"ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას ადრეც მივესალმებოდი და ყოველთვის მხარს დავუჭერ"
15:07 / 18.06.2018
ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას ადრეც მივესალმებოდი და ყოველთვის მხარს დავუჭერ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ "ქართული ოცნების" ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს თავისი ტრანზიტული პოტენციალის სრულფასოვნად გამოყენებისთვის აუცილებლად სჭირდება ღრმაწყლოვანი პორტი.
გმირთა მოედანზე, „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიიდან ბენზინგასამართი სადგურების აღება იგეგმება
15:05 / 18.06.2018
გმირთა მოედანზე, "ლაგუნა ვერეს" მიმდებარე ტერიტორიიდან, შესაძლოა, ბენზინგასამართი სადგურები აიღონ. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
"სასჯელაღსრულებისა და იუსტიციის სამინისტროების გაერთიანების საკითხი დღის წესრიგში დგას"
15:04 / 18.06.2018
პროკურატურის საკითხი სტრუქტურულ ცვლილებებში არ შედის, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ განაცხადა. "სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით მსჯელობა ნამდვილად იყო და ბატონმა მამუკამ თქვა, რომ ამ საკითხებზე მსჯელობა უნდა გავაგრძელოთ. მთლიანობაში ხედვა მცირე მთავრობასთან დაკავშირებით მისაღებია. მოსაზრებების და მსჯელობის პროცესი კიდევ გველოდება წინ", - განაცხადა ეკა ბესელიამ.
ზაზა სარალიძე საზოგადოებრივ მაუწყებელს დღის ბოლომდე აძლევს ვადას იმ ფილმის გასაშვებად, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარ დანაშაულს ეხება
15:03 / 18.06.2018
ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე საზოგადოებრივ მაუწყებელს ღამის თორმეტ საათამდე აძლევს ვადას, წინააღმდეგ შემთხვევაში აქციებს აანონსებს. სარალიძე საზოგადოებრივი მაუწყებლისგან იმ ფილმის გაშვებას ითხოვს, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარ დანაშაულს ეხება. სარალიძის თქმით, ამ ფილმში ასახულია ყველა ის რეალური გარემოება, რაც 2017 წლის 1-ელ დეკემბერს და მას შემდეგაც მოხდა. მოკლული მოზარდის მამა ამბობს, რომ ფილმის ამ დრომდე არ გაშვებასთან დაკავშირებით მაუწყებლის ადმინისტრაციას მიზეზები არ ელევა.
"პროკურატურამ და სუს-მა მაჩალიკაშვილების ოჯახს გამოძიების მიმდინარეობაზე ინფორმაცია უნდა მიაწოდონ"
15:02 / 18.06.2018
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ რამდენადაც შესაძლებელი იქნება, პროკურატურამ და სუს-მა მაჩალიკაშვილების ოჯახს გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით ინფორმაცია უნდა მიაწოდონ.
"დადასტურდა, რომ აქციების უკან იდგა "ნაცმოძრაობა", მისი ტელევიზია "რუსთავი 2", შალვა ნათელაშვილი და სხვა რამდენიმე პოლიტიკური ჯგუფი"
15:00 / 18.06.2018
პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, დადასტურდა, რომ თბილისში, გასული კვირების განმავლობაში გამართული აქციები "ნაციონალური მოძრაობის", "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერის, შალვა ნათელაშვილის, კიდევ რამდენიმე პოლიტიკური ჯგუფის და "რუსთავი 2"-ის მიერ იყო ორგანიზებული.
შსს არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ ოზურგეთის მერიასთან სპეცრაზმია მობილიზებული
14:54 / 18.06.2018
შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიასთან სპეცრაზმია მობილიზებული.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, ოზურგეთის მერიის მიმდებარე ტერტორიაზე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტისა და გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები იმყოფებიან.
შსს გავრცელებულ ფარულ ვიდეოჩანაწერს შეისწავლის, კადრებში დაფიქსირებული პირები კი გურიის პოლიციის დეპარტამენტში დაიკითხებიან
14:53 / 18.06.2018
შინაგან საქმეთა სამინისტრო მედიასაშუალებებში გავრცელებულ ფარულ ვიდეოჩანაწერს შეისწავლის. ამასთან, როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-დან აცნობეს, კადრებში დაფიქსირებული პირები გურიის პოლიციის დეპარტამენტში დაიკითხებიან.
"ფინანსთა, ეკონომიკისა და საგარეო საქმეთა მინისტრებად ამ ეტაპზე მინისტრების მოადგილეები იქნებიან ფორმალურად წარმოდგენილნი"
14:42 / 18.06.2018
უკვე ცნობილია, რომ ფინანსთა, ეკონომიკისა და საგარეო საქმეთა მინისტრები შეიცვლებიან, ამიტომ მთავრობის ახალ შემადგენლობაში ამ მინისტრების მოადგილეები იქნებიან ფორმალურად წარმოდგენილნი, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანმა განაცხადა.
ბახტაძე პარლამენტს სთავაზობს, მინისტრთა კაბინეტის განხილვა ახალი სტრუქტურის წარდგენის დროს მოხდეს
13:52 / 18.06.2018
პრემიერობის კანდიდატი მამუკა ბახტაძე პარლამენტს წინადადებით მიმართავს,
ბახტაძე: მცირე მთავრობის კონცეფცია არ გულისხმობს მხოლოდ სამინისტროების რაოდენობის შემცირებას
13:44 / 18.06.2018
მცირე მთავრობის კონცეფცია არ გულისხმობს მხოლოდ სამინისტროების რაოდენობის შემცირებას
ბახტაძე: მინისტრთა კაბინეტში ახალი სახეები ნამდვილად იქნებიან
13:41 / 18.06.2018
მინისტრთა კაბინეტში ახალი სახეები ნამდვილად იქნებიან - ამის შესახებ
ბახტაძე: სამინისტროების რაოდენობა 14-დან 11-მდე შემცირდება
13:37 / 18.06.2018
სტრუქტურული ცვლილებების შედეგად, სამინისტროების რაოდენობა 14-დან 11-მდე შემცირდება
კალაძე: მცირე მთავრობის ინიციატივა კარგად მესმის, რადგან გვჭირდება მოქნილობა
12:50 / 18.06.2018
მცირე მთავრობის ინიციატივა კარგად მესმის, რადგან ჩვენ გვჭირდება მოქნილობა,
ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებაზე სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი რიგი უფლებების ავტომატურად ჩამორთმევის საფუძველი ვეღარ გახდება
12:30 / 18.06.2018
ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელთათვის რიგი უფლებების ჩამორთმევა მოსამართლის გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული
გამყრელიძე ზაფხულის სეზონის დადგომასთან დაკავშირებით მოსახლეობას ჰიგიენური ნორმების დაცვის გამკაცრებას ურჩევს
11:47 / 18.06.2018
დაავადების კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ზაფხულის სეზონის დადგომასთან დაკავშირებით
საფრანგეთის სასამართლომ „კანონიერ ქურდებს“ - კახა შუშანაშვილს, ზაზა ელიკაშვილსა და გიორგი ელერჯიას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
11:25 / 18.06.2018
საფრანგეთის სასამართლომ „კანონიერ ქურდებს“ - კახა შუშანაშვილს, ზაზა ელიკაშვილსა და გიორგი ელერჯიას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
შსს-მ „ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით 6 პირი დააკავა
11:22 / 18.06.2018
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით 6 პირი დააკავა.
დღის სიახლეები
კალენდარი