ირმა ინაშვილი: თუ ეს საბრალო, პატარა ბიჭი გრძნობდა პასუხისმგებლობას ოჯახის წინაშე, რატომ არ გრძნობს ხელისუფლება იგივე პასუხისმგებლობას მშიერი ხალხის წინაშე?! რა გახდა ამ მცირერიცხოვანი ერის გამოკვება, შემოსვა, დასაქმება?!
01:00 / 20.01.2019
საქართველოს პარლამენტის წევრი ირმა ინაშვილი თავისი ფეისბუქის გვერდზე შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს: "12 წლის ბავშვი ჯართის შესაგროვებლად მიდის და უბედური შემთხვევისას კვდება. დალხენილი ოჯახის შვილი ჯართის შესაგროვებლად არ წავიდოდა. მშობლები სახლში მოუტანდნენ საკვებსაც და სამოსსაც.
სუს-ის უფროსის მოადგილედ ალექსანდრე ხოჯევანიშვილი დაინიშნა
21:47 / 19.01.2019
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ ალექსანდრე ხოჯევანიშვილი დაინიშნა, ხოლო პირველ მოადგილედ – გრიგოლ ლილუაშვილი, – ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
შსს - ჭიდაობის ჩემპიონატზე დაპირისპირებაში მონაწილე პირებმა გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარი თქვეს, ამიტომ სასამართლო წესით გამოიკითხებიან
21:46 / 19.01.2019
ჭიდაობის ეროვნულ ჩემპიონატზე დაპირისპირებაში მონაწილე პირებმა გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარი თქვეს, ამიტომ ისინი სასამართლო წესით გამოიკითხებიან, – ამის შესახებ პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
სუს-ის უფროსის პირველ მოადგილედ გრიგოლ ლილუაშვილი დაინიშნა
21:44 / 19.01.2019
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ გრიგოლ ლილუაშვილი დაინიშნა, – ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
თბილისში, აფრიკის დასახლებაში 13 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
19:15 / 19.01.2019
თბილისში, აფრიკის დასახლებაში 13 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს. ბავშვი რამდენიმე დღის განმავლობაში დაკარგული იყო.
ქართული ასეული ავღანეთში ჩავიდა
19:11 / 19.01.2019
საქართველოს თავდაცვის ძალების I ქვეითი ბრიგადის სწრაფი რეაგირების ასეული სრული შემადგენლობით ავღანეთში ჩავიდა.  ქვედანაყოფს მაზარ-ი-შარიფში, ბაზა "მარმალზე" ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს თავდაცვის ძალების უფროსი სამხედრო წარმომადგენელი პოლკოვნიკი, მალხაზ მერლანი და II ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული ასეულის მეთაური, კაპიტანი ანდრო კანკია დახვდნენ. მათ I ქვეით ბრიგადას "მტკიცე მხარდაჭერის" მისიის წარმატებით შესრულება უსურვეს.
შსს-ს მართლწესრიგის ოფიცრებმა დიდ დიღომში აფეთქების შდეგად დაზარალებული ოჯახები მოინახულეს
19:07 / 19.01.2019
შინაგან საქმეთა სამინისტროს მართლწესრიგის ოფიცრებმა, რომელთა სამოქმედო არეალი დიდ დიღომს მოიცავს, 16 იანვარს, დიდ დიღომში, ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად გამოწვეული აფეთქებით დაზარალებული ოჯახები მოინახულეს.
დიდ დიღომში აფეთქების შედეგად გარდაცვლილები ქაშვეთის ტაძარში გადაასვენეს
19:03 / 19.01.2019
დიდ დიღომში აფეთქების შედეგად გარდაცვლილები ქაშვეთის ტაძარში გადაასვენეს. ტაძარში დასვენებულია ერთი ოჯახის სამი წევრი - ნათია ციცვიძე, მისი მცირეწლოვანი შვილი და ნათიას და ნინო ციცვიძე.
დიდ დიღომში აფეთქების შედეგად დაშავებული მცირეწლოვანი ბავშვი პალატაში გადაიყვანეს
18:50 / 19.01.2019
დიდ დიღომში აფეთქების შედეგად დაშავებული მცირეწლოვანი ბავშვი პალატაში გადაიყვანეს, - ამის შესახებ იაშვილის კლინიკაში განცხადეს.
გამყრელიძე: წითელას ეპიდაფეთქება არ შეჩერდება, თუ ჩვენ არ ავიცერით
17:14 / 19.01.2019
დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი მოქალაქეებს მოუწოდებს წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაციის დროულ ჩატარებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი თქმით, დაავადების ეპიდაფეთქება არ შეჩერდება.
დიდ დიღომში აფეთქების საქმეზე დაკავებულ „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ თანამშრომლებს  ბრალი სამსახურებრივი გულგრილობის მუხლით წაუყენეს
17:10 / 19.01.2019
დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების საქმეზე დაკავებულ ორ პირს, "ყაზტრანსგაზ-თბილისის" ყოფილ თანამშრომლებს, თორნიკე ტატიშვილსა და ვაზელ მამადიანს თბილისის მთავარ სამმართველოში ბრალი წაუყენეს. მათ სამსახურეობრივ გულგრილობას ედავებიან.
მაია ბითაძე: ჩვენ განვიხილავთ ყველა გზას, რათა ვაკის პარკში სასტუმრო არ აშენდეს
16:42 / 19.01.2019
თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე ვაკის პარკში დაგეგმილ მშენებლობას ეხმაურება და აცხადებს, რომ თბილისის მერია ყველა ბერკეტს გამოიყენებს, რათა ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობა არ დაუშვას.
ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით, პატრიარქმა წყალი აკურთხა
16:07 / 19.01.2019
ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით, ყოვლადწმინდა სამების ტაძრის დიდ აიაზმაში სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა წყალი აკურთხა.
იაშვილის კლინიკა 6 წლის საბა კიწმარიშვილის დიაგნოზთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
16:02 / 19.01.2019
იაშვილის კლინიკა 6 წლის საბა კიწმარიშვილის დიაგნოზთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. მასში ნათქვამია, რომ გარდაცვლილი ბავშვის დიაგნოზია ჰემოფაგოციტური ლიმფოჰისტიოციტოზი.
პატრიარქი: დღეს არის განსაკუთრებული დღე, განიწმინდა ცა და ქვეყანა, დღეს ხარობს ზეცა და მიწა
15:47 / 19.01.2019
დღეს არის განსაკუთრებული დღე, განიწმინდა ცა და ქვეყანა, დღეს ხარობს ზეცა და მიწა, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ ქადაგებისას განაცხადა.
მამუკა ბახტაძე; დღეიდან თითოეული მოქალაქე შეძლებს დიდთოვლობის ან ზვავსაშიშროების დროს კობი-გუდაურის ახალი საბაგირო გზით ისარგებლოს
15:44 / 19.01.2019
დღეიდან თითოეული მოქალაქე შეძლებს დიდთოვლობის ან ზვავსაშიშროების დროს კობი-გუდაურის ახალი საბაგირო გზით ისარგებლოს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ კობი-გუდაურის ახალი, 7,5-კილომეტრიანი საბაგირო გზის გახსნაზე განაცხადა.
პატრიარქმა დიდ დიღომში აფეთქების დროს დაღუპულთა სულები მოიხსენია
15:38 / 19.01.2019
სამების საკათედრო ტაძარში პატრიარქმა დიდ დიღომში საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების დროს დაღუპულთა სულები მოიხსენია. პატრიარქმა მათი სახელები ბარძიმის გამობრძანებისას საკურთხეველზე წარმოთქვა.
ბათუმში ნათლისღება მასობრივი განბანვის რიტუალით აღნიშნეს
12:41 / 19.01.2019
ბათუმში ნათლისღება ტრადიციული შთაფლვის რიტუალით აღინიშნა. დღესასწაულის დადგომისთანავე, მართლმადიდებელი მრევლი ზღვის სანაპიროსთან შეიკრიბა, სადაც განბანვის რიტუალი შესრულდა.
სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის ბრალდებით თურქეთის ორი მოქალაქე დააკავეს
12:38 / 19.01.2019
თურქეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
დიდ დიღომში აფეთქების საქმეზე დაკავებულ „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ყოფილ თანამშრომლებს ბრალს სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ
12:30 / 19.01.2019
დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების საქმეზე დაკავებულ ორ პირს, "ყაზტრანსგაზ-თბილისის" ყოფილ თანამშრომლებს, თორნიკე ტატიშვილსა და ვაზელ მამადიანს ბრალს სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ.
6 წლის საბა კიწმარიშვილი წუხელ, იაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა
12:23 / 19.01.2019
6 წლის საბა კიწმარიშვილი, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში იაშვილის კლინიკაში მკურნალობდა, წუხელ გარდაიცვალა. აღნიშნული ინფორმაცია  იაშვილის კლინიკაში დაადასტურეს.
წითელას უფასო ვაქცინაციასთან დაკავშირებით, სამედიცინო დაწესებულებები მოქალაქეებს შაბათ-კვირასაც მოემსახურებიან
12:19 / 19.01.2019
შაბათ-კვირას მთელი ქვეყნის მასშტაბით სამედიცინო დაწესებულებები წითელას უფასო ვაქცინაციასთან დაკავშირებით მოქალაქეების მომსახურებას უზრუნველყოფენ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა.
დღეს ნათლისღებაა
11:55 / 19.01.2019
მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა–ლოცვა ჩატარდება. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტ შიოსთან, წმინდა სინოდის წევრებთან და სამღვდელოებასთან ერთად სადღესასწაულო ლიტურგიას ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში დღეს, 10:00 საათზე, დაიწყებს.
ელგუჯა ხოკრიშვილი: გერმანიის მიერ უსაფრთხო ქვეყნების სიაში საქართველოს შეყვანასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას საფრთხე არ ემუქრება
20:58 / 18.01.2019
გერმანიაში საქართველოს ელჩი, ელგუჯა ხოკრიშვილი მიიჩნევს, რომ გერმანიის მიერ უსაფრთხო ქვეყნების სიაში საქართველოს შეყვანასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას საფრთხე არ ემუქრება, თუმცა წინასწარი პროგნოზების გაკეთება არასწორად მიაჩნია.
კალაძე: მიშა ჰოლანდიიდან გამოექანოს, შალიკო და ხაბეიშვილი - მთაწმინდიდან
15:25 / 18.01.2019
ხაბეიშვილს და მიშას შეუძლიათ თბილისის ანძაზე აბრძანდნენ და... მიშას თბილისიდან არ შეუძლია, ჰოლანდიიდან შეუძლია გამოექანოს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
ტანმოვარჯიშე, რომელმაც უნაკლო შესრულებით ინტერნეტი დაიპყრო
12:32 / 15.01.2019
კოლეჯებს შორის ტანმოვარჯიშეთა ტურნირზე, 21 წლის კეტლინ ოჰაშიმ დამსწრე საზოგადოება სახტად დატოვა, პერფომანსი 2 უმაღლესი ქულით შეაფასეს, რაც საბოლოო ჯამში 2019 წლის ტოპ შეფასებაა.
დღის სიახლეები
კალენდარი
×