტილებით წავიდა
12:30 / 19.06.2018
საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატი დავით ზალკალიანი ამბობს, რომ მიხეილ ჯანელიძე მინისტრის თანამდებობიდან პირადი გადაწყვეტილებით წავიდა.
სერგეენკო: ჩემი სურვილი ყოველთვის იყო ექიმობა და არა პოლიტიკოსობა
12:20 / 19.06.2018
ნუ ჩამომართმევთ რაღაც მსუბუქად წარმოჩენაში, მაგრამ ჩემი სურვილი ყოველთვის იყო ექიმობა და არა პოლიტიკოსობა
"რიკოთზე 800-კილომეტრიანი ავტობანი, ხიდები და გვირაბები ნამდვილად აშენდება, უბრალოდ დროში გადაიწევს"
11:57 / 19.06.2018
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატის, მაია ცქიტიშვილის ინფორმაციით, რიკოთზე 800-კილომეტრიანი ავტობანი, დაგეგმილი რაოდენობის ხიდები და გვირაბები ნამდვილად აშენდება, უბრალოდ სავარაუდოდ, დროში გადაიწევს.
"ჩვენი მიზანია საქართველოს სრულფასოვანი გაწევრიანება NATO-ში"
11:54 / 19.06.2018
"მთავრობის ახალ პროგრამაში უსაფრთხოებას და თავდაცვას ერთ-ერთი პრიორიტეტული ადგილი უჭირავს", - ამის შესახებ ჟურნალისტებთან თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ლევან იზორიამ განაცხადა.
რა ფორმატით და სტრუქტურით ჩამოყალიბდება მცირე მთავრობის კონცეფცია, ცოტა ხანში გამოჩნდება
11:31 / 19.06.2018
როგორც იცით, ზოგადად სამინისტროების ოპტიმიზაციაზე კონსულტაციები მიმდინარეობს, ამიტომ წინასწარ რამის თქმა ალბათ არასწორი იქნება, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრობის კანდიდატმა, მიხეილ გიორგაძემ პარლამენტის კულტურისა და განათლების გაერთიანებული კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
"„ევროპული საქართველო“ ამ მთავრობას მხარს ვერ დაუჭერს"
11:25 / 19.06.2018
"ევროპული საქართველო" ამ მთავრობას მხარს ვერ დაუჭერს, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა პარლამენტში, რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, რომელზეც მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ.
ლევან დავითაშვილი არ გამორიცხავს, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გაყოფაზე გუნდში მსჯელობა გაიმართოს
11:23 / 19.06.2018
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატი ლევან დავითაშვილი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის ერთიანი სამინისტროს გაყოფას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს. თუმცა, დავითაშვილი არ გამორიცხავს, ამაზე გუნდის შიგნით მსჯელობა გაიმართოს.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრები ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტთან შიმშილობას აგრძელებენ
10:29 / 19.06.2018
ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტთან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა გვიან ღამით ლეიბები და პირადი ნივთები მიიტანეს.
ძლიერმა წვიმამ დედაქალაქის გარდა პრობლემები რეგიონებშიც შექმნა
10:26 / 19.06.2018
ძლიერმა წვიმამ წუხელ, დედაქალაქის გარდა პრობლემები რეგიონებშიც შექმნა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ძლიერი წვიმის შედეგად დუშეთის რაიონში ქუჩები და საცხოვრებელი სახლების სარდაფები დაიტბორა.
ირაკლი კობახიძემ ფრაქციებს მიმართა, მინისტრობის კანდიდატების მოსმენისას კითხვები მათი მისამართით მხოლოდ დეპუტატებმა დასვან
10:10 / 19.06.2018
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ფრაქციებს მიმართა, მინისტრობის კანდიდატების მოსმენისას კითხვები მათი მისამართით მხოლოდ დეპუტატებმა დასვან.

ბიუროს სხდომაზე კობახიძემ ასევე განაცხადა, რომ სხდომები იქნება ღია და საჯარო, მაგრამ მოწვეული პირები, რომლებიც სხდომას დაესწრებიან, განთავსდებიან იარუსზე - სტუმრებისთვის განკუთვნილ ლოჟაში.
"ამ კვირაში ჩვენ მამუკა ბახტაძეს ვუცხადებთ ნდობას და ვანიჭებთ მას პრემიერის სტატუსს და ლეგიტიმაციას"
10:08 / 19.06.2018
რეალურად ამ კვირაში პარლამენტში ჩვენ მამუკა ბახტაძეს ვუცხადებთ ნდობას და ვანიჭებთ მას პრემიერ-მინისტრის სტატუსს და ლეგიტიმაციას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
"მხოლოდ სამართლებრივია მიზეზი, რის გამოც ჩვენ სამ-ოთხ კვირიან ინტერვალში მთავრობისათვის ორჯერ გვიწევს ნდობის გამოცხადება"
10:04 / 19.06.2018
მხოლოდ სამართლებრივია მიზეზი, რის გამოც ჩვენ სამ-ოთხ კვირიან ინტერვალში მთავრობისათვის ორჯერ გვიწევს ნდობის გამოცხადება, - ამის შესახებ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
დედაქალაქის მერი გიორგიწმინდას დასახლებაში გზის გაწმენდის სამუშაოებს გაეცნო
09:58 / 19.06.2018
დედაქალაქის მერი კახა კალაძე გლდანის მეშვიდე მიკრორაიონში, გიორგიწმინდას დასახლებაში იმყოფებოდა, სადაც შემოვლითი გზის გაწმენდის სამუშაოებს გაეცნო. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თბილისის მერიიდან აცნობეს.
განათლების სამინისტროში შემავალი სტრუქტურა, რომელიც სკოლების მშენებლობაზეა პასუხისმგებელი, შესაძლოა, ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაექვემდებაროს
09:56 / 19.06.2018
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში შემავალი სტრუქტურა, რომელიც სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციაზეა პასუხისმგებელი, შესაძლოა, ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების სამინისტროს დაექვემდებაროს.
"ხალხი უტვინო არ არის, პანკისის ხეობის მოსახლეობა თემირლანის უდანაშაულოდ აღიარებას ითხოვს"
09:54 / 19.06.2018
პანკისის ხეობის მოსახლეობა ითხოვს აღიარებული იქნას თემირლანი უდანაშაულოდ, სახელმწიფომ თქვას, რომ შეცდომა დაუშვა,- ამის შესახებ ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" მალხაზ მაჩალიკაშვილმა განაცხადა.
"როგორც კი მამუკა ბახტაძე დაინიშნება თანამდებობაზე, მოვითხოვ მასთან შეხვედრას - გახარია თუ დარჩება თავის ადგილზე, ჩავთვლი, რომ მთავრობა და სისტემა ისევ გვიპირისპირდება"
09:53 / 19.06.2018
როგორც კი მამუკა ბახტაძე დაინიშნება თანამდებობაზე, მაშინვე მოვითხოვ მასთან შეხვედრას, - ამის შესახებ ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ განაცხადა. მანვე შს მინისტრობის კანდიდატზე გიორგი გახარიაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ თუ ის თანამდებობაზე დარჩება, ამ საქმის გაყალბება გაგრძელდება.
დევნილთა სამინისტროს ნაწილი შესაძლოა, ჯანდაცვის, ნაწილი კი ინფრასტრუქტურის სამინისტროს შეუერთდეს, ხოლო კულტურის სამინისტრო სავარაუდოდ, განათლების სამინისტროსთან გაერთიანდება
09:40 / 19.06.2018
სასჯელაღსრულების სამინისტრო დეპარტამენტის სახით იუსტიციის სამინისტროს შეუერთდება, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო კი ორ ნაწილად გაიყოფა და ერთი ნაწილი ჯანდაცვის სამინისტროს, მეორე კი, ინფრასტრუქტურის სამინისტროს შეუერთდება.
მაჩალიკაშვილების ოჯახი დღეს პანკისში დაგეგმილ აქციაზე ხელისუფლებას რამდენიმე მოთხოვნით მიმართავს
09:33 / 19.06.2018
პანკისში დღეს აქცია გაიმართება. ადგილობრივები სპეცოპერაციის დროს მოკლული 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის უდანაშაულოდ ცნობას და სპეცოპერაციაში მონაწილე პირების დასჯას მოითხოვენ.
დღეს მინისტრობის კანდიდატების მოსმენა დაიწყება
09:23 / 19.06.2018
პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, სამთავრობო პროგრამის მიმართულებებზე მინისტრობის კანდიდატების მოსმენა დღეს დილიდან დაიწყება.
დღის სიახლეები
კალენდარი