ევგენი კისელევი: პუტინ, ნემცოვის სიკვდილი შენზეა
28 წუთის წინ
„პუტინ, წყეულიმც იყავ. ბორის ნემცოვის სიკვდილი შენზეა“, - დაწერა სოციალურ ქსელში თავის გვერდზე ცნობილმა რუსმა ტელეწამყვანმა ევგენი კისელიოვმა.
ნემცოვს 3 მარტს, ტროეკუროვსკის სასაფლაოზე დაკრძალავენ
16:27 / 28.02.2015
მოსკოვში მოკლულ ოპოზიციონერ პოლიტიკოს ბორის ნემცოვს, სავარაუდოდ, 3 მარტს, მოსკოვის ტროეკუროვსკის სასაფლაოზე დაკრძალავენ. განცხადება ამის შესახებ პარტია «РПР-ПАРНАС»-ის პრესმდივანმა კონსტანტინე მერზლიკინმა გააკეთა. ინფორმაცია ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
პარლამენტის რიგგარეშე სხდომა ჩაიშალა
16:14 / 28.02.2015
პარლამენტის რიგგარეშე სხდომა კვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა.
სატელევიზიო პროექტ „20/30“-ს მაკა ცინცაძე და არჩილ გამზარდია წაიყვანენ
16:06 / 28.02.2015
ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაანონსებულ სატელევიზიო პროექტს „20/30“-ს მაკა ცინცაძე და არჩილ გამზარდია წაიყვანენ.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი ნემცოვის მკვლელობის ისლამურ-ექსტრემისტულ კვალზეც საუბრობს
15:36 / 28.02.2015
რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტი, რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბორის ნემცოვის მკვლელობის ერთ-ერთ ვერსიად ისლამურ-ექსტრემისტულ კვალს განიხილავს.
ღარიბაშვილი: შეძრული ვარ საზარელი ტრაგედიით, რომელიც მოსკოვის ცენტრში დატრიალდა
15:00 / 28.02.2015
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბორის ნემცოვის მკვლელობის ფაქტს ეხმაურება.
რიგგარეშე სხდომის დასაწყებად პარლამენტში კვორუმი არ არის
14:54 / 28.02.2015
საკანონმდებლო ორგანოში რიგგარეშე სხდომის დასაწყებად კვორუმი არ შედგა.
„Je suis Boris“ - ნემცოვის მკვლელობის ადგილზე მოქალაქეებს მოკლულის ფოტო მიაქვთ
14:41 / 28.02.2015
მოსკოვში მოსკვორეცკის ხიდზე დიდი რიგია, მოქალაქეები თვითორგანიზებას ახდენენ და ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბორის ნემცოვის მკვლელობის ადგილზე უწყვეტ ნაკადად მიდიან. მკვლელობის ადგილზე უკვე ყვავილების მთებია. მოქალაქეებს ადგილზე სანთლები და ხატებიც მიაქვთ.
მარგველაშვილი: ნემცოვის მკვლელობა დარტყმაა პროგრესული კაცობრიობისთვის
14:33 / 28.02.2015
საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, რუსი ოპოზიციონერი დეპუტატის ბორის ნემცოვის მკვლელობა არის დარტყმა მთელი პროგრესული კაცობრიობისთვის.
ბორის ნემცოვს სავარაუდოდ, ორშაბათს დაკრძალავენ
14:08 / 28.02.2015
მოსკოვის ცენტრში მოკლული რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ბორის ნემცოვის სამოქალაქო პანაშვიდი სახაროვის ცენტრში გაიმართება. მას სავარაუდოდ, ორშაბათს, მოსკოვში დაკრძალავენ. განცხადება ამის შესახებ პარტია «РПР-ПАРНАС»-ის პრესმდივანმა კონსტანტინე მერზლიაკინმა გააკეთა.
მოსკოვის მერია სამგლოვიარო მარშის ჩატარების უფლებას არ იძლევა
14:05 / 28.02.2015
მოსკოვის მერიაში აცხადებენ, რომ ხვალ დაგეგმილი ანტიკრიზისული აქციის ნაცვლად, სამგლოვიარო მარშის ჩატარება შეუძლებელია.
უსუფაშვილი: ბორის ნემცოვი რუს ხალხს და მის უკეთეს მომავალს დააკლდება
13:33 / 28.02.2015
პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბორის ნემცოვის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„კრემლისთვის მთავარი გზავნილი ნემცოვის ფრაზა გახდა: არ არის პუტინი -არის რუსეთი! არის პუტინი - არ არის რუსეთი!“
13:13 / 28.02.2015
რუსი პოლიტიკოსის ბორის ნემცოვის სახლი, რომელიც მოსკოვის ცენტრში მოკლეს, ათასჯერ არის ნახსენები კრემლის მიმოწერაში - წერს „ტვიტერში“ თავის გვერდზე საერთაშორისო ჟურნალისტი ავსტრიიდან ხრისტო გროზევი.
უკრაინის უმაღლესი რადას ყოფილმა დეპუტატმა თავი მოიკლა
13:00 / 28.02.2015
უკრაინის უმაღლესი რადას ყოფილმა დეპუტატმა „რეგიონების პარტიის“ ფრაქციის თავმჯდომარის ყოფილმა მოადგილემ მიხაელ ჩეჩეტოვმა წუხელ თავი მოიკლა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
დავით უსუფაშვილი ოფიციალური ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრება
12:50 / 28.02.2015
პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი 1-7 მარტს ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა.
ალასანია: დღევანდელი რუსეთი არის ქვეყანა, სადაც ადამიანებს განსხვავებული აზრის გამო კლავენ
12:09 / 28.02.2015
ბორის ნემცოვის მკვლელობა გამოწვევა უნდა იყოს მსოფლიოს დემოკრატიული საზოგადოებისთვის, - ამის შესახებ პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია აცხადებს. იგი ნემცოვის მკვლელობას სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა.
გორბაჩოვი მიიჩნევს, რომ ნემცოვის მკვლელობის მიზანი რუსეთში სიტუაციის დესტაბილიზაციაა
12:02 / 28.02.2015
საბჭოთა კავშირის ექს-პრეზიდენტი მიხეილ გორბაჩოვი მიიჩნევს, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბორის ნემცოვის მკვლელობა რუსეთში სიტუაციის დესტაბილიზებას ისახავს მიზნად. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
საქართველოს საგარეო უწყება ბორის ნემცოვის მკვლელობის ფაქტს გმობს
11:58 / 28.02.2015
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსი ოპოზიციონერის, ბორის ნემცოვის მკვლელობის ფაქტს გმობს.
ნატო-ში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად ალექსანდრე მაისურაძის კანდიდატურაა წარდგენილი
11:48 / 28.02.2015
საგარეო საქმეთა სამინისტრომ ნატო-ში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად ალექსანდრე მაისურაძის, ხოლო საბერძნეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად იოსებ ნანობაშვილის კანდიდატურები წარადგინა.
ნემცოვი მკვლელობამდე ორი კვირით ადრე: ღმერთმა ქნას, რომ პუტინმა არ მომკლას
11:22 / 28.02.2015
მკვლელობამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე, რუსი ოპოზიციონერი ბორის ნემცოვი გამოთქვამდა შეშფოთებას იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთის პრეზიდენტრი ვლადიმერ პუტინი მას ოპოზიციური გამონათქვამების გამო მოკლავდა. ნემცოვი აღნიშნავდა, რომ თავისი ვარაუდების შესახებ ის ახლობლებსაც უყვებოდა. გთავაზობთ მოკლე ინტერვიუს სრულ ტექსტს, რომელიც ბორის ნემცოვმა რუსულ ერთ-ერთ მედიასაშუალებას მიმდინარე წლის 10 თებერვალს მისცა.
უახლოესი ორი დღე მთელი ქვეყნის მასშტაბით უმეტესად წვიმიანი იქნება
11:00 / 28.02.2015
მთელი ქვეყნის მასშტაბით, უახლოესი ორი დღის განმავლობაში, ზოგან წვიმა, მაღალ მთაში კი, თოვლია მოსალოდნელი, - ამის შესახებ „ინფო 9“-ს გარემოს ეროვნული სააგენტოს ამინდის გრძელვადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის მოადგილე ნინო წვერავამ განუცხადა.
ობამა ნემცოვის გარდაცვალებას საზარელ მკვლელობას უწოდებს
11:00 / 28.02.2015
აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ბორის ნემცოვის მკვლელობას საზარელს უწოდებს. ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს „ტვიტერის გვერდზეა აღნიშნული.
ჯონ კერი: ბორის ნემცოვი რუსეთს და მთელ მსოფლიოს დააკლდება
10:55 / 28.02.2015
რუსი ოპოზიციონერის ბორის ნემცოვის მკვლელობას აშშ-ს სახელმწიფო მდივანიც ეხმაურება.
რუსული ოპოზიცია 1 მარტს ანტიკრიზისული მარშის ნაცვლად, სამგლოვიარო აქციას ჩაატარებს
10:48 / 28.02.2015
რუსული ოპოზიცია, 1 მარტს დაგეგმილ ანტიკრიზისულ მარშს აღარ ჩაატარებს. მის ნაცვლად, პოლიტიკოს ბორის ნემცოვის მკვლელობასთან დაკავშირებით, სამგლოვიარო ღონისძიება გაიმართება.
„ამ დღეს ჩატარდება საგლოვიარო აქცია მოსკოვის ცენტრში“, - აცხადებს პარტია «РПР-ПАРНАС»-ის თანათავმჯდომარე მიხეილ კასიანოვი.
გამოძიება ბორის ნემცოვის მკვლელობის ერთ-ერთ ვერსიად შეკვეთილ მკვლელობას განიხილავს
10:35 / 28.02.2015
რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის ოფიციალური წარმომადგენლის ვლადიმერ მარკინის ინფორმაციით, ბორის ნემცოვს სულ მცირე შვიდ-რვაჯერ ესროლეს. სისხლის სამართლის საქმე ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მკვლელობაზე სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით „მკვლელობა“ და „იარაღის უკანონო ბრუნვა“ აღიძრა.
ქუთაისში დღეს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა უნდა გაიმართოს
10:22 / 28.02.2015
პარლამენტის რიგგარეშე სხდომა დღეს 14:00 საათზეა დანიშნული, სადაც დეპუტატებმა ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ პრობლემებზე უნდა იმსჯელონ.
ნემცოვს თან უკრაინელი მოდელი გოგონა ახლდა
04:05 / 28.02.2015
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბორის ნემცოვის მკვლელობის თვითმხილველი უკრაინის მოქალაქე, 23 წლის მოდელი ანა დურიცკაიაა. ამის შესახებ LifeNews იტყობინება.
სააკაშვილი ნემცოვთან მის ბოლო შეხვედრას იხსენებს
03:47 / 28.02.2015
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ბორის ნემცოვი კიევში ცოტა ხნის წინ ნახა.
ნემცოვის თანმხლები გოგონა დაკითხვაზეა
03:19 / 28.02.2015
ბორის ნემცოვი მოსკოვის დროით 23:40 საათზე გოგონასთან ერთად ქუჩაში სეირნობდა, რა დროსაც მისი მისამართით სროლები თეთრი ავტომობილიდან განხორციელდა. ნემცოვი ადგილზევე გარდაიცვალა.
პუტინის შეფასებით, ნემცოვის მკვლელობა შეკვეთილი და პროვოკაციულია
03:03 / 28.02.2015
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს უმალვე ეცნობა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბორის ნემცოვის მკვლელობის შესახებ.
ინტერნეტში გამოჩნდა პირველი კადრები ნემცოვის მკვლელობის ადგილიდან (18 +)
02:32 / 28.02.2015
ინტერნეტში გამოჩნდა პირველი ფოტოები, რომელიც ბორის ნემცოვის მკვლელობის ადგილზეა გადაღებული.
რუსეთის შსს ადასტურებს, რომ ნემცოვი მოკლულია
02:23 / 28.02.2015
რუსეთის შს სამინისტოს პრესცენტრი ადასტურებს, რომ მოსკოვში მოკლულია მამაკაცი, რომელსაც თან აქვს საბუთები ბორის ნემცოვის სახელზე. ამის შესახებ "ინტერფაქსი“ წერს. 

ლაშა ნიკოლაიშვილი: ფინანსურმა ინსტიტუტებმა კოლოსალური მოგებები მიიღეს
00:48 / 28.02.2015
„რიკო კრედიტის“ დამფუძნებლის, ლაშა ნიკოლაიშვილის განცხადებით, ლარის კურსის რყევით, დღეს ყველაზე მოგებულები ფინანსური ინსტიტუტები გამოდიან. ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა.
ავარიის შედეგად 19 წლის გოგონას გარდაცვალებაში ბრალდებული მძღოლი დაკავებულია
21:14 / 27.02.2015
ქუთაისში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში ბრალდებული მძღოლი, რომლის დროსაც 19 წლის გოგონა გარდაიცვალა, დაკავებულია.
სასტუმროს მომსახურებაზე თბილისის მერიამ ორ წელში 540 000 ლარი დახარჯა
19:44 / 27.02.2015
ორი წლის განმავლობაში სასტუმროს მომსახურების კუთხით ყველაზე დიდი დანახარჯი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრსა და თბილისის მერიას ეკუთვნის. აღნიშნულ ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ ავრცელებს.
სარესტორნო მომსახურებაზე ყველაზე დიდი დანახარჯი შსს-მ გასწია
19:29 / 27.02.2015
2013-2014 წლებში სარესტორნო მომსახურების მხრივ ყველაზე დიდი დანახარჯი - დაახლოებით, 750,000 ლარი შინაგან საქმეთა სამინისტრომ გასწია. აღნიშნულ ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ ავრცელებს.
ბათუმში დედამ 8 თვის ჩვილი ნაქირავებ ბინაში მიატოვა
17:47 / 27.02.2015
საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დედისგან მიტოვებული ჩვილი იპოვეს.

ლარი 8, ხოლო ევრო 12 პუნქტით გამყარდა
16:51 / 27.02.2015
ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებაში მნიშვნელოვნად - რვა პუნქტით გამყარდა.
ქადაგიძე ხელისუფლებას მოუწოდებს ეროვნულ ბანკზე თავდასხმა მყისიერად შეწყვიტონ
12:20 / 27.02.2015
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე ხელისუფლებისა და მმართველი პოლიტიკური კოალიციის წარმომადგენლებს მოუწოდებს, ეროვნულ ბანკზე თავდასხმა მყისიერად შეწყვიტონ.
ქადაგიძე: სანამ ეროვნული ბანკის სათავეში ვარ, შეცდომების განმეორებას არ დავუშვებ
12:12 / 27.02.2015
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, გიორგი ქადაგიძის განცხადებით, სანამ უწყების სათავეში ის და მისი გუნდი არიან, იგივე შეცდომის განმეორებას არ დაუშვებს, რაც ქვეყანამ უკვე არაერთხელ გაიმეორა. ამის შესახებ მან საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
ჯავახიშვილი: ადამიანში ნეპოტიზმის ელემენტი შინაგანად დევს - უარესი თავისიანი, კარგ უცხოს ურჩევნია
12:01 / 27.02.2015
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის, ნოდარ ჯავახიშვილის განცხადებით, მსოფლიოს განვითარებამ დაამტკიცა, რომ ყველაზე სანდო პროფესიონალი კადრია. ამის შესახებ მან გაზეთ „ვერსიასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
დღის სიახლეები
გამოკითხვა
რას უკავშირებთ ლარის მკვეთრ გაუფასურებას?