ქეთევან ციხელაშვილი: საოკუპაციო რეჟიმი ვაჟა გაფრინდაშვილის პატიმრობას მიზანმიმართულად აჭიანურებს
32 წუთის წინ
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, საოკუპაციო რეჟიმი ქართველი ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის პატიმრობას მიზანმიმართულად აჭიანურებს.
ტალინის ცენტრში ქართული დიზაინით გაფორმებული სკვერი გაიხსნა
39 წუთის წინ
ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა, არჩილ ყარაულაშვილმა და ტალინის მერმა, მიხაილ კილვარტმა ტალინის ცენტრში ქართული დიზაინით გაფორმებული სკვერი „რაუას მწვანე სივრცე“ გახსნეს. დამსწრე საზოგადოებას მიმართეს ასევე ტალინის ცენტრალური უბნის გამგებელმა, ვლადიმერ სვეტმა და არქიტექტორმა, ტიინა ტუულიკმა.
მგზავრი, რომელიც სან ფრანცისკოდან ატლანტაში მიფრინავდა მორიელმა დაკბინა
20:25 / 10.12.2019
აშშ-ში თვითმფრინავის მგზავრი, რომელიც სან ფრანცისკოდან ატლანტაში მიფრინავდა მორიელმა დაკბინა. ინფორმაციას  BBC-ი ავრცელებს.
სალომე ზურაბიშვილი: რატომღაც დაკომპლექსებული ერი გავხდით
20:14 / 10.12.2019
„ჩვენ უზარმაზარი შესაძლებლობები გვაქვს“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადა, სადაც საქართველოსა და კავკასიის მეცნიერებების შემსწავლელი საკოორდინაციო ცენტრის დაფუძნების შესახებ დოკუმენტს ხელი მოეწერა.
დავით ლორთქიფანიძისა და სოსო რობაქიძის დაფუძნებული ორგანიზაციის აქტივისტებმა პარლამენტთან კარავი გაშალეს
19:57 / 10.12.2019
ერთის დღის დაფუძნებულმა ორგანიზაცია “შევინარჩუნოთ სიცოცხლე”-ს აქტივისტებმა პარლამენტის წინ კარავი გაშალეს. ასევე, მიმდებარე ტერიტორიაზე კარავი აქვთ გაშლილი პანკისის ხეობაში, სუს-ის სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამას, მალხაზ მაჩალიკაშვილს და “ციანიდის საქმეზე” მსჯავრდებულის, დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმას, თორნიკე მამალაძეს.
უდუმაშვილი: როგორი სისტემითაც არ უნდა ჩატარდეს არჩევნები, ივანიშვილი დამარცხებულია
19:32 / 10.12.2019
“მმართველი გუნდი აშკარად გაუგებრობაშია,”,- ამის შესახებ, “ერთიანი ნაციონალური მოძორაბის” ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა “კურიერთან” განაცხადა.
"ხელისუფლება არამხოლოდ თანამშრომლობს, არამედ მჭიდროდ დაკავშირებულია კრიმინალურ სამყაროსთან" - ნიკა მელია
19:30 / 10.12.2019
ომბუდსმენის სკანდალურ დასკვნას მწვავე შეფასებები მოჰყვა ოპოზიციაში.
პატიმარი გიორგი რურუა: ყველაფერი ლოგიკურად და კარგად მიდის, მთავარია უიმედობამ არ გვაჯობოს!
19:12 / 10.12.2019
პატიმარი გიორგი რურუა, რომელსაც იარაღის უკანონოდ ტარებასა და შენახვას ედავებიან, პირველად დაპატიმრების შემდეგ, "ფეისბუქზე" პოსტს აქვეყნებს და ხელისუფლებას მიმართავს, ყველაფერი იღონოს ტყვეობიდან ვაჟა გაფრინდაშვილის გამოსახსნელად.
საოკუპაციო რეჟიმის მიერ სოფელ ახმაჯთან დაკავებული საქართველოს სამი მოქალაქე გათავისუფლდა
18:45 / 10.12.2019
საოკუპაციო რეჟიმის მიერ სოფელ ახმაჯთან დაკავებული საქართველოს სამი მოქალაქე გათავისუფლდა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურშიც დაუდასტურეს.
ალექსანდრე ერქვანია: მადლობა გიორგი კვირიკაშვილს ეკლესიის, პატრიარქის ერთგულებისთვის, თავგანწირვისა და სიყვარულისთვის, ვინ რა გააკეთა, ისტორია განსჯის
18:38 / 10.12.2019
მიმდინარეობს ბრძოლა მხოლოდ ძალაუფლებისთვის, ფულისთვის და პირადი კეთილდღეობისთვის, – განაცხადა დეპუტატმა ალექსანდრე ერქვანიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. მან დღეს საპარლამენტო უმრავლესობის დატოვების შესახებ გააკეთა განცხადება.
პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა
18:31 / 10.12.2019
პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა. პლენარულ სხდომაზე 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიაპარლამენტმა 83 ხმით 1-ის წინააღმდეგ დაამტკიცა.
გიორგი მიქაუტაძის განცხადებით, დადებითი მოლოდინი აქვს, რომ პარლამენტი უზენაეს სასამართლოში მის გამწესებას მხარს დაუჭერს
18:07 / 10.12.2019
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის გიორგი მიქაუტაძის განცხადებით, მას დადებითი მოლოდინი აქვს, რომ პარლამენტი უზენაეს სასამართლოში მის გამწესებას მხარს დაუჭერს.
ეკა ბესელია: გიორგი მიქაუტაძეს ნახევარი უმრავლესობა ფეხქვეშ გაეგო, თითქოს მაფიის ხელმძღვანელი მოდიოდა
18:04 / 10.12.2019
გიორგი მიქაუტაძეს ნახევარი უმრავლესობა ფეხქვეშ გაეგო, გეგონება მაფიის ხელმძღვანელი მოდიოდა პარლამენტში და ძნელად წარმომიდგენია, რომ მას ხმა არ მისცენ, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.
ვლადიმერ ზელენსკი პუტინთან შეხვედრაზე - მე სწრაფი ადამიანი ვარ, ვფიქრობდი „ჰოპ, ჰოპ“ და მოვილაპარაკებთ, მაგრამ ასე არ მოხდა
18:01 / 10.12.2019
მე უფრო სწრაფი ადამიანი ვარ. ვფიქრობდი, „ჰოპ, ჰოპ“ და მოვილაპარაკებთ, მაგრამ ასე არ მოხდა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან „ნორმანდიული ოთხეულის“ სამიტის ფარგლებში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
გედევან ფოფხაძე: გავა ოდიოზური მოსამართლე უზენაეს სასამართლოში? ამით სააკაშვილის რეჟიმის რეანიმაცია მოხდება
16:23 / 10.12.2019
მოსამართლეებს, რომლებიც უვადო პატიმრობას იმსახურებდნენ, უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეებად ნუ ვაქცევთ, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, მიმდინარე კვირაში ზნეობრივი ტესტი თითოეულ დეპუტატს ექნება ჩასაბარებელი. როგორც ფოფხაძემ აღნიშნა, უზენაეს სასამართლოში ოდიოზური მოსამართლის დანიშვნით სააკაშვილის რეჟიმის რეანიმაცია მოხდება.
ალექსანდრე ერქვანიამ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა
16:20 / 10.12.2019
„ქართული ოცნების" დეპუტატმა ალექსანდრე ერქვანიამ უმრავლესობა დატოვა. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, მიღებულ გადაწყვეტილებას ბევრი მიზეზი აქვს.
თამარ ჩუგოშვილი: სისტემა, რომელიც ქვეყანაში გვაქვს, უსამართლოა
16:11 / 10.12.2019
„ის სისტემა, რომელიც ჩვენ გვაქვს ქვეყანაში, უსამართლოა, ეს სისტემა უზრუნველყოფს მარტივ რამეს: მოსახლეობის ნახევარზე ნაკლების მხარდაჭერით, ის აბსოლუტურ ძალაუფლებას აძლევს ერთ პოლიტიკურ ძალას“, - ამის შესახებ პლენარულ სხდომაზე ყოფილმა პირველმა ვიცე-სპიკერმა, დამოუკიდებელმა დეპუტატმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.
ირაკლი კობახიძე: ოპოზიცია, რომელიც ერთმანეთში ურევს პარლამენტის აპარატს და საკონსტიტუციო სასამართლოს, ვერ იქნება ვერავითარი ხაზის განმსაზღვრელი პოლიტიკაში
16:06 / 10.12.2019
საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი გუნდი ოპოზიციას და საერთაშორისო პარტნიორებს საარჩევნო სისტემის მოდელთან დაკავშირებით შეჯერებულ ვარიანტს უახლოეს მომავალში წარუდგენს.
მაია ცქიტიშვილი: რასაც ამბობს ბატონი ბიძინა, ყოველთვის სიმართლეა
15:51 / 10.12.2019
რასაც ამბობს ბატონი ბიძინა, ყოველთვის სიმართლეა, - ამის შესახებ ვიცე- პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, მართლაც გადაარჩინა თუ არა ბიძინა ივანიშვილმა ასწლოვანი ხეები გადაშენებას მათი გადარგვით.
„საქართველოს რკინიგზა“  11 ათასამდე თანამშრომელს ხელფასებს უმატებს!
17:36 / 04.08.2019
სს "საქართველოს რკინიგზა" კიდევ ერთხელ ხაზგასმით აცხადებს, რომ კომპანიის მენეჯმენტი მუდმივად უსმენს და შესაძლებლობის ფარგლებში ცდილობს დააკმაყოფილოს თანამშრომელთა საჭიროებები და მოთხოვნები. სწორედ ამიტომ, დასაქმებულთა იმ კატეგორიას, რომელთა ხელფასი 1500 ლარს არ აღემატება, ხელფასი ემატება 10%-ით. რაც წლიურად დაახლოებით 18-20 მილიონ ლარს შეადგენს და ეს ამ ეტაპზე, ის მაქსიმუმია რისი ფინანსური რესურსიც გამოიძებნა. ამასთანავე, უკლებლივ ყველა რკინიგზელს საჩუქრის სახით, წელიწადში 2-ჯერ ფიქსირებული თანხა გადაეცემა.
ხელფასების 50%-იანი მატების მოთხოვნა და/ან განხილვა არარეალურ, პოპულისტურ საკითხს წარმოადგენს და ვინაიდან თითოეულმა რკინიგზელმა ზედმიწევნით კარგად იცის კომპანიის ფინანსური მდგომარეობა, სიმართლეს არ შეესაბამება განცხადებები, რომ დაახლოებით 4800 რკინიგზელი გაფიცვისათვის ემზადება. მეტიც, "რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი" აერთიანებს 400-მდე წევრს და მას არ გააჩნია ლეგიტიმაცია სრული კოლექტივის სახელით ისაუბროს და მით უფრო დააანონსოს გაფიცვები, შეუსრულებადი მოთხოვნების საპირისპიროდ.
დღის სიახლეები
კალენდარი
×