10 უკრაინელი ბავშვის თანმხლები ქალის ადვოკატი: ალბათ, იკითხავთ, 3 შვილი ჰყავდა და სუროგატებს რატომ მიმართა, ბავშვების მამა მრავალშვილიანი ოჯახიდანაა და უნდოდათ ბევრი შვილი ჰყოლოდათ
14:16 / 26.04.2019
4 ბავშვი ნამდვილად არის 2017 წელს დაბადებული, მაგრამ სუროგაციისა და დონაციის შესახებ არსებული კანონმდებლობის შესაბამისად, - ამის შესახებ 10 უკრაინელი მცირეწლოვანი ბავშვის თანმხლები ქალის, იულია სუსლიაკის ადვოკატმა ზურაბ თოდუამ განაცხადა. ის იულია სუსლიაკს დროებითი მოთავსების იზოლატორში შეხვდა.
სამხედრო პოლიციის უფლებამოსილება ფართოვდება
14:13 / 26.04.2019
სამხედრო პოლიციის უფლებამოსილება ფართოვდება - მას ავტომატური ფოტოგადაღების და ვიდეო-აუდიო ჩაწერის შესაძლებლობა ექნება.
„ეს ჩვენი მიწების ოკუპაციაა, ამჯერად ჩვენი მეგობარი სახელმწიფოს მხრიდან“
13:41 / 26.04.2019
ანტისაოკუპაციო მოძრაობა "ძალა ერთობაშიას" ლიდერი დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში წერს:
10 უკრაინელი ბავშვის თანმხლებ ქალს ბრალად არასრულწლოვნებით ვაჭრობა ედება
13:40 / 26.04.2019
10 უკრაინელი ბავშვის თანმხლები ქალი არასრულწლოვნით ვაჭრობის ბრალდებითაა დაკავებული. აღნიშნულ საქმეზე განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
გუდამაყრის ხეობაში, მთის ფერდობზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
13:38 / 26.04.2019
გუდამაყრის ხეობაში, მთის ფერდობზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.
საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრობის სურვილი 100-ზე მეტმა ადამიანმა გამოთქვა
13:36 / 26.04.2019
საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრობის სურვილი 100-ზე მეტმა ადამიანმა გამოთქვა, - ამის შესახებ "ინტერპრენსიუსს" "საპენსიო სააგენტოში" განუცხადეს.
სპორტული დანიშნულების ავტომობილთა მფლობელები საგადასახადო შეღავათით მხოლოდ მას შემდეგ ისარგებლებენ, რაც ჩამოყვანილ ავტომობილს სპორტულად გადააკეთებენ
13:35 / 26.04.2019
სპორტული დანიშნულების ავტომობილებზე საგადასახადო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებების ავტორთა განმარტებით, ავტომობილთა მფლობელები საგადასახადო შეღავათით მხოლოდ მას შემდეგ ისარგებლებენ, რაც ჩამოყვანილ ავტომობილს სპორტული დანიშნულების შესაბამისად გადააკეთებენ. განბაჟების თანხა კი, სიმბოლური
ე.წ. ნავთლუღის ბაზართან ხანძრის შედეგად ჯიხურები დაიწვა
12:37 / 26.04.2019
თბილისში, ქეთევან წამებულის ქუჩაზე, ე.წ. ნავთლუღის ბაზრის მახლობლად გვიან ღამით გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. მომხდარის შედეგად 50 მ2-მდე ფართობზე განთავსებული ჯიხურები დაიწვა.
აჭარასა და სამეგრელოში სიჩქარის მზომი სექციური რადარების რაოდენობა გაიზარდა
12:36 / 26.04.2019
შინაგან საქმეთა სამინისტრო, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, რეგიონებში სიჩქარის მზომი "ჭკვიანი" კამერების მონტაჟს განაგრძობს. დღეიდან, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და აჭარის რეგიონებში, კერძოდ,  ქალაქებში - სენაკსა და ბათუმში, 10 ადგილზე სიჩქარის მზომი სექციური რადარები ამოქმედდება.
„ეს არის ავის მომასწავებელი სიჯიუტე"- ბესელია მოსამართლეთა შერჩევის შესახებ მიღებული კანონპროექტის მეორე მოსმენაზე დაბრუნებას ითხოვს
12:33 / 26.04.2019
საერთო სასამართლოების შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულ ინიციატივაზე საკანონმდებლო ორგანოში მომავალ კვირას იმსჯელებენ. არ არის გამორიცხული სესიაზე ამ კანონპროექტისგან რადიკალურად განსხვავებული კანონპროექტიც განიხილონ.
10 უკრაინელი ბავშვის თანმხლებ ქალს ბრალად არასრულწლოვნებით ვაჭრობა ედება
12:29 / 26.04.2019
10 უკრაინელი ბავშვის თანმხლები ქალი არასრულწლოვნით ვაჭრობის ბრალდებითაა დაკავებული. აღნიშნულ საქმეზე განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მამუკა მდინარაძე - დავით გარეჯთან დაკავშირებული პრობლემა გადაწყვეტილია, თუმცა საზღვრის დელიმიტაციის კომისიამ მუშაობა უნდა გააგრძელოს
12:27 / 26.04.2019
ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, დავით გარეჯთან დაკავშირებული პრობლემა გადაწყვეტილია და საგარეო საქმეთა სამინისტრომ ინტენსიური კომუნიკაციით კარგად იმუშავა.
10 უკრაინელი მცირეწლოვანი ბავშვის თანმხლები ქალი, რომელიც აცხადებს, რომ ბავშვები მისი შვილები არიან, დააკავეს
12:25 / 26.04.2019
10 უკრაინელი მცირეწლოვანი ბავშვის თანმხლები ქალი, რომელიც აცხადებს, რომ ბავშვები მისი შვილები არიან, დააკავეს.
აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა სასულიერო პირებს და მრევლს დავით გარეჯის უდაბნოს მონასტრამდე მისვლის უფლება მისცეს
12:23 / 26.04.2019
დავით გარეჯში, უდაბნოს მონასტრამდე მისასვლელი მონაკვეთი, რომელიც აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს ჰქონდათ გადაკეტილი, გახსნილია. როგორც "ინტერპრესნიუსს" დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტმა კირიონმა განუცხადა, ამ დროისთვის მომლოცველებს, ადგილობრივ მოსახლეობას და ტურისტებს მონასტრამდე გადაადგილება თავისუფლად შეუძლიათ.
დღეს „წითელი პარასკევია“, ტაძრებში გარდამოხსნის წესი შესრულდება
12:20 / 26.04.2019
დღეს "წითელი პარასკევია". ამასთან დაკავშირებით ტაძრებში გარდამოხსნის წესი შესრულდება.
გუდამაყრის ხეობაში ხანძარი დაახლოებით 5 ჰექტარზეა  გავრცელებული
20:17 / 25.04.2019
გუდამაყრის ხეობაში ხანძარი დაახლოებით 5 ჰექტარზეა გავრცელებული. როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე სპეციალური საშუალებებით აღჭურვილი 15 მეხანძრე-მაშველი მუშაობს.
დეკანოზი გიორგი მამალაძე პრეზიდენტმა არ შეიწყალა
20:03 / 25.04.2019
დეკანოზი გიორგი მამალაძე ვერ მოხვდა იმ 19 პატიმარს შორის, რომელიც დღეს პრეზიდენტმა შეიწყალა.
„რაც 1966 წლის შემდეგ მეტროპოლიტენში არ გაკეთებულა, ნუ მომთხოვთ, ერთ წელიწადში გავაკეთო“
20:00 / 25.04.2019
თბილისი მერი, კახა კალაძე მეტროსადგურებში არსებულ ვითარებას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. როგორც მან აღნიშნა, ის, რაც 1966 წლის მერე არ გაკეთებულა, ერთ წელიწადში მისი გამოსწორება ფიზიკურად შეუძლებელია. მისივე თქმით, პროექტები, რომლებიც იყო მეტროსადგურებში, არ ექვემდებარება შესაბამის ნორმებს, ამიტომ თავიდან ხდება პროექტირებაც.
არქიმანდრიტი კირიონი: დავით გარეჯის მონასტრის ტერიტორიაზე ვითარება უცვლელია, აზერბაიჯანული მხარე მონასტერში კვლავ არ უშვებს ქართველ მომლოცველებს და ბერებს
19:56 / 25.04.2019
ჩვენი მორჩილები ზემოთ არიან, გვაქვს კავშირი და ამ დროისთვის არანაირი ცვლილება არ არის. შეიძლება მხარეები ცენტრალურ დონეზე შეთანხმდნენ, თუმცა ჯერ პერიფერიებში ბრძანება არ მიუღიათ,
გუდამაყრის ხეობაში ხანძარია
18:19 / 25.04.2019
გუდამაყრის ხეობაში ხანძარია. როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს, ცეცხლი ტყის ქვედა საფარს გაუჩნდა.
ვითიბი ბანკის საგაზაფხულო აქცია სამომხმარებლო სესხზე
16:47 / 25.04.2019
ვითიბი ბანკმა მომხმარებელს შესთავაზა საგაზაფხულო აქცია სამომხარებლო სესხზე, რომლის თანახმადაც უზრუნველყოფის გარეშე 30 000 ლარამდე, ხოლო თავდებობით 45 000-ლარამდე თანხის აღება არის შესაძლებელი.
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის დღეებში საქართველოს ბანკის სერვისცენტრების მუშაობის განრიგი
16:40 / 25.04.2019
საქართველოს ბანკმა, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, სერვისცენტრების მუშაობის განრიგის შესახებ განაცხადა. 26, 28 და 29 აპრილი საქართველოს ბანკის გარკვეული სერვისცენტრებისთვის დასვენების დღეები იქნება. შაბათს, 27 აპრილს, ბანკის ყველა სერვისცენტრი, მათ შორის Express სერვისცენტრებიც, იმუშავებენ ჩვეულ რეჟიმში, სტანდარტულად დადგენილი სამუშაო საათების მიხედვით.
სააღდგომოდ თბილისის სასაფლაოებისკენ უფასო ავტობუსები იმოძრავებენ
16:28 / 25.04.2019
დედაქალაქის მერიის გადაწყვეტილებით, 28 და 29 აპრილს, 08:00 საათიდან 20:00 საათამდე თბილისის სასაფლაოების მიმართულებით, უფასო ავტობუსები იმოძრავებენ.
დავით ზალკალიანი: აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დავით გარეჯში გახსნას პუნქტები, რომლებიც დაკეტილი იყო
16:27 / 25.04.2019
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ გახსნას პუნქტები, რომლებიც ამ დროისთვის იყო დაკეტილი, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა დავით გარეჯში, აზერბაიჯანელი მესაზღვრეების მიერ სამონასტრო კომპლექსამდე მისასვლელი მონაკვეთის დაკეტვასთან დაკავშირებით განაცხადა.
პუტინი უკრაინის არჩევნებზე: ეს არის პოროშენკოს პოლიტიკის სრული კრახი
16:19 / 25.04.2019
რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინის საპრეზიდენო არჩევნებზე პირველი კომენტარი გააკეთა. რუსული მედიის ცნობით, ვლადიმერ პუტინმა კენჭისყრის შედეგები პოროშენკოს პოლიტიკას დაუკავშირა.
საკრებულოს თავმჯდომარე ჭორიკანა, უნიათო და პატარა კაცუნაა – დაპირისპირება ფოთის საკრებულოში
16:14 / 25.04.2019
ფოთში, საკრებულოს სხდომაზე მერის ანგარიშის მოსმენამ, ხმაური და დაპირისპირება გამოიწვია. საკრებულოს თავმჯდომარესა და ოპოზიციონერ ვახტანგ დარცმელიძეს შორის სიტყვიერი შეურაცხყოფა, სხდომის მიმდინარეობის რამდენჯერმე შეჩერების მიზეზი გახდა. ოპოზიციამ, უხარისხოდ შესრულებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე, სამედიცინო სფეროში არსებულ პრობლემებზე, სოციალურ და ეკოლოგიურ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება.მათ მმართველი გუნდი არაპროფესიონალიზმში და კორუფციაში დაადანაშაულეს.
უბილეთოდ მგზავრობისთვის ჯარიმა გაიზრდება
16:07 / 25.04.2019
მგზავრობისას ბილეთის არქონის შემთხვევაში ჯარიმა 5 ლარიდან 20 ლარამდე იზრდება. ცვლილებები "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შედის.
ირაკლი კობახიძე: წიწილებს 19 მაისს დავითვლით
15:44 / 25.04.2019
"წიწილებს 19 მაისს დავითვლით," - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა 2019 წლის პარლამენტის შუალედურ და მერების რიგგარეშე არჩევნებს.
"არც პროვოკაციას გამოვრიცხავ" - ვოლსკი აზერბაიჯანელი მესაზღვრეების მიერ უდაბნოს მონასტერში მისასვლელი გზის ჩაკეტვაზე საუბრობს
15:38 / 25.04.2019
დავით გარეჯის მონასტერში მისასვლელი გზის ჩაკეტვას საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ეხმიანებიან.
დავით გარეჯთან დაკავშირებით კომუნიკაცია მიმდინარეობს, მიზანშეწონილია თავი შევიკავოთ ემოციური განცხადებების ან ქმედებებისაგან - საგარეო საქმეთა სამინისტრო
15:37 / 25.04.2019
საგარეო საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ დავით გარეჯში შექმნილ ვითარებაზე აზერბაიჯანულ მხარესთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები.
ილია მეორე: ჩვენ გვავიწყდება მადლობის თქმა - მადლობა უნდა შევწიროთ უფალს მისი დიდი წყალობისათვის
14:38 / 25.04.2019
ჩვენ გვავიწყდება მადლობის თქმა. მადლობა უნდა შევწიროთ უფალს მისი დიდი წყალობისათვის, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში დიდი ხუთშაბათის მსახურების შესრულების შემდეგ ქადაგებისას განაცხადა.
მამუკა მდინარაძის განცხადებით, გიორგი მარგველაშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ ასარჩევად პარლამენტს საკუთარ ახლობლებს სთავაზობდა
14:37 / 25.04.2019
ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ ასარჩევად პარლამენტს საკუთარ ახლობლებს სთავაზობდა.
კახა კალაძე: მას შემდეგ, რაც მეტრო გაიხსნა, თითი არ დაუკარებია არავის, არანაირი სარეაბილიტაციო სამუშაოები არ განხორციელებულა
14:36 / 25.04.2019
მას შემდეგ რაც მეტრო გაიხსნა, თითი არ დაუკარებია არავის, არანაირი სარეაბილიტაციო სამუშაოები არ განხორციელებულა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
ჯო ბაიდენმა ოფიციალურად განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს
14:35 / 25.04.2019
აშშ-ს ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ოფიციალურად განაცხადა, რომ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.
დავით გარეჯის არქიმანდრიტ კირიონის ინფორმაციით, აზერბაიჯანელებმა უდაბნოს მონასტერი ჩაკეტეს და სასულიერო პირებს აღარ უშვებენ
14:29 / 25.04.2019
დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტის, კირიონის (ონიანი) ცნობით, უკვე სამი დღეა, აზერბაიჯანელებმა უდაბნოს მონასტერი გადაკეტეს და სასულიერო პირებს მონასტერში აღარ უშვებენ. ამის შესახებ არქიმანდრიტმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა.
არჩილ თალაკვაძე: ყველა ჩვენგანს პასუხისმგებლობა გვაქვს, რომ უვიზო რეჟიმი და ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივა მაქსიმალურად დავიცვათ
14:04 / 25.04.2019
ყველა ჩვენგანს პასუხისმგებლობა გვაქვს, რომ უვიზო რეჟიმი და ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივა მაქსიმალურად დავიცვათ,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, უვიზო რეჟიმი ხელისუფლებისა და საზოგადოების საერთო მიღწევაა, რასაც გაფრთხილება სჭირდება.
„პრობლემა იყო ის, რომ ძალოვანი კაბელი იყო დაზიანებული,“ – კახა კალაძემ მეტრო ნაძალადევი-გოცირიძის მონაკვეთი დაათვალიერა
14:00 / 25.04.2019
დედაქალაქის მერი მეტროპოლიტენ ნაძალადევი-გოცირიძის მონაკვეთზე მივიდა, სადაც დაზიანებული ძალოვანი კაბელის აღდგენით სამუშაოებს გაეცნო. კახა კალაძის განმარტებით, მეტროპოლიტენში სარეაბილიტაციო სამუშაოები იგეგმება, რომლის დროსაც 450 კილომეტრი ძალოვანი კაბელი მთლიანად შეიცვლება.
მაია ცქიტიშვილმა პეკინში „ეკონომიკურ და სავაჭრო თანამშრომლობის ზონალური ფორუმის“ მონაწილეებს სიტყვით მიმართა
13:45 / 25.04.2019
საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება და "ერთი სარტყელი, ერთი გზის" ფორუმში მონაწილეობს. ვიზიტის ფარგლებში, ვიცე-პრემიერი "ეკონომიკურ და სავაჭრო თანამშრომლობის თემატურ ფორუმზე" სიტყვით გამოვიდა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს.
დღეს დიდი ხუთშაბათია - პატრიარქი საღმრთო ლიტურგიას სამების ტაძარში მართავს
13:11 / 25.04.2019
დღეს დიდი ხუთშაბათია - საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საღმრთო ლიტურგიას სამების ტაძარში დილიდან მართავს. წირვის შემდეგ გაიმართება ფეხთბანვის წესი, რომლის დროსაც ილია მეორე მსახურებაში მონაწილე 12 სასულიერო პირს ფეხს დაბანს. დღესვე ტაძრებში იკითხება 12 გზის სახარება.
მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ თუ ახლო მომავალში უზენაეს სასამართლოში ახალი მოსამართლეების დანიშვნა არ დაიწყება, სასამართლო კოლაფსის წინაშე აღმოჩნდება
13:08 / 25.04.2019
ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, თუკი ახლო მომავალში უზენაეს სასამართლოში ახალი მოსამართლეების დანიშვნა არ დაიწყება, სასამართლო კოლაფსის წინაშე აღმოჩნდება.
ანრი ოხანაშვილი: მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის გაუქმებასა და ინტერესთა კონფლიქტის აღმოფხვრაზე რეკომენდაციები საკანონმდებლო პროექტში ასახულია
13:04 / 25.04.2019
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესზე პრინციპული რეკომენდაციები, რომელიც მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის გაუქმებას და ინტერესთა კონფლიქტის აღმოფხვრას შეეხებოდა, საკანონმდებლო პროექტში ასახულია, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციების, სახალახო დამცველის აპარატის და ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.
დეპუტატებისა და არასამთავრობოების შეხვედრა ეკა ბესელიამ პროტესტის ნიშნად დატოვა
13:03 / 25.04.2019
პარლამენტის წევრებსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დეპუტატმა ეკა ბესელიამ პროტესტის ნიშნად დატოვა.
მიხეილ სააკაშვილი: თუ პოროშენკოზე სისხლის სამართლის საქმეებს არ აღძრავენ, ის ამ კეთილშობილებას არ დააფასებს, ჩემი გამოცდილებიდან ვიცი
12:42 / 25.04.2019
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ პეტრო პოროშენკოს თავისუფლებაზე დატოვება შეცდომა იქნება. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა შტრანა.Uა-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
სოფელ შინდისთან ავარიისას ხუთი არასრულწლოვანი დაშავდა
12:36 / 25.04.2019
გორი-ნიქოზის საავტომობილო გზაზე, სოფელ შინდისთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა. ხუთივე მათგანი არასრულწლოვანია.
პეტრო პოროშენკო: „სამხრეთ ოსეთის“ და დნესტრისპირეთის სცენარით პასპორტების არაკანონიერი გაცემა რუსეთის მცდელობაა, დონბასში სამხედრო ყოფნა გაამართლოს
12:27 / 25.04.2019
"სამხრეთ ოსეთის" და დნესტრისპირეთის სცენარით პასპორტების არაკანონიერი გაცემა წარმოადგენს რუსეთის მცდელობას, დონბასის ოკუპირებულ ნაწილზე სამხედრო ყოფნა გაამართლოს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა.
აკაკი ბობოხიძე „ნაციონალურ მოძრაობას“ შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს
11:07 / 25.04.2019
აკაკი ბობოხიძე "ნაციონალურ მოძრაობას უპირისპირდება. დეპუტატის თქმით, "ნაციონალურმა მოძრაობამ" "ევროპულ საქართველოსთან" შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმება მარნეულსა და ჭიათურაში დაარღვია. ამის შესახებ მან პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ყაზტრანსგაზ თბილისი“ წინასააღდგომოდ მოსახლეობას აფრთხილებს!
10:20 / 25.04.2019
ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, მომხმარებლებს, რომლებიც ქალაქიდან გასვლასა და საცხოვრებელი ბინების რამდენიმე დღით დაკეტვას გეგმავენ, კომპანია სთხოვთ, განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინონ გაზდანადგარებისა და ბუნებრივი აირის მილის ონკანის სწორად დაკეტვისას.
კითხვაზე, 30-40 წლის შემდეგ, საქართველოში საბაზისო პენსია იქნება თუ არა სამყოფი, ფინანსთა მინისტრი პასუხობს: „საბაზისო ცალკე არ იქნება სამყოფი. სამყოფი იქნება საბაზისო დაგროვებითთან ერთად“
00:40 / 25.04.2019
დაგროვებითი პენსია იქნება ის მექანიზმი, რაც საბოლოო ჯამში, ჩვენი შვილების თაობას მისცემს მნიშვნელოვან და ღირსეულ პენსიას, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა, "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" დაგროვებით პენსიასა და ეკონომიკურ ზრდაზე საუბრისას განაცხადა.
დღის სიახლეები
კალენდარი
×