საქართველოში მიწისძვრა მოხდა
22:30 / 22.07.2019
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქის ონის სამხრეთით, 1 კილომეტრის მოშორებით, სოფელი ჟაშქვასთან იყო.
ანა დოლიძემ და ნაზი ჯანეზაშვილმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება პროტესტის ნიშნად დატოვეს
21:41 / 22.07.2019
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებმა ანა დოლიძემ და ნაზი ჯანეზაშვილმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება პროტესტის ნიშნად დატოვეს.
დიმიტრი გვრიტიშვილი ეკა ბესელიაზე - სამარცხვინოა, როცა დეპუტატი სასამართლოს ბინძურ ქმედებაში ადანაშაულებს
19:28 / 22.07.2019
სამარცხვინოა, როცა პარლამენტის მოქმედი წევრი სასამართლოს ხელისუფლებას ამგვარი ბინძური ქმედების განხორციელებაში ადანაშაულებს,- ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, როცა უპასუხა კითხვას - როგორ შეაფასებდა ეკა ბესელიას განცხადებას, რომლის თანახმად, დეპუტატი ამბობს, რომ მისი პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გავრცელება სასამართლო სისტემაში არსებული გავლენიანი ჯგუფის ინტერესში შედიოდა.
მაია ცქიტიშვილი: ეკა ბესელიას მხრიდან პირად ცხოვრებაზე საუბარი უკვე დამღლელია
18:38 / 22.07.2019
რეგიონული განვითარების მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, დეპუტატ ეკა ბესელიას მხრიდან პირად ცხოვრებაზე საუბარი უკვე დამღლელია.
“რუსთავი 2“-ის გუნდის ნაწილი ღამ-ღამობით სატანისტურ შეკრებას ატარებს - ვოლსკი
18:32 / 22.07.2019
პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" სარედაქციო პოლიტიკის შენარჩუნებაზე დასმული შეკითხვის პასუხად აღნიშნა, რომ ბოლო დროს ბევრი არასწორი ინფორმაცია ვრცელდება.
ირაკლი ოქრუაშვილი მოსამართლის თანდასწრებით ხვალ დაიკითხება
18:25 / 22.07.2019
თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი სასამართლოში, მოსამართლის თანდასწრებით ხვალ, 23 ივლისს დაიკითხება.
მაია ცქიტიშვილი: თუ ჟურნალისტების დამოუკიდებლობა იმაში გამოიხატება, რომ მათ ეთერში შეუძლიათ იგინონ და ცრუ ამბები შექმნან, ეს მედიის თავისუფლება არაა
18:23 / 22.07.2019
თუ ჟურნალისტების დამოუკიდებლობა იმაში გამოიხატება, რომ მათ ეთერში შეუძლიათ იგინონ, ეთერი უცენზურო გამონათქვამებით გააჯერონ, ცრუ ამბები შექმნან, ეს მედიის თავისუფლება არავისთვის არაა, - ამის შესახებ დღეს რეგიონული განვითარების მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.
112 და შსს-ს ერთობლივი ოპერაციების ცენტრი ერთიანდება
17:46 / 22.07.2019
პარლამენტი საკანონმდებლო პაკეტის განხილვას იწყებს, რომლის საფუძველზეც, მთავრობა შს სამინისტროს სსიპ-ის - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის 112-ისა და სამინისტროს სტრუქტურული ერთეულის - ერთობლივი ოპერაციების ცენტრის სტრუქტურულ გაერთიანებას გეგმავს.
ბათუმში 4 არასრულწლოვნით ვაჭრობის ფაქტზე მათი დედა და დეიდა დააკავეს
16:49 / 22.07.2019
სამართალდამცველებმა აჭარაში წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ არასრულწლოვნებით ვაჭრობის ფაქტზე ორი პირი დააკავეს. აღნიშნულის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.
გია ვოლსკი: გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს შავ ფულს ვიღებთ ივანიშვილისგან, რაც სიბინძურეა, ასე წყაროზე დაყრდნობით, მეც შემიძლია ვთქვა, რომ „რუსთავი 2“-ის ნაწილი სატანისტურ შეკრებებს ატარებს
16:47 / 22.07.2019
ამასწინათ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს მე და ჩემი კოლეგები შავ ფულს ვიღებთ ბიძინა ივანიშვილისგან, რაც არ არის სიმართლე და წარმოადგენს სიბინძურეს. ასე წყაროზე დაყრდნობით მეც შემიძლია ვთქვა, რომ "რუსთავი 2"-ის გუნდის ნაწილი ღამ-ღამობით სატანისტურ შეკრებას ატარებს და შავი კატის წინაშე იფიცებიან, რომ არ უღალატებენ ერთმანეთს და იქნებიან ამ ბრძოლაში, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" სარედაქციო პოლიტიკის შენარჩუნებაზე დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.
ირაკლი ოქრუაშვილი დავით დვალზე - პროკურორი შოთაძე დამიკავშირდა და გორში მხარდაჭერის სანაცვლოდ მომთხოვა ჩვენების მიცემა იმ სახით, რა სახითაც მაქვს მიცემული
15:43 / 22.07.2019
თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, 2014 წელს დვალისა და აქიმიძის წილების დათმობასთან დაკავშირებით ჩვენება არჩევნებში "ქართული ოცნების" მხარდაჭერის მოპოვების სანაცვლოდ მისცა. ამის შესახებ "გამარჯვებული საქართველოსთვის" ლიდერმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რითაც დავით დვალის მიერ "რუსთავი 2"-ის წილების დათმობის შესახებ მის ჩვენებასთან დაკავშირებულ კითხვას უპასუხა.
ირაკლი ოქრუაშვილი: 2003 წლის მთელი კამპანია „ვარდების რევოლუციის“ ჩათვლით, ჩემ მიერ იყო დაფინანსებული
15:39 / 22.07.2019
2003 წლის მთელი კამპანია, "ვარდების რევოლუციის" ჩათვლით, დაფინანსებული იყო ჩემ მიერ, - ამის შესახებ პარტია "გამარჯვებული საქართველოს" ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.
ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, „რუსთავი 2“-ის შესაძენად თანამდებობა არ გამოუყენებია, თუმცა პირადი კონტაქტებით ისარგებლა
15:37 / 22.07.2019
მილიონ ორასი ათასი დოლარი ჯემალ ინაიშვილის მეშვეობიოთ გადავუხადე დვალს და აქიმიძეს და პლუს ამას უსასყიდლოდ გადავუფორმე "ჯორჯია ონლაინის" ათ პროცენტიანი წილი, რომელიც მე მეკუთვნოდა, - ამის შესახებ პარტია "გამარჯვებული საქართველოს" ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.
ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი - დღეს ჩვენსა და სამართლიანობის აღდგენას შორის, ჩვენსა და ჩვენ მიერვე დაფუძნებულ ტელევიზიას შორის ერთი ადამიანი დგას და ის არ არის ქიბარ ხალვაში
15:29 / 22.07.2019
"რუსთავი 2"-ის დამფუძნებლები - ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი განცხადებას ავრცელებენ. განცხადებაში აქიმიძე და დვალი აღნიშნავენ, რომ დღეს მათსა და სამართლიანობის აღდგენას შორის, მათსა და მათ მიერვე დაფუძნებულ ტელევიზიას შორის ერთი ადამიანი დგას და ის არ არის ქიბარ ხალვაში.
22-25 ივლისს საქართველოში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი
13:54 / 22.07.2019
22-25 ივლისს საქართველოში დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელია. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 25 ივლისს, საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, შესაძლებელია ქარის გაძლიერება და სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +22, +27, ხოლო აღმოსავლეთ საქრთველოს ბარში +28, +33 გრადუსია მოსალოდნელი.
ქიბარ ხალვაში: სარედაქციო დამოუკიდებლობა არ ნიშნავს ვინმეს ახირებების და კაპრიზების შესრულებას, დესტრუქციული პირების გემოვნებაზე მორგებას
12:41 / 22.07.2019
სარედაქციო დამოუკიდებლობა არ ნიშნავს ვინმეს ახირებების და კაპრიზების შესრულებას, დესტრუქციული ამოცანების მქონე პირების გემოვნებაზე მორგებას, - ამის შესახებ "რუსთავი 2"-ის 100%-იანი წილის მფლობელის ქიბარ ხალვაშის განცხადებაშია აღნიშნული. ხალვაში ბოლო პერიოდში "რუსთავი 2"-ის ეთერში გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ სარედაქციო დამოუკიდებლობის სრულფასოვანი რეალიზება მხოლოდ საერთაშორისოდ აღიარებული მედიასტანდარტების პირობებშია შესაძლებელი.
ქიბარ ხალვაში „რუსთავი 2“-სთვის ევროპელ ან ამერიკელ მედია-მენეჯერს ეძებს
12:40 / 22.07.2019
"რუსთავი 2"-ის 100%-იანი წილის მფლობელი ქიბარ ხალვაში, "მაღალი რეპუტაციის და დიდი სატელევიზიო გამოცდილების მქონე ევროპელ ან ამერიკელ მედია-მენეჯერს ეძებს. ამის შესახებ ქიბარ ხალვაშის განცხადებაშია აღნიშნული, სადაც "რუსთავი 2"-ის მფლობელი უკმაყოფილებას გამოთქვამს ბოლო პერიოდში არხის ეთერში გაკეთებული განცხადებების გამო.
ეკა ბესელია იმ პირებზე საუბრობს, რომლებიც მისი თქმით, მოსალოდნელი მორალური ტეორის შესახებ აფრთხილებდნენ
12:30 / 22.07.2019
ეკა ბესელიას სკანდალური განცხადება - "ოცნებიდან" დემარშით წასული დეპუტატი, რომლის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების საქმე ამ დრომდე გამოუძიებელია, ამბობს რომ მას გუნდის წევრები წასვლის წინ აფრთხილებდნენ.
ხულოში სამგზავრო მიკროავტობუსი ამობრუნდა, არის მსხვერპლი
12:25 / 22.07.2019
ხულოში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად შუა ხნის მამაკაცი გარდაიცვლა, ხოლო სამი ადამიანი დაშავდა.
არქიმანდრიტი კირიონი: დავით გარეჯში საქმე წინ არ მიდის და რეალობა არა თუ სასიკეთოდ იცვლება, არამედ მძიმდება
12:20 / 22.07.2019
თუ ასე განავითარეს ურთიერთობები, ბოლოს აზერბაიჯანი, ეს ჩვენი კეთილი მეზობელი და მეგობარი ქვეყანა გადაიქცევა კლასიკურ ოკუპანტად, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტმა, კირიონმა (ონიანი) განუცხადა.
უკრაინაში საქართველოს ელჩად სავარაუდოდ, თეიმურაზ შარაშენიძე ინიშნება
11:22 / 22.07.2019
უკრაინაში საქართველოს ელჩად სავარაუდოდ, თეიმურაზ შარაშენიძე ინიშნება. როგორც "ინტერპრესნიუსისთვის" გახდა ცნობილი, შარაშენიძის აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნის გადაწყვეტილება უკვე მიღებულია.
იულია სუსლიაკი: მიზეზი, რის გამოც საქართველოში შემოსვლაზე უარი მითხრეს ის იყო, თითქოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოვადგენ
11:19 / 22.07.2019
ამ ეტაპზე ჩემს საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის ვემზადებით, - ამის შესახებ იულია სუსლიაკმა განაცხადა.
ლევან იზორია „რუსთავი 2“-ზე - მე აბსოლუტურად გამოვრიცხავ პოლიტიკური ჩარევის კომპონენტს და ვხედავ მხოლოდ სამართლებრივ განზომილებას
11:17 / 22.07.2019
მე აბსოლუტურად გამოვრიცხავ პოლიტიკური ჩარევის კომპონენტს და ვხედავ მხოლოდ სამართლებრივ განზომილებას, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ "რუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.
დღეს იუსტიციის საბჭოში მოსამართლეობის სამ კანდიდატს გაესაუბრებიან, მათ შორის გენპროკურორის მოადგილეს მამუკა ვასაძეს
11:15 / 22.07.2019
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება გრძელდება. 22 ივლისს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გასაუბრებას გაივლის სამი კანდიდატი: საქართველოს გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე მამუკა ვასაძე, მასთან გასაუბრების პროცესი 10:30 საათზე ჩაინიშნა. მოსამართლე მაია ვაჩაძე, მასთან გასაუბრება 14:00 საათზე ჩაინიშნა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე თამარ ზამბახიძე, რომელთანაც გასაუბრება 17:00 საათზეა ჩანიშნული.
ლევან იზორია: რაც არ უნდა ემოციური იყოს ჩვენთვის რუსეთის განცხადებები, აუცილებელია სტრატეგიული ამოცანების საღი და ცივი გონებით განხორციელება
10:32 / 22.07.2019
რაც არ უნდა ემოციური იყოს ჩვენთვის რუსეთის მხრიდან განცხადებები, აუცილებელია, საღი და ცივი გონებით იმ მთავარი სტრატეგიული ამოცანების განხორციელება, რაც ჩვენმა ქვეყანამ, ჩვენი მოსახლეობის არჩევანით დაისახა, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
აჭარაბეთის სპორტის სახე რივალდო თბილისშია
02:51 / 22.07.2019
ლეგენდარული ფეხბურთელი, ბრაზილიელი რივალდო, რომელიც adjarabet.com-ის სპორტის სახე გახდა, უკვე თბილისშია. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მას აჭარაბეთის წარმომადგენლებთან ერთად ქართველი გულშემატკივარიც დახვდა.
ლაშა ბუღაძე: სანამ წიხლით არ გაგვყრიან აქედან, ვილაპარაკებთ იმას, რასაც ვლაპარაკობდით
02:36 / 22.07.2019
"ხო ჰქონდათ ეს ეჭვი, რომ ნაცების არის ეს ტელევიზია და ახლა ხომ არის ქიბარ ხალვაშის. ქიბარ ხალვაში იყო ნაცების ინსტრუმენტი 2004 თუ 2006 წელს. ის არის გარდამავალი დროშა, როდესაც გინდა, რომ უცებ წაართვა ბიზნესი ადამიანს. ეს არაა უსამართლოდ დაჩაგრული ადამიანი. თვითონაც მჩაგვრელია.
ნიკა გვარამია მალე სხვა ადგილიდან და სხვა ფორმატით ბრძოლას აანონსებს
01:14 / 22.07.2019
"რუსთავი 2-ის" ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სხვა ადგილიდან და სხვა ფორმატით ბრძოლას აანონსებს.
ეგზიტპოლების მიხედვით, მიხეილ სააკაშვილის  პარტიამ   უკრაინის უმაღლესი რადას ვადამდელ არჩევნებში ხმათა  1%-იც ვერ მიიღო
23:04 / 21.07.2019
ეგზიტპოლების მიხედვით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პარტიამ „ახალ ძალთა გაერთიანებამ“ უკრაინის უმაღლესი რადას ვადამდელ არჩევნებში ხმათა 1%-იც ვერ მიიღო.
ეგზიტპოლების მიხედვით, უკრაინის უმაღლესი რადას ვადამდელ არჩევნებში ვლადიმერ ზელენსკის პარტიამ სოლიდური უპირატესობით გაიმარჯვა
22:56 / 21.07.2019
ეგზიტპოლების მიხედვით, უკრაინის უმაღლესი რადას ვადამდელ არჩევნებში პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის პარტია "ხალხის მსახური" იმარჯვებს.
დღის სიახლეები
კალენდარი
×