ქათამს რომ თავს წააჭრი და ფართხალობს, ისეა ახლა ეს ხელისუფლება - გოგი წულაია
00:43 / 15.11.2019
პარტია ,,თავისუფალი საქართველოს” თანათავჯდომარემ გოგი წულაია რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქიაზე იმყოფება.
ქუჩაში ხალხი არ დგას, ხალხი დგას “ოცნების“ უკან - ირაკლი კობახიძე
00:36 / 15.11.2019
ქუჩაში ხალხი არ დგას, ხალხი დგას "ქართული ოცნების" უკან, - ამის შესახებ "ოცნების" დეპუტატმა ირაკლი კობახიძემ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.
სერგეი გავრილოვი საქართველოს პარლამენტისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს
00:06 / 15.11.2019
„საქართველოს პარლამენტმა ბოდიში უნდა მოიხადოს მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრების წინაშე თბილისში მიმდინარე წლის ზაფხულში ასამბლეის ჩაშლის გამო და წარმოადგინოს ანგარიში იმ ზომებთან დაკავშირებით, რომელიც ინციდენტს მოჰყვა“, - ეს განცხადება ათენში, ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსეთის დუმის დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა სამდივნოს სხდომაზე გააკეთა.
საპარლამენტო უმრავლესობას კიდევ ერთი დეპუტატი, რუსთავის მაჟორიტარი გიორგი ბეგაძე ტოვებს
00:01 / 15.11.2019
საპარლამენტო უმრავლესობას კიდევ ერთი დეპუტატი ტოვებს. აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელში რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ბეგაძემ დაწერა.
ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეხლა შემოხლა მოხდა
23:35 / 14.11.2019
მოძრაობა „შეცვალეს“ წარმომადგენლები ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან მივიდნენ. მათი განცხადებით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის რეზიდენციასთან მოსვლით გააპროტესტეს პარლამენტის მიერ ჩაგდებული საარჩევნო ცვლილება.
ირაკლი წერეთელი: მეგობრებო, მე რომ არ მოვალ აქციაზე, ძალიან გაგიჭირდებათ
23:24 / 14.11.2019
მეგობრებო, მე რომ არ მოვალ აქციაზე, ძალიან გაგიჭირდებათ, – ამის შესახებ პარტია „ეროვნული დამოუკიდებლობის“ თავმჯდომარე ირაკლი წერეთელმა განაცხადა, რომელმაც პარლამენტთან, აქციაზე შეკრებილებს მიმართა.
მეუფე პეტრე დღეს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ხელისუფლებას მიმართავს
23:15 / 14.11.2019
იღუმენია თამარ გაყრელიძე სოციალურ ქსელში ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტის, მეუფე პეტრეს მიმართვას ავრცელებს. მიმართვის ადრესატია ხელისუფლება.
აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე კარვები გაშალეს
22:49 / 14.11.2019
თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროტესტის მონაწილეებმა კარვები გაშალეს.
გიორგი კვირიკაშვილი: „ქართული ოცნების“ 14 ნოემბერი - კიდევ ერთი ნაბიჯი ხელისუფლების დელეგიტიმაციისკენ და პოლარიზაციისკენ
22:47 / 14.11.2019
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პარლამენტის მიერ საარჩევნო სისტემის ცვლილებების შესახებ კანონპროექტის ჩაგდებას და შემდეგ განვითარებულ მოვლენებს სოციალური ქსელით ეხმაურება.
გიორგი მარგველაშვილი: მივმართავ მეგობარ პრეზიდენტებს, გამოიყენეთ თქვენი ძალაუფლება და მოახდინეთ გავლენა საქართველოში მიმდინარე პროცესზე
22:31 / 14.11.2019
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციიდან უცხო ქვეყნის მეგობარ პრეზიდენტებს მიმართა, გამოიყენონ საკუთარი კავშირები და მოახდინონ გავლენა საქართველოში მიმდინარე პროცესებზე.
გრიგოლ ვაშაძე: 23 ნოემბერი მოდის და გაიხსენეთ, რა მოხდა მაშინ საქართველოში
22:22 / 14.11.2019
ვინც სახლში ხართ, გამოდით, რადგან სახელმწიფოს გარდა, არაფერი დაგრჩათ და იმასაც გართმევენ, – ასეთი მიმართვა გააკეთა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე.
გიორგი მარგველაშვილი: მე ნამდვილად არ მინდა პოლიტიკაში მობრუნება, მაგრამ ვითარება დრამატულია - არ მინდა დიქტატურაში ცხოვრება
22:07 / 14.11.2019
მე ვდგავარ იქ, სადაც დგას ქართველი ხალხი და იმ ადგილას, რომელსაც ალტერნატივა არ გააჩნია,- ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ჟურნალისტებს განუცხადა.
მამუკა ხაზარაძე: ბიძინა ივანიშვილმა თავისი პარტიის დამქაშებთან ერთად დღეს ჩაგვიტარა სპექტაკლი და საქართველოს ეროვნულ ინტერესებს მიმართულება შეუცვალა ჩრდილოეთისკენ
21:54 / 14.11.2019
ბიძინა ივანიშვილმა, ერთ-ერთმა ყველაზე მატყუარა, ცბიერმა კაცმა, რომელიც მე ცხოვრებაში შემხვედრია, თავისი პარტიის დამქაშებთან ერთად დღეს ჩაგვიტარა სპექტაკლი და საქართველოს ეროვნულ ინტერესებს მიმართულება შეუცვალა ჩრდილოეთისკენ. ფიალა ავსებულია, ჩვენ არ დავიხევთ უკან,- ასე მიმართა საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ პარლამენტის წინ აქციის მონაწილეებს.
პარლამენტთან მიმდინარე აქციას საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები, ასევე სტუდენტები შუერთდნენ
21:43 / 14.11.2019
პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციას შეუერთდნენ საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები.
ირაკლი კობახიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ „მელკი“ ტყუილებით არის გამორჩეული
21:38 / 14.11.2019
„ნაციონალური მოძრაობა“ „მელკი“ ტყუილებით არის გამორჩეული, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ოპოზიცია საკუთარ ტყუილებში იხლართება ხოლმე.
დატოვებენ თუ არა „კონსერვატორები“ საპარლამენტო უმრავლესობას, 15 ნოემბერს გახდება ცნობილი
20:33 / 14.11.2019
„კონსერვატორები“ ხვალ, 15 ნოემბერს გაასაჯაროებენ გადაწყვეტილებას, დარჩებიან თუ არა საპარლამენტო უმრავლესობაში. ამ წუთებში ფრაქცია „ქართული ოცნება - კონსერვატორების“ წევრი ნინო გოგუაძე თამარ ჩუგოშვილს ხვდება, რომელმაც უმრავლესობის კიდევ 7 წევრთან ერთად დღეს მმართველი გუნდის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.
გრიგოლ ვაშაძე - გაგხევთ ნაკერავზე
20:12 / 14.11.2019
გავხევთ ნაკერავზე ამ ხელისუფლებას და მოვიგებთ,- ასეთი კომენტარი გააკეთა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ.
გია ვოლსკი: უმრავლესობის დაშლა ქვეყანაში სტაბილურობას გაცილებით მეტად დაასუსტებდა, ვიდრე ნათელაშვილის გარშემო პარტიების გაერთიანება
19:49 / 14.11.2019
ვფიქრობ, უმრავლესობის შენარჩუნება არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი სხვა საკითხი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ კონსტიტუციური კანონის პროექტის ჩაგდების მიზეზებზე საუბრისას განაცხადა.
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გრძელდება
19:32 / 14.11.2019
თბილისში, პარლამენტის წინ აქცია მიმდინარეობს. მოქალაქეებმა, რომლებიც დეპუტატების მიერ არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებასთან დაკავშირებული კანონპროექტის ჩაგდებას აპროტესტებენ დედაქალაქის მთავარი გამზირი გადაკეტეს.
ოპოზიცია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას და გახარიას გადადგომას ითხოვს
19:26 / 14.11.2019
ოპოზიციური პარტიები კონსულტაციიის შედეგად ერთიან მოთხოვნებზე შეთანხმდნენ.
მდინარაძე უმრავლესობიდან დღეს წასულ დეპუტატებზე: ყველაფერს გავაკეთებ, რომ გადაწყვეტილება შეცვალონ
19:19 / 14.11.2019
ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, დეპუტატებმა, რომლებმაც საპარლამენტო უმრავლესობის დატოვების შესახებ განაცხადეს, ნაჩქარევი გადაწყვეტილება მიიღეს.
თაკო ჩარკვიანი: ქვეყანა არის ცაიტნოტში, ჩვენ გვაქვს აჯანყების უფლება
19:11 / 14.11.2019
ქვეყანა არის ცაიტნოტში, ჩვენ გვაქვს აჯანყების უფლება, რომელიც პირდაპირ წერია კონსტიტუციაში, ეს ჩვენი კონსტიტუციური უფლებაა, ამაში საშიში არაფერია, – ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართალის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა განაცხადა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაზე ჩავარდნასთან დაკავშირებით.
საპარლამენტო უმრავლესობიდან წასულმა დეპუტატებმა შესაძლოა, ფრაქცია შექმნან
19:02 / 14.11.2019
საპარლამენტო უმრავლესობიდან წასულმა დეპუტატებმა შესაძლოა, ფრაქცია შექმნან.
ზურაბ ჯაფარიძე: ამ ნაბიჯს გადავაყოლებთ ხელისუფლებას და გავუშვებთ ხელისუფლებიდან
18:52 / 14.11.2019
ამ ნაბიჯს გადავაყოლებთ ხელისუფლებას და გავუშვებთ ხელისუფლებიდან, – ამის შესახებ ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.
აშშ-ის საელჩო - გული გვწყდება, რომ დღევანდელ კენჭისყრაზე საკონსტიტუციო ცვლილებებს „ქართული ოცნების“ დეპუტატების არასაკმარისმა რაოდენობამ დაუჭირა მხარი
18:43 / 14.11.2019
ჩვენ გული გვწყდება, რომ მიუხედავად ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერისა, დღევანდელ კენჭისყრაზე საკონსტიტუციო ცვლილებებს „ქართული ოცნების“ დეპუტატების არასაკმარისმა რაოდენობამ დაუჭირა მხარი, - ამის შესახებ ნათქვამია საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრასთან დაკავშირებით, საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.
საპარლამენტო უმრავლესობას მარიამ ჯაშიც ტოვებს
18:13 / 14.11.2019
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მარიამ ჯაშმა „ქართული ოცნება“ დატოვა. შესაბამისი განცხადება ჯაშმა რამდენიმე წუთის წინ, პარლამენტში გააკეთა.
„თითქმის სამი საათი გავიდა კენჭისყრის შემდეგ. ეს დრო სპეციალურად გამოვიყენე, რომ ჩემი გადაწყვეტილება არ ყოფილიყო ემოციურ ფონზე მიღებული.
კახა კალაძის განცხადებით, შუა თითი აქციის მონაწილეებისთვის არ უჩვენებია
18:08 / 14.11.2019
თბილისის მერის, კახა კალაძის მტკიცებით, შუა თითი აქციის მონაწილეებისთვის არ უჩვენებია.
მამუკა ხაზარაძე: დღეს, სწორედ რუსთაველზე გადის ჩვენი თავისუფლების დაცვის და ქვეყნის მომავლის გადარჩენის ხაზი - „ლელო“ დგას ხალხთან ერთად!
17:47 / 14.11.2019
დღეს, სწორედ რუსთაველზე გადის ჩვენი თავისუფლების დაცვის და ქვეყნის მომავლის გადარჩენის ხაზი. „ლელო“ დგას ხალხთან ერთად!, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.
მამუკა ხაზარაძის განცხადებაში აღნიშნულია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებით, მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ არაფრად ჩააგდო საქართველოს მოსახლეობა.
გიგი უგულავა: ივანიშვილმა „გადააგდო“ ხალხი და ახლა ხალხმა უნდა „გადააგდოს“ ივანიშვილი
17:35 / 14.11.2019
"ივანიშვილმა „გადააგდო“ ხალხი და ახლა ხალხმა უნდა „გადააგდოს“ ივანიშვილი", - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ რუსთაველის გამზირზე, "ინტერპრესნიუსს" განუცხადა.
ადვოკატის ინფორმაციით, მეგობრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ბექა კვიციანს ფსიქიკური პრობლემები აქვს
17:28 / 14.11.2019
თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე მეგობრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ბექა კვიციანს ფსიქიკური პრობლემები აქვს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს კვიციანის ადვოკატმა შოთა მანელიძემ განუცხადა.
სემეკმა ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი კომპანია „გაზტრანს სერვისი“ მომხმარებელთა უფლებების დარღვევის გამო დააჯარიმა
17:20 / 14.11.2019
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 14 ნოემბრის საჯარო სხდომაზე შპს „გაზტრანს სერვისი“, სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 5 000 ლარით დააჯარიმა.
რომან გოცირიძე: ვინც წერა-კითხვა იცოდა და პოლიტიკაში რაღაც გაეგებოდა, უმრავლესობა ყველამ დატოვა - შემორჩნენ ბნელი და უწიგნური ადამიანები, ფულზე დახარბებული მაჟორიტარები
17:11 / 14.11.2019
იქნება ძალიან მძლავრი საზოგადოებრივი პროტესტი. დღეს პარტიები შევიკრიბებით, მშვიდ ატმოსფეროში დავგეგმავთ ყველა ნაბიჯს, - ამის შესახებ „პალიტრანიუსს“ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ განუცხადა.
ბიძინა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს - იმედგაცრუებული ვარ, ვერ მოხერხდა, ხორცი შესხმოდა ჩვენს ინიციატივას
15:59 / 14.11.2019
პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებას.
გიორგი კახიანი უმრავლესობის შესაძლო დატოვებაზე: გამორიცხული არაფერია
14:59 / 14.11.2019
"ემოციურ ფონზე არანაირი განცხადების გაკეთება არ მინდა, თუმცა გამორიცხული არაფერია",- ასე პასუხობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი კახიანი დასმულ კითხვას, გამორიცხავს თუ არა საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებას.
თამარ ჩუგოშვილი: ჩვენ არ დაგვიგეგმავს ოპოზიციაში გადასვლა, მაგრამ დიდ პასუხისმგებლობას ვატარებ და წასვლა სწორად მიმაჩნია
14:55 / 14.11.2019
„მომავალზე ძალიან გამიჭირდება ახლა საუბარი, ჩვენ ხომ არ დაგვიორგანიზებია ეს პროცესი, არ დაგვიგეგმავს ოპოზიციაში გადასვლა, ამაზე არ გვისაუბრია, პასუხი კითხვაზე სამომავლოდ რა ნაბიჯებს გადავდგამთ, არ მაქვს“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობიდან გადამდგარმა თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს მას შემდეგ განუცხადა, რაც ცნობილი გახდა, რომ ის დეპუტატთა გარკვეულ რაოდენობასთან ერთად საპარლამენტო უმრავლესობას და საპარლამენტო თანამდებობებს ტოვებს.
პარლამენტთან სამართალდამცავებსა და მოძრაობა „სირცხვილიას“ მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა
14:39 / 14.11.2019
პარლამენტის შენობის გვერდითა შესასვლელთან სამართალდამცავებსა და მოძრაობა „სირცხვილიას“ მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება.
საპატრულო პოლიციის უფროსი აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, პარლამენტის შენობის პიკეტირება არ მოახდინონ
14:30 / 14.11.2019
ვინც არ დაემორჩილება კანონიერ მოთხოვნას და მოახდენს პარლამენტის შესასვლელების პიკეტირებას, მათ მიმართ კანონის ნორმები გატარდება, - ამის შესახებ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, ვაჟა სირაძემ პარლამენტის შენობის ცენტრალურ შესასვლელთან განაცხადა, სადაც მოძრაობა „სირცხვილიას" და „შეცვალეს" წევრებმა შესასვლელის პიკეტირება მოახდინეს.
საპარლამენტო უმრავლესობას კიდევ ერთი დეპუტატი ზაზა ხუციშვილი ტოვებს
14:10 / 14.11.2019
მმართველ გუნდს კიდევ ერთი დეპუტატი - ზაზა ხუციშვილი ტოვებს. „პარტიის წევრი მე არ ვყოფილვარ და ბუნებრივია, ვერ დავტოვებ. მაჟორიტარი დეპუტატი გახლავართ და ამ მოვალეობას შევასრულებ ბოლომდე. საპარლამენტო უმრავლესობა დავტოვე“, - განაცხადა ზაზა ხუციშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას რამდენიმე წუთის წინ.
მიხეილ სააკაშვილი: ბიძინა ივანიშვილმა მოსახლეობა გააცუცურაკა - ახლა ხალხი უნდა დაირაზმოს და გააკეთოს მშვიდობიანი მობილიზაცია
14:01 / 14.11.2019
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოქალაქეებს მობილიზაციისკენ მოუწოდებს. სააკაშვილის თქმით, „როგორც მოსალოდნელი იყო, ივანიშვილმა ყველა გადააგდო და გააცუცურაკა“.
ლევან კობერიძე: ბიძინა ივანიშვილმა მოსახლეობა „გადააგდო“
13:53 / 14.11.2019
„ქართულმა ოცნებამ“ და კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილმა „გადააგდო“ მოსახლეობა, - ასე ეხმაურება დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებას.
თამარ ჩუგოშვილმა და რამდენიმე დეპუტატმა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს
13:48 / 14.11.2019
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი, ასევე უმრავლესობის დეპუტატები –
პარლამენტთან პროპორციულ სისტემაზე ცვლილებების ჩაგდებას აპროტესტებენ
13:32 / 14.11.2019
პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, აქციის მონაწილეები პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებას ეწინააღმდეგებიან.
რომან გოცირიძე: პროპორციულის ჩავარდნის შემთხვევაში, გავრილოვის ღამე სანატრელი გაუხდებათ
13:23 / 14.11.2019
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, რომან გოცირიძის განცხადებით, ხელისუფლების მხრიდან არ არსებობს პოლიტიკური ნება, რომ ქვეყანა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადავიდეს. დეპუტატი მმართველ გუნდს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის პროექტის ჩავარდნის შემთხვევაში მოსალოდნელი შედეგების შესახებ აფრთხილებს.
პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა
13:16 / 14.11.2019
პარლამენტმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით, ნულოვანი ბარიერის პირობებში, ჩატარებასთან დაკავშირებით მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა.
მამუკა მდინარაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა ზოგიერთი დეპუტატის დარწმუნება მოახერხა, რომ მათ პროპორციულ საარჩევნო სისტემას მხარი დაუჭირონ
13:08 / 14.11.2019
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილმა ზოგიერთი დეპუტატის დარწმუნება მოახერხა, რომ მათ პროპორციულ საარჩევნო სისტემას მხარი დაუჭირონ. მისივე თქმით, კენჭისყრა ინდივიდუალურ რეჟიმში ჩატარდება.
კახა ოქრიაშვილი: იმედი მაქვს, რომ კანონპროექტი ჩავარდება და დავუბრუნდებით განხილვას, რომ საპრეზიდენტო მმართველობაზე გადავიდეთ
13:02 / 14.11.2019
იმედი მაქვს, რომ ეს კანონპროექტი ჩავარდება და დავუბრუნდებით განხილვას, რომ გადავიდეთ საპრეზიდენტო მმართველობაზე, რომელიც არის იდეალური ჩვენი ქვეყნისთვის 2024 წლიდან, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა კახა ოქრიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
დაჩი ბერაია: პროპორციულ სისტემაზე კანონპროექტს მხარს არ დავუჭერ - ვფიქრობ, საკმარისი რაოდენობა იქნება, რომ ეს კანონპროექტი ჩავარდეს
12:50 / 14.11.2019
პროპორციულ სისტემაზე კანონპროექტს მხარს არ დავუჭერ. ვფიქრობ, საკმარისი რაოდენობა იქნება იმისთვის, რომ კანონპროექტი ჩავარდეს, - ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა დაჩი ბერაიამ ჟურნალისტებს განუცხადა. ამასთან, როგორც ბერაია აცხადებს, მან არ იცის დეპუტატების რაოდენობა, ვინც კანონპროექტს მხარს არ უჭერს.
ლევან გოგიჩაიშვილი: ავანსცენაზე ე.წ. გამბედავი მაჟორიტარების გამოჩენა არის მისტიკა და ზღაპარი
12:42 / 14.11.2019
ე.წ. გამბედავი მაჟორიტარების გამოჩენა ავანსცენაზე არის მისტიკა და ზღაპარი, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა განაცხადა. დეპუტატს პროგნოზის გაკეთება უჭირს, თუმცა აცხადებს, რომ რეალურად ყველაფერი შეთანხმებულია და იმედი აქვს, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებულ კანონპროექტს მხარს დაუჭერენ.
რომან გოცირიძე: ვინმეს სჯერა, რომ შეიძლება პაიკები აუმხედრდნენ მეფეს? ამას შეიძლება უწოდო "უჩინართა ბუნტი"
12:36 / 14.11.2019
ხომ გაგიგონიათ „უკანასკნელი ტანგო პარიზში", ეს იქნება „უკანასკნელი ტანგო თბილისში“ ივანიშვილისთვის, თუ მან გაბედა და კვლავაც მოატყუა ხალხი, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მან მაჟორიტარი დეპუტატების ე.წ. ამბოხს „უჩინართა ამბოხი" უწოდა. რომან გოცირიძე ხელისუფლებას აფრთხილებს, რომ თუ კანონპროექტს ჩააგდებენ, „გავრილოვის ღამე" სანატრელი გაუხდებათ.
მიხეილ ჩხენკელი: კულტურის სამინისტრო ცალკე უნდა არსებობდეს
12:15 / 14.11.2019
კულტურის სამინისტრო უნდა არსებობდეს ცალკე, - ეს განცხადება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა გააკეთა. როგორც მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჩხენკელმა განაცხადა, სპორტი დაკავშირებულია სკოლებთან, ამიტომ ამ სფეროებს შორის განსაკუთრებული ბმაა.
კარლ ჰარცელი მიჩნევს, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე დაპირების შეუსრულებლობა არჩევნების წინ პოლარიზაციის რისკს გაზრდის
12:10 / 14.11.2019
საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა კომენტარი გააკეთა პარლამენტში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.
„ფორსაჟი 9“-ის რეჟისორი თბილისს მადლობას უხდის
12:02 / 14.11.2019
„ფორსაჟი 9“-ის გადაღებები ოფიციალურად დასრულდა. რეჟისორმა ჯასტინ ლინმა ამის შესახებ მიკრობლოგ „ტვიტერის“ გვერდზე დაწერა.
მამუკა ხაზარაძე „ქართულ ოცნებას“ - მთელი პასუხისმგებლობით მოგიწოდებთ, შეეშვით ამ სპექტაკლის გაგრძელებას
11:49 / 14.11.2019
მიიღეთ გადაწყვეტილება და ნუ ეთამაშებით ცეცხლს, რამეთუ ყველაფერი ეს შეიძლება დამთავრდეს ძალიან ცუდად, პირველ რიგში, თქვენთვის და ჩვენი ქვეყნისთვის, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დაფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების თაობაზე პარლამენტში მიმდინარე განხილვებთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ეკა ბესელია: მინდა მოვუწოდო ბიძინა ივანიშვილს, მოუხმოს კეთილგონიერებას
11:44 / 14.11.2019
მე მინდა მოვუწოდო პარტიის თავმჯდომარეს, მოუხმოს კეთილგონიერებას,- ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ  განაცხადა.
45 კვების ობიექტში დარღვევები გამოვლინდა, სავალალო მდგომარეობა დაფიქსირდა ქვემო ქართლის, აჭარის, გურიისა და სამცხე-ჯავახეთის სკოლა-პანსიონებში
11:23 / 14.11.2019
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 45 საზოგადოებრივი კვების ობიექტში დარღვევები გამოავლინა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სურსათის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, სააგენტო განაგრძობს საზოგადოებრივი კვების ობიექტების კონტროლს.
დაჩი ბერაია: ბიძინა ივანიშვილმა ჩემი გადარწმუნება ვერ შეძლო
11:13 / 14.11.2019
ჩემი გადაწყვეტილება არ შეცვლილა. მე და ბიძინა ივანიშვილმა ვისაუბრეთ ძალიან დიდხანს, ემოციურადაც ძალიან რთული იყო ეს შეხვედრა, - ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი(დაჩი) ბერაიამ ჟურნალისტებს უმრავლესობის სხდომის დაწყებამდე განუცხადა.
პრემიერი: იმედი მაქვს, რომ თითოეული პარლამენტარი როდესაც მიიღებს მონაწილეობას საარჩევნო ცვლილებზე კანონპროექტის კენჭისყრაში, სრულად გაიაზრებს პასუხისმგებლობას, რომელიც ქვეყნის წინაშე გააჩნი
10:47 / 14.11.2019
იმედი მაქვს, რომ თითოეული პარლამენტარი, როდესაც მიიღებს მონაწილეობას საარჩევნო ცვლილებასთან დაკავშირებული კანონპროექტის კენჭისყრაში, სრულად გაიაზრებს იმ პასუხისმგებლობას, რომელიც მას გააჩნია ქვეყნის, ქვეყნის დემოკრატიული განვითარების და თითოეული ჩვენი მოქალაქის წინაშე, - ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განცხადა და საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.
გიორგი გახარია: მიხეილ ჩხენკელი ჩართული იყო განათლების სისტემური რეფორმის განხორციელების ყველა ეტაპზე და ზუსტად იცის, რა ხდებოდა ბოლო წლების განმავლობაში განათლების სამინისტროში
10:40 / 14.11.2019
ბატონი მიხეილი შეძლებს სწრაფად, დროის დაკარგვის გარეშე განაგრძოს ის რეფორმები, რომელიც წარმატებით მიმდინარეობს განათლების სამინისტროში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე, მიხეილ ჩხენკელის მინისტრთა კაბინეტში დაბრუნებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მიხეილ ყაველაშვილი: ნებისმიერ სისტემას დავუპირისპირდები, სადაც „ნაცმოძრაობა“ მინიმუმ იმდენ ხმას აიღებს, რამდენიც დღეს აქვს პარლამენტში
10:34 / 14.11.2019
ნებისმიერ სისტემას დავუპირისპირდები, სადაც „ნაციონალური მოძრაობა“ მინიმუმ იმდენ ხმას აიღებს, როგორც დღესაა წარმოდგენილი საკანონმდებლო ორგანოში, - ამის შესახებ უმრავლესობის სხდომის დაწყებამდე დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.
როგორც ყაველაშვილმა განმარტა, მისთვის მიუღებელია, „ნაციონალურ მოძრაობას“ იმაზე მეტი შანსი ჰქონდეს პარლამენტში, ვიდრე დღეს აქვს.
"ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს
10:19 / 14.11.2019
"ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს. სხდომას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობს. უმრავლესობის სხდომას პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძეც ესწრება.
დიმიტრი ხუნდაძე: საკმაოდ ბევრი ვართ, ვინც არ ემხრობა პროპორციულ სისტემას, დღეს უნდა დასრულდეს ყველაფერი, რადგან ამის გაგრძელება აღარ შეიძლება
10:14 / 14.11.2019
ვერავინ დამარწმუნებს ვერც მე და ვერც ჩემს თანამოაზრეებს, რომ ჩვენ მივიღოთ იმგვარი გადაწყვეტილება, რომ ქვეყანა შევიყვანოთ გრძელვადიან ქაოსში,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ უმრავლესობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
ადამ კინზინგერი: ახლა დავბრუნდი საქართველოდან, ვნახე, ოკუპაციის პირობებში მყოფი აშშ-ის დიდი მეგობარი, რომელიც მოთმინებით განაგრძობს რუსეთის პროვოკაციებთან გამკლავებას
10:11 / 14.11.2019
13 ნოემბერს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპის ქვეკომიტეტზე შედგა მოსმენა თემაზე: „დემოკრატია და ნატო-ს ალიანსი: ჩვენი დემოკრატიული ფასეულობების დაცვა“.
შსს თბილისის ზღვაზე მომხდარი მკვლელობის ბრალდებით ბექა კვიციანის დაკავებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
10:06 / 14.11.2019
შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისის ზღვაზე მომხდარი მკვლელობის საქმის გახსნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების განმარტებით, გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ ბრალდებულმა ბექა კვიციანმა თბილისის ზღვის შემოვლითი გზის მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა მეგობარს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
თბილისის ზღვაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შსს-მ მოკლული ახალგაზრდა მამაკაცის მეგობარი ბექა კვიციანი დააკავა
00:22 / 14.11.2019
თბილისის ზღვაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოკლული ახალგაზრდა მამაკაცის მეგობარი ბექა კვიციანი დააკავა.
კადიროვი ჩეჩნეთსა და საქართველოს შორის საავტომობილო გზის მშენებლობას აუცილებლად მიიჩნევს
00:09 / 14.11.2019
ჩეჩნეთის ლიდერ რამზან კადიროვს უახლოეს მომავალში ჩეჩნეთსა და საქართველოს შორის საავტომობილო გზის აშენების იმედი აქვს. ამის შესახებ მან რუსულ მედიასთან საუბარში განაცხადა.
გაბუნია: ილია II სულაც არ არის უსუსური მოხუცი, რომელიც ვერ ხვდება რას აკეთებს(ვიდეო)
00:19 / 04.11.2019
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, სულაც არ არის უსუსური მოხუცი, რომელიც ვერ ხვდება რას აკეთებს.ამის შესახებ გადაცემა „პოსტ ფაქტუმის“ წამყვანმა გიორგი გაბუნიამ გადაცემაში განაცხადა.
„საქართველოს რკინიგზა“  11 ათასამდე თანამშრომელს ხელფასებს უმატებს!
17:36 / 04.08.2019
სს "საქართველოს რკინიგზა" კიდევ ერთხელ ხაზგასმით აცხადებს, რომ კომპანიის მენეჯმენტი მუდმივად უსმენს და შესაძლებლობის ფარგლებში ცდილობს დააკმაყოფილოს თანამშრომელთა საჭიროებები და მოთხოვნები. სწორედ ამიტომ, დასაქმებულთა იმ კატეგორიას, რომელთა ხელფასი 1500 ლარს არ აღემატება, ხელფასი ემატება 10%-ით. რაც წლიურად დაახლოებით 18-20 მილიონ ლარს შეადგენს და ეს ამ ეტაპზე, ის მაქსიმუმია რისი ფინანსური რესურსიც გამოიძებნა. ამასთანავე, უკლებლივ ყველა რკინიგზელს საჩუქრის სახით, წელიწადში 2-ჯერ ფიქსირებული თანხა გადაეცემა.
ხელფასების 50%-იანი მატების მოთხოვნა და/ან განხილვა არარეალურ, პოპულისტურ საკითხს წარმოადგენს და ვინაიდან თითოეულმა რკინიგზელმა ზედმიწევნით კარგად იცის კომპანიის ფინანსური მდგომარეობა, სიმართლეს არ შეესაბამება განცხადებები, რომ დაახლოებით 4800 რკინიგზელი გაფიცვისათვის ემზადება. მეტიც, "რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი" აერთიანებს 400-მდე წევრს და მას არ გააჩნია ლეგიტიმაცია სრული კოლექტივის სახელით ისაუბროს და მით უფრო დააანონსოს გაფიცვები, შეუსრულებადი მოთხოვნების საპირისპიროდ.
დღის სიახლეები
კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
×