თურნავა: მისასალმებელია პანკისში ჰესთან დაკავშირებით სამმხრივი შეთანხმება გაფორმდეს
00:23 / 19.04.2019
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავამ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიისთვის კომენტარი გააკეთა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ გრიგოლიშში დაჭრილი ახალგაზრდის მდგომარეობა მძიმეა
00:18 / 19.04.2019
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ გრიგოლიშში დაჭრილი ახალგაზრდის მდგომარეობა მძიმეა. მას ქალაქის რეფერალურ ჰოსპიტალში ოპერაცია ჩაუტარდა.
ზუგდიდში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს
22:15 / 18.04.2019
ზუგდიდში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. 28 წლის მამაკაცს ჭრილობები სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით გულმკერდისა და მუცლის არეში აქვს მიყენებული.
აკაკი ზოიძე: გიორგი ქობულიას თანამდებობიდან წასვლა ჩემთან არავის შეუთანხმებია
22:11 / 18.04.2019
პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი ზოიძის თქმით, ეკონომიკის მინისტრის თანამდებობიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილება მასთან, როგორც უმრავლესობის წევრთან, შეთანხმებული არ იყო.
კახა კახიშვილი: ეკონომიკის მინისტრის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება შეთანხმდა როგორც თავად ქობულიასთან, ასევე თურნავასთან და უმრავლესობის ლიდერებთან
21:48 / 18.04.2019
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის კახა კახიშვილის განცხადებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება შეთანხმდა როგორც თავად გიორგი ქობულიასთან, ასევე ნათია თურნავასთან და უმრავლესობის ლიდერებთან. აღნიშნულის შესახებ კახიშვილმა ჟურნალისტებს მთავრობის ადმინისტრაციაში რამდენიმე წუთის წინ განუცხადა.
მამუკა ბახტაძემ გიორგი ქობულიას მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანებას ხელი უკვე მოაწერა
21:44 / 18.04.2019
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ თანამდებობა უკვე დატოვა. ამის შესახებ ბრძანებას პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ უკვე მოაწერა ხელი. აღნიშნული ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" მთავრობის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს.
ნათია თურნავა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად დაინიშნა
21:41 / 18.04.2019
ნათია თურნავა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად დაინიშნა. პრემიერ-მინისტრის შესაბამისი ბრძანება მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვრედზე უკვე აიტვირთა.
რომან კაკულია: გიორგი ქობულიამ ვერ მოასწრო სრულყოფილ მინისტრად ჩამოყალიბება
19:54 / 18.04.2019
იძულებით არ ვიცი, ძალადობის კვალი თუ ემჩნევა მინისტრს ხვალ შევხედავთ,
„ქობულია ივანიშვილის პირად სურვილებს აფერხებდა, ამიტომ გადაწყდა მორჩილი ადამიანით მისი ჩანაცვლება“
18:48 / 18.04.2019
ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, რომან გოცირიძე ეკონომიკის მინისტრის თანამდებობიდან გადადგოამს ასე აფასებს:
ცოტა უცნაური ადამიანია იმ გაგებით, რომ არ იცოდა ალბათ ზუსტად ის მიდგომები, რაც საქართველოში იყო - კაკულია ქობულიას გადადგომაზე
18:36 / 18.04.2019
"მე ვერ ვიტყოდი, რომ უარყოფითად ვაფასებ, ის ცოტა უცნაური ადამიანია იმ გაგებით, რომ არ იცოდა ალბათ, ზუსტად ის მიდგომები, რაც საქართველოში იყო," - ეს განცხადება, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ ეკონომიკის მინისტრის გადადგომის შეფასებისას გააკეთა.
ლევან გოგიჩაიშვილი: უნდა ვიცოდეთ გიორგი ქობულიას გადადგომის რეალური მიზეზი - თუ ის ვიღაცას ფეხებში ებლანდებოდა და ამის გამო გაუშვეს, მაშინ პრემიერიც გასაშვებია
18:22 / 18.04.2019
მე ვფიქრობ, რომ მინისტრის გადადგომით ეკონომიკური კომიტეტი უნდა დაინტერესდეს და პრემიერმა აუცილებლად უნდა გააკეთოს ახსნა- განმარტება,
გიორგი ქობულია ეკონომიკის მინისტრის პოსტიდან გადადგომის შესახებ განცხადებას ხვალ გააკეთებს
18:20 / 18.04.2019
გიორგი ქობულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია "იმედი" ავრცელებს.
ეკონომიკის მინისტრის პოსტზე თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნათია თურნავა განიხილება
17:46 / 18.04.2019
გიორგი ქობულიას გადადგომის შესახებ ინფორმაციას ამ ეტაპზე ვერ დაგიდასტურებთ, -ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახრში განუცხადეს.
Exclusive - ეკონომიკის მინისტრის თანამდებობაზე ნათია თურნავა ინიშნება
17:31 / 18.04.2019
ეკონომიკის მინისტრის ვაკანტურ პოზიციაზე მინისტრის მოადგილე ნათია თურნავა დაინიშნება. ამის შესახებ „პრაიმტაიმისთვის“ ექსკლუზიურად გახდა ცნობილი.
ეკონომიკის მინისტრი გადადგა
17:25 / 18.04.2019
ეკომონიკის მინისტრი გიორგი ქობულია გადადგა. ამის შესახებ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.
ხაზარაძისა და ჯაფარიძის სამართლებრივი ბრძოლა შესაძლოა, სტრასბურგის სასამართლოში გაგრძელდეს
17:22 / 18.04.2019
“თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის სამართლებრივი ბრძოლა შესაძლოა, სტრასბურგის ევროპულ სასამართლოში გაგრძელდეს . ამის შესახებ “2020NEWS“-ს ხაზარაძისა და ჯაფარიძის უფლებადამცველმა ზვიად კორძაძემ განუცხადა.
ტაქსისტები: ბევრ რამეს მივაღწიეთ, ყინული გალღვა და ვწყვეტთ აქციებს
17:08 / 18.04.2019
ტაქსისტები აქციებს წყვეტენ. მათ განცხადება ამის შესახებ პარლამენტის წინ გააკეთეს და განაცხდეს, რომ "მერიასა და ტაქსის მძღოლებს შორის ყინულის ლღობა დაიწყო" და ისინი ვერ ხედავენ ქუჩაში დგომის აუცილებლობას. მათი ინფორმაციით, კახა კალაძესთან მუდმივი კონსულტაციები მიმდინარეობს.
“რატომ არ არის თარგმნილი ინგლისური ენიდან?! მე არ ვარ ვალდებული, ვიცოდე ინგლისური ენა“ – ადა მარშანია
16:56 / 18.04.2019
თუ გსურთ, შემიძლია აპარატს ვთხოვო და მოგაწვდიან "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონპროექტის იმ ვერსიას, რომელიც ჩვენ გვაქვს ქართულად ნათარგმნი, – ასე უპასუხა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა "პატრიოტთა ალიანსის" წევრის, ადა მარშანიას შეკითხვას, თუ რატომ არ იყო აღნიშნული კანონპროექტი მშობლიურ ენაზე თარგმნილი, რაც მარშანიას თქმით, კონსტიტუციის უხეში დარღვევაა.
იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვენეციის კომისიას არაკონსტიტუციური და პოლიტიკური რეკომენდაციების შემუშავებაში ადანაშაულებს
16:36 / 18.04.2019
უზენაესი სასამართლოს მსოამართლეების დანიშვნა, კრიტერიუმები და ვენეციის კომისიის დასკვნა - იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვენეციის კომისიას არაკონსტიტუციური რეკომენდაციების შემუშავებაში ადანაშაულებს. ამის შესახებ განცხადება საბჭოს მოსამართლე წევრმა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე დიმიტრი გვრიტიშვილმა გაავრცელა.
ეკა ბესელიამ და ლევან გოგიჩაიშვილმა პარლამენტში პლაკატი გადმოფინეს წარწერით „კლანი უნდა წავიდეს“
16:17 / 18.04.2019
საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც უზენაესი სასმართლოს მოსამართლეობის კანდიდატების არჩევის წესთან დაკავშირებულ კანონპროექტს მეორე მოსმენით განიხილავენ, დეპუტატებმა ეკა ბესელიამ და ლევან გოგიჩაიშვილმა პლაკატი გადმოფინეს წარწერით "კლანი უნდა წავიდეს".
გია ვოლსკის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილს სურს, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები გათვალისწინებული იყოს
16:08 / 18.04.2019
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთ ლიდერი გია ვოლსკი მოსამართლეებისთვის საკვალიფიკაციო გამოცდის მოხსნის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება. როგორც ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, კომპეტენციის დადასტურების ნაწილში გამოცდა სერიოზული ფილტრია.
უზენაეს სასამართლოსთან აქციაზე ჟურნალისტი ზაზა დავითაია დააკავეს
16:01 / 18.04.2019
მოსამართლეთა შერჩევის წესთან დაკავშირებით, უზენაესი სასამართლოდან პარლამენტთან, "ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატების"" ბლოკის წევრებისა და საზოგადოების წარმომადგენლების აქცია - მსვლელობა იმართება.
ანრი ოხანაშვილი:  მზად ვართ, უარი ვთქვათ მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის არსებობაზე - ეს იქნება კომპრომისული მიდგომა ჩვენი მხრიდან
16:00 / 18.04.2019
მზად ვართ წარმოგიდგინოთ პოზიცია, უარი ვთქვათ მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის არსებობაზე - ეს იქნება კომპრომისული მიდგომა ჩვენი მხრიდან, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის ტრიბუნიდან იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა გააკეთა, რომელიც მეორე მოსმენით "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის კორექტირებულ ვარიანტს წარადგენს.
საპარლამენტო უმრავლესობის მიერ „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტში შესწორებები შევიდა
15:54 / 18.04.2019
საპარლამენტო უმრავლესობამ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებიდან გამომდინარე, "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონპროექტში შესწორებები შეიტანა.
„არა ბიძინას სასამართლოს!“ - აქცია უზენაეს სასამართლოსთან
15:37 / 18.04.2019
ამ წუთებში უზენაეს სასამართლოსთან "ევროპული საქართველოს" მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები სასამართლო სისტემაში არსებულ ვითარებას და მმართველი გუნდის მიერ შემუშავებულ კანონპროექტს აპროტესტებენ, რომელიც უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა დანიშვნას ეხება.
ეკა ბესელია: მმართველ პარტიას შეეყარა სენი, რომლითაც არ გესმის, ვერ ხედავ და არ გინდა შეიმჩნიო, რა ხდება შენს ირგვლივ
14:56 / 18.04.2019
მმართველ პარტიას შეეყარა სენი, რომლითაც არ გესმის, ვერ ხედავ და არ გინდა შეიმჩნიო, რა ხდება შენს ირგვლივ, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ განაცხადა. როგორც ბესელიამ საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა, იგი დღეს ყველა პუნქტის დეტალურად განხილვას გეგმავს პლენარულ სესიაზე.
ექიმების შეურაცხყოფა ან პროფესიული მოვალეობის შესრულებისთვის ხელის შეშლა დასჯადი ხდება
14:54 / 18.04.2019
სამედიცინო საქმიანობის დროს მედპერსონალის შეურაცხყოფა ან პროფესიული მოვალეობის შესრულებისთვის ხელის შეშლა დასჯადი ხდება.
თანაინვესტირების ფონდი: „პანორამა თბილისის“ მშენებლობისას 3 მუშის ჩამოვარდნის სავარაუდო მიზეზი იყო ბაგირის და კალათის გამოდება წინაღობაზე, რამაც სამაგრის მოწყვეტა გამოიწვია
14:52 / 18.04.2019
თანაინვესტირების ფონდი "პანორამა თბილისის" მშენებლობისას დაშავებული სამი მუშის საკითხზე მედიით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.
საპარლამენტო უმრავლესობის მიერ „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტში შესწორებები შევიდა
13:51 / 18.04.2019
საპარლამენტო უმრავლესობის მიერ "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონპროექტში შესწორებები შევიდა.
გია ვოლსკი: პოლიტიკურ ოპონენტებთან შეთანხმება შეუძლებელია, რადგან მათი ინტერესია დესტაბილიზაცია, რასაც ვერ მიაღწევენ
13:49 / 18.04.2019
ვენეციის კომისიის რეკომენდაციების მნიშვნელოვანი ნაწილი გათვალისწინებული იქნება, პოლიტიკურ ოპონენტებთან შეთანხმება შეუძლებელია, რადგან მათი ინტერესია დესტაბილიზაცია, რასაც ვერ მიაღწევენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
გუდაური-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
13:48 / 18.04.2019
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გუდაური-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების რეჟიმი მოიხსნა და ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.
ნიკა მელია: წყდება საკითხი, რამდენ ხანს გვეყოლება ქვეყანაში მურუსიძეები, საზოგადოებას ნაკლებად აინტერესებს, რას საუბრობენ ხელისბიჭები​
13:47 / 18.04.2019
დროა, კობახიძე და ოხანაშვილი შეეგუონ, რომ ბიძინა ივანიშვილის დაკრულზე ცეკვავენ, მაგრამ კალენდარზე 2019 წელია და პატივი სცენ როგორც დეპუტატებს, ასევე მოქალაქეებს, რომელთაც ზურგი აქციეს, – ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, დეპუტატმა ნიკა მელიამ განაცხადა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ირაკლი კობახიძეს ხვდებიან
13:37 / 18.04.2019
საპარლამენტო უმრავლესობის წევრები პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს ხვდებიან. შეხვედრა ირაკლი კობახიძის სამუშაო კაბინეტში მიმდინარეობს.
დავით ბაქრაძე: უმრავლესობა მურუსიძის სასამართლოს პარლამენტის რეგლამენტის თავზე გადახევით გვიკანონებს
13:35 / 18.04.2019
პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე ძალიან ნათლად გამოჩნდა, რომ უმრავლესობა არა მარტო გვიკანონებს ქვეყანაში მურუსიძის სასამართლოს, არამედ ამას აკეთებს ყოველგვარი პროცედურის, ნორმისა და საზოგადოებრივი პატივისცემის იგნორირებით, პარლამენტის რეგლამენტის თავზე გადახევით, – ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა.
მიხეილ სააკაშვილისა და თემურ ჯანაშიას საქმეზე, ბრალდების მხარის მთავარი მოწმის დაკითხვა გადაიდო
13:30 / 18.04.2019
გთხოვთ, ჩვენი გუნდისა და "ქართული ოცნების" პოზიციად მიიღოთ ის, რაც უმრავლესობის სხდომის შემდეგ გუნდის სახელით მე განვაცხადე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებზე უმრავლესობის წევრ კარლო კოპალიანის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.
არჩილ თალაკვაძე: „ქართული ოცნების“ პოზიციად მიიღეთ ის, რაც უმრავლესობის სხდომის შემდეგ გუნდის სახელით განვაცხადე
13:28 / 18.04.2019
პლენარულ სხდომაზე გამოჩნდა, რომ ოპოზიციის მთავარი მიზანი იყო ამ პროცესის ბლოკირება და ნებისმიერი ხერხით მისი შეფერხება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ მას შემდეგ განუცხადა, რაც პლენარულ სხდომაზე ხმაურის გამო შესვენება გამოცხადდა.
მოსამართლეების შერჩევის წესთან დაკავშირებით, ბლოკი „ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატები“ მსვლელობას გამართავს
12:54 / 18.04.2019
მოსამართლეთა შერჩევის წესთან დაკავშირებით ბლოკი "ევროპული საქართველო - თავისუფალ დემოკრატები" დღეს უზენაეს სასამართლოდან პარლამენტამდე საპროტესტო აქცია-მსვლელობას მართავს.
„არღვევთ რეგლამენტს, შეეშვით სპეკულაციებს," „ჭკვიანად იყავი" - ხმაური და დაპირისპირება პარლამენტში
12:35 / 18.04.2019
პარლამენტის სხდომა ხმაურით დაიწყო. ოპოზიციამ მოითხოვა, რომ ჯერ სახალხო დამცველისთვის მოესმინათ, რაზეც პარლამენტის თავმჯდომარემ უარი განაცხადა. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებას საკანონმდებლო ორგანოში ხმაური მოჰყვა.
პარლამენტის სხდომა, რომელზეც მოსამართლეების შერჩევის წესთან დაკავშირებული კანონპროექტი უნდა განეხილათ, 2 საათით გადაიდო
12:32 / 18.04.2019
პარლამენტის პლენარული სხდომა, რომელზეც დეპუტატებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის წესთან დაკავშირებული კანონპროექტი უნდა განეხილათ 2 საათით გადაიდო. თავდაპირველად უმრავლესობა და პარლამენტის თავმჯდომარე წინააღმდეგი იყვნენ, რომ სხდომა 2 საათამდე გადადებულიყო, თუმცა საბოლოოდ ირაკლი კობახიძემ გაითვალისწინა ოპოზიციის მოთხოვნა. სხდომის გახსნა ოპოზიციონერი დეპუტატების პროტესტის გამო ვერ ხერხდებოდა. პარლამენტის წევრები პროტესტის ნიშნად მაგიდაზე ხელებს აბრახუნებდნენ.
ანრი ოხანაშვილს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა გამოსვლა შეძახილებით და მაგიდაზე ხელების ბრახუნით შეაწყვეტინეს
12:28 / 18.04.2019
პარლამენტში პლენარული სხდომა ხმაურით და კამათით გაიხსნა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ანრი ოხანაშვილს, რომელმაც საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტი უნდა წარადგინოს, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა მაგიდაზე ხელების ბრახუნით სიტყვა შეაწყვეტინეს.
არჩილ თალაკვაძე: მოსამართლეების რაოდენობაზე ვენეციის კომისიის დასკვნას ვითვალისწინებთ და კონსულტაციებს გავმართავთ სასამართლო ხელისუფლებასთან
12:27 / 18.04.2019
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების რაოდენობასთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნას ვითვალისწინებთ და კონსულტაციებს გავმართავთ სასამართლო ხელისუფლებასთან, - ამის შესახებ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
ვენეციის კომისიის რეკომენდაცია მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდისა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ იუსტიციის საბჭოს წევრის შეზღუდვის შესახებ, უმრავლესობის პროექტში ასახულია
12:25 / 18.04.2019
იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილი იქნება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი წარადგინოს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების გარეშე. ვენეციის კომისიის ეს რეკომენდაცია უკვე ასახულია საერთო სასამართლოების შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის კორექტირებულ ვარიანტში.
არჩილ თალაკვაძე: ფარული კენჭისყრის საკითხი იუსტიციის საბჭოში დარჩება ისე, როგორც დღეს არის
12:24 / 18.04.2019
ვეთანხმებით 2013 წელს მიღებულ გადაწყვეტილებას და ფარული კენჭისყრის საკითხი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დარჩება ისე, როგორც დღეს არის, - ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
თამარ ჩუგოშვილი: არც კი ვიცი, ასეთი ცოტა მოსამართლე ჰყავდა თუ არა უზენაეს სასამართლოს ოდესმე
11:52 / 18.04.2019
პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი მიიჩნევს, რომ დღეს უზენაეს სასამართლოს ნამდვილად უჭირს, რადგან ბევრ საქმეს ცოტა მოსამართლე იხილავს. როგორც მან უმრავლესობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, დღევანდელ შეხვედრაზე ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს და მოსაზრებებს განიხილავენ.
დიმიტრი ხუნდაძე ვენეციის კომისიის დასკვნაზე - არის საკითხები, რომელიც კონსტიტუციას ეწინააღმდეგება - ასეთი ტიპის შენიშვნები ვერ იქნება გათვალისწინებული
11:41 / 18.04.2019
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დიმიტრი ხუნდაძის თქმით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების ნაწილი კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. ამის შესახებ ხუნდაძემ "ქართული ოცნების" ოფისში უმრავლესობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
ქრთამის აღების ფაქტზე, გლდანის რაიონის გამგეობის თანამშრომელი დააკავეს
11:40 / 18.04.2019
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ქრთამის აღების ფაქტზე, გლდანის რაიონის გამგეობის მუხიანის საუბნო განყოფილების მთავარი სპეციალისტი ზვიად დ. დააკავეს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სუს-იდან აცნობეს.
„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში სხდომა მიმდინარეობს, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ესწრება
10:51 / 18.04.2019
პარტია "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს, რომელსაც მმართველი გუნდის წევრები და პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ესწრებიან.
დღის სიახლეები
კალენდარი
×