მამუკა ბახტაძე: სიღარიბის დაძლევა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების გარეშე არ ხდება
00:46 / 24.05.2019
ჩვენ საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის ძალიან ბევრი ფინანსური ინსტრუმენტი შევქმენით, მაგრამ წვდომა ფინანსებსა და კაპიტალზე დღემდე ჩვენი ეკონომიკისთვის ერთ-ერთ ყველაზე მძიმე და მტკივნეულ პრობლემად რჩება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გადაცემა "რეაქციაში" სტუმრობისას განაცხადა.
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე - დავით გარეჯთან დაკავშირებით იმედი გვაქვს, საქართველოს ინტერესები სრულად იქნება დაცული
00:32 / 24.05.2019
აზერბაიჯანულ მხარესთან გრძელდება მოლაპარაკებები, იმედი გვაქვს, საქართველოს ინტერესები სრულად იქნება დაცული, – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე დავით გარეჯთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.
ისრაელში მასშტაბური ხანძრის გამო მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს
00:27 / 24.05.2019
ისრაელში მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან. ცეცხლი იერუსალიმისა და მოდინას რაიონებში, დასახლებებთან ახლოს არის გავრცელებული, რის გამოც ხელისუფლებამ მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო.
გრიგოლია ბახტაძეს: უცნაური რესპონდენტი აღმოჩნდით, ჩხუბის განწყობაზე არ დავმდგარვარ
00:06 / 24.05.2019
ასეთი იუმორისტული ტონალობით მიმართა ინტერვიუს დასასრულს გადაცემა “რეაქციის” ავტორმა და წამყვანმა ინგა გრიგოლიამ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს.
მამუკა ბახტაძე: არ მაქვს ილუზია, რომ ჩვენი პოლიტიკური სპექტრის ზოგიერთ წარმომადგენელს ოდესმე შერცხვება თავისი გამონათქვამების, მაგრამ ქობულიას შემთხვევა ამ ორმაგი სტანდარტების ნათელი მაგალითია
00:01 / 24.05.2019
ჩემთვის და ნებისმიერი მოქალაქისთვის, აუცილებელია, რომ როდესაც ადამიანი არის მთავრობაში და პასუხისმგებელია ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებაზე, როგორიცაა ეკონომიკა, ჰქონდეს სოციალური რეალობის ადეკვატური აღქმა, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გადაცემა "რეაქციის" წამყვანის კითხვას გიორგი ქობულიას გათავისუფლებასთან დაკავშირებით.
მამუკა ბახტაძე: ბიძინა ივანიშვილის როლი არის ზუსტად ისეთი, როგორიც კლასიკურ საპარლამენტო დემოკრატიაში უნდა ჰქონდეს მმართველი პარტიის თავმჯდომარეს
23:31 / 23.05.2019
ბიძინა ივანიშვილის როლი არის ზუსტად ისეთი, როგორიც უნდა ჰქონდეს კლასიკურ საპარლამენტო დემოკრატიაში მმართველი პარტიის თავმჯდომარეს, არც მეტი და არც ნაკლები, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გადაცემა "რეაქციის" წამყვანის მიერ ამ თემაზე დასმულ კითხვას.
მამუკა ბახტაძე: თუ იქნება ჩამორჩენა დაგეგმილ ტემპებზე, ბუნებრივია, საკადრო გადაწყვეტილება არ დააყოვნებს
23:28 / 23.05.2019
საქართველოს პრემიერ-მინისტრი უახლოეს მომავალში მინისტრების შეცვლას არ გეგმავს, – ამის შესახებ მამუკა ბახტაძემ გადაცემა "რეაქციაში" სტუმრობისას განაცხადა.
შესაძლოა პოლიციამ აღაიანში მოკლული 7 თვის ჩვილის მამა დააკავოს
23:21 / 23.05.2019
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანში დედამ 7 თვის შვილი გაგუდა და სახლიდან გაიქცა. მას ბრალი უკვე წაუყენეს, თუმცა შესაძლოა პოლიციამ ჩვილის მამაც დააკავოს.
ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ის, რაც არის საქართველოს კონტროლირებადი ან რაც არის სადავო ტერიტორია, აქ საქართველოს თანხმობის გარეშე ვერანაირი სამუშაოები ვერ ჩატარდება, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიამ „ინტერპრესნიუსს“ საქარ
23:13 / 23.05.2019
საიდან მოიტანეს, რომ ალკოტესტით სიმთვრალე დამიდგინდა? ალკოტესტი არ ჩამტარებია“, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა გენერალურმა აუდიტორმა ლაშა თორდიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
ლაშა დარსალია დავით გარეჯში შექმნილ მდგომარეობაზე - სადავო ტერიტორიაზე საქართველოს თანხმობის გარეშე ვერანაირი სამუშაოები ვერ ჩატარდება
23:09 / 23.05.2019
ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ის, რაც არის საქართველოს კონტროლირებადი ან რაც არის სადავო ტერიტორია, აქ საქართველოს თანხმობის გარეშე ვერანაირი სამუშაოები ვერ ჩატარდება, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიამ "ინტერპრესნიუსს" საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის სადელიმიტაციო კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.
მამუკა ბახტაძე: არჩევნებმა შეიძლება აზრი დაკარგა უპასუხისმგებლო პოლიტიკური ე.წ ლიდერებისთვის
22:55 / 23.05.2019
თუ ვინმე უკანონობაშია შემჩნეული, მას არავინ და ვერავინ დაიცავს, გამოძიება ყველაფერს გაარკვევს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ზუგდიდში შუალედური არჩევნებისას განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.
სალომე ზურაბიშვილი: პრეზიდენტი არ უნდა ეხებოდეს ჭიათურაში მიმდინარე შრომითი დავის საკითხს
22:49 / 23.05.2019
სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ ჭიათურაში მაღაროელების პროტესტის საკითხს საქართველოს პრეზიდენტი არ უნდა შეეხოს. ამის შესახებ ის "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე წერს. ამავდროულად, ზურაბიშვილი შრომის უსაფრთხოების დაცვის აუცილებლობას უსვამს ხაზს.
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების მზადებისას და ღონისძიების დღეს, თბილისში ავტომანქანების მოძრაობა შეიზღუდება
22:47 / 23.05.2019
26 მაისის, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების მზადებისას და ღონისძიების დღეს, დედაქალაქში ავტომანქანების მოძრაობა შეიზღუდება, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
დონალდ ტრამპი მამუკა ბახტაძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
22:44 / 23.05.2019
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურიდან აცნობეს.
ლექტორის მიერ სტუდენტის შესაძლო სექსუალურ შევიწროებაზე შსს გამოკითხვებს აწარმოებს
19:03 / 23.05.2019
დღეს, სასტუმრო "რუმსში" საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს სხდომა გაიმართა.
ადგილობრივი გიდის ინფორმაციით, აზერბაიჯანული მხრიდან ჩიჩხიტურის კოშკის მიმართულებით გზის გაყვანის სამუშაოები დაახლოებით 2 დღეა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს
18:34 / 23.05.2019
დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე საზღვართან აზერბაიჯანულმა მხარემ გზის გაყვანა დაიწყო. როგორც "ინტერპრესნიუსს" ადგილობრივმა გიდმა ზვიად ანანიაშვილმა განუცხადა, აზერბაიჯანულ მხარეს ჩიჩხიტურის კოშკის მიმართულებით, ფერდობზე გზა დაახლოებით 2 დღეა უკვე, რაც გაჰყავს.
7 თვის ჩვილის მკვლელობის საქმის პროკურორი - ბრალდებულ არასრულწლოვანს ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ექსპერტიზა ჩაუტარდება
18:31 / 23.05.2019
7 თვის ბავშვის მკვლელობის საქმის პროკურორის, ნანა გუგუტიშვილის თქმით, საქმესთან დაკავშირებით ყველა საჭირო ექსპერტიზა კანონით დადგენილ ვადებში ჩატარდება, მათ შორის ექსპერტიზა ჩატარდება 7 თვის ბავშვის მკლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანი დედის ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებითაც.
მოკლული 7 თვის ბავშვის მამა პირველ კომენტარს აკეთებს
18:15 / 23.05.2019
მოკლული 7 თვის ბავშვის მამა პირველ კომენტარს აკეთებს. მიხეილ დვალიშვილი "იმედთან" საუბარში მომხდარის წინა საღამოს და იმ დილას იხსენებს, როდესაც ბავშვი გარდაცვლილი ნახა:
თურნავა: ვიზიარებთ ჭიათურის მაღაროელების მოთხოვნას, ვიქნებით შეუპოვრები და პრინციპულები
18:13 / 23.05.2019
"ჩვენთვის პრინციპულია, ადამიანების მოთხოვნა, რომ ჰქონდეთ ღირსეული შრომის პირობები, იყოს დაცული და შესრულებული", – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ჭიათურაში, მაღაროელების გაფიცვის საკითხზე საუბრისას განაცხადა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თქმით, სახელმწიფო ჭიათურაში მიმდინარე პროცესებში ჩართულია.
მთავრობა მერაბ კოსტავას სახელობის სტიპენდიას აწესებს
18:07 / 23.05.2019
ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, დავაარსოთ მერაბ კოსტავას სახელობის სტიპენდია - ამის სესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ივანე მაჭავარიანი ლარზე: არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, ეს არის მოკლევადიანი რყევა
16:52 / 23.05.2019
არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, ეს არის მოკლევადიანი რყევა, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ლარის კურსთან დაკავშირებით განაცხადა.
დავით ზალკალიანი დავით გარეჯში ვითარებაზე - ჩვენ გვყავს იქ მესაზღვრეები, ვისგანაც მჭირდება ზუსტი ინფორმაცია, უნდა გადამოწმდეს სად, ვის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ხდება ეს
16:24 / 23.05.2019
მინდა, კიდევ ერთხელ ყველას მოვუწოდო, თავი შევიკაოთ ემოციური განცხადებებისგან. უნდა გადამოწმდეს სად, ვის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ხდება ეს. ჩვენ გვყავს იქ მესაზღვრეები, რომლებისგანაც მჭირდება ზუსტი ინფორმაცია,- ამის შესახებ დავით გარეჯში არსებულ ვითარებაზე საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა. მინისტრის თქმით, მას არ აქვს დაზუსტებული ინფორმაცია ვის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ხდება ტექნიკის მობილიზება.
საქართველოში ვიზიტით აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების დირექტორი იმყოფება
15:22 / 23.05.2019
საქართველოს პირველად ოფიციალური ვიზიტით ესტუმრა აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (CDC) დირექტორი – ბატონი რობერტ რედფილდი დელეგაციასთან ერთად. ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინიტროს პრესსამსახური ავრცელებს. ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობა ჯანდაცვის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და ბიოსამედიცინო, ფუნდამენტური და გამოყენებითი სიცოცხლის მეცნიერებები განვითარების მიმართულებით, ჯერ კიდევ, გასული საუკუნის 90-ანი წლებიდან დაიწყო.
სალომე ზურაბიშვილი განცხადებას ავრცელებს
15:11 / 23.05.2019
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საზღვრის დელიმიტაციის საკითხზე ქართულ-აზერბაიჯანულ მხარეებს შორის მოლაპარაკებების განახლებას მიესალმება.
კახა კალაძე გარიგებული მატჩების საქმეზე - ჩემი პირველი ხელფასი 50 დოლარი იყო - არ არის გამამართლებელი, რომ „დაბალი ხელფასი მაქვს და უნდა ჩავიდინო დანაშაული“
15:04 / 23.05.2019
ჩემი პირველი ხელფასი 50 დოლარი იყო და მქონდა სწრაფვა, ჩემი ყოფითი მდგომარეობა გამეუმჯობესებინა. ის არ არის გამამამართლებელი, რომ "მე დაბალი ხელფასი მაქვს და ამისთვის უნდა ჩავიდინო დანაშაული", - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საფეხბურთო მატჩების ჩაწყობის ფაქტთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
ლექტორი, რომელსაც სტუდენტი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს - ეს არის სიბინძურე, ერთი კვირის წინ ვიგრძენი, რომ ტელეფონი გამიტეხეს
15:03 / 23.05.2019
ბათუმის საკრებულოში "ქართული ოცნების" დეპუტატი და შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი ომარ მახარაძე სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებით მისი სტუდენტის ბრალდებებს უარყოფს.
მამუკა ბახტაძე ჭიათურის მაღაროელებს და კომპანიას მიმართავს, დროულად ჩამოყალიბდნენ მისაღებ შედეგებზე
15:02 / 23.05.2019
მინდა მაღაროელებს და კომპანიას ვთხოვო რაც შეიძლება ინტენსიური დიალოგის შედეგად დროულად ჩამოყალიბდეთ მისაღებ შედეგებზე. ეს არის სისტემური მნიშვნელობის მქონდე საწარმო ჩვენი ეროვნული ეკონომიკისთვის და მისი სრულფასოვანი ფუნქციონირება არის ძალიან მნიშვნელოვანი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე ჭიათურაში გაფიცულ მაღაროელებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
ბავშვს, რომელიც საგზაო ნიშნებზე ქალის გამოსახვასაც ითხოვს, გახარია შეხვდა
14:54 / 23.05.2019
9 წლის ბიჭს, დაჩი გულუას, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრს საგზაო ნიშნებზე ქალის ფიგურის გამოსახვას სთხოვდა, მინისტრი გიორგი გახარია შეხვდა.
კახა კალაძე გარიგებული მატჩების საქმეზე - ჩემი პირველი ხელფასი 50 დოლარი იყო - არ არის გამამართლებელი, რომ „დაბალი ხელფასი მაქვს და უნდა ჩავიდინო დანაშაული“
14:48 / 23.05.2019
ჩემი პირველი ხელფასი 50 დოლარი იყო და მქონდა სწრაფვა, ჩემი ყოფითი მდგომარეობა გამეუმჯობესებინა. ის არ არის გამამამართლებელი, რომ "მე დაბალი ხელფასი მაქვს და ამისთვის უნდა ჩავიდინო დანაშაული", - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საფეხბურთო მატჩების ჩაწყობის ფაქტთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
"მაკროეკონომიკური მაჩვენებლები არის მდგრადი"- ლარის რეკორდულ გაუფასურებას პრემიერი თურქეთში არსებულ ვითარებას უკავშირებს
14:46 / 23.05.2019
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ეროვნული ვალუტის რეკორდულ გაუფასურებას თურქეთში არსებული მდგომარეობის მოკლევადიან ასახვას უწოდებს. განცხადება პრემიერმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე გააკეთა. მამუკა ბახტაძე ამბობს, რომ სტაბილურობა ბაზარს უახლოეს პერიოდში დაუბრუნდება. არგუმენტად კი ქვეყნის მთავრობის მეთაურს მაკროეკონომიკური მაჩვენებლების მდგრადობა და ეროვნული ბანკის რეზერვების სიმყარე მოჰყავს. აქვე პრემიერი გამოსავალზე საუბრობს და ამბობს, რომ დედოლარიზაციის პროცესი, რომელიც "ქართული ოცნების" მთავრობამ დაიწყო, ქვეყნის ეკონომიკის მდგრადობას უზურნველყოფს.
ჩუგოშვილი: აღაიანში მომხდარმა ტრაგედიამ აჩვენა, რა მძიმე შედეგებამდე შეიძლება, მივიდეს ნაადრევი ქორწინება
14:42 / 23.05.2019
საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, საზოგადოებაში ითვლება, რომ ნაადრევი ქორწინება ოჯახის საქმეა და არა სახელმწიფოსი, თუმცა სოფელ აღაიანში მომხდარი ტრაგედია აჩვენებს, რომ ეს ასე არ არის. დეპუტატი მიიჩნევს, რომ მომხდარმა ფაქტმა კიდევ ერთხელ აჩვენა, თუ რა მძიმე შედეგებამდე შეიძლება, მივიდეს ნაადრევი ქორწინება.
ადა მარშანია: საქართველოში, 10 პოლიტიკოსიდან 8 შიზოფრენიკია
14:32 / 23.05.2019
საპარლამენტო ფრაქცია "საქართველოს პატრიოტების" წევრი ადა მარშანია არ ეთანხმება საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას იმის თაობაზე, რომ საქართველოსთან დიალოგისთვის პირველი ნაბიჯი რუსეთმა უნდა გადადგას. როგორც ადა მარშანიამ ჟურნალსიტებს განუცხადა, პირდაპირი დიალოგი რუსეთთან დასაწყებია და საქართველო არ უნდა ელოდოს, როდის გადადგამს პუტინი პირველ ნაბიჯს.
მამუკა ბახტაძე არჩევნებზე: უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალები ცდილობდნენ პროცესში დისონანსი შეეტანათ, მაგრამ ეს არ გამოუვიდათ
14:30 / 23.05.2019
მე დარწმუნებული ვარ, რომ არჩევნების მეორე ტურიც ჩაივლის ისეთივე რეჟიმში, როგორიც იყო პირველი ტური - მშვიდობიანად, დემოკრატიული სტანდარტების უმაღლესი დაცვით, სადაც ადგილობრივი მცხოვრებლები თავის გადაწყვეტილებას და არჩევანს მიიღებენ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ეკა ბესელია საკუთარ პარტიას ივნისში დააფუძნებს
14:09 / 23.05.2019
ეკა ბესელია თანამოაზრეებთან ერთად ახალ პარტიას ივნისში დააფუძნებს. პარტიის დამფუძნებლებს შორის ასევე იქნებიან დეპუტატები გედევან ფოფხაძე და ზვიად კვაჭანტირაძე.
„შალვა შავულიძე გირგვლიანის მკვლელების სახეა“ - გოგა ხაინდრავა
14:05 / 23.05.2019
"შალვა შავგულიძე გირგვლიანის და მოლაშვილის მკვლელების სახეს წარმოადგენს" - ამის შესახებ გოგა ხაინდრავამ განაცხადა. სპეციალურად გამართულ პრესკონფერენციაზე, ხაინდრავამ "ევროპული საქართველოს" მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატი გირგვლიანის და მოლაშვილის მკვლელების ინტერესების ტარებაში დაადანაშაულა და განმარტა, რომ ყოფილ მთავრობასთან კონფლიქტი, სწორედ ამის გამო მოუვიდა.
სუფსაში ავარიის შედეგად დაღუპულებიდან 3 - ერთი ოჯახის წევრი, მეოთხე კი მათი ნათესავია
13:56 / 23.05.2019
სუფსაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპულებიდან 3 - ერთი ოჯახის წევრი, მეოთხე კი მათი ნათესავია.
ლაშა თორდიაზე თავდასხმის საქმე - რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ, ოთარ ფარცხალაძე სასამართლოში მივიდა
12:43 / 23.05.2019
ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში ყოფილი სახელმწიფო აუდიტორის, ლაშა თორდიაზე თავდასხმის საქმის განხილვა იწყება. რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ, ოთარ ფარცხალაძე სასამართლოში მივიდა. მან ჟურნალისტების შეკითხვებს არ უპასუხა. საქმის მასალებით, ოთარ ფარცხალაძე გენერალური აუდიტორს თავს დაესხა და რესტორან "ელ ცენტროში" ფიზიკურად გაუსწორდა.
მოზარდებისთვის ისეთ საიტებზე წვდომა, რომელიც აზარტული თამაშების, ალკოჰოლისა და ნარკოტიკის პროპაგანდას ეწევა, კანონით აიკრძალება
12:36 / 23.05.2019
საჯარო დაწესებულებებს, სკოლებს, ბიბლიოთეკებს, საგანმანათლებლო და გასართობ სივრცეებს, ინტერნეტ კაფეებს, მათ ბალანსზე არსებულ საჯარო საქმიანობისთვის განკუთვნილ კომპიუტერებზე, სპეციალური ინტერნეტ ფილტრების დაყენება მოუწევთ.
რამდენიმე ასეულმა პენსიონერმა მასწავლებელმა გამოცდაზე გასვლის ნაცვლად, 2 წლის ხელფასი მოითხოვა და პროფესიას ტოვებს
12:28 / 23.05.2019
მასწავლებლის ჯილდოს მიღების სურვილი რამდენიმე ასეული საპენსიო ასაკის მასწავლებელმა გამოთქვა. როგორც შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფო გორგოძემ ბრიფინგზე განაცხადა, საგამოცდო რეგისტრაციის გავლის მიუხედავად, საპენსიო ასაკის მასწავლებლები ამ რეგისტრაციის გაუქმას ითხოვენ.
თამარ ჩუგოშვილი: მთაწმინდაზე არჩევნების მეორე ტურში მობილიზაცია გვექნება - თანამდებობის პირების არა თუ უფლება, ვალდებულებაა, საარჩევნო პროცესში აქტიური იყვნენ
12:27 / 23.05.2019
რა თქმა უნდა, მთაწმინდის შუალედური არჩევნების მეორე ტურში მობილიზაცია გვექნება - პოლიტიკური თანამდებობის პირების არა თუ უფლება, არამედ ვალდებულებაა, საარჩევნო პროცესში იყვნენ აქტიური, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა განუცხადა.
სუფსაში, მსუბუქი ავტომობილის სატვირთოსთან შეჯახების შედეგად, 4 ადამიანი დაიღუპა
12:24 / 23.05.2019
სუფსაში ავარიას 4 ადამიანი ემსხვერპლა. ერთმანეთს სატვირთო ავტომობილი და მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა. შეჯახების შედეგად მსუბუქი ავტომანქანის მძღოლი და სამი მგზავრი ადგილზე დაიღუპა.
პრემიერი: ვისაც არ ეზარება, ყველა სოფლის მეურნეობას ლანძღავს - საქართველოში სოფლის მეურნეობას პერსპექტივა აქვს და კრიტიკა არის იაფფასიანი პოპულიზმი
12:23 / 23.05.2019
საქართველოში სოფლის მეურნეობას პერსპექტივა აქვს. ვინც ამ დარგს აკრიტიკებს, ან არ აქვს შესაბამისი ინფორმაცია, ან უბრალოდ დაკავებულია იაფფასიანი პოლიტიკური პოპულიზმით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ახალგაზრდა ფერმერებთან შეხვედრაზე განაცხადა.
მამუკა ბახტაძე: არ ვარ ის ადამიანი, რომელიც ყოველთვის მხარს დაუჭერს სუბსიდირების პოლიტიკას, მაგრამ სოფლის მეურნეობის დარგის მხარდამჭერ პროგრამებს გავაგრძელებთ
12:23 / 23.05.2019
არ ვარ ის ადამიანი, რომელიც ყოველთვის მხარს დაუჭერს სუბსიდირების პოლიტიკას, მაგრამ, როცა ჩვენ ვსაუბრობთ იმ დარგის განვითარებაზე, რომელსაც აქვს პოტენციალი გაიზარდოს, შექმნას მეტი სამუშაო ადგილები და გადამწყვეტი სიტყვა თქვას სიღარიბესთან ბრძოლაში, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ჩემი პასუხი არის ძალიან ნათელი. ჩვენ გავაგრძელებთ მხარდამჭერ პროგრამებს სოფლის მეურნეობის დარგის მიმართ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ახალგაზრდა ფერმერებთან შეხვდრაზე განაცხადა.
რუსთავში, მე-19 მიკრორაიონში მოსახლეობამ გზა გადაკეტა
11:11 / 23.05.2019
რუსთავში, მე-19 მიკრორაიონში მოსახლეობამ პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტა. მოსახლეობა რუსთავიდან თბილისში, მაღალივი კორპუსის მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალების პრობლემის მოგვარებას ითხოვს. ადგილობრივების თქმით, ამ მიმართულებით ტრანსპორტი არ მოძრაობს, რადგან კომპანია "ინტერტრანსმა" თეთრი სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აკრძალა და ყვითელი სამარშრუტო ტაქსები კი საკმარისი რაოდენობით არ მოძრაობს.
გიორგი გახარია ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა
10:29 / 23.05.2019
საქართველოს ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს, როსარია პუგლისის შეხვდა.
ლევან იზორიას განცხადებით, პერსპექტივაში, ამერიკული ბაზების საქართველოში არსებობას მიესალმება
10:09 / 23.05.2019
საქართველოს ამერიკის შეერთებულ შტატებთან უპრეცედენტოდ მჭიდრო და ყოვლისმომცველი თანამშრომლობა აქვს, განსაკუთრებით, სამხედრო სფეროში, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ "ამერიკის ხმის" ქართულ რედაქციას განუცხადა.
ჭიათურაში გაფიცულმა მაღაროელმა პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა
00:33 / 23.05.2019
ჭიათურაში გაფიცულმა მაღაროელმა პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა. მაღაროელი ამ ფორმით მათი მოთხოვნების შეუსრულებლობას აპროტესტებს. როგორც ერთ-ერთი მაღაროელი პაატა სამხარაძე "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განმარტავს, პირს ყოველ დღე თითო მაღაროელი ამოიკერავს.
სალომე ზურაბიშვილი ესტონელ ჟურნალისტს - რატომ უნდა დავაბრუნოთ სააკაშვილი? თუ შეიძლება, დაიტოვეთ ის აქ სადმე, ვისაც უნდა
00:29 / 23.05.2019
რატომ უნდა დავაბრუნოთ სააკაშვილი? მისი დრო წავიდა და მან ნამდვილად ვერ მოახერხა საკუთარი თავის რეაბილიტაცია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ესტონეთის საზოგადოებრივ მაუწყებელს განუცხადა.
კითხვაზე, „რას იტყვით სააკაშვილის მომავალზე და როგორ დააბრუნებთ მას უკან?“, ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ სააკაშვილის დრო წავიდა. მისივე თქმით, სააკაშვილთან მას არანაირი ურთიერთობა არ აქვს.
სალომე ზურაბიშვილი კითხვაზე, თუ „რას ეტყოდა პუტინს“ - რას მეტყოდა მე ბატონი პუტინი, ეს არის საინტერესო. მან უნდა გადადგას პირველი ნაბიჯი
00:26 / 23.05.2019
ეს არ არის გაყინული კონფლიქტები, ეს ოკუპირებული ტერიტორიებია. გაყინული კონფლიქტები ეს ადრე იყო. რაც შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებს, დიახ, ეს მთავარი პრობლემაა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას - აქვს, თუ არა საქართველოს გაყინული კონფლიქტები რუსეთთან.
დღის ფოტო: პარლამენტთან გახარიას ბიუსტი დადგეს, რომელიც  ღილაკზე თითის დაჭერისას ბოდიშს იხდის
19:35 / 12.05.2019
კლუბ ბასიანში სპეცრაზმის შეჭრიდან 1 წლის შემდეგ აქტივისტებმა პარლამენტის წინ შს მინისტრ გიორგი გახარიას ბიუსტი დადგეს, რომელიც ღილაკზე თითის დაჭერისას ბოდიშს იხდის:
დღის სიახლეები
კალენდარი
×