გრიგოლ ვაშაძე: ჩვენ „რუსთავი 2“-ს არავის დავანებებთ, ვერანაირი ხალვაში ტელევიზიის მფლობელი ვერ გახდება
18:35 / 18.07.2019
ჩვენ "რუსთავი 2"-ს არავის დავანებებთ, - ეს განცხადება "გაერთიანებული ოპოზიციის" ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ "რუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებით გააკეთა.
ნიკა გვარამია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის პოსტიდან გათავისუფლდა და აღნიშნულ თანამდებობაზე პაატა სალია დაინიშნა
17:36 / 18.07.2019
"რუსთავი 2"-ის მესაკუთრის, ქიბარ ხალვაშის მოთხოვნით, ნიკა გვარამია ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის პოსტიდან გათავისუფლდა.
გიგი უგულავას ინფორმაციით, „რუსთავი 2“-ის ქიბარ ხალვაშისთვის გადაფორმების შემთხვევაში, არხზე "პირველი არხიდან“ დესანტის გადასხმა მოხდება
17:32 / 18.07.2019
"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას ინფორმაციით, "რუსთავი 2"-ის ქიბარ ხალვაშისთვის გადაფორმების შემთხვევაში, არხზე "პირველი არხიდან" დესანტის გადასხმა მოხდება". როგორც უგულავამ აღნიშნა, მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს.
პაატა სალია თანახმაა, „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე ნიკა გვარამია შეცვალოს
17:08 / 18.07.2019
ქიბარ ხალვაშის ადვოკატი პაატა სალია აცხადებს, რომ ის მზად არის "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის თანამდებობა დაიკავოს.
"რუსთავი 2"-ის საინფორმაციო და პოლიტიკური პროგრამების თანამშრომლები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
16:55 / 18.07.2019
სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის საინფორმაციო და პოლიტიკური პროგრამების თანამშრომლები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. არხის თანამშრომლები მხარდაჭერას უცხადებენ ნიკა გვარამიას და აცხადებენ, რომ "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი არხის სარედაქციო პოლიტიკის მთავარი გარანტია.
საჯარო რეესტრმა ქიბარ ხალვაში "რუსთავი 2"-ის 100%-იანი წილის მფლობელად დაარეგისტრირა
16:14 / 18.07.2019
საჯარო რეესტრში ქიბარ ხალვაში სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი2"-ის 100% წილის მესაკუთრედ დარეგისტრირდა.
ნიკა გვარამია: კამუფლაჟი შემთხვევით არ მაცვია - ომი თუ იქნება, ჩვენ ვიომებთ
15:05 / 18.07.2019
კამუფლაჟი შემთხვევით არ მაცვია - ომი თუ იქნება, ჩვენ ვიომებთ, - ეს განცხადება "რუსთავი 2"-ის გერენალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.
ნიკა გვარამია: კონტრაქტი ჩემი გათავისუფლების უმაღლეს გარანტიებს შეიცავს, ნიკა გვარამიას აქედან ვერც ქიბარ ხალვაში და ვერც ვინმე სხვა, კანონიერი გზებით ვერ გაუშვებს
15:03 / 18.07.2019
კონტრაქტი ჩემი გათავისუფლების უმაღლეს გარანტიებს შეიცავს. ნიკა გვარამიას აქედან ვერც ქიბარ ხალვაში და ვერც ვინმე სხვა, კანონიერი გზებით ვერ გაუშვებს, - ამის შესახებ "რუსთავის 2"-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ქიბარ ხალვაშის განცხადებას, რომ ნიკა გვარამია ტელეკომპანიაში ვერც ჟურნალისტის და ვერც გენერალური დირექტორის პოზიციაზე ვეღარ დარჩება.
"რუსთავი2"-ს დავიცავთ, ის გააგრძელებს მაუწყებლობას, მაგრამ ქვეყანა უზურპატორის ხელშია - თაკო ჩარკვიანი
14:05 / 18.07.2019
1921 წლის შემდეგ საქართველოს ასეთი დრო არ ჰქონია, ასეთი საშინელი დრო - ამბობს პარტია "კანონი და სამართალის" ლიდერი თაკო ჩარკვიანი.
ნიკა გვარამია: „რუსთავი 2“ ეთერში ვართ და არ ვაპირებთ არ ყოფნას! გასაჩივრების უფლებას, რა თქმა უნდა, გამოვიყენებთ
14:04 / 18.07.2019
რომ არ ვთქვა, რომ ეს გადაწყევტილება შოკის მომგვრელი და აბსოლუტურად წარმოუდგენელი იყო, არ ვიქნები მართალი, - ეს განცხადება ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა, რომელზეც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება შეაფასა.
ქიბარ ხალვაში - არ ვაპირებ შევეხო „რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკას, ცვლილება შეეხება მხოლოდ ერთ ადამიანს და ეს ნიკა გვარამია იქნება
14:02 / 18.07.2019
არ ვაპირებ შევეხო არხის სარედაქციო პოლიტიკას. გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლება იქნება გარანტირებული... ცვლილება შეეხება მხოლოდ ერთ ადამიანს და ეს ნიკა გვარამია იქნება, - ამის შესახებ "რუსთავი2" -ის წილის მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ამავე ტელეკომპანიის საქმეზე სტრასბურგის გადაწყვეტილებას. მისივე თქმით, გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლება გარანტირებული იქნება. ხალვაშის მტკიცებით, ის არ ჩაერევა ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში.
მე არ ვაპირებ ამაზე შეგუებას, მე ვაპირებ ბოლომდე ბრძოლას თქვენთან ერთად, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტყილებასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა, რომლის თანახმადაც „რუსთავი 2“-ის საქმე
14:01 / 18.07.2019
დღეს, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საბოლოო წერტილი დაუსვა ჩემს მრავალწლიან დავას სამართლიანობის აღდგენისათვის და დაადასტურა, რომ 2017 წლის 2 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება აბსოლუტურად კანონიერი იყო. დღეს აღარ არსებობს არანაირი ეჭვი, რომ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ერთადერთი კანონიერი მესაკუთრე მე ვარ და რომ ეს კომპანია მიხეილ სააკაშვილმა და "ნაციონალურმა მოძრაობამ" წამართვეს, - ამის შესახებ "რუსთავი 2"-ის წილის მფლობელის, ქიბარ ხალვაშის განცხადებაშია ნათქვამი.
მიხეილ სააკაშვილი - რაც ვერ მიჰქონდა ივანიშვილს, იყო „რუსთავი 2“ და ახლა მიაქვს - მე არ ვაპირებ შეგუებას, ვაპირებ ბოლომდე ბრძოლას
14:00 / 18.07.2019
მე არ ვაპირებ ამაზე შეგუებას, მე ვაპირებ ბოლომდე ბრძოლას თქვენთან ერთად, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტყილებასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა, რომლის თანახმადაც "რუსთავი 2"-ის საქმეზე თბილისის საქალაქო, სააპელაციო და უზენაესი სასამართლოების მოსამართლეების მხრიდან, დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის ნაწილში დარღვევა არ ყოფილა.
"ამ საქმესთან მიმართებით მართლმსაჯულება განხორციელდა სამართლიანად და სწორად," - ხულორდავა "რუსთავი 2"-ის საქმეზე საუბრობს
13:58 / 18.07.2019
"ევროსასამართლოს გადაწყვეტილება ცალსახაა, მკაფიოა, არ ტოვებს, სხვათა შორის, სხვადასხვა სახის ინტერპრეტირების შესაძლებლობას," - ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თამარ ხულორდავამ გააკეთა.
თქვენ შეგიძლიათ ახალი ტელევიზია გააკეთოთ - აკაკი ზოიძე "რუსთავი 2"-ის საქმეზე სტრასბურგის გადაწყვეტილებას ეხმაურება
13:57 / 18.07.2019
აკაკი ზოიძე დარწმუნებულია, რომ "რუსთავი 2"-ში გამოხატვის თავისუფლება არავის შეეზღუდება. ამის შესახებ განცხადება მმართველი გუნდის წევრმა სტრასბურგის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გააკეთა. მისი თქმით, ეს იყო ქონებრივი დავა. რაც შეეხება "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებს, მათ შეუძლიათ ახალი ტელევიზია გააკეთონ.
"დღეს ქართულმა სასამართლომ კიდევ ერთხელ ჩააბარა საერთაშორისო, ძალიან კრიტიკული ტესტი"- მამუკა მდინარაძე "რუსთავი 2"-ის საქმეზე საუბრობს
13:56 / 18.07.2019
მმართველი გუნდი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას აფასებს. საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ქართულმა სასამართლომ სამართლიანობის ტესტი ჩააბარა.
ვულოცავთ ხალვაშს, სამართლიანობა აღდგება მაშინ, რუსთავი 2 დაუბრუნდება დამფუძნებლებს
13:50 / 18.07.2019
"რუსთავი 2|"-ის დამფუძნებლები დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე განცხადებას ავრცელებენ რუსთავი 2-ზე სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ. ისინი ულოცავ ქიბარ ხალვაშს გამარჯვებას, თუმცა აღნიშნავენ, რომ სამართლიანობა აღდგება მხოლოდ მაშინ, როდესაც რუსთავი 2 დაუბრუნდება მის დამფუძნებლებს:
"რუსთავი 2"-ის საქმე - თეა წულუკიანი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე განცხადებას აკეთებს
12:47 / 18.07.2019
„სრულად სახელმწიფოს გამარჯვებით დასრულებულია დავა,"-ეს განცხადება რამდენიმე წუთის წინ, იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.
“რუსთავი 2“-ს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების გასასაჩივრებლად 3 თვე აქვს
12:40 / 18.07.2019
ტელეკომპანია "რუსთავი2"-ს სტრასბურგის ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების 3 თვიანი ვადა აქვს. თუ კომპანიის წარმომადგენლები 3 თვის ვადაში არ წარადგენენ დიდ პალატაში საჩივარს ამ შემთხვევაში პირველი ევროპული სასამარტლოს გადაწყვეტილება 3 თვის შემდეგ ძალაში შევა. შეგახსენებთ, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ "რუსთავი 2"-ის საქმეზე გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. როგორც სასამართლოს გადაწყვეტილებაშია აღნიშნული, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, შეაჩეროს სასამართლოს რეგლამენტის 39-ე მუხლი, რომლის საფუძველზეც ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება მოხდა.
კახა კალაძე: რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს სტრასბურგის სასამართლო, ჩვენ ყველა ვალდებული ვართ, დავექვემდებაროთ
12:31 / 18.07.2019
ჩვენ ვალდებული ვართ, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას დავექვემდებაროთ, - ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტების კითხვას რა მოლოდინი აქვს მას სტრასბურგის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, "რუსთავი 2"-ის საქმეზე.
რ2-ის საქმეზე სტრასბურგმა დარღვევა არ დაადგინა, დროებითი ღონისძიება გააუქმა
12:21 / 18.07.2019
18 ივლისს გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არ დაადგინა "რუსთავი 2"-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა.
სტრასბურგის სასამართლო „რუსთავი 2“-ის საქმეზე გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს
11:40 / 18.07.2019
სტრასბურგის გადაწყვეტილება "რუსთავის 2"-ის საქმეზე დღეს, თბილისის დროით 12 საათზე გამოცხადდება. "რუსთავი 2" ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 4 მუხლით დავობს.
გრიგორი კარასინი: ვისურვებდი მერწმუნა, რომ თბილისში საღი აზრი გაიმარჯვებს - პირობები მკაფიოა: რუსოფობიური კამპანიის შეწყვეტა და ჩვენი მოქალაქეებისთვის საფრთხის გაქრობა
11:36 / 18.07.2019
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გროგორი კარასინის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმების შესაძლებლობაზე მოსკოვი კვლავ არ ამბობს უარს.
ვლადიმერ პუტინის საიდუმლო გეგმა - დაიწყებს თუ არა ომს?
01:00 / 18.07.2019
რუსეთი უმკაცრესად გასაიდუმლოებულ გეგმაზე მუშაობს, რომელიც ევროპის წინააღმდეგ ომის დაწყებას ითვალისწინებს მაშინ, როდესაც დანარჩენი მსოფლიოს ყურადღება სხვა საკითხებზეა გამახვილებული - ეს განცხადება, თავდაცვის პოლიტიკის საკითხებში, NATO-ს გენერალური მდივნის ყოფილმა თანაშემწემ, ჰაინრიხ ბრაუსმა გააკეთა. ინფორმაციას Daily Express ავრცელებს.
მამუკა მდინარაძე: ოკუპანტ ქვეყანას საქართველოსთან მიმართებაში თავისი ინტერესები აქვს, მაგრამ მას ხელი შიდა ძალებმა არ უნდა შეუწყონ
00:45 / 18.07.2019
ოკუპანტ ქვეყანას საქართველოსთან მიმართებაში თავისი ინტერესები აქვს, მაგრამ მას ხელი შიდა ძალებმა არ უნდა შეუწყონ, – ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ, განაცხადა.
დიღმელაშვილი: მარტო ეგენი და “ნაცები” არ არიან, ყვითელი ბარათი ვაჩვენეთ,გააგრძელებენ?-მიიღებენ წითელს!
00:28 / 18.07.2019
ამის შესახებ ანტისაოკუპაციო მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა შოთა დიღმელაშვილმა "ტვ პირველის" გადაცემაში "პოლიტმეტრი" განაცხადა. "ივანიშვილი ქვებს იცავს და ადამიანები არაფრად მიაჩნია. მან არ იცის რა არის სახელმწიფო, ვერ ხვდება ამას. თავის კომპანია ჰგონია და თავის კომპანიებსაც როგორ მართავს, შეიარეთ "ქართუ ბანკში". 21-ე საუკუნეში არ არის.
7 წლის განმავლობაში პირველად, ბილ გეითსი Bloomberg-ის მილიარდერთა რეიტინგში მესამე ადგილზეა
00:15 / 18.07.2019
Microsoft- ის დამფუძნებელი, ბილ გეიტსი, 7 წლის განმავლობაში პირველად, Bloomberg-ის მილიარდერთა რეიტინგში (Billionaires Index- BBI) მიხედვით მესამე ადგილზეა. კომპანია Louis Vuitton Moët Hennessy-ის ჯგუფის პრეზიდენტი, ბერნარ არნო 107.6 მილიარდი დოლარით მეორე ადგილზეა.
რომან კაკულია: ეს რომ ნორმალური ქვეყანა იყოს, შს მინისტრი გადადგებოდა, მაგრამ ნორმალური ქვეყანა არ არის, რადგან ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიმდინარეობს არა ოპონირება, არამედ მტრობა
22:50 / 17.07.2019
ეს რომ ნორმალური ქვეყანა იყოს, შს მინისტრი გადადგებოდა, მაგრამ ნორმალური ქვეყანა არ არის, რადგან ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიმდინარეობს არა ოპონირება, არამედ მტრობა, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა რომან კაკულიამ "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" განაცხადა.
მოსამართლეობის კანდიდატი დიანა ბერეკაშვილი - ჩემი ლიდერები ჩემი შვილები და სულიერი მოძღვარია
21:50 / 17.07.2019
ჩემი ლიდერები ჩემი შვილები და სულიერი მოძღვარია,- ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, დიანა ბერეკაშვილმა იუსტიციის საბჭოზე გასაუბრების დროს განაცხადა. მან უპასუხა საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის კითხვას, ეთანხმება, თუ არა მოსამართლე ლევან მურუსიძის განცხადებას, რომ ის "სასამართლოს ლიდერია".
დღის სიახლეები
კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
×