მარიამ კუბლაშვილი: ჯიშკარიანმა აუცილებლად უნდა მიიღოს 1 ჭიქა კონიაკი ნაბახუსევზე
01:16 / 18.10.2019
მარიამ კუბლაშვილი "ქართული ოცნების" ტეპუტატის ადვოკატი გადაცემაში "ღამის მთავართან" განმარტავს თუ რატომ მიიღო ძალადობაში ბრალდებულმა ილია ჯიშკარიანმა ერთი ჭიქა კონიაკი.
კალაძე: ელისაშვილს თუ სურს მოემზადოს და ფეხბურთს ვეთამაშები
00:35 / 18.10.2019
თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ალეკო ელისაშვილთან დებატებისთვის დრო არ აქვს. კალაძე სამოქალაქო მოძრაობის ლიდერს თბილისის მერობისთვის ბრძოლის დროს დადებულ პირობას ახსენებს.
„ჯორჯიან მანგანეზი“ ჭიათურის მაღაროში მუშის დაღუპვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
00:29 / 18.10.2019
კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“ ჭიათურაში, დარკვეთის მაღაროში მუშის დაღუპვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
გარდაცვლილ მაღაროელს  მეუღლე და რვა თვის ბავშვი დარჩა
00:19 / 18.10.2019
მუშა, რომელიც ჭიათურაში, დარკვეთის მაღაროზე გარდაიცვალა, ტყვარჩელიდან იყო და ჭიათურაში ლტოლვილის დასახლებაში ოჯახთან ერთად ცხოვრობდა.
"პოლიციაში მივიდა, თქვა, რომ ცოლი მოკლა და გვამი მანქანაშია" - ბოლნისში მომხდარი მკვლელობის დეტალები
00:12 / 18.10.2019
ბოლნისის რაიონის სოფელ ტალავერში ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებული პოლიციას თავად ჩაბარდა. როგორც ადგილობრივი წყარო რადიო თავისუფლებას უყვება, გუშინ, მკვლელობამდე ცოლ-ქმარი სტუმრად იმყოფებოდა, საიდანაც საღამოს შინ დაბრუნდნენ, მოგვიანებით სახლიდან გავიდნენ, გვიან ღამით კი მამაკაცი პოლიციაში თავისი ავტომობილით მივიდა და განაცხადა, რომ ცოლი მოკლა და გვამი მანქანაში იყო. წყაროს ცნობით, ქმარმა ცოლი გაგუდა.
კახა კალაძე: პირდაპირ ვთქვათ, ხომ ვიცით, რომ სალომე ზურაბიშვილი ჩვენს მხარდამჭერებშიც კეთილგანწყობით არ სარგებლობდა
23:42 / 17.10.2019
სალომე ზურაბიშვილი „ქართული ოცნების“ წევრი არ ყოფილა, არც დღეს არის. მას თავისი რეიტინგი აქვს. პირდაპირ ვთქვათ, ხომ ვიცით, რომ სალომე ზურაბიშვილი ჩვენს მხარდამჭერებშიც კეთილგანწყობით არ სარგებლობდა,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
არსებული ინფორმაციით, ჭიათურის მაღაროში მუშის დაღუპვა მიწის ჩამოშლას მოჰყვა
23:35 / 17.10.2019
ჭიათურაში, დარკვეთის მაღაროში მუშის დაღუპვა მიწის მასის ჩამოშლას მოჰყვა, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ჭიათურის პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, პაატა სამხარაძემ განუცხადა.
ჭიათურის მაღაროში მუშა დაიღუპა
23:32 / 17.10.2019
ჭიათურაში, მაღაროში მუშა დაიღუპა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ დარკვეთის მაღაროში მოხდა.
თურქეთი სირიაში საომარ ოპერაციას წყვეტს
23:20 / 17.10.2019
თურქეთი სირიაში საომარ ოპერაციებს წყვეტს, რათა ქურთთა „თავდაცვის სახალხო რაზმებს“ შესაძლებლობა მიეცეთ, 120 საათის განმავლობაში უსაფრთხო ზონაში გადაინაცვლონ. ამის შესახებ ამერიკის ვიცეპრეზიდენტმა მაიკ პენსმა განაცხადა.
კახა კალაძე: მეტროში გვაქვს მძიმე მდგომარეობა, არა მხოლოდ შემადგენლობებისა და ვაგონების თვალსაზრისით - ინფრასტრუქტურა არის კატასტროფულ მდგომარეობაში
22:44 / 17.10.2019
მეტროში გვაქვს მძიმე მდგომარეობა არა მხოლოდ შემადგენლობებისა და მეტროს ვაგონების თვალსაზრისით, არამედ ინფრასტრუქტურა არის კატასტროფულ მდგომარეობაში, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით და ჩემს სიტყვებზე პასუხისმგებელი ვარ. რაც მეტრო გაიხსნა, ძირეული რეაბილიტაცია, ცვლილებები არავის გაუკეთებია, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" განაცხადა.
გია ვოლსკი: ადამიანებს, რომლებიც აუპატიურებდნენ, აწამებდნენ და დღეს “ევროპულ საქართველოს” უწოდებენ თავს, არ აქვთ მორალური უფლება, ვიღაცას გაახსენონ წარსული
22:31 / 17.10.2019
ადამიანები, რომლებიც აუპატიურებდნენ, აწამებდნენ და დღეს “ევროპულ საქართველოს” უწოდებენ თავს, უშუალოდ შეიძლება არა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში იმ რეჟიმის დროს, რომელსაც ემსახურებოდნენ, არაფრით იმსახურებენ, რომ ჰქონდეთ მორალური უფლება, ვიღაცას გაახსენონ წარსული,-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გიორგი ვოლკსიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას მიერ “ქართული ოცნების” დეპუტატის სიმონ ნოზაძის მისამართით საბჭოთა წარსულის თაობაზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
თბილისში, ვაზისუბანში ავტომანქანა ჯერ ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა, შემდეგ სხვა მანქანებს - არის მსხვერპლი
22:25 / 17.10.2019
თბილისში, ვაზისუბანში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას შუახნის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა ჯერ ქვეითად მოსიარულე შუახნის ქალს დაეჯახა, ამის შემდეგ კი სამ მანქანას შეეჯახა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა.
პარლამენტის სხდომაზე უმრავლესობის წევრ სიმონ ნოზაძეს გიგა ბოკერიამ „საბჭოთა უშიშროების ყოფილი პოლკოვნიკი“ უწოდა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა
22:08 / 17.10.2019
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენდნენ „ევროპული საქართველოს“ დეპუტატი გიგა ბოკერია და „ქართული ოცნების“ დეპუტატი სიმონ ნოზაძე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. გიგა ბოკერიას გაღიზიანება სიმონ ნოზაძის სიტყვით გამოსვლას მოჰყვა.
თავდაცვის მინისტრი დიდი ბრიტანეთის ელჩს შეხვდა
21:01 / 17.10.2019
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩს, ჯასტინ მაკკენზი სმიტს უმასპინძლა.
თავდაცვის სამინისტროს უწყებით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში არსებული და მომავალი თანამშრომლობის საკითხები მიმოიხილეს. ყურადღება გამახვილდა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) იმპლემენტაციის პროცესში გაერთიანებული სამეფოს განსაკუთრებულ წვლილზე.
დავით ზალკალიანი: აშშ-სთან ურთიერთობა უმაღლეს ნიშნულზეა
18:58 / 17.10.2019
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობები დღესდღეობით უმაღლეს ნიშნულზეა.
„ბი ემ ჯი ჰოლდინგის“ დამფუძნებელი „მთავარი არხის“ წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს
18:33 / 17.10.2019
„ბი ემ ჯი ჰოლდინგის“ დამფუძნებელი მენი ბენიში (რომლის შვილობილი კომპანიაც არის „ბი ემ ჯი ჯორჯია“) 16 ოქტომბერს მთავარ არხზე გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით, რომელიც პროგრეს ბანკის ისტორიას შეეხებოდა განცხადებას ავრცელებს. მენი ბენიშის თქმით, მისი იურისტები უკვე მუშაობენ და უახლოეს მომავალში წარადგნენენ სარჩელს მთავარი არხის წინააღმდეგ ცილისწამებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის.
„ბიბისი“ - ერდოღანმა ტრამპის წერილი ნაგვის ყუთში მოისროლა
18:19 / 17.10.2019
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის წერილი ნაგვის ყუთში მოისროლა, - ამის შესახებ „ბიბისის“ ინფორმირებულმა წყარომ განუცხადა.
გიორგი გახარია: შატილში ახალი სკოლა აშენდება
18:06 / 17.10.2019
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებას ავრცელებს.
შატილში სკოლის შენობა იწვის
18:02 / 17.10.2019
შატილში საჯარო სკოლის შენობა იწვის. როგორც  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ანა ნაცვლიშვილი: პროკურატურას უახლოეს პერიოდში გადაეცემა წერილის დედანი, რომელიც მამუკა ხაზარაძემ გიორგი გახარიასგან მიიღო
16:59 / 17.10.2019
საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ სპიკერის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, პროკურატურას უახლოეს პერიოდში გადაეცემა წერილის დედანი, რომელიც მამუკა ხაზარაძის განცხადებით, მან გიორგი გახარიასგან მიიღო.
მამუკა მდინარაძე: რაღა დროს გიორგი მარგველაშვილია?
16:58 / 17.10.2019
ერთი წლის წინ რომ რაღაც გადაწყვეტილება მივიღეთ, იმ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით დღეს ახლიდან უნდა ვაგოთ პასუხი, თუ რაშია საქმე? რაღა დროს მარგველაშვილია, - ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც ის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის პოზიციას გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ ყოფილ პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს დეკემბრის შუა რიცხვებიდან დაცვა მოეხსნება.
პარლამენტის სხდომაზე გიგა ბოკერიასა და რომან კაკულიას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა
16:57 / 17.10.2019
პარლამენტის პლენარულ სესიაზე, სადაც „მინისტრის საათის“ ფორმატში საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს უსმენდნენ, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერ გიგა ბოკერიასა და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ხელმძღვანელ რომან კაკულიას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ბოლნისში ქმარმა ცოლი ქამრით გაგუდა
16:49 / 17.10.2019
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალავერში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ქმარმა ცოლი ქამრით გაგუდა. მათ სამი მცირეწლოვანი შვილი ჰყავდათ.
გიგა ბოკერია ზალკალიანს - საერთოდ ვინმემ გაგაკრიტიკათ იმაზე, ლავროვთან შეხვედრა რატომ შედგაო?! დამნაშავეებივით რატომ იქცევით? ესაა კითხვა, გეთქვათ, რომ შეხვედრა იქნება
16:48 / 17.10.2019
ვინმემ გაგაკრიტიკათ იმის გამო, სერგეი ლავროვთან შეხვედრა რატომ შედგაო?! გეთქვათ ჩვეულებრივ, რომ იქნება შეხვედრა. რატომ იქცევით დამნაშავეებივით იქაც კი, სადაც დამნაშავეები არ ხართ?! - ასე მიმართა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ პარლამენტის სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრასთან დაკავშირებით.
შსს-ს ინფორმაციით, ფონიჭალასა და გარდაბნის მუნიციპალიტეტში 5 მსხვილი ნარკორეალიზატორი დააკავეს
16:23 / 17.10.2019
პოლიციამ ფონიჭალასა და გარდაბნის მუნიციპალიტეტში 5 მსხვილი ნარკორეალიზატორი დააკავა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, მამუკა ჭელიძემ ბრიფინგზე განაცხადა, ბოლო დღეების განმავლობაში, სამართალდამცველებმა მომხდარი დანაშაულებრივი ფაქტები ცხელ კვალზე, ოპერატიულად გახსნეს, ასევე, დააკავეს ნარკორეალიზატორები და ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები.
ირაკლი ღარიბაშვილი ვეტერანებს: პირნათლად დაამტკიცეთ, რომ რიცხობრივად აღმატებულ მტერთან ქართული მებრძოლი სული არასოდეს შედრკება
15:59 / 17.10.2019
გია ყარყარაშვილი შეუპოვრობის, თავდადებისა და გაუტეხლობის სიმბოლოა, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში განაცხადა.
ჯანდაცვის სამინისტრო დევნილ ოჯახებს მოუწოდებს, ბინების განაწილების მეორე ფაზის ფარგლებში, განცხადებებით მიმართონ
13:19 / 17.10.2019
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური დევნილ ოჯახებს მოუწოდებს, ბინების განაწილების მეორე ფაზის ფარგლებში, სამინისტროს განცხადებებით მიმართონ, რათა ბინით უზრუნველყოფის თაობაზე მათი საკითხის განხილვა მოხდეს.მისივე თქმით, ბინების განაწილების მეორე ფაზა 31 ოქტომბერს დასრულდება და დამატებით 270-ზე მეტი ბინა განაწილდება.
ნათია თურნავა: “ქართუ ფონდი” დღესაც გამოხატავს მზადყოფნას, მონაწილეობა მიიღოს ისეთ პროექტებში, სადაც მთავრობას დახმარება სჭირდება
13:12 / 17.10.2019
მინდა ვთქვა, რომ ფონდ „ქართუს“ არასდროს უთქვამს უარი ინტერნეტიზაციის პროექტზე, - ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განუცხადა.
თეა წულუკიანი: გამოცდაზე როდესაც მივდიოდი, ყოველთვის მეგონა, რომ მივიღებდი კარგ ნიშანს, მართლაც კარგ ნიშანს ვიღებდი, ასე ვარ არჩევნებზეც
13:09 / 17.10.2019
გამოცდაზე როდესაც მივდიოდი, ყოველთვის მეგონა, რომ მივიღებდი კარგ ნიშანს და მართლაც კარგ ნიშანს ვიღებდი. ასე ვარ არჩევნებზეც. მგონია, რომ გაისადაც ​ღირსეულად წარვდგებით, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.
ამერიკულმა თვითმფრინავებმა სირია დაბომბეს
12:50 / 17.10.2019
ორმა ამერიკულმა ფ-15-ტიპის ბობმდამშენმა სირიაში ამერიკული სამხედრო ამუნიციის მარაგის დაბომბა სირიაში, რათა თავიდან აერიდებინათ სამხედრო აღჭურვილობის ბოევიკების ხელში აღმოჩენა მას შემდეგ, რაც საკუთარი სპეციალური ოპერაციის ძალები გაიყვანეს ტერიტორიიდან,- ინფორმაციას CNN აქვეყნებს.
ეკონომიკის მინისტრი ანაკლიის კონსორციუმს: საქმეს მიხედეთ
11:35 / 17.10.2019
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა "ანაკლიის განვითარების კონსორციუმს" მოუწოდებს, "საქმეს მიხედონ". ამის შესახებ მან დღეს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ნათია თურნავა რუსულ ავიაკომპანიაზე: ეს ჯერ-ჯერობით არ ნიშნავს ფრენების აღდგენას
11:31 / 17.10.2019
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ეს ჯერ-ჯერობით ორ ქვეყანას შორის ფრენების აღდგენას არ ნიშნავს. შეგახსენებთ, რომ რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს გადაწყვეტილებით, ავიაკომპანია S7 Airlines-ს მოსკოვიდან ქუთაისის აეროპორტში ფრენების განხორციელების სიხშირე დაუმტკიცდა.
ჟან კლოდ იუნკერი: ყველას ესმის ინგლისური, თუმცა ვერ იგებენ ინგლისურ იუმორს
11:25 / 17.10.2019
ყველას ესმის ინგლისური, თუმცა ვერ იგებენ ინგლისურ იუმორს, - ამის შესახებ ევროკომისიის მოქმედმა პრეზიდენტმა ჟან კლოდ იუნკერმა ევროკავშირის მთავრობის შენობაში ერთ-ერთ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
შსს 270 თეთრი ავტომობილის შეძენას გეგმავს
11:21 / 17.10.2019
შინაგან საქმეთა სამინისტროს 270 ავტომობილის შეძენას გეგმავს, რისთვისაც ჯამურად 19 მილიონ 674 ათას 750 ლარია გამოყოფილი. შესაბამისი კონსოლიდირებული ტენდერები უკვე გამოცხადებულია.
კასპში 7 თვის შვილის მკვლელობაში მსჯავრდებულ არასრულწლოვან დედას ექსპერტიზის დასკვნით, შეზღუდული შერაცხადობა დაუდგინდა
10:40 / 17.10.2019
კასპში 7 თვის შვილის მკვლელობაში მსჯავრდებულ არასრულწლოვან დედას ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნით, შეზღუდული შერაცხადობა დაუდგინდა.
პარლამენტში “მინისტრის საათის” ფორმატში დღეს დავით ზალკალიანს მოუსმენენ
10:15 / 17.10.2019
დღეს, პარლამენტში “მინისტრის საათის” ფორმატში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს მოუსმენენ.
საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლა განახლდა - Lenta.ru
01:10 / 17.10.2019
ავი­ა­კომ­პა­ნია „სი­ბი­რი“ მოს­კო­ვი­დან ქუ­თა­ის­ში იფ­რენს - Lenta.ru-ს ცნო­ბით, ინ­ფორ­მა­ცია აღ­ნიშ­ნუ­ლია დო­კუ­მენ­ტში, რო­მე­ლიც „რო­სა­ვი­ა­ცი­ის“ ვებგ­ვერ­დზეა გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი.
კვლევა: ვისაც ობობების ეშინია სახლში 19:35 საათზე ყოფნას უნდა მოერიდოს
00:46 / 17.10.2019
ობობების ბევრ ადამიანს ეშინია და მათთან შეხვედრის დროს პანიკაშიც ვარდებიან. ახალი კვლევის მიხედვით გაირკვა, თუ როგორ შეიძლება ადამიანმა ობობასთან შეხვედრას თავი აარიდოს. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა Frankfurter Rundschau ავრცელებს.
ლაშა ნაცვლიშვილი მამუკა ხაზარაძეზე - ამან ფული როგორ იშოვნა?
00:35 / 17.10.2019
ამან ფული როგორ იშოვნა? - საზოგადოებაში სულ უფრო და უფრო იკრებს ძალას ასეთი რიტორიკული კითხვა, რომელზეც პროკურატურა ცდილობს, გასცეს ფაქტობრივი პასუხი“ - განაცხადა ტვ „იმედის“ ეთერში „ქართული ოცნების“ კონსულტანტმა ლაშა ნაცვლიშვილმა მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებით.
ლაშა ნაცვლიშვილი - „გიგა ბოკერია მოუსყიდველის რიტორიკით რომ გველაპარაკება, ეს არის ბანალური ხაზინის ქურდი"
00:07 / 17.10.2019
„გიგა ბოკერია მოუსყიდველის რიტორიკით რომ გველაპარაკება, ეს არის ბანალური ხაზინის ქურდი“ - განაცხადა ტვ იმედის „დღის ქრონიკაში“ „ქართული ოცნების“ კონსულტანტმა ლაშა ნაცვლიშვილმა.
ლაშა ნაცვლიშვილი: მამუკა ხაზარაძემ უკვე მერამდენედ მორალური და პოლიტიკური ფსკერი ჩახვრიტა
00:01 / 17.10.2019
მოკლედ რომ შევაფასო მამუკა ხაზარაძის პოლიტიკაში მოსვლა და მისი პერსპექტივები, მან უკვე მერამდენე მორალური და პოლიტიკური ფსკერი ჩახვრიტა გუშინაც, რომ საზოგადოებაში სულ უფრო და უფრო იკრებს ძალას ასეთი რიტორიკული კითხვა, რომელზეც პროკურატურა კი ცდილობს გასცეს ფაქტობრივი პასუხი და ეს კითხვაა - ამან ფული როგორ იშოვნა?
პოლიციამ ლისის ტბაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტი გახსნა, ბრალდებულია 5 პირი
17:43 / 16.10.2019
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 2019 წლის 6 ოქტომბერს, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნეს, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"გია ყანჩელს სიკვდილამდე რამდენიმე წუთით ადრე უთქვამს..." - რობერტ სტურუა (ვიდეო)
00:58 / 12.10.2019
რობერტ სტურუა ლეგენდარული კომპოზიტორის გია ყანჩელზე საუბრობს და კომპოზიტორთან ბოლო შეხვედრას იხსენებს
შსს-მ 9 მილიონი ლარის ღირებულების ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურა (ვიდეო)
11:14 / 11.10.2019
შინაგან საქმეთა სამინისტრომ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად გაანადგურა სისხლის სამართლის 765 საქმეზე სხვადასხვა დროს ნივთმტკიცებად ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები, რომელთა საერთო ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე, დაახლოებით, 9 მილიონი ლარია.
ლევან ახვლედიანი „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ შესაძლო დახურვის შესახებ ინფორმაციას უარყოფს
11:51 / 09.10.2019
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალური დირექტორის, ლევან ახვლედიანის თქმით, კონსორციუმის შესაძლო დახურვასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
თინა ბოკუჩავა: თადუმაძის დიპლომი ყალბია, შესაბამისად, მან უნდა მოხსნას მოსამართლეობაზე საკუთარი კანდიდატურა და გადადგეს გენერალური პროკურორის თანამდებობიდან
11:49 / 09.10.2019
დღეს მინდა წარმოგიდგინოთ კიდევ ერთი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს შალვა თადუმაძის დიპლომის სიყალბეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია „ნაციონალური მოძრაობიდან“ დეპუტატმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა და დოკუმენტაცია წარადგინა.
კომიტეტის სხდომაზე ლევან გოგიჩაიშვილმა და მიხეილ ყაველაშვილმა იკამათეს [ვიდეო]
18:56 / 08.10.2019
პარლამენტის სპორტის კომიტეტის სხდომაზე დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ლევან გოგიჩაიშვილმა და კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილმა იკამათეს.
„საქართველოს რკინიგზა“  11 ათასამდე თანამშრომელს ხელფასებს უმატებს!
17:36 / 04.08.2019
სს "საქართველოს რკინიგზა" კიდევ ერთხელ ხაზგასმით აცხადებს, რომ კომპანიის მენეჯმენტი მუდმივად უსმენს და შესაძლებლობის ფარგლებში ცდილობს დააკმაყოფილოს თანამშრომელთა საჭიროებები და მოთხოვნები. სწორედ ამიტომ, დასაქმებულთა იმ კატეგორიას, რომელთა ხელფასი 1500 ლარს არ აღემატება, ხელფასი ემატება 10%-ით. რაც წლიურად დაახლოებით 18-20 მილიონ ლარს შეადგენს და ეს ამ ეტაპზე, ის მაქსიმუმია რისი ფინანსური რესურსიც გამოიძებნა. ამასთანავე, უკლებლივ ყველა რკინიგზელს საჩუქრის სახით, წელიწადში 2-ჯერ ფიქსირებული თანხა გადაეცემა.
ხელფასების 50%-იანი მატების მოთხოვნა და/ან განხილვა არარეალურ, პოპულისტურ საკითხს წარმოადგენს და ვინაიდან თითოეულმა რკინიგზელმა ზედმიწევნით კარგად იცის კომპანიის ფინანსური მდგომარეობა, სიმართლეს არ შეესაბამება განცხადებები, რომ დაახლოებით 4800 რკინიგზელი გაფიცვისათვის ემზადება. მეტიც, "რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი" აერთიანებს 400-მდე წევრს და მას არ გააჩნია ლეგიტიმაცია სრული კოლექტივის სახელით ისაუბროს და მით უფრო დააანონსოს გაფიცვები, შეუსრულებადი მოთხოვნების საპირისპიროდ.
დღის სიახლეები
კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
×