სამუშაო ადგილის ვიდეოთვალთვალი მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში იქნება დასაშვები
13 წუთის წინ
პარლამენტი "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" ახალ კანონს მიიღებს. კანონპროექტი, გამომდინარე საკანონმდებლო ინიციატივებთან ერთად, ინიცირებისთვის მზად არის. საკანონმდებლო პაკეტი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა მოამზადა და მისი ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: - სოფო კილაძე, რატი იონათამიშვილი, ცოტნე ზურაბიანი, ვანო ზარდიაშვილი, ირაკლი ბერაია და ანრი ოხანაშვილი.
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებს, მომავალი კვირიდან, საკვები პროდუქტებით ახალი კომპანია მოამარაგებს
14 წუთის წინ
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებს, მომავალი კვირიდან, საკვები პროდუქტებით კომპანია "მზიური" მოამარაგებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის მერიის პრესსამსახურიდან აცნობეს, აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის მერიამ და საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ ერთკვირიანი მუშაობის შედეგად მიიღეს.
პრეზიდენტმა 8 პატიმარი და 3 პირობით მსჯავრდებული შეიწყალა
16 წუთის წინ
საქართველოს პრეზიდენტმა, დღეს, კონსტიტუციით მინიჭებული დისკრეციის ფარგლებში, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, შეიწყალა 8 თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებული, რომლებიც თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებს დღესვე დატოვებენ.
რამდენად დაცულია თბილისელები ცოფის რისკისგან - ცხოველთა მონიტორინგი მოქალაქეებს აფრთხილებს
15:23 / 24.05.2019
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს უფროსი ვახტანგ ლომჯარია ცოფის ვირუსის შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ თბილისში ყველა ცხოველი დაცული არ არის.
შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორი - შესაძლოა, სოფელ აღაიანში მოკლული ჩვილის მამის პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს
15:16 / 24.05.2019
შესაძლოა, სოფელ აღაიანში 7 თვის მოკლული ჩვილის მამის პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა ლონდა თოლორაიამ ჟურნალისტებს განუცხადა. თოლორაიას თქმით, არასრულწლოვანი დედა დაორსულების დროს იყო 15 წლის, ხოლო 15 წლის პირთან სქესობრივი კავშირი დანაშაულია.
ტერეზა მეი: ამას არ ვაკეთებ იმიტომ, რომ გაბრაზებული ვარ, ვაკეთებ მადლიერებით, რომ მქონდა შესაძლებლობა მემსახურა ქვეყნისთვის, რომელიც მიყვარს
15:03 / 24.05.2019
ამას არ ვაკეთებ იმიტომ, რომ გაბრაზებული ვარ. ამას ვაკეთებ უდიდესი და მტკიცე მადლიერებით, რომ მქონდა შესაძლებლობა მემსახურა ქვეყნისთვის, რომელიც მიყვარს, - ამ სიტყვებით დაასრულა გამოსვლა ბრიტანეთის პრემიერმა ტერეზა მეიმ, რომელმაც პოსტის დატოვების შესახებ განაცხადა.
დავით გარეჯის არქიმანდრიტი კირიონი - დავით ზალკალიანის განცხადება გასულია მომსახურების ზონიდან - აზერბაიჯანი სამი უზარმაზარი ბულდოზერით მუშაობს, სადაა, რას აკეთებს ჩვენი სახელმწიფო?
15:01 / 24.05.2019
ზალკალიანის განცხადება არ გავდა არც მინისტრის, არც სახელმწიფო მოხელის განცხადებას, საერთოდ გასული იყო მომსახურების ზონიდან. რაც ხდება ეს ვანდალიზმია, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს"დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტმა, კირიონმა (ონიანი) აზერბაიჯანული მხარის მიერ დავით გარეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე გზის მშენებლობის საკითხზე კომენტირებისას განუცხადა.
კახა კალაძე: „ნენსკრა ჰესის“ მშენებლობა ტარიფს არ გაზრდის - მოიკითხეთ, ვისგან ფინანსდება არასამთავრობოები, რომლებიც ჰესის მშენებლობას ეწინააღმდეგებიან
14:59 / 24.05.2019
თბილისის მერი კახა კალაძე უარყოფს, რომ "ნენსკრა" ჰესის ხელშეკრულება სახელმწიფოს წინააღმდეგ არის მიმართული, რამაც შესაძლოა, ელექტროენერგიის ტარიფი გაზარდოს.
დავით გარეჯთან დაკავშირებით, ქართულ და აზერბაიჯანულ მხარეებს შორის ბაქოში შეხვედრა მიმდინარეობს
14:58 / 24.05.2019
დავით გარეჯის სადავო ტერიტორიასთან დაკავშირებით, ქართული და აზერბაიჯანული მხარეები, ბაქოში შეხვედრას ამ წუთებში მართავენ. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. უწყებაში შეხვედრის დეტალების შესახებ ჯერჯერობით არ საუბრობენ.
ტერეზა მეი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ტოვებს
14:56 / 24.05.2019
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ გადადგომის შესახებ განაცხადა. მისი თქმით, იგი თანამდებობას 7 ივნისს დატოვებს.
სკოლის დირექტორის განცხადებით, გოგონა, რომელსაც შვილის მკვლელობა ედება ბრალად, ამ დრომდე სკოლის მოსწავლედ ირიცხება, მისი ფეხმძიმობა კი არ შეუმჩნევიათ
11:33 / 24.05.2019
წყალტუბოს ერთ-ერთი სკოლის დირექტორის განცხადებით, 16 წლის გოგონა, რომელსაც სოფელ აღაიანში საკუთარი 7 თვის შვილის განზრახ მკვლელობა ედება ბრალად, ამ დრომდე სკოლის მოსწავლედ ირიცხება.
ჭიათურაში გაფიცულ მაღაროელებს ტაქსისა და ავტობუსის მძღოლები შეუერთდნენ
11:03 / 24.05.2019
ჭიათურაში გაფიცულ მაღაროელებს ტაქსის მძღოლები და ავტობუსის მძღოლები შეუერთდნენ, რეგიონში გაფიცვამ მასშტაბური სახე მიიღო.
1-ელი აპრილიდან 17 მაისამდე, თბილისში 44 გველი დაიჭირეს
10:48 / 24.05.2019
1-ელი აპრილიდან 17 მაისამდე პერიოდში, თბილისში 44 ქვეწარმავალი დაიჭირეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ჰერპეტოლოგმა, შოთა ზანდუკელმა განუცხადა, 15 მაისიდან თბილისში გამოძახებები გააქტიურებულია, თუმცა, მისივე ინფორმაციით, შარშანდელ პერიოდთან შედარებით სტატისტიკური მონაცემები რადიკალურად განსხვავებულია.
სუს-ის ინფორმაციით, „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ თანამშრომელი დააკავეს, რომელმაც მოქალაქეს კონდუქტორად დანიშვნისთვის 700 ლარი გამოართვა
10:44 / 24.05.2019
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს და ქალაქ თბილისის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, ქალაქ თბილისის მერიის შპს ,,თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" ავტობუსების ექსპლუატაციის უსაფრთხოების და მოძრაობის ორგანიზების სამსახურის ინსპექტორი გიორგი გ. დააკავეს.
დავით გარეჯთან დაკავშირებით ბაქოში შეხვედრა დღესაც გაიმართება
10:34 / 24.05.2019
დავით გარეჯის სადავო ტერიტორიასთან დაკავშირებით ქართული და აზერბაიჯანული მხარეები, ბაქოში შეხვედრას დღესაც გამართავენ.
მამუკა ბახტაძე: სიღარიბის დაძლევა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების გარეშე არ ხდება
00:46 / 24.05.2019
ჩვენ საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის ძალიან ბევრი ფინანსური ინსტრუმენტი შევქმენით, მაგრამ წვდომა ფინანსებსა და კაპიტალზე დღემდე ჩვენი ეკონომიკისთვის ერთ-ერთ ყველაზე მძიმე და მტკივნეულ პრობლემად რჩება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გადაცემა "რეაქციაში" სტუმრობისას განაცხადა.
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე - დავით გარეჯთან დაკავშირებით იმედი გვაქვს, საქართველოს ინტერესები სრულად იქნება დაცული
00:32 / 24.05.2019
აზერბაიჯანულ მხარესთან გრძელდება მოლაპარაკებები, იმედი გვაქვს, საქართველოს ინტერესები სრულად იქნება დაცული, – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე დავით გარეჯთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.
ისრაელში მასშტაბური ხანძრის გამო მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს
00:27 / 24.05.2019
ისრაელში მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან. ცეცხლი იერუსალიმისა და მოდინას რაიონებში, დასახლებებთან ახლოს არის გავრცელებული, რის გამოც ხელისუფლებამ მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო.
გრიგოლია ბახტაძეს: უცნაური რესპონდენტი აღმოჩნდით, ჩხუბის განწყობაზე არ დავმდგარვარ
00:06 / 24.05.2019
ასეთი იუმორისტული ტონალობით მიმართა ინტერვიუს დასასრულს გადაცემა “რეაქციის” ავტორმა და წამყვანმა ინგა გრიგოლიამ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს.
მამუკა ბახტაძე: არ მაქვს ილუზია, რომ ჩვენი პოლიტიკური სპექტრის ზოგიერთ წარმომადგენელს ოდესმე შერცხვება თავისი გამონათქვამების, მაგრამ ქობულიას შემთხვევა ამ ორმაგი სტანდარტების ნათელი მაგალითია
00:01 / 24.05.2019
ჩემთვის და ნებისმიერი მოქალაქისთვის, აუცილებელია, რომ როდესაც ადამიანი არის მთავრობაში და პასუხისმგებელია ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებაზე, როგორიცაა ეკონომიკა, ჰქონდეს სოციალური რეალობის ადეკვატური აღქმა, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გადაცემა "რეაქციის" წამყვანის კითხვას გიორგი ქობულიას გათავისუფლებასთან დაკავშირებით.
დღის ფოტო: პარლამენტთან გახარიას ბიუსტი დადგეს, რომელიც  ღილაკზე თითის დაჭერისას ბოდიშს იხდის
19:35 / 12.05.2019
კლუბ ბასიანში სპეცრაზმის შეჭრიდან 1 წლის შემდეგ აქტივისტებმა პარლამენტის წინ შს მინისტრ გიორგი გახარიას ბიუსტი დადგეს, რომელიც ღილაკზე თითის დაჭერისას ბოდიშს იხდის:
დღის სიახლეები
კალენდარი
×