კიევში აქციის მონაწილეებმა რადაში შეჭრა სცადეს
18 წუთის წინ
კიევში საპროტესტო აქციები იმართება. რადასთან ვეტერანები და მაღაროელები შეღავათების გაუქმებას აპროტესტებენ.
1 ივლისიდან პოლიციელის ხელფასი გაიზრდება
30 წუთის წინ
შს მინისტრობის კანდიდატის გიორგი გახარიას განცხადებით, 1-ელი ივლისიდან პოლიციელებს ხელფასები გაეზრდებათ.
გაბუნია ბოკუჩავაზე: უსინდისო ტყუილია, რომ პოლიციელის მკვლელობა ხის გადატანას უკავშირდება
40 წუთის წინ
ხის გადატანა და პოლიციელის მკვლელობა აბსოლუტურად არავითარ კავშირში არ არის ერთმანეთთან
გახარია: ძალიან მალე მესამედ მომიწევს პარლამენტისთვის მიმართვა
49 წუთის წინ
როგორც ჩანს, ძალიან მალე მესამედ მომიწევს პარლამენტისთვის მიმართვა - ამის შესახებ შს მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ
ზალკალიანი სირიაზე: არაღიარების პოლიტიკაზე ყველა პრევენციული ზომა იყო მიღებული, მათი ნაბიჯი მოულოდნელი არ იყო
13:00 / 19.06.2018
ჩვენი მხრიდან სირიასთან მიმართებაში იყო მიღებული ყველა პრევენციული ზომა არაღიარების პოლიტიკის კუთხით,
გაგუა: ფინანსთა სამინისტროს ყველა რეფორმა ემსახურება ფისკალური მმართველობის მაღალ საერთაშორისო სტანდარტებზე აყვანას
12:50 / 19.06.2018
ფინანსთა სამინისტროს ყველა რეფორმა ემსახურება ქვეყნის ფისკალური მმართველობის ახალ საერთაშორისო სტანდარტებზე აყვანას
დავითაშვილი ბოკუჩავას: დღევანდელ ფორმატს იყენებთ იმისთვის, რომ მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანოთ
12:40 / 19.06.2018
დღევანდელ ფორმატს იყენებთ იმისთვის, რომ მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანოთ
უსინდისო სპეკულაციები და ტყუილის ტირაჟირება - დაპირისპირება მინისტრობის კანდიდატების მოსმენისას
12:36 / 19.06.2018
მინისტრთა კაბინეტის წევრების მოსმენა პარლამენტში, ხმაურის და პოლიტიკური ურთიერთბრალდებების ფონზე მიმდინარეობს. ოპოზიცია მინისტრებს აკრიტიკებს, მათ დაცვას კი უმრავლესობის წევრები ცდილობენ, რასაც კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.
ზალკალიანი: ჯანელიძე თანამდებობიდან პირადი გადაწყვეტილებით წავიდა
12:30 / 19.06.2018
საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატი დავით ზალკალიანი ამბობს, რომ მიხეილ ჯანელიძე მინისტრის თანამდებობიდან პირადი გადაწყვეტილებით წავიდა.
სერგეენკო: ჩემი სურვილი ყოველთვის იყო ექიმობა და არა პოლიტიკოსობა
12:20 / 19.06.2018
ნუ ჩამომართმევთ რაღაც მსუბუქად წარმოჩენაში, მაგრამ ჩემი სურვილი ყოველთვის იყო ექიმობა და არა პოლიტიკოსობა
"რიკოთზე 800-კილომეტრიანი ავტობანი, ხიდები და გვირაბები ნამდვილად აშენდება, უბრალოდ დროში გადაიწევს"
11:57 / 19.06.2018
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატის, მაია ცქიტიშვილის ინფორმაციით, რიკოთზე 800-კილომეტრიანი ავტობანი, დაგეგმილი რაოდენობის ხიდები და გვირაბები ნამდვილად აშენდება, უბრალოდ სავარაუდოდ, დროში გადაიწევს.
"ჩვენი მიზანია საქართველოს სრულფასოვანი გაწევრიანება NATO-ში"
11:54 / 19.06.2018
"მთავრობის ახალ პროგრამაში უსაფრთხოებას და თავდაცვას ერთ-ერთი პრიორიტეტული ადგილი უჭირავს", - ამის შესახებ ჟურნალისტებთან თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ლევან იზორიამ განაცხადა.
რა ფორმატით და სტრუქტურით ჩამოყალიბდება მცირე მთავრობის კონცეფცია, ცოტა ხანში გამოჩნდება
11:31 / 19.06.2018
როგორც იცით, ზოგადად სამინისტროების ოპტიმიზაციაზე კონსულტაციები მიმდინარეობს, ამიტომ წინასწარ რამის თქმა ალბათ არასწორი იქნება, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრობის კანდიდატმა, მიხეილ გიორგაძემ პარლამენტის კულტურისა და განათლების გაერთიანებული კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
"„ევროპული საქართველო“ ამ მთავრობას მხარს ვერ დაუჭერს"
11:25 / 19.06.2018
"ევროპული საქართველო" ამ მთავრობას მხარს ვერ დაუჭერს, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა პარლამენტში, რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, რომელზეც მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ.
ლევან დავითაშვილი არ გამორიცხავს, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გაყოფაზე გუნდში მსჯელობა გაიმართოს
11:23 / 19.06.2018
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატი ლევან დავითაშვილი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის ერთიანი სამინისტროს გაყოფას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს. თუმცა, დავითაშვილი არ გამორიცხავს, ამაზე გუნდის შიგნით მსჯელობა გაიმართოს.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრები ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტთან შიმშილობას აგრძელებენ
10:29 / 19.06.2018
ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტთან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა გვიან ღამით ლეიბები და პირადი ნივთები მიიტანეს.
ძლიერმა წვიმამ დედაქალაქის გარდა პრობლემები რეგიონებშიც შექმნა
10:26 / 19.06.2018
ძლიერმა წვიმამ წუხელ, დედაქალაქის გარდა პრობლემები რეგიონებშიც შექმნა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ძლიერი წვიმის შედეგად დუშეთის რაიონში ქუჩები და საცხოვრებელი სახლების სარდაფები დაიტბორა.
ირაკლი კობახიძემ ფრაქციებს მიმართა, მინისტრობის კანდიდატების მოსმენისას კითხვები მათი მისამართით მხოლოდ დეპუტატებმა დასვან
10:10 / 19.06.2018
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ფრაქციებს მიმართა, მინისტრობის კანდიდატების მოსმენისას კითხვები მათი მისამართით მხოლოდ დეპუტატებმა დასვან.

ბიუროს სხდომაზე კობახიძემ ასევე განაცხადა, რომ სხდომები იქნება ღია და საჯარო, მაგრამ მოწვეული პირები, რომლებიც სხდომას დაესწრებიან, განთავსდებიან იარუსზე - სტუმრებისთვის განკუთვნილ ლოჟაში.
"ამ კვირაში ჩვენ მამუკა ბახტაძეს ვუცხადებთ ნდობას და ვანიჭებთ მას პრემიერის სტატუსს და ლეგიტიმაციას"
10:08 / 19.06.2018
რეალურად ამ კვირაში პარლამენტში ჩვენ მამუკა ბახტაძეს ვუცხადებთ ნდობას და ვანიჭებთ მას პრემიერ-მინისტრის სტატუსს და ლეგიტიმაციას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
"მხოლოდ სამართლებრივია მიზეზი, რის გამოც ჩვენ სამ-ოთხ კვირიან ინტერვალში მთავრობისათვის ორჯერ გვიწევს ნდობის გამოცხადება"
10:04 / 19.06.2018
მხოლოდ სამართლებრივია მიზეზი, რის გამოც ჩვენ სამ-ოთხ კვირიან ინტერვალში მთავრობისათვის ორჯერ გვიწევს ნდობის გამოცხადება, - ამის შესახებ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
დედაქალაქის მერი გიორგიწმინდას დასახლებაში გზის გაწმენდის სამუშაოებს გაეცნო
09:58 / 19.06.2018
დედაქალაქის მერი კახა კალაძე გლდანის მეშვიდე მიკრორაიონში, გიორგიწმინდას დასახლებაში იმყოფებოდა, სადაც შემოვლითი გზის გაწმენდის სამუშაოებს გაეცნო. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თბილისის მერიიდან აცნობეს.
განათლების სამინისტროში შემავალი სტრუქტურა, რომელიც სკოლების მშენებლობაზეა პასუხისმგებელი, შესაძლოა, ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაექვემდებაროს
09:56 / 19.06.2018
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში შემავალი სტრუქტურა, რომელიც სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციაზეა პასუხისმგებელი, შესაძლოა, ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების სამინისტროს დაექვემდებაროს.
"ხალხი უტვინო არ არის, პანკისის ხეობის მოსახლეობა თემირლანის უდანაშაულოდ აღიარებას ითხოვს"
09:54 / 19.06.2018
პანკისის ხეობის მოსახლეობა ითხოვს აღიარებული იქნას თემირლანი უდანაშაულოდ, სახელმწიფომ თქვას, რომ შეცდომა დაუშვა,- ამის შესახებ ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" მალხაზ მაჩალიკაშვილმა განაცხადა.
"როგორც კი მამუკა ბახტაძე დაინიშნება თანამდებობაზე, მოვითხოვ მასთან შეხვედრას - გახარია თუ დარჩება თავის ადგილზე, ჩავთვლი, რომ მთავრობა და სისტემა ისევ გვიპირისპირდება"
09:53 / 19.06.2018
როგორც კი მამუკა ბახტაძე დაინიშნება თანამდებობაზე, მაშინვე მოვითხოვ მასთან შეხვედრას, - ამის შესახებ ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ განაცხადა. მანვე შს მინისტრობის კანდიდატზე გიორგი გახარიაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ თუ ის თანამდებობაზე დარჩება, ამ საქმის გაყალბება გაგრძელდება.
დევნილთა სამინისტროს ნაწილი შესაძლოა, ჯანდაცვის, ნაწილი კი ინფრასტრუქტურის სამინისტროს შეუერთდეს, ხოლო კულტურის სამინისტრო სავარაუდოდ, განათლების სამინისტროსთან გაერთიანდება
09:40 / 19.06.2018
სასჯელაღსრულების სამინისტრო დეპარტამენტის სახით იუსტიციის სამინისტროს შეუერთდება, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო კი ორ ნაწილად გაიყოფა და ერთი ნაწილი ჯანდაცვის სამინისტროს, მეორე კი, ინფრასტრუქტურის სამინისტროს შეუერთდება.
მაჩალიკაშვილების ოჯახი დღეს პანკისში დაგეგმილ აქციაზე ხელისუფლებას რამდენიმე მოთხოვნით მიმართავს
09:33 / 19.06.2018
პანკისში დღეს აქცია გაიმართება. ადგილობრივები სპეცოპერაციის დროს მოკლული 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის უდანაშაულოდ ცნობას და სპეცოპერაციაში მონაწილე პირების დასჯას მოითხოვენ.
დღეს მინისტრობის კანდიდატების მოსმენა დაიწყება
09:23 / 19.06.2018
პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, სამთავრობო პროგრამის მიმართულებებზე მინისტრობის კანდიდატების მოსმენა დღეს დილიდან დაიწყება.
დღის სიახლეები
კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1