მაია ცქიტიშვილი: მივცემთ ანაკლიის კონსორციუმს საშუალებას, 2019 წლის ბოლომდე მოიპოვოს როგორც საკუთარი კაპიტალი, ასევე საერთაშორისო ბანკებიდან სახსრები
00:24 / 16.10.2019
მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულება გვაძლევს სრულ უფლებას, მოვშალოთ იგი დღესვე ,ჩვენ არ ვისარგებლებთ ამ უფლებით და მივცემთ კონსორციუმს საშუალებას, ბოლომდე ამოწუროს თავისი რესურსი,- ამის შესახებ რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა „იმედის“ ეთერში განაცხადა.
ეკა ბესელიას განცხადებით, ირაკლი კობახიძე გიორგი კვირიკაშვილის შესახებ ბიძინა ივანიშვილთან ტყუილებს ჰყვებოდა და ყოფილი პრემიერის ზურგს უკან ნეგატიური ველის შექმნას ცდილობდა
00:10 / 16.10.2019
მაშინ, როცა ბიძინა ივანიშვილი აქტიურად აღარ იყო ჩართული პოლიტიკურ პროცესებში და დისტანცირებული იყო - დაბრუნებამდე ვამბობ - ერთ-ერთი ცუდი როლის შემსრულებელი, ტყუილების მიტან-მოტანაში იყო ირაკლი კობახიძე, რომელსაც დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა გიორგი კვირიკაშვილთან, სულ ცდილობდა მის ზურგს უკან ნეგატიური ველის შექმნას, - ამის შესახებ პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერმა ეკა ბესელიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
სოზარ სუბარი - მამუკა ხაზარაძემ გადაწყვიტა ეთაღლითა ტენდერის მოსაგებად, რომლის შესრულების შანსი არ არსებობდა - იმ იმედით, რომ შემდეგ მთავრობა პირობებს შეუცვლიდა
23:58 / 15.10.2019
მამუკა ხაზარაძემ გადაწყვიტა ეთაღლითა იმისთვის, რომ მოეგო ტენდერი, რომლის შესრულების შანსი არ არსებობდა იმ იმედით, რომ შემდეგ მთავრობა პირობებს შეუცვლიდა. არ ვიცი, თაღლითობა შეიძლება ძალიან რბილი სიტყვაც იყოს ამასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განცხადა, როდესაც ისაუბრა ანაკლიის პორტის პროექტსა და ანაკლიის კონსორციუმთან დაკავშირებით.
მამუკა ხაზარაძე: ერთ-ერთი დიპლომატისგან მივიღეთ ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილი ანაკლიის პროექტს განიხილავდა, როგორც პოლიტიკურ ინსტრუმენტს მის წინააღმდეგ
22:56 / 15.10.2019
მე ვიცი, რომ ბიძინა ივანიშვილს არ უნდა ანაკლიის პროექტი. ალბათ, არსებობს კიდევ რაღაც ვალდებულებები, რომელსაც ხმამაღლა არ ამბობს, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.
კითხვაზე, თუ რა მოხდა კონკრეტულად მასსა და ბიძინა ივანიშვილს შორის რის შემდეგადაც ურთიერთობები გაფუჭდა, მამუკა ხაზარაძე პასუხობს, რომ „ეს ბიძინა ივანიშვილს უნდა ვკითხოთ“.
მამუკა ხაზარაძე: ეს არის ივანიშვილის პირდაპირი მითითება - ბოლო წელიწადნახევარის განმავლობაში, მტრული დამოკიდებულება და საბოტაჟი, რაც ანაკლიის პროექტის მიმართ არსებობდა, ლოგიკური დასასრულისკენ მიჰყავთ
22:42 / 15.10.2019
ჩვენს ყველა ინვესტორს როგორც მოექცნენ, რომელიც ამ რთულ სიტუაციაში მოვიყვანეთ, პირდაპირ იმის დადასტურებაა, რომ მთავრობას ანაკლიის პროექტი არ უნდა, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ „ინტერპრესნიუსს“ განაუცხადა.
შსს-მ ყიფშიძის ქუჩაზე მომხდარ დაჭრასთან დაკავშირებით სულ 3 მამაკაცი დააკავა, მათ შორის ის პირიც, რომელსაც ჭრილობები მიაყენეს
22:27 / 15.10.2019
შსს-მ ყიფშიძის ქუჩაზე მომხდარ დაჭრასთან დაკავშირებით სულ 3 მამაკაცი დააკავა, მათ შორის ის პირიც, რომელსაც ჭრილობები მიაყენეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მიმდინარე წლის 30 სექტემბერს ვაკეში, ყიფშიძის ქუჩაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, 1972 წელს დაბადებულ ლ.ძ. დააკავეს. მას ბრალად ედება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილით, რაც 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ხაშურის სამშობიაროში გარდაცვლილის დედა - სანამ არ დამძიმდა მდგომარეობა, ექიმებმა ჩემს შვილს ყურადღება არ მიაქციეს - ბავშვი ტიროდა, მიშველე დედა, მკლავენ, წამიყვანეო
20:24 / 15.10.2019
ხაშურის სამშობიარო სახლში დედისა და ჩვილის გარდაცვალების ფაქტს მისი ახლობლები და ოჯახის წევრები ეხმაურებიან. როგორც გარდაცვლილი ქალის დედა აცხადებს, სამედიცინო პერსონალი მისი შვილის მიმართ გულგრილობით გამოირჩეოდა, მას არ მიაქციეს სათანადო ყურადღება.
საბა 2019-ის ფინალისტები ხვალ დასახელდება
19:06 / 15.10.2019
ლიტერატურული პრემია "საბას" 6 ნომინაციის ფინალისტები ხვალ დასახელდება.
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
19:04 / 15.10.2019
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ბიძგები თბილისის დროით 18:57 საათზე დაფიქსირდა.
ხაშურის სამშობიარო სახლის დირექტორის განცხადებით, მშობიარისა და ჩვილის გარდაცვალების პირველადი მიზეზი მედპერსონალის მხრიდან გადაცდომა იყო
18:06 / 15.10.2019
შპს „ახალი კლინიკის“ დირექტორი, კახა ხელაძე ხაშურის სამშობიარო სახლში დედისა და ჩვილის გარდაცვალების პირველად მიზეზებს განმარტავს.
ილია ჯიშკარიანი კლინიკიდან გაწერეს
17:57 / 15.10.2019
თბილისის საკრებულოს დეპუტატი ქართული ოცნებიდან, რომელსაც ყოფილი თანაშემწე სექსუალური ძალადობის მცდელობასა და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს, კლინიკიდან გაწერეს.
გიორგი გახარია; შევთანხმდით, რომ ტერიტორიული მთლიანობა, რომელსაც სომხეთი მხარს უჭერს, ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია
17:53 / 15.10.2019
სიმშვიდე და მშვიდობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ ეკონომიკაზე კონცენტრირებულებმა კეთილდღეობისთვის უფრო მეტი საშუალება მივცეთ ჩვენს მოქალაქეებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ სომხეთის პრემიერ-მინისტრთან, ნიკო ფაშინიანთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივი განცხადებებისას აღნიშნა.
ხაზარაძე: ხმა, რომელიც მოგცა ღმერთმა, კარტოფილში არ უნდა გაცვალო
17:47 / 15.10.2019
მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ, The Movement TV-ისთან ინტერვიუში პოლიტიკაში მოსვლის მიზეზებზე ილაპარაკა.
საქართველოს ბანკის პარტნიორობით უძრავი ქონებისა და სასტუმრო ბიზნესის საერთაშორისო ყოველწლიური ფორუმი იმართება
17:40 / 15.10.2019
საქართველოს ბანკის პარტნიორობით, Property Georgia-ს, FIABCI Georgia-ს ინიციატივითა და ორგანიზებით 15-16 ოქტომბერს უძრავი ქონების და სასტუმრო ბიზნესის საერთაშორისო ყოველწლიური ფორუმი მდგრადი და მედეგი ქალაქების მშენებლობა იმართება.
ტრაგედია ხაშურში - მშობიარე ქალი ჩვილთან ერთად დაიღუპა
17:37 / 15.10.2019
ტრაგედია დატრიალდა ხაშურის მუნიციპალიტეტში. დღეს გამთენიისას სამშობიარო სახლში 40 წლის ქალი გარდაიცვალა.
ჭავჭავაძის გამზირზე 16 ოქტომბრიდან ორმხრივი მოძრაობა აღდგება
17:31 / 15.10.2019
თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე „პიქსელის“ შენობიდან არაყიშვილის ქუჩამდე ავტომობილებისთვის ორმხრივი მოძრაობა 16 ოქტომბრიდან აღდგება - ამის შესახებ თბილისის ქალაქის მერმა კახა კალაძემ ისაუბრა. რაც შეეხება დარჩენილ მონაკვეთს, თაქთაქიშვილის ქუჩიდან ვაკის პარკამდე, სამუშაოები ორ ნაწილად დაიყოფა - მოწესრიგდება მიწისქვეშა კომუნიკაციები და დაიგება ასფალტის საფარიც.
ქობულეთში ბაზის ნაკბენის შედეგად, მამაკაცი გარდაიცვალა
17:25 / 15.10.2019
ქობულეთში, სოფელ შუაღელეში 57 წლის მამაკაცი ბაზმა დაკბინა, ის სასწრაფო დახმარების ბრიგადის მისვლამდე ადგილზე გარდაიცვალა,- ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.
გიორგი გახარია ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა - რეგიონში სტაბილურობა ჩვენი ძირითადი მიზანია
15:53 / 15.10.2019
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ერევანში სომხეთის პრემიერთან, ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ რეგიონში უნდა იყოს სტაბილურობა, რომელიც ქვეყნების ეკონომიკური განვითარებას მისცემს საშუალებას.
დიდ დიღომში, აფეთქების საქმეზე დაკავებულ „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ყოფილ თანამშრომლებს 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ
15:52 / 15.10.2019
დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების საქმეზე დაკავებული პირები, „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ყოფილი თანამშრომლები, თორნიკე ტატიშვილი და ვაზირ მამადიანი სასამართლომ დამნაშავედ სცნო.
ნუკრი ქანთარია გიგა ბოკერიას - ამ ვითომ მიმტევებლური განცხადებით, ეშმაკთანაც იფუჭებ საქმეს - გიგა, ბიძი, ფრთხილად იყავი
15:51 / 15.10.2019
გიგა, ამ ვითომ მიმტევებლური განცხადებით, ეშმაკთანაც იფუჭებ უკვე საქმეს, ანეკდოტისა არ იყოს. იმ პარტიას და პოლიტიკურ ჯგუფს მართლა რა ვუთხარი, თქვენი მისატევებელი რომ გახდება, - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარაიამ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს, გიგა ბოკერიას.
ნინო წილოსანი:ჩვენი  ეკონომიკის პირობებში დასაქმებულების ინტერესების დაცვა რადიკალურად არ უნდა სცდებოდეს დამსაქმებლის შესაძლებლობებს.
15:43 / 15.10.2019
საკანონმდებლო ცვლილებები, რომელზეც პარლამენტმა იმუშავა, მიმართულია დასაქმებულთა პირობების გაუმჯობესებისკენ და ეფუძნება საუკეთესო ევროპულ გამოცდილებას.თუმცა , ცვლილებების მიზანი უნდა იყოს ერთი მხრივ, დასაქმებულთა უფლებების დაცვა და მეორე მხრივ, ბიზნესის შესაძლებლობების გათვალისწინება.
ლევან ვეფხვაძე: ჩვენ მხარს ვუჭერთ ასოცირების შეთანხმებას, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ ქვეყნის განვითარების დონე.  მათ შორის, შრომის კანონმდებლობასთან დაკავშირებით
15:38 / 15.10.2019
„დამსაქმებლის და დასაქმებულის ურთიერთობა უნდა იყოს დაბალანსებული და არ უნდა მოხდეს ამ ბალანსის დარღვევა. თუკი ბალანსი დაირღვა, შეიძლება მივიღოთ ის შემთხვევა, როდესაც ბიზნესს აქვს პრობლემა და ბიზნესის პრობლემა გარდაისახება ეკონომიკის შეფერხებაში გარდაისახება სამუშაო ადგილების დაკარგვაში და ზოგადად, ქვეყნის პრობლემატიკაში“,- ამის შესახებ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ განაცხადა.
კალაძე: თბილისის მეტროს მომდევნო 3 წელიწადში 40 ახალი ვაგონი დაემატება
13:07 / 15.10.2019
ამის შესახებ, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
1 ნოემბრიდან A კატეგორიის ტაქსის მფლობელს ინტერიერის ქიმიური წმენდის ვაუჩერი გადაეცემა
13:04 / 15.10.2019
ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
ეკატერინე ტიკარაძე ევროპაში მცხოვრებ ქართველ ექიმებს შეხვდა
12:24 / 15.10.2019
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე საზღვარგარეთ მყოფ ქართველ ექიმებს შეხვდა. შეხვედრა პრაღაში, ქართული ინტერნაციონალური სამედიცინო და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ასოციაციის ინიციატივით ჩატარდა. ორგანიზაცია საქართველოში მედიცინის სფეროს განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. ღონისძიებაში მონაწილეობა 100-მდე ქართველმა ექიმმა და საქართველოდან ჩასულმა სტუდენტებმა მიიღეს.
რომან გოცირიძე: ირაკლი კობახიძე მათემატიკაში სუსტი ყოფილა - თუ „ოცნებამ” 45% დააგროვა, ნიშნავს, რომ სხვებმა 55% დააგროვეს და ხელისუფლება გაერთიანებული პოლიტიკური ძალებით იქმნება
12:21 / 15.10.2019
ირაკლი კობახიძე მათემატიკაში ძალიან სუსტი ყოფილა. თუ „ქართულმა ოცნებამ” 45% დააგროვა, ნიშნავს, რომ სხვებმა 55% დააგროვეს და ანუ, ხელისუფლება სწორედ გაერთიანებული პოლიტიკური ძალების მიერ იქმნება, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც ის ირაკლი კობახიძის მიერ „პალიტრანიუსის” გადაცემა „360 გრადუსში“ 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმურა.
ეკა ბესელია: კობახიძის არითმეტიკას არასდროს მჯეროდა - მისი მათემატიკა იმდენად ცუდია, რომ საპრეზიდენტo არჩევნების დროს ივანიშვილიც კი შეცდომაში შეიყვანა
12:18 / 15.10.2019
ირაკლი კობახიძეს საარჩევნო არითმეტიკა ძალიან ცუდად გამოსდის, - ასე შეაფასა დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ გუშინ „პალიტრანიუსის" გადაცემა „360 გრადუსში“ გაკეთებული განცხადება. დეპუტატი ამბობს, რომ ირაკლი კობახიძის გზავნილებში სიცრუის გარდა ვერაფერი ამოიკითხა.
მაია ცქიტიშვილი: ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში მთავრობას შეუძლია მოშალოს ანაკლიის მშენებლობაზე გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულება
12:17 / 15.10.2019
ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში მთავრობას შეუძლია მოშალოს ანაკლიის მშენებლობაზე გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულება, - ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ მიერ ვალდებულებების შესრულების ვადის ამოწურვასთან დაკავშირებით ისაუბრა.
კახა კალაძე - ერთ-ერთი მექანიზმი, რომლის შექმნასაც ვაპირებთ, იქნება კონტროლი, რომ ტაქსები იყოს მოწესრიგებული, უსაფრთხო და გამართული
11:36 / 15.10.2019
1 ნოემბრიდან, A კატეგორიის ტაქსის მძღოლები სალონის ქიმიური წმენდის ვაუჩერს მიიღებენ. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
17 ოქტომბერს ჭავჭავაძის გამზირზე ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება
11:31 / 15.10.2019
ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე მასშტაბური სამუშაოებიდან გამომდინარე, 17 ოქტომბრის 00:00 საათიდან თაქთაქიშვილის ქუჩიდან ჭავჭავაძის გამზირზე ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება, ხოლო კავსაძის ქუჩაზე ცალმხრივი მოძრაობის მიმართულება შეიცვლება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს.
პანკისში ახალი ჰესის მშენებლობა იწყება
11:21 / 15.10.2019
პანკისში ახალი ჰესის მშენებლობა იწყება. 27 მეგავატიანი ჰესის - „სამყურისწყალი 2“-ის მშენებლობა ნოემბრიდან დაიწყება და მას კომპანია „ფერი" განახორციელებს.
რეჯეფ თაიფ ერდოღანი: სირიის სამხედრო ოპერაცია საერთაშორისო თანამეგობრობის უმოქმედობამ დააჩქარა
11:18 / 15.10.2019
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ თურქეთის მიერ სირიაში სამხედრო ოპერაციის დაწყება საერთაშორისო თანამეგობრობის უმოქმედობამ დააჩქარა, რომელმაც ვერ შეძლო, თურქეთს მილიონობით ლტოლვილთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარებაში დახმარებოდა.
გიორგი გახარია დღეს სომხეთს ეწვევა
10:15 / 15.10.2019
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ოფიციალური ვიზიტები საქართველოს მეზობელ ქვეყნებში გრძელდება.
პეკინის გამზირზე ავტობუსი არასრულწლოვანს დაეჯახა
01:25 / 15.10.2019
პეკინის გამზირზე სამგზავრო ავტობუსი არასრულწლოვანს დაეჯახა.
მარიამ კუბლაშვილი თამთა თოდაძეს დებატებში იწვევს
00:20 / 15.10.2019
სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული დეპუტატის, ილია ჯიშკარიანის ადვოკატი, მარიამ კუბლაშვილი სავარაუდო დაზარალებულ თამთა თოდაძესა და მის ადვოკატს დებატებში იწვევს.
გიგა ბოკერია: დამილოცნიხართ შვილო ჩემო-თქო, გადაეცით ნიკა მელიას ჩემგან
23:54 / 14.10.2019
დამილოცნიხართ შვილო ჩემო-თქო, გადაეცით ნიკა მელიას ჩემგან, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, როდესაც კომენტარი გააკეთა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას განცხადებაზე.
თურქულმა არმიამ მანბიჯში ტანკების გამოყენებით ქურთი და სირიელი სამხედროების მიმართულებით შეტევა დაიწყო
23:39 / 14.10.2019
თურქულმა შეიარაღებულმა ძალებმა შეტევა დაიწყეს მანბიჯის მიმართულებით. სოციალურ მედიაში ვრცელდება ვიდეო-კადრები, სადაც ასახულია თუ როგორ ისვრიან თურქი სამხედროები m-60 patton-ის ტიპის ტანკიდან სირიელი და ქურთი ჯარისკაცების მიმართულებით. ერთ-ერთი სოფლის აღებისას ქურთულმა რაზმებმა სირიული არმიის ტანკი t-72 ჩაიგდეს ხელთ.
სკანდალი: ანდრია ჯაღმაიძემ მეუფე პეტრეს არაკაცი უწოდა
23:23 / 14.10.2019
სკანდალი საპატრიარქოში, "მთავარი" ავრცელებს ინფორმაციას, რომ დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ, ჭყონდიდის მიტროპოლიტს, მეუფე პეტრეს არაკაცი უწოდა.
"რუსულმა ავიაციამ სირიაში 4 საავადმყოფო 12 საათის განმავლობაში გამიზნულად დაბომბა"
23:01 / 14.10.2019
New-york times-მა გამოძიების სენსაციური შედეგები გამოაქვეყნა, რომლითაც დასტურდება, რომ 2019 წლის 5-6 მაისს რუსულმა ავიაციამ სირიაში, იდლიბის რეგიონში 4 საავადმყოფო 12 საათის განმავლობაში გამიზნულად დაბომბა.
ირაკლი კობახიძე: დაუჭამიათ ერთმანეთი „ნაციონალებს“, ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი
22:16 / 14.10.2019
ამაზე მაქვს მარტივი პასუხი: დაუჭამიათ ერთმანეთი „ნაციონალებს“, ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ „ევროპული საქართველოს“ წევრის გიგა ბოკერიასა და ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებების შეფასებისას განაცხადა.
ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიოს საუკეთესო ქალ ძიუდოისტთა ხუთეულშია
20:41 / 14.10.2019
ავტორიტეტულმა გამოცემა JUDOINSIDE-მა მსოფლიოს ჩემპიონატის წინ ხუთი საუკეთესი ახალგაზრდა გოგონა ძიუდოისტი დაასახელა.
თაკო ჩარკვიანის აზრით, გიგა ბოკერიამ დაადასტურა, რომ „ქართულ ოცნებასთან“ არის ალიანსში
20:11 / 14.10.2019
ბოკერია დიდი ჭკუის კოლოფი არ აღმოჩნდა, – ასე ეხმიანება პარტია „კანონი და სამართლის“ თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი ბოლო დროს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას მიერ გაკეთებულ განცხადებებს.
კახა კალაძე: 2020 წელს ვინ გაიმარჯვებს, ამას მოსახლეობა გადაწყვეტს და არა გიგა ბოკერია
18:40 / 14.10.2019
2020 წელს ვინ გაიმარჯვებს, ამას გადაწყვეტს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა და არა გიგა ბოკერია, - ასე ეხმიანება დედაქალაქის მერი კახა კალაძე „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებას.
გიგა ბოკერია: მიხეილ სააკაშვილი ემსგავსება იმათ, ვინც მას იმავე მეთოდებით ებრძოდა, როგორითაც დღეს თვითონ მოქმედებს
17:59 / 14.10.2019
მართლაც სამწუხაროა, რომ მიხეილ სააკაშვილი ემსგავსება იმათ, ვინც მას იმავე მეთოდებით ებრძოდა, როგორითაც დღეს თვითონ მოქმედებს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის „ფეისბუქზე“ დაწერილ პოსტს გამოეხმაურა.
კითხვაზე , სააკაშვილის ამ განცხადების შემდეგ ითანამშრომლებენ თუ არა მასთან, ბოკერია პასუხობს, რომ პოზიცია არ შეუცვლიათ, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მშვიდობიანად ჩამოცილებას გულისხობს.
მიხეილ სააკაშვილი: წინასწარ გამოცხადება, რომ ყველას ყველაფერი შერჩება, უხერხულია - იმ პოლიტიკოსებს მინდა ვკითხო ვინც ამას ამბობს, თქვენ რომ გაეძარცვეთ, იგივე იქნებოდა თქვენი რეაქცია?!
16:50 / 14.10.2019
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი თავის ვიდეო მიმართავში, რომელიც სოციალურ ქსელში განათავსა, აცხადებს, რომ დღეს მოქმედი მთავრობის მაღალჩინოსნები, რომლებსაც დანაშაული დაუმტკიცდებათ, საერთაშორისო ანტიკორუფციული სასამართლოს მიერ უნდა გასამართლდნენ. მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ეროვნული ერთიანობის, სულგრძელობისა და მაქსიმალური პატიების მიუხედავად, ხალხს უნდა დაუბრუნდეს ის დოვლათი, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა მიითვისა.
ნიკა მელია: შეიძლება ბოკერია მეტისმეტად მიმტევებელი გახდა, რაც უფლის გზას შეუდგა და სულის ცხონებისთვის მზადაა აპატიოს მას, ვინც წიხლქვეშ გაიგდო კორცხელში
16:45 / 14.10.2019
კატეგორიულად მიუღებელია „ევროპული საქართველოს” მიერ დეკლარირებული „არავინ ციხეში“, ანუ არ დაისჯება არავინ - არც ივანიშვილი, არც ფარცხალაძე, არც გახარია და არც არავინ, - ამ განცხადებით სოციალურ ქსელში ნიკა მელია „ევროპული საქართველოს“ მიერ გაჟღერებულ ინიციატივას გამოეხმაურა.
მეუფე გრიგოლი: სადაც იმ ადამიანების შეწყალება ხდება, რომელზეც მერე მთელი ქვეყანა დუღს, მგონი, მამა გიორგის შეწყალება პრობლემა არ უნდა ყოფილიყო
16:40 / 14.10.2019
სადაც იმ ადამიანების შეწყალება ხდება, რომელზეც მერე მთელი ქვეყანა დუღს, მგონი, მამა გიორგის შეწყალება პრობლემა არ უნდა ყოფილიყო, - ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა განაცხადა.
კახა კალაძე: “ქართული ოცნებაა” ხელისუფლებაში და ვინ უნდა იყოს სუს-ის ხელმძღვანელად წარმოდგენილი, “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატურა?
15:36 / 14.10.2019
პარტია “ქართული ოცნებაა” ხელისუფლებაში და ვინ უნდა იყოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელად წარმოდგენილი? “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატურა უნდა იყოს წარმოდგენილი?”,- ასე აფასებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე ოპოზიციის განცხადებებს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად გრიგოლ ლილუაშვილი ბიძინა ივანიშვილის მიერ დასმული პირია.
ილია მეორე: ღვთის წყალობა უნდა შევინარჩუნოთ, უნდა დავაფასოთ
14:27 / 14.10.2019
საკვირველია ჩვენი წარსული, ჩვენი აწმყო და უფრო საკვირველი იქნება ჩვენი მომავალი, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ქადაგებისას ბრძანა.
რუსთავში 35 წლის მამაკაცის მკვლელობის საქმეზე დაკავებული პოლიციელების განცხადებით, დავით მუმლაძის გატაცების სანაცვლოდ ფული აიღეს, რითაც ვალები გაისტუმრეს
14:22 / 14.10.2019
35 წლის დავით მუმლაძის მკვლელობის საქმეზე, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალდებით დაკავებულმა მოქმედმა და ყოფილმა პოლიციელებმა, მუმლაძის გატაცების სანაცვლოდ თანხა მიიღეს.
გაზეთი „კვირის პალიტრა“ რუსთავში მოკლული 35 წლის დავით მუმლაძის საქმეზე დაკავებული პოლიციელების ჩვენებებს აქვეყნებს
13:48 / 14.10.2019
გაზეთი „კვირის პალიტრა“ რუსთავში მოკლული 35 წლის დავით მუმლაძის საქმეზე დაკავებული პოლიციელების მიერ გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებებს აქვეყნებს.
დავით ბაქრაძე: სამწუხაროა, რომ მიხეილ სააკაშვილისგან საფუძვლიანი კრიტიკის საპასუხოდ ისევ ტალახის სროლა გვესმის
11:43 / 14.10.2019
სამწუხაროა, თუ მიხეილ სააკაშვილს დღემდე ასეთი რეაქცია აქვს განსხვავებულ აზრზე და საფუძვლიანი და თემატური კრიტიკის საპასუხოდ გვესმის ისევ ტალახის სროლა,- ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ მიხეილ სააკაშვილის განცხადების საპასუხოდ აღნიშნა.
მართვის მოწმობის ასაღებად ასაკი იცვლება
21:34 / 13.10.2019
ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის ასაღებად საჭირო ასაკი იცვლება - ამის შესახებ „საგზაო მოძრაობის შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებების კანონპროექტშია აღნიშნული.
დონალდ ტრამპი: ვმუშაობთ ძლიერ სანქციებზე, თურქეთი გვთხოვს, რომ ეს არ გავაკეთოთ
20:27 / 13.10.2019
ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა თურქეთისთვის ძლიერი სანქციების დაწესებაზე. ამის შესახებ მან დღეს „ტვიტერის“ პირად გვერდზე დაწერა.
ხაშურში ყოფილი მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულის მამა - ჩემს შვილს ვინმე იგორი ემუქრებოდა - მითხრა, შენი შვილი უნდა „დავბრიდო“, ჩათვალე, რომ შვილი არ გყავსო
19:20 / 13.10.2019
გულისტკივილით ვამბობ ამ სიტყვებს, მაგრამ თავისი თავიც დაიღუპა თავისი საქციელით და ჩემი შვილიც დაღუპა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ხაშურში ცოლის მკვლელობაში ბრალდებული ირაკლი დეკანოიძის მამამ, მერაბ დეკანოიძემ განუცხადა. ჟურნალისტების კითხვაზე, თუ რას გულისხმობდა, მერაბ დეკანოიძემ განაცხადა „არ ცხოვრობდა ნამდვილად სწორად“.
ვაკეში ტაქსის მძღოლმა უკრაინელ ტურისტ ქალს სცემა
18:16 / 13.10.2019
ვაკეში, ტაქსის მძღოლმა უკრაინელი ტურისტ ქალს სცემა.
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - სირიაში 490 ტერორისტი განადგურებულია
17:13 / 13.10.2019
სირიის ჩრდილოეთით, თურქეთის სამხედრო ოპერაციის შედეგად, 130 ათასი ადამიანი იძულებული გახდა ქალაქების - თელ-აბიადისა და რას-ელ-აინის გარეუბნები დაეტოვებინათ. ამ დროისთვის, დევნილთა ზუსტი რაოდენობა დაუდგენელია. ამის შესახებ საუბარია გაეროს ოფისის ანგარიშში, რომელიც ჰუმანიტარულ საკითხებს უწევს კოორდინაციას.
გარდა ამისა, რეგიონში შექმნილია კრიტიკული ვითარება წყალმომარაგებასთან დაკაშირებით. ინფრასტრუქტურის დაზიანების გამო, 400 ათასზე მეტ ადამიანს წყლის მიწოდებაზე პრობლემა შეექმნა.
"გია ყანჩელს სიკვდილამდე რამდენიმე წუთით ადრე უთქვამს..." - რობერტ სტურუა (ვიდეო)
00:58 / 12.10.2019
რობერტ სტურუა ლეგენდარული კომპოზიტორის გია ყანჩელზე საუბრობს და კომპოზიტორთან ბოლო შეხვედრას იხსენებს
შსს-მ 9 მილიონი ლარის ღირებულების ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურა (ვიდეო)
11:14 / 11.10.2019
შინაგან საქმეთა სამინისტრომ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად გაანადგურა სისხლის სამართლის 765 საქმეზე სხვადასხვა დროს ნივთმტკიცებად ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები, რომელთა საერთო ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე, დაახლოებით, 9 მილიონი ლარია.
ლევან ახვლედიანი „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ შესაძლო დახურვის შესახებ ინფორმაციას უარყოფს
11:51 / 09.10.2019
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალური დირექტორის, ლევან ახვლედიანის თქმით, კონსორციუმის შესაძლო დახურვასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
თინა ბოკუჩავა: თადუმაძის დიპლომი ყალბია, შესაბამისად, მან უნდა მოხსნას მოსამართლეობაზე საკუთარი კანდიდატურა და გადადგეს გენერალური პროკურორის თანამდებობიდან
11:49 / 09.10.2019
დღეს მინდა წარმოგიდგინოთ კიდევ ერთი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს შალვა თადუმაძის დიპლომის სიყალბეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია „ნაციონალური მოძრაობიდან“ დეპუტატმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა და დოკუმენტაცია წარადგინა.
კომიტეტის სხდომაზე ლევან გოგიჩაიშვილმა და მიხეილ ყაველაშვილმა იკამათეს [ვიდეო]
18:56 / 08.10.2019
პარლამენტის სპორტის კომიტეტის სხდომაზე დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ლევან გოგიჩაიშვილმა და კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილმა იკამათეს.
„საქართველოს რკინიგზა“  11 ათასამდე თანამშრომელს ხელფასებს უმატებს!
17:36 / 04.08.2019
სს "საქართველოს რკინიგზა" კიდევ ერთხელ ხაზგასმით აცხადებს, რომ კომპანიის მენეჯმენტი მუდმივად უსმენს და შესაძლებლობის ფარგლებში ცდილობს დააკმაყოფილოს თანამშრომელთა საჭიროებები და მოთხოვნები. სწორედ ამიტომ, დასაქმებულთა იმ კატეგორიას, რომელთა ხელფასი 1500 ლარს არ აღემატება, ხელფასი ემატება 10%-ით. რაც წლიურად დაახლოებით 18-20 მილიონ ლარს შეადგენს და ეს ამ ეტაპზე, ის მაქსიმუმია რისი ფინანსური რესურსიც გამოიძებნა. ამასთანავე, უკლებლივ ყველა რკინიგზელს საჩუქრის სახით, წელიწადში 2-ჯერ ფიქსირებული თანხა გადაეცემა.
ხელფასების 50%-იანი მატების მოთხოვნა და/ან განხილვა არარეალურ, პოპულისტურ საკითხს წარმოადგენს და ვინაიდან თითოეულმა რკინიგზელმა ზედმიწევნით კარგად იცის კომპანიის ფინანსური მდგომარეობა, სიმართლეს არ შეესაბამება განცხადებები, რომ დაახლოებით 4800 რკინიგზელი გაფიცვისათვის ემზადება. მეტიც, "რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი" აერთიანებს 400-მდე წევრს და მას არ გააჩნია ლეგიტიმაცია სრული კოლექტივის სახელით ისაუბროს და მით უფრო დააანონსოს გაფიცვები, შეუსრულებადი მოთხოვნების საპირისპიროდ.
დღის სიახლეები
კალენდარი
×