კარლ ჰარცელი: დიალოგით და ნაბიჯ-ნაბიჯ პროგრესით არსებობს ნამდვილი შანსი იმ უფსკრულის გარღვევის, რომლის შესახებ ყველამ ვიცით
00:05 / 09.12.2019
შეხვედრის ბოლოს ვიგრძენი, რომ რასაც მივაღწიეთ, იყო უფრო ღრმა გაგება იმისა, თუ როგორ გაგრძელდებოდა ეს დისკუსია მომავალში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია,-ამის შესახებ ჟურნალისტებს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.
ჩემი ზაზა! ჩემი უმცროსი მეგობარი! ჩემთვის მუდამ პატარა ბიჭი - როგორ გამოემშვიდობა ლანა ღოღობერიძე ზაზა ურუშაძეს
23:44 / 08.12.2019
კინორეჟისორი ლანა ღოღობერიძე ზაზა ურუშაძის გამოსამშვიდობებელ წერილს აქვეყნებს
ნინო ბურჯანაძე: დისკუსია გრძელდება, მიუხედავად იმისა, რომ დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მაქსიმალურად იყო ზოგიერთების მხრიდან მცდელობა, რომ ჩვენ უარი გვეთქვა დისკუსიის გაგრძელებაზე
23:41 / 08.12.2019
„ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, გამომდინარე იქიდან, რომ ხელისუფლება მზად არ არის ოპოზიციის მიერ შეთავაზებული საარჩევნო მოდელი ერთიანად განიხილოს, ამ ინიციატივაზე ნაწილ-ნაწილ მსჯელობა მოხდება.
გიგა ბოკერია: სანამ შედეგი არ იქნება აქციები გაგრძელდება, ის იქნება მშვიდობიანი მაგარმ მწვავე
23:36 / 08.12.2019
"ევროპული საქართველოს" ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით, ოპოზიციისთვის სასურველი შედეგი დადგება მაშინ, როდესაც საარჩევნო სისტემა გახდება პროპორციული ან წარმომადგენლობითი პროპორციის სახით.
გიგა ბოკერია: საერთაშორისო მეგობრების მიღწევაა, რომ ხელისუფლებასთან ახლა ვიხილავთ ჩვენი წინადადებების მრავალმანდატიან კომპონენტს
23:19 / 08.12.2019
სანამ შედეგი არ გვექნება, რა თქმა უნდა, აქციები გაგრძელდება, მშვიდობიანი, მაგრამ ძალიან მწვავე აქციები, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ მმართველ გუნდსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის შემდეგ განაცხადა.
ირაკლი კობახიძე: თუკი ოდირის პასუხი იქნება რომ 77 უდრის 150 ჩვენ ვაღიარებთ მათ დასკვნას
23:11 / 08.12.2019
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიციურ სპექტრთან შეხვედრაზე, მრავალმადატიანი მაჟორიტარული ოლქების საკითხის განხილვა გადაწყდა.
მამუკა მდინარაძე: ოპოზიციასთან ვისაუბრეთ მაჟორიტარული მანდატების განაწილების წესზე, რა წესზე შევთანხმდებით და შევთანხმდებით თუ არა, შემდეგი შეხვედრების თემაა
22:47 / 08.12.2019
სასაუბრო თემად გვქონდა მაჟორიტარული მანდატების განაწილების წესი, რა წესზე შევთანხმდებით ეს უკვე შემდეგი შეხვედრების თემაა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდის დასრულების შემდეგ მედიასთან განაცხადა.
გიორგი ვაშაძე: დღევანდელ შეხვედრას შეგვიძლია დავარქვათ "ქართული ოცნების" იძულება დიპლომატიური კორპუსის მიერ - იყოს კონსტრუქციული და დაანებოს თავი დესტრუქციას
22:45 / 08.12.2019
“ახალი საქართველოს” ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, მმართველ გუნდთან შეხვედრაზე გადაწყდა, რომ “ქართულმა ოცნებამ” ოპოზიციის მიერ შეთავაზებული საარჩევნო სისტემის მოდელის ცალკეული კომპონენტები უნდა განიხილოს, რის შემდეგაც კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება.
„არავითაარი შეთანხმება არ მომხდარა, ვემზადებით უარესისთვის“ - გრიგოლ ვაშაძე
22:40 / 08.12.2019
ცოტა ხნის წინ დასრულდა ოპოზიციისა და მმართველი გუნდის შეხვედრა საარჩევნო სისტემის ცვლილების მოედლეთან დაკავშირებით, რომელიც საერთაშორისო პარტნიორი ქვეყნების ელჩების მონაწილეობით იმართებოდა.
მთავრობა და ოპოზიცია მრავალმანდატიანი მაჟორიტარული სისტემის განხილვაზე შეთანხმდნენ
22:38 / 08.12.2019
მთავრობა და ოპოზიცია მრავალმანდატიან მაჟორიტარულ სისტემაზე დაიწყებენ საუბარს. ასეთია სასტუმრო „შერატონში“ გამართული მოლაპარაკებების მეორე რაუნდის შედეგი. ამ ინიციატივით დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები გამოვიდნენ.
არჩილ თალაკვაძე: მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდზე განვიხილავთ არსებული, შერეული საარჩევნო სისტემის ფარგლებში მაჟორიტარულ ნაწილში შესაძლო ცვლილებებს
22:36 / 08.12.2019
მოლაპარაკებების თემა იცვლება და მომდევნო რაუნდზე ჩვენ განვიხილავთ არსებული, შერეული საარჩევნო სისტემის ფარგლებში მაჟორიტარულ ნაწილში შესაძლო ცვლილებებს, რაზეც ისედაც გვქონდა მუშაობა დაწყებული ეუთო-ს რეკომენდაციების ფარგლებში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ მმართველ გუნდსა და ოპოზციის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებების მორგი რაუნდის შემდეგ განაცხადა.
ვერავითარი შეთანხმება და კომპრომისი ვერ შედგა - თეა წულუკიანი
22:24 / 08.12.2019
ვერავითარი შეთანხმება და კომპრომისი ვერ შედგა - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის გამართულ რიგით მეორე შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკების მეორე რაუნდი დასრულდა
22:19 / 08.12.2019
ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენებს შორის შეხვედრის ეორე რაუნდი რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. მოლაპარაკებებს საქართველოშიაკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსი და ევროპარლამენტის წევრები ესწრებოდნენ.
„საქართველოს რკინიგზა“  11 ათასამდე თანამშრომელს ხელფასებს უმატებს!
17:36 / 04.08.2019
სს "საქართველოს რკინიგზა" კიდევ ერთხელ ხაზგასმით აცხადებს, რომ კომპანიის მენეჯმენტი მუდმივად უსმენს და შესაძლებლობის ფარგლებში ცდილობს დააკმაყოფილოს თანამშრომელთა საჭიროებები და მოთხოვნები. სწორედ ამიტომ, დასაქმებულთა იმ კატეგორიას, რომელთა ხელფასი 1500 ლარს არ აღემატება, ხელფასი ემატება 10%-ით. რაც წლიურად დაახლოებით 18-20 მილიონ ლარს შეადგენს და ეს ამ ეტაპზე, ის მაქსიმუმია რისი ფინანსური რესურსიც გამოიძებნა. ამასთანავე, უკლებლივ ყველა რკინიგზელს საჩუქრის სახით, წელიწადში 2-ჯერ ფიქსირებული თანხა გადაეცემა.
ხელფასების 50%-იანი მატების მოთხოვნა და/ან განხილვა არარეალურ, პოპულისტურ საკითხს წარმოადგენს და ვინაიდან თითოეულმა რკინიგზელმა ზედმიწევნით კარგად იცის კომპანიის ფინანსური მდგომარეობა, სიმართლეს არ შეესაბამება განცხადებები, რომ დაახლოებით 4800 რკინიგზელი გაფიცვისათვის ემზადება. მეტიც, "რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი" აერთიანებს 400-მდე წევრს და მას არ გააჩნია ლეგიტიმაცია სრული კოლექტივის სახელით ისაუბროს და მით უფრო დააანონსოს გაფიცვები, შეუსრულებადი მოთხოვნების საპირისპიროდ.
დღის სიახლეები
კალენდარი
×