გურამ თუშიშვილმა ტაშკენტის გრან-პრი მოიგო
00:26 / 23.09.2019
გურამ თუშიშვილმა ტაშკენტის გრან-პრის ფინალში მასპინძელ მეკმუროდ ოლტიბოევს მოუგო და ოქროს მედალი მოიპოვა.ქართველი ტურნირში მეორე წრიდან ჩაერთო, სადაც ყაზახი იერასილ ხაჟიბაევი დაამარცხა.
ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე ახალი დეტალები გახდა ცნობილი
00:17 / 23.09.2019
რამდენიმე ამბავი, რომელმაც მთელი საქართველო შეძრა, ერთ-ერთი სოფლიდან იწყება. არასრულწლოვნებს, პორნოგრაფიულ ფოტოებს სავარაუდოდ ოჯახის წევრების თანხმობით უღებდნენ და შემდეგ საზღვარგარეთ ყიდდნენ. მსხვერპლთა და ბრალდებულთა ნათესავები ამტკიცებენ, რომ ფოტოების პორნო შინაარსზე არაფერი იცოდნენ. ბავშვთა პორნოგრაფიის საქმესთან დაკავშირებით სიუჟეტი "იმედის კვირამ" მოამზადა.
„ფრთხილად მოსახვევებში, თორემ მოსრიალდებიან!"- დავით მაღრაძე მამუკა ხაზარაძეზე
00:10 / 23.09.2019
"დაიცავი საქართველოს" ლიდერი დავით მაღრაძე მამუკა ხაზარაძეს უპირისპირდება და, ყველასგან მოულოდნელად, სკანდალურ ბრალდებებს უყენებს. მოულოდნელად იმიტომ, რომ აქამდე მაღრაძე ხაზარაძის აქტიურობას მიესალმებოდა და მხოლოდ პატივისცემას გამოხატავდა. რა გახდა მაღრაძის აგრესიის მიზეზი, ალბათ მალე გამოჩნდება... მანამდე კი პოეტი მაღრაძე აცხადებს:
ვინ არის ყველაზე ახალგაზრდა სახელმწიფო რწმუნებული უშგულიდან - "ყველაფერი გადავდე და სვანეთზე გადმოვერთე"
00:04 / 23.09.2019
უშ­გუ­ლის თემს ყვე­ლა­ზე ახალ­გაზ­რდა სა­ხელ­მწი­ფო რწმუ­ნე­ბუ­ლი ჰყავს. 28 წლის ბექა ღვა­ჩლი­ა­ნი აღ­ნიშ­ნულ პოსტზე ორი კვი­რის წინ კონ­კურ­სის წე­სით და­ი­ნიშ­ნა.
 პრეზიდენტის მორიგი სკანდალი: სალომე ზურაბიშვილმა ამჯერად ნარკორეალიზატორი შეიწყალა
23:46 / 22.09.2019
მორიგი სკანდალური შეწყალება - “იმედის კვირის” ინფორმაციით სალომე ზურაბიშვილმა ნარკორეალიზატორი გაათავისუფლა.
ზურაბ დათუნაშვილი: ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ უარი განუცხადა სერბებს, რომ ჩემთვის მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება მოეცათ
23:20 / 22.09.2019
საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ უარი განუცხადა სერბებს, რომ ჩემთვის მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება მოეცათ, - ამის შესახებ საქართველოს ნაკრების ყოფილი წევრი ზურაბ დათუნაშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისივე თქმით, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, ლერი ხაბელოვმა, სერბულ მხარეს მისი ამ ქვეყნის სახელით ასპარეზობაზე წერილობითი თანხმობა მისცა, თუმცა აღნიშნული მაინც ვერ მოხერხდა.
გედევან ფოფხაძისა და ეკა ბესელიას გზები გაიყარა - კიდევ ვინ დატოვებს „ოცნებას“ 2020-ის წინ
22:45 / 22.09.2019
გედევან ფოფხაძე ეკა ბესელიასგან წავიდა. დეპუტატი ფიქრობს კონსულტაციების დაწყებას პოლიტიკოსებთან და ამბობს, რომ ის ფორმალურად რჩება ეკა ბესელიას პარტიის წევრი, თუმცა სავარადოდ მალე ოფიციალურად დატოვებს.
ფონიჭალაში მე-7 სართულიდან გადმოვარდნილი 14 წლის მოზარდის მდგომარეობა მძიმეა
22:11 / 22.09.2019
ფონიჭალაში მე-7 სართულიდან გადმოვარდნილი 14 წლის მოზარდის მდგომარეობა მძიმეა. მას „ნიუ ჰოსპიტალში“ ოპერაცია უტარდება. ექიმების ინფორმაციით, ოპერაციის შემდეგ მოზარდს დამატებითი კვლევები ჩაუტარდება.
სამების საკათედრო ტაძარში ჩვილთა საყოველთაო ნათლობა გაიმართა
21:03 / 22.09.2019
სამების საკათედრო ტაძარში დღეს ჩვილთა საყოველთაო ნათლობა გაიმართა. პატრიარქის ნათლული 800-მდე ბავშვი გახდა. აღსანიშნავია, რომ ეს მე-60 საყოველთაო ნათლობაა. ნათლობის შემდეგ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, ახლად მონათლულები დალოცა.
ფონიჭალაში 14 წლის გოგო მე-7 სართულიდან გადმოვარდა
18:57 / 22.09.2019
ფონიჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის მე-7 სართულიდან მოზარდი გადმოვარდა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაადასტურეს.
ქართველი მოჭიდავე ბექა ლომთაძე მსოფლიო ჩემპიონია
16:44 / 22.09.2019
ქართველი მოჭიდავე ბექა ლომთაძე მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში რუსეთის წარმომადგენელ მაგომედრასულ იდრისოვს შეხვდა და 6-1 დაამარცხა. შესაბამისად, ბექა ლომთაძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა.
თბილისი-ბათუმის ერთ-ერთ სამგზავრო მატარებელი 23 სექტემბრიდან რეისიდან იხსნება - მოქალაქეებს ბილეთის საფასური აუნაზღაურდებათ
15:53 / 22.09.2019
„საქართველოს რკინიგზა“ შემცირებული მგზავრთნაკადის გამო, 23 სექტემბრიდან თბილისი-ბათუმის ერთ-ერთ სამგზავრო მატარებელს რეისიდან ხსნის. როგორც ინფო9-ს „საქართველოს რკინიგზიდან“ აცნობეს, მგზავრები, რომლებსაც აღნიშნულ რეისზე აქვთ ბილეთები შეძენილი, მათ დაბრუნებას შეძლებენ.
მამაკაცი, რომელსაც დოლიძის ქუჩაზე ხე დაეცა, მართვით სუნთქვაზე იმყოფება
15:48 / 22.09.2019
მამაკაცი, რომელსაც დოლიძის ქუჩაზე გუშინ ხე დაეცა, მართვით სუნთქვაზე იმყოფება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ რესპუბლიკურ საავადმყოფოში განუცხადეს, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
საქართველოში ქარი დღეს საღამოს ჩადგება, უახლოესი დღეების განმავლობაში კი ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს
14:35 / 22.09.2019
უახლოესი დღეების განმავლობაში საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ განუცხადა.
მეუფე შიო: ნებისმიერი ადამიანის დასასრული, არის სნეულება და გარდაცვალება, ამიტომ ზედმეტად მიჯაჭვა და მატერიალურ ღირებულებებზე ზრუნვა, დიდი უგუნურებაა
13:31 / 22.09.2019
ნებისმიერი ადამიანის დასასრული ეს არის სნეულება და გარდაცვალება, ამიტომ ზედმეტად მიჯაჭვა და ზრუნვა ამსოფლიურ კეთილმოწყობაზე, მატერიალურ ღირებულებებზე, ეს დიდი უგუნურებაა, ამის შესახებ საქართველოს პატრიარქის მოსაყდრემ მეუფე შიომ(მუჯირი) სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.
ბახმაროში პირველი თოვლი მოვიდა
13:23 / 22.09.2019
ბახმაროში პირველი თოვლი მოვიდა. თოვლის საფარის სიმაღლე 30 სანტიმეტრს აღწევს.
ავღანეთში ბაგრამის ბაზის ერთ-ერთ მოედანს ვასილ ყულჯანიშვილის სახელი მიენიჭა
12:02 / 22.09.2019
საქართველოს თავდაცვის ძალების IV მექანიზებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის ინიციატივით, ბაგრამის საავიაციო ბაზის ერთ-ერთ მოედანს გარდაცვლილი ქართველი სამხედრო მოსამსახურის სახელი მიენიჭა. როგორც თავდაცვის სამინისტროში განმარტავენ, ავღანეთის „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში დაღუპული პირველი კლასის რიგითის, ვასილ ყულჯანიშვილის გარდაცვალებიდან ოთხი წელი გავიდა.
რომან გოცირიძე ანაკლიის პოტენციურ ინვესტორ „მერიდიანზე“ - მთავარი საფრთხე არის ანაკლიის აქტივების სამომავლოდ რუსეთისთვის მიყიდვა
11:57 / 22.09.2019
საპარლამენტო ფრაქციის „ნაციონალური მოძრაობა“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე „ანაკლიის კონსორციუმის“ პოტენციურ ინვესტორ „მერიდიანთან“ დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. ასევე, გოცირიძე occrp.org-ის სტატიას აზიარებს სათაურით „ყაზახეთის საიდუმლო მილიარდელები“, რომელიც „მერიდიანს“ ეძღვნება.
ბათუმში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა
10:49 / 22.09.2019
ძლიერი ქარის გამო, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ღამის განმავლობაში 30 შეტყობინება შევიდა. როგორც  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განმარტეს, შეტყობინებები ძირითადად ხეების წაქცევას, ტოტების მოტეხვას და სახურავების დაზიანებას უკავშირდებოდა.
„რეალმა“ ზიდანის შემცვლელის ძებნა დაიწყო
23:14 / 21.09.2019
ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში „პარი სენ-ჟერმენთან“ 0:3 წაგების შემდეგ, სერიოზულად შეირყა „რეალ მადრიდის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ზინედინ ზიდანის პოზიციები.
ნუცუბიძის ფერდობზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა 22 სექტემბრის ნაცვლად,  23 სექტემბრის 00:00 საათზე აღდგება
23:06 / 21.09.2019
ჰოლივუდური ფილმის ეპიზოდების თბილისში მიმდინარე გადაღებები რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო გადაიდო. შესაბამისად, ნუცუბიძის ფერდობზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა 22 სექტემბრის ნაცვლად 23 სექტემბრის 00:00 საათზე აღდგება. აღნიშნულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიცია ავრცელებს.
ქეთევან ციხელაშვილი:  დარწმუნებული ვარ, საქართველოში ას კილომეტრამდე მავთულხლართი  აუცილებლად დაიშლება, ზუსტად ისე, როგორც ბერლინის კედლები დაიშალა
20:02 / 21.09.2019
„ხელოვნური ბარიკადებით, ტანკებით, კედლებით ადამიანების ბუნებრივი მისწრაფებების შეკავება შეუძლებელია. გვგონია, რომ ამას თანმიმდევრული სამშვიდობო პოლიტიკით აუცილებლად დავძლევთ“, - განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა, რომელმაც მშვიდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ოფიციალურ მიღებას უმასპინძლა.
რუსთავში ძლიერმა ქარმა ხეები წააქცია, დაზიანებულია სახლის სახურავები
19:55 / 21.09.2019
რუსთავში ძლიერმა ქარმა 15 სახლის სახურავი დააზიანა, 10-ზე მეტ ქუჩაზე მრავაწლოვანი ხეები წააქცია, დაზიანებულია ელექტრო და გარე განათების სადენები, დაზიანებულია მსუბუქი ავტომანქანები.
პატრიარქი: ღმერთმა განკურნოს ყოველი კიბოთი დაავადებული, ეს უმძიმესი სენი ღმერთმა აგვაშოროს ჩვენ და მთელს მსოფლიოს
19:30 / 21.09.2019
ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სიონის საკათედრო ტაძარში ღვთისმშობლის შობის საზეიმო ლიტურგიის დასრულების შრმდეგ განაცხადა.. “ჩვენთან არს ღმერთი!
მეუფე იაკობი: ვერც ერთი პარტია, ვერც ჩვენ, ეპისკოპოსები,  მესიებად არ გამოვდგებით
18:52 / 21.09.2019
ვერც ერთი პარტია, ვერც ჩვენ, თითოეული ჩვენთაგანი, ეპისკოპოსები ვიქნებით თუ ვინ ვიქნებით, მესიებად არ გამოვდგებით, - ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე ბოდბის მონასტრის წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში ქადაგებისას განაცხადა. მეუფე იაკობმა ქადაგებისას მიტევების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიტევების გარეშე ქვეყანა ვერ გადარჩება.
გენო პეტრიაშვილი მსოფლიო ჩემპიონია
18:48 / 21.09.2019
ყაზახეთში მინდინარე 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ჭიდაობაში ქართველი ფალავანი გენო პეტრიაშვილი ჩემპიონი გახდა.
ფსიქიკური აშლილობის მქონე პაციენტის მიმართ შესაძლოა, როგორც ფიზიკური, ასევე ქიმიური შეზღუდვის მეთოდი გამოიყენონ
18:05 / 21.09.2019
პარლამენტისთვის წარდგენილი კანონპროექტის მიხედვით, ფსიქიკური აშლილობის მქონე პაციენტის მიმართ შესაძლებელი გახდება როგორც ფიზიკური, ასევე ქიმიური შეზღუდვის მეთოდის გამოყენება. ამის შესახებ „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებია აღნიშნული.
კომპანია  „m2 უძრავი ქონება“ გაყიდვების მიმართულებით მომსახურების კულტურისა და ხარისხის ახალ ეტაპზე გადავიდა
17:33 / 21.09.2019

დეველოპერული კომპანია „m2 უძრავი ქონება“ გაყიდვების მიმართულებით მომსახურების კულტურისა და ხარისხის ახალ ეტაპზე გადავიდა. ერთგული და მომავალი კლიენტებისთვის კომპანიამ გაყიდვების ახალი ოფისი გახსნა, რომელიც ფუნქციონალურად, ტექნოლოგიურად და სერვისით სრულიად ინოვაციურია, პასუხობს თანამედროვე ადამიანის ყველა მოთხოვნას და მორგებულია მის ცხოვრების სტილზე. წერეთლის 118-ში მდებარე სივრცე დეველოპმენტის მომავალში გამავალი ერთგვარი კარია, რომელიც აქამდე არსებულ წარმოდგენებს ამსხვრევს და უძრავი ქონების გაყიდვების უახლეს შესაძლებლობებს ბოლომდე წარმოაჩენს.

თბილისში ძლიერი ქარი  ღამის განმავლობაშიც შენარჩუნდება
17:30 / 21.09.2019
თბილისში დღის განმავლობაში დაახლოებით 27 მ/წმ სიჩქარის ქარი შენარჩუნდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზირების ცენტრში განუცხადეს.
ირაკლი ოქრუაშვილის და 20 ივნისის მოვლენების დროს დაკავებულების მხარდამჭერებმა პარლამენტის წინ კარავი გაშალეს
17:20 / 21.09.2019
პარლამენტის წინ, ირაკლი ოქრუაშვილისა და 20-21 ივნისის მოვლენების დროს დაკავებულების მხარდამჭერებმა კარავი გაშალეს. ადგილზე იმყოფებიან 20-21 ივნისს დაკავებული 4 პირის უფლებადამცველი ვახტანგ იაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია ამერიკის მხარდამჭერთა ლიგის ხელმძღვანელი ირაკლი კიკიანი, "გამარჯვებული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გურამ ჩალაგაშვილი და 20-21 ივნისის დაკავებული მორის მაჩალიკაშვილის ბიძა მალხაზ მაჩალიკაშვილი.
დოლიძის ქუჩაზე ორ მამაკაცს  ხე დაეცა
15:19 / 21.09.2019
ძლიერი ქარის გამო თბილისში, დოლიძის ქუჩაზე ორ მამაკაცს ხე დაეცა.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, ორივე მამაკაცს სამედიცინო დახმარება ადგილზევე აღმოუჩინეს, შემდეგ კი, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ისინი კლინიკაში გადაიყვანა.
ძლიერი ქარის შედეგად, თბილისში, ავტომობილი და ელექტროგანათების ბოძები დაზიანდა
14:05 / 21.09.2019
ძლიერმა ქარმა თბილისში რამდენიმე ხე წააქცია და ელექტროგანათების ბოძები დააზიანა. ვარკეთილში დაზიანებულია ავტომობილიც.
გიგა ბოკერია: ქართულმა საზოგადოებამ აჩვენა, რომ ის, რაზეც ერთიანდება, ჩვენი თავისუფლებაა
13:13 / 21.09.2019
"ქართულმა საზოგადოებამ, აქტივისტების მეთაურობით, აჩვენა, რომ ის რაზეც ჩვენი საზოგადოების კრიტიკული მასა ერთიანდება, არის ჩვენი თავისუფლება,"- ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა 20 ივნისის შემდგომ მოვლენებსა და აქციას "სირცხვილია".
პატრიარქი: შემთხვევით არაფერი ხდება, არ არის შემთხვევითი ის, რომ საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრია
13:08 / 21.09.2019
„შემთხვევით არაფერი არ ხდება, არ არის შემთხვევითი ის, რომ საქართველო არის წილხვედრი ღვთისმშობლის", - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სიონის ტაძარში, ქადაგებისას განაცხადა. წირვის დასრულების შემდეგ, რომელსაც პატრიარქი სასულიერო პირებთან ერთად აღავლენდა, მან ტრადიციულად, მრევლს ქადაგებით მიმართა და აღნიშნა, რომ შემთხვევით არაფერი ხდება, მათ შორის არც ის, რომ საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა.
არჩილ თალაკვაძე: 23 სექტემბერიდან ვიწყებთ მოსამართლეობის კანდიდატურების განხილვას და გამჭვირვალე პროცესს უზრუნველვყოფთ
11:59 / 21.09.2019
23 სექტემბერიდან ვიწყებთ მოსამართლეობის კანდიდატურების განხილვას და უზრუნველვყოფთ დემოკრატიულ და მაქსიმალურად გამჭვირვალე პროცესს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ საშემოდგომო სესიის 10 მთავარ გამოწვევაზე საუბრისას განაცხადა.
აშშ საუდის არაბეთში საკუთარ ჯარს გააგზავნის
11:53 / 21.09.2019
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამერიკელი სამხედროების საუდის არაბეთში გაგზავნას მხარი დაუჭირა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, აშშ აცხადებს, რომ ამ გადაწყვეტილების მიზანი საუდის არაბეთის საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის გაძლიერებაა.
ხაზარაძე: ადამიანს ღმერთმა მისცა 1 ხმა, რომელიც ტომარა კარტოფილში არ უნდა გაყიდოს
00:26 / 21.09.2019
ამის შესახებ მოძრაობა “ლელოს” დამფუნებელმა მამუკა ხაზარაძემ “მთავარ არხს” განუცხადა, რომელიც პარლამენტთან მიმდებარე აქციაზე იმყოფება. “ჩემი მთავარი სათქმელი არის ის, რომ დარჩა 1 წელი და ამ ერთი წლის განმავლობაში არჩევნებით უნდა გავისტუმროთ ბიძინა ივანიშვილი, პლუს ყველა მისი დამქაში.
ნანა ლორთქიფანიძე: რა მნიშვნელობა აქვს ვისი შვილი და შვილიშვილია, 18 წლის ბიჭის მკვლელი პრეზიდენტმა არ უნდა შეიწყალოს
00:13 / 21.09.2019
რა მნიშვნელობა აქვს გვარს და ვისი შვილი და შვილიშვილია, 18 წლის ბიჭის მკვლელი პრეზიდენტმა არ უნდა შეიწყალოს, – ამის შესახებ პროფესორ გოგი ოთხმეზურის ბიძაშვილმა, მსახიობმა, ნანა ლორთქიფანიძემ განუცხადა.
არასრულწლოვნების პორნოგრაფიის დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგისთვის 11 პირი დააკავეს, რომელთა შორის არასრულწლოვანთა მშობლები არიან
14:51 / 19.09.2019
შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასრულწლოვნების პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 11 წევრი დააკავა. როგორც შინაგა საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ ბორცვაძემ და ავსტრალიის პოლიციის ფედერალური აგენტის, მეკავშირე ოფიცრა ვენდი რიქსიმ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადეს, დაკავებულები არიან, აშშ-ის მოქალაქე, 1961 წელს დაბადებული კ.უ., ავსტრალიის მოქალაქე, 1959 წლის დაბადებული პ.ლ. და საქართველოს მოქალაქეები: 1985 წელს დაბადებული მ.ც., 1984 წელს დაბადებული ს.კ., 1981 წელს დაბადებული გ.ბ., 1978 წელს დაბადებული ბ. ც., 1982 წელს დაბადებული ი.ა., 1981 წელს დაბადებული ქ.ო., , 1989 წელს დაბადებული ს.კ., 1981 წელს დაბადებული დ.ბ. და 1984 წელს დაბადებული გ.ბ.
VIDEO: გიორგი გახარიამ და მინისტრობის კანდიდატებმა ნაციონალები დარბაზიდან ტაშით გააცილეს
14:36 / 06.09.2019
ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა,
„საქართველოს რკინიგზა“  11 ათასამდე თანამშრომელს ხელფასებს უმატებს!
17:36 / 04.08.2019
სს "საქართველოს რკინიგზა" კიდევ ერთხელ ხაზგასმით აცხადებს, რომ კომპანიის მენეჯმენტი მუდმივად უსმენს და შესაძლებლობის ფარგლებში ცდილობს დააკმაყოფილოს თანამშრომელთა საჭიროებები და მოთხოვნები. სწორედ ამიტომ, დასაქმებულთა იმ კატეგორიას, რომელთა ხელფასი 1500 ლარს არ აღემატება, ხელფასი ემატება 10%-ით. რაც წლიურად დაახლოებით 18-20 მილიონ ლარს შეადგენს და ეს ამ ეტაპზე, ის მაქსიმუმია რისი ფინანსური რესურსიც გამოიძებნა. ამასთანავე, უკლებლივ ყველა რკინიგზელს საჩუქრის სახით, წელიწადში 2-ჯერ ფიქსირებული თანხა გადაეცემა.
ხელფასების 50%-იანი მატების მოთხოვნა და/ან განხილვა არარეალურ, პოპულისტურ საკითხს წარმოადგენს და ვინაიდან თითოეულმა რკინიგზელმა ზედმიწევნით კარგად იცის კომპანიის ფინანსური მდგომარეობა, სიმართლეს არ შეესაბამება განცხადებები, რომ დაახლოებით 4800 რკინიგზელი გაფიცვისათვის ემზადება. მეტიც, "რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი" აერთიანებს 400-მდე წევრს და მას არ გააჩნია ლეგიტიმაცია სრული კოლექტივის სახელით ისაუბროს და მით უფრო დააანონსოს გაფიცვები, შეუსრულებადი მოთხოვნების საპირისპიროდ.
დღის სიახლეები
  • ყაზახეთის დედაქალაქ ნურ-სულთანში დასრულდა მსოფლიო ჩემპიონატი ბერძნულ-რომაული და თავისუფალი სტილით მოჭიდავეებს შორის. მსოფლიო ჩემპიონატზე ოთხი ქართველი მოჭიდავე გახდა მსოფლიო ჩემპიონის ოქროს მედლის მფლობელი:
    22:23 / 22-09-2019
  • სა­ტე­ლე­ვი­ზიო ინ­ტე­ლექ­ტკლუ­ბის წევ­რს, ნიკა აგ­ლა­ძეს სა­ზო­გა­დო­ე­ბის დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბა. მისი მე­გობ­რე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ნი­კას თა­ვის ტვინ­ში კა­ვერ­ნო­ზუ­ლი ჰე­მან­გი­ო­მა აღ­მო­უ­ჩი­ნეს და ახლა გამა და­ნით უნდა ამო­აჭ­რან, რის­თვი­საც ნიკა თურ­ქეთ­ში უნდა წა­ვი­დეს და ოპე­რა­ცია გა­ი­კე­თოს.
    00:31 / 22-09-2019
  • საქართველოში მთებში მოთოვა. თოვლი მოვიდა გოდერძის უღელტეხილზე, ბახმაროში, თუშეთსა და ჯავახეთის მაღალმთიან სოფლებში. 22 სექტემბერს, დღის ბოლოს ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება შეწყდება და გამოიდარებს.
    00:23 / 22-09-2019
  • აქ შეკრებილი საზოგადოება ვაცხადებთ, რომ ჩვენი მიზანია მშვიდობიანად დავასრულოთ მტერთან კოლაბორაციაში მხილებული ბიძინა ივანიშვილის ერთპიროვნული მმართველობა,- ამის შესახებ აქციაზე „სირცხვილია“ ერთ-ერთმა ორგანიზატორმა შოთა დიღმელაშვილმა განაცხადა, როცა მან აქციის მონაწილეებს მანიფესტი და სამოქმედო გეგმა გააცნო. მისი თქმით, საბოლოო გამარჯვებისთვის გააკეთებენ შემდეგს:
    22:39 / 20-09-2019
  • არ აყვეთ პროვოკაციებს, არ აყვეთ ბოტებს, აგერ რომ იჯდნენ და ახლა საბურთალოზე ზიან, არ აჰყვეთ ბიძინა ივანიშვილის რუსეთში, კრემლში ნაშოვნ ფულს, რომელიც დღეს პანამიდან შემოდის საქართველოში,- ამის შესახებ მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ აქციაზე „სირცხვილია“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
    22:20 / 20-09-2019
  • იმდენი წყალგამყოფი იყო აქამდე გარეთ გამოსასვლელად, დღეს კი გამოვიდა მამუკა ხაზარაძე, მაგრამ ბევრჯერ ჰქონდა გარეთ გამოსვლის შესაძლებლობა. ბევრად მნიშვნელოვანი და ბევრად მეტი სიმძაფრის წყალგამყოფები არსებობდა - სანდრო გირგვლიანის მკვლელობა, აგვისტოს ომი, 7 ნოემბერი, 26 მაისი, - ამის შესახებ პოეტმა დავით მაღრაძემ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" განაცხადა.
    22:14 / 20-09-2019
  • სამწუხაროა, რომ ინტერპრეტაციები და სპეკულაციები მოჰყვა კანონპროექტს, რომელიც პარლამენტში ინიცირებულიც კი არ არის. ტყუილია, რომ თითქოს კანონპროექტში წერია, რომ ადამიანს არ ექნება ორ ადგილზე მუშაობის უფლება, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს დეპუტატ დიმიტრი ცქიტიშვილის კანონპროექტთან დაკავშირებით განუცხადა, რომლის ინიცირებაც ოქტომბერში იგეგმება.მისი თქმით, კანონპროექტში საუბარია იმაზე, რომ დამსაქმებელს უფლება არ ექნება, დასაქმებულს, მისი სურვილის საწინააღმდეგოდ, ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულება აიძულოს.
    22:11 / 20-09-2019
  • ტრანსფორმაცა და განახლება სჭრდება ყველაფერს და მე ლოგიკურად მიმაჩნია ის იდეა, რომ ეს აქციები რეგიონებს, ქალაქებს მოედოს და შემდეგ ერთ მუშტად დაუბრუნდეს თავის საწყისებს,- ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ოპერის მიმდებარე ტერიტორიაზე განაცხადა, სადაც პარტიის მხარდამჭერები და ლიდერები არიან შეკრებილები.
    20:54 / 20-09-2019
  • „ვისოლი“ საქართველოს ნავთობბაზარზე თვითმომსახურების ქცევას ნერგავს. კომპანიამ მარშალ გელოვანის გამზირზე, პოლიციის სამმართველოსთან პირველი თვითმომსახურების სადგური გახსნა. ცნობილი კარიკატურისტისა და წარმატებული თანამედროვე მხატვრის, გიორგი გამეზარდაშვილის მიერ მოხატული სადგური მიმზიდველია არა მხოლოდ როგორც ქუჩის ხელოვნების მინუში, არამედ როგორც სივრცე, სადაც უმაღლესი ხარისხის საწვავის შეძენა 15 თეთრამდე ფასდაკლებითაა შესაძლებელი. ხოლო დამატებით სერვისების მიღება მარტივი და მოსახერხებელია.
    20:42 / 20-09-2019
  • მისი უწმინდესობის, კირილეს, ქმედება ჩვენთვის გაუგებარია და აღიქმება სეპარატიზმის წახალისებად,- ასე ეხმიანება საქართველოს საპატრიარქო გავრცელებულ ინფორმაციას, რომ რუსეთის ეკლესიის მეთაურმა, კირილემა აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას „არჩევნებში“ გამარჯვება მიულოცა.
    20:30 / 20-09-2019
  • „რუსეთი არის ოკუპანტი, ვერაგი, მატყუარა. ირონიით არ ვამბობ ამას“, - ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა ადა მარშანიამ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც „მინისტრის საათის“ ფორმატში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ ქეთევან ციხელაშვილს უსმენენ.
    19:35 / 20-09-2019
  • საქართველოს პარლამენტთან საპროტესტო აქცია "სირცხვილია" დაიწყო. როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა შოთა დიღმელაშვილმა განაცხადა, დღეს მჭიდრო განრიგი აქვთ, რადგან დაგეგმილია სიტყვით გამოსვლები. მისივე თქმით, აქციას ბევრი ადამიანი შეუერთდება.
    19:32 / 20-09-2019
კალენდარი
×