პარლამენტთან აქციაზე დიდი ზომის კარავს შლიან, რომელიც ორგანიზატორების თქმით, შტაბის ფუნქციას შეასრულებს
01:05 / 17.11.2019
პარლამენტის წინ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე ოპოზიციის წარმომადგენლები კიდევ ერთ, გაცილებით დიდი ზომის კარავს შლიან.
გიორგი ვაშაძე: „ქართულ ოცნებაში“ მხოლოდ „ბიძო-ბოტები“ დარჩნენ
00:34 / 17.11.2019
სრულიად ოპოზიციური სპექტრის მოთხოვნებია: პროპორციული ვადამდელი არჩევნები, მთავრობის გადადგომა, შესაბამისად, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ცვლილებები, რაც საჭიროა, - ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
კახა კალაძის განცხადებით, ყველა სტრუქტურა მუშაობს, რომ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი რაც შეიძლება მალე დაბრუნდეს სახლში
23:20 / 16.11.2019
„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებით, ყველა სტრუქტურა მუშაობს, რომ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი რაც შეიძლება მალე დაბრუნდეს სახლში.
ქეთევან ციხელაშვილი: ამ ძალიან რთულ პირობებში ხელისუფლება აკეთებს მაქსიმუმს, რომ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს
22:02 / 16.11.2019
ამ ძალიან რთულ პირობებში ხელისუფლება აკეთებს მაქსიმუმს, რათა საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოება და ინტერესი დაიცვას, ამ შემთხვევაში, ბატონი ვაჟა გაფრინდაშვილის, რათა ის დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს. ამაზე მაღალი ინტერესი, ამ ეტაპზე, არ გვაქვს, - ეს განცხადება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახში სტუმრობის შემდეგ გააკეთა.
ვინ ჩაანაცვლებს პარლამენტში სოფიო ქაცარავას
18:38 / 16.11.2019
“ქართული ოცნების” საარჩევნო სიის მიხედვით, სოფიო ქაცარავას ადგილს პარლამენტში ამ სიაში 53-ე ნომრად ჩაწერილი ბენედიქტე (ბენო) ქაშაკაშვილი ჩაანაცვლებს.
მიხეილ სააკაშვილი:ივანიშვილი არის ძალიან სუსტი, ის ახლა კუთხეში მომწყვდეულია
18:30 / 16.11.2019
დგება მომენტი ეროვნული ისტორიის, როდესაც უნდა დადგეს საკითხი - ყველა ერთის წინააღმდეგ საქართველოს გადასარჩენად, - წერს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე.
ვაჟა გაფრინდაშვილის შვილი: “წითელი ჯვარი” შევიდეს და ინფორმაცია გამოიტანოს
18:04 / 16.11.2019

რუსი ოკუპანტების მიერ დაკაებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილს შვილი, მართა გაფრინდაშვილი “კურიერთან” აცხადებს რომ მამის შესხაებ არანაირი ინფორმაცია არ აქვს.

ჭიჭინაძე: “ქართული ოცნების” დღის წესრიგით ამ ქვეყანაში აღარავინ იცხოვრებს
17:59 / 16.11.2019
ამის შესახებ “ტრიბუნას” დამფუძნებელმა, პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ “ტვპირველთან” განაცხადა.
ქარელში 11 წლის ბიჭი ჩამომხრჩვალი იპოვეს
17:51 / 16.11.2019
ქარელის მუნუციპალიტეტის სოფელ ყინწვისში 11 წლის ბიჭი ოჯახის წევრებმა ჩამომხრჩვალი იპოვეს.
„ქართული მარში“ „პატრიოტთა ალიანსის“ აქციას შეუერთდება, გაერთიანებული ოპოზიციის აქციას კი, ემიჯნება
16:59 / 16.11.2019
„ქართული მარში“ „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ დაგეგმილ ხვალინდელ აქციას შეუერთდება, გაერთიანებული ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციას კი, ემიჯნება.
მოძრაობა „ლელო“ - მოვუწოდებთ მთავრობას, მეგობარ ქვეყნებს, დიპლომატიურ მისიებს, გადადგან ქმედითი ნაბიჯები ვაჟა გაფრინდაშვილის ტყვეობიდან გასათავისუფლებლად
16:45 / 16.11.2019
საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელო“ საქართველოს მთავრობას, საერთაშორისო საზოგადოებას, მეგობარ ქვეყნებს, დიპლომატიურ მისიებს მოუწოდებს გადადგან ქმედითი ნაბიჯები საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობიდან ვაჟა გაფრინდაშვილის გასათავისუფლებლად.
საქართველოში აშშ-ის საელჩო საოკუპაციო რეჟიმს ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
16:39 / 16.11.2019
საქართველოში აშშ-ის საელჩო საოკუპაციო რეჟიმს ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ნათქვამია საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სოფიო ქაცარავა დეპუტატის მანდატს ტოვებს
16:35 / 16.11.2019
სოფიო ქაცარავა დეპუტატის მანდატს ტოვებს. ამის შესახებ სოფიო ქაცარავა სოციალურ ქსელში წერს.
ირაკლი კობახიძე: დღეს, პარტიის ოფისთან 2-3 ათეული ადამიანი იყო და ისეთი შთაბეჭდილება შეგექმნებოდა ადამიანს, რომ რაღაც უბედურება ხდებოდა
15:53 / 16.11.2019
დღეს, პარტიის ოფისთან 2-3 ათეული ადამიანი იყო და ისეთი შთაბეჭდილება შეგექმნებოდა ადამიანს, რომ რაღაც უბედურება ხდებოდა, - ასე გამოეხმაურა დეპუტატი ირაკლი კობახიძე უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ „ქართულ ოცნების“ ოფისთან მიმდინარე აქციასა და განვითარებულ მოვლენებს.
აკაკი ზოიძე: გარკვეული პაუზა მჭირდება
15:13 / 16.11.2019
გარკვეული პაუზა მჭირდება - პრაგმატული პოლიტიკა გონებით მესმის, ოღონდ როგორც ჩანს, გულით არა, - ამის შესახებ ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ „ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
Georgia Real Estate Holding-მა საერთო სამუშაო სივრცე m2 Collective გახსნა
14:55 / 16.11.2019
15 ნოემბერს, Georgia Real Estate Holding-მა ახალი ბიზნეს მიმართულება დაიმატა და კარტოზიას ქ.10-ში, საერთო სამუშაო სივრცე Collective გახსნა. ტექნიკურად სრულად აღჭურვილი სივრცე 100-მდე მომხმარებელზეა გათვლილი და იდეალურია როგორც პროდუქტიული მუშაობისთვის, ისე საქმიანი შეხვედრებისთვის.
ირაკლი კობახიძე: გერმანული მოდელი კონსტიტუციასთან თავსებადი არ არის
14:48 / 16.11.2019
გერმანული მოდელი კონსტიტუციასთან თავსებადი არ არის, აქედან გამომდინარე, ამაზე მსჯელობა სამართლებრივი თვალსაზრისით, შეუძლებელია. ამის შესახებ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ დეპუტატმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განუცხადა. ირაკლი კობახიძე მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მოემზადონ.
უმრავლესობა სჭირდება არა მხოლოდ „ქართულ ოცნებას“, არამედ სახელმწიფოს - გია ვოლსკი
13:26 / 16.11.2019
„ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გია ვოლსკიმ პირველი კომენტარი გააკეთა.
საპატრულო პოლიციის უფროსი: არავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ კანონი და წესრიგი დაარღვიოს
13:25 / 16.11.2019
საპატრულო პოლიციის უფროსი ვაჟა სირაძე „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან პოლიციის მხრიდან ფიზიკური ძალადობის ფაქტს არ ადასტურებს.
სირაძის თქმით, თუ ფაქტი დადასტურდება შესაბამისი ზომები აუცილებლად იქნება მიღებული.
რევაზ არველაძე უმრავლესობიდან წასულ დეპუტატებზე: არასწორად მოიქცნენ
13:18 / 16.11.2019
ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი რევაზ არველაძე თანაგუნდელების მიერ უმრავლესობის დატოვების საკითხს ჟურნალისტებთან საუბარში გამოეხმაურა.
ბათუმში ახალგაზრდა ბიჭი საცხოვრებელ კორპუსთან გარდაცვლილი იპოვეს
13:11 / 16.11.2019
ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსთან ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, ადგილზე მისულ ექიმებს მამაკაცი გარდაცვლილი დახვდა.
„ქართული ოცნების“ ოფისთან ორი ადამიანი დაშავდა
13:08 / 16.11.2019
„ქართული ოცნების“ ოფისთან, სადაც უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს, ვითარება კიდევ ერთხელ დაიძაბა. აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეხლა-შემოხლაა.
ელენე ხოშტარია: ტერიტორიიდან გავყავართ - არაუშავს, ერთხელ გაგვიყვანეს და კიდევ შევედით, ასე შევუქმნით ჯოჯოხეთს ბიძინა ივანიშვილს
13:04 / 16.11.2019
„ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისთან, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, პოლიციამ აქციის მონაწილეების ტერიტორიიდან გაყვანა დაიწყო. მათ შორის არის „ევროპული საქართველოს“ დეპუტატი ელენე ხოშტარია. შეხლა-შემოხლა ამ დრომდე გრძელდება პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის.
„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან შეხლა-შემოხლა გრძელდება
12:02 / 16.11.2019
„ქართული ოცნების“ ცენტრალური ოფისის წინ დაპირისპირება გრძელდება. აქციაზე მყოფმა ერთ-ერთმა პირმა აქციის მონაწილეებს მოუწოდა „ქართული ოცნების“ ოფისის პიკეტირება მოეხდინათ, რის შემდეგაც დაპირისპირება დაიწყო.
„ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომა საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს
11:37 / 16.11.2019
ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს. სხდომას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ესწრება.
"ქართული ოცნების" ოფისთან დეპუტატ ლერი ხაბელოვსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა
11:29 / 16.11.2019
"ქართული ოცნების" ოფისთან დაპირისპირება მოხდა. უმრავლესობის სხდომის დაწყებამდე საპროტესტო აქციაზე მივიდნენ "ევროპული საქართველოს" წევრები, მათ შორის ელენე ხოშტარია, მოძრაობა "სირცხვილიას" წარმომადგენლები და მოქალაქეები.
თსუ-ს არქეოლოგიურმა ექსპედიციამ კუნძულ კვიპროსზე ნაეკლესიარი აღმოაჩინა, რომელიც ქართველი ბერების მოღვაწეობას უკავშირდება
11:22 / 16.11.2019
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ სტუდენტების მონაწილეობით, კუნძულ კვიპროსზე, სოფელ სოფტადესში ნაეკლესიარი აღმოაჩინა, რომელიც ქართველი ბერების კუნძულ კვიპროსზე მოღვაწეობას უკავშირდება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან აცნობეს.
ირაკლი ოქრუაშვილი: 17 ნოემბერს პარლამენტის წინ შეკრებით ივანიშვილს ხალხის ძალა უნდა ვაჩვენოთ
10:16 / 16.11.2019

17 ნოემბერს ყველა ჩვენგანმა გვერდზე უნდა გადავდოთ ჩვენი პირადი მიზნები და ინტერესები და პარლამენტის წინ ქუდზე კაცის შეკრებით ივანიშვილს უნდა ვანახოთ ხალხის ძალა, - წერს საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე.

აქციის მონაწილეთა ნაწილმა ღამე პარლამენტის შენობის წინ, რუსთაველის გამზირზე გაათენა
10:07 / 16.11.2019
აქციის მონაწილეთა ნაწილმა ღამე პარლამენტის შენობის წინ, რუსთაველის გამზირზე გაათენა. საპროტესტო აქციის დასრულების შემდეგ, წუხელ, მათმა ნაწილმა საქართველო -შვეიცარიის საფეხბურთო შეხვედრას დიდ ეკრანზე უყურა. მათ საკვები და სასმელი წყალი დაურიგდათ.
„ევროპული საქართველო“ პარლამენტის სხდომებს ბოიკოტს უცხადებს
00:51 / 16.11.2019
პარტია „ევროპული საქართველო“ პარლამენტის პლენარულ სხდომებს პოლიტიკურ ბოიკოტს უცხადებს. როგორც პარტიის წევრმა ირაკლი აბესაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, პარტიის გადაწყვეტილება მანამდე არ შეიცვლება, ვიდრე ხელისუფლება კონკრეტულ ნაბიჯებს არ გადადგამს პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარებისთვის.
ილია მეორე: ვიმედოვნებთ, დავით-გარეჯთან დაკავშირებული საკითხი ძმური სიყვარულით, სამართლიანად გადაიჭრება
00:48 / 16.11.2019
ვიმედოვნებთ, დავით-გარეჯთან დაკავშირებული საკითხი ძმური სიყვარულით, სამართლიანად გადაიჭრება, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის მისასალმებელ სიტყვაშია აღნიშნული, რომელიც ბაქოში მიმდინარე სამშვიდობო ფორუმის მონაწილეებს გააცნეს.
ლუკა კურტანიძე: სადაც წაგასწრებთ, იქ გაგსრისავთ! თქვენს მიშა სააკაშვილს კი ზედ გადაგარტყამთ!
23:01 / 15.11.2019
“მთელ ერს მინდა მივმართო ძალიან გულწრფელად და ერთხელ და სამუდამოდ დავასამაროთ ის პოლიტ ნაგავი პოლიტიკანები, რომლებიც ქვეყანაში თანამდებობის და ძალაუფლების გამო მზად არიან ქვა ქვაზე არ დატოვონ, ,გაურიგდნენ ნაც მკვლელებს ღირსების ამყრელებს, მოძალადეებს, საკუთრების რეკეტ მძარცველებს, და ყველაფერის ფასად ხელისუფლებაში მოვიდნენ! შემდეგ კი აპატიურონ და ძარცვონ მთელი საქართველო!” – ლუკა კურტანიძე განცხადებას ავრცელებს და საზოგადოებას მიმართავს.
ივანე მაჭავარიანი: პოლიტიკური პერიპეტიების მიუხედავად, მთავარია, სახელმწიფომ თავისი ძირითადი ფუნქციები შეუფერხებლად შეასრულოს
21:59 / 15.11.2019
პოლიტიკური პერიპეტიების მიუხედავად, მთავარია, სახელმწიფომ თავისი ძირითადი ფუნქციები შეუფერხებლად შეასრულოს, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა „ქართული ოცნების“ ოფისში შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ.
კიევში „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი, საქართველოს მოქალაქე ალ ბარა შიშანი დააკავეს
21:33 / 15.11.2019
კიევში „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი, საქართველოს მოქალაქე ალ ბარა შიშანი დააკავეს.
მეთიუ ბრაიზა: ოპოზიციის დადანაშაულებით, როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილმა აღიარა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდება შეცდომა იყო
21:09 / 15.11.2019
„ქართული ოცნების“ ოპოზიციის დადანაშაულებით, როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილმა აღიარა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდება შეცდომა იყო, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილმა მოადგილემ, მეთიუ ბრაიზამ განუცხადა.
გიორგი გახარია: ქვეყანას პროპორციული სისტემა ექნება, როგორც ეს გვაქვს კონსტიტუციაში - 2024 წლიდან
20:56 / 15.11.2019
ქვეყანას პროპორციული სისტემა ექნება, როგორც ეს გვაქვს კონსტიტუციაში - 2024 წლიდან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოფისში განუცხადა. როგორც გახარიამ აღნიშნა, პროპორციული საარჩევნო სისტემა ხარისხობრივად ცვლის პოლიტიკურ კულტურას.
პრეზიდენტი: მეტად სამწუხაროა, რომ ასე ხმამაღალი ინიციატივა, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობის რეკომენდაციებს ეხმიანებოდა და რომელიც მათ მიერ პოზიტიურად შეფასდა, ვერ თუ არ იქნა ბოლომდე მიყვანილი
20:50 / 15.11.2019
მეტად სამწუხაროა, რომ ასე ხმამაღლად გაჟღერებული ინიციატივა, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობის რეკომენდაციებს ეხმიანებოდა და რომელიც მათ მიერ პოზიტიურად შეფასდა, ვერ (თუ - არ) იქნა ბოლომდე მიყვანილი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც ბოლოდროინდელ მოვლენებს ეხება.
პარლამენტთან აქცია განახლდა, რომელზეც ახალ სამოქმედო გეგმას წარადგენენ
19:50 / 15.11.2019
პარლამენტთან აქცია განახლდა. აქციის ორგანიზატორები დღეს ახალ სამოქმედო გეგმას წარადგენენ, რომელიც მათ ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან შეათანხმეს. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ანა ჭარხალაშვილის განმარტებით, სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციონერები არჩევნების ერთ-ერთ მოდელზე შეთანხმდნენ, "რომელიც არის გამოსავალი ამ კოლაპსიდან".
ანდრიუს კუბილიუსი: პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა ქართველი ხალხის მოთხოვნა იყო და პარლამენტმა საკუთარ ამომრჩეველს ვერ მოუსმინა
19:34 / 15.11.2019
სამწუხაროა ის ფაქტი, რომ საქართველოს პარლამენტში მმართველმა პარტიამ ვერ შეძლო ამ მნიშვნელოვანი რეფორმის მხარდაჭერისთვის კონსოლიდაცია, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.
დიდ დი­ღომ­ში ახალ­გაზ­რდა მამაკაცის ცხე­და­რი იპო­ვეს
19:24 / 15.11.2019
თბი­ლის­ში, დიდ დი­ღომ­ში ახალ­გაზ­რდა მამაკაცის ცხე­და­რი იპო­ვეს. შემ­თხვევა ცოტა ხნის წინ მოხ­და. გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი ამ დრო­ის­თვის უცნო­ბია.
გიორგი გახარია საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს ხვდება
18:35 / 15.11.2019
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, 2020-ის ბიუჯეტთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს ხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ჯანდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
18:23 / 15.11.2019
"ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია მის სისტემაში შემავალი თითოეული ექიმის უსაფრთხოება",- ამის შესახებ სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
შს მინისტრის მოადგილედ ნინო ცაციაშვილი დაინიშნა
18:22 / 15.11.2019
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ ნინო ცაციაშვილი დაინიშნა. ნინო ცაციაშვილი ამ დრომდე შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე მუშაობდა.
ამუკა ხაზარაძემ „ლელოს“ კიდევ 12 ახალი წევრი წარადგინა
17:33 / 15.11.2019
საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ „ლელოს“ კიდევ 12 ახალი წევრი წარადგინა.
მედიის ინფორმაციით, საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ქართველ ექიმს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა
17:09 / 15.11.2019
ოსური მედიის ცნობით, ლენინგორის (ახალგორი) საოლქო სასამართლომ, საქართველოს მოქალაქე ვაჟა გაფრინდაშვილს, ორთვიანი პატირობა შეუფარდა. სასამართლო პროცესი, დღეს გაიმართა.
მამუკა მდინარაძე: სხვადასხვა დახურულ ჯგუფში ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს მე და ჩემმა კოლეგებმა შეურაცხყოფა მივაყენეთ აქციის წევრებს, რაც „ფეიქ ნიუსებია“
15:45 / 15.11.2019
„ყველა ადამიანის გულწრფელი პროტესტი ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და ნურავინ ისპეკულირებს“, - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
არჩილ თალაკვაძე: პოლიტიკოსებს, ოპონენტებს მოვუწოდებთ, აჟიოტაჟის ნაცვლად, საფუძვლიანად მოემზადონ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის
15:31 / 15.11.2019
ქვეყანაში არ იქნება არავითარი კრიზისი, ხოლო არჩევნები კონსტიტუციით დადგენილი წესით, განსაზღვრულ ვადებში, დემოკრატიულ და თავისუფალ გარემოში ჩატარდება, - ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მან ასევე მოუწოდა ოპონენტებს თავი შეიკავონ აჟიოტაჟის ხელოვნურად შექმნისგან.
არჩილ თალაკვაძე: ხვალ გვექნება უმრავლესობის სხდომა - ჩვენ აუცილებლად მოვიკრებთ ძალას და ავიღებთ მომავალზეც პასუხისმგებლობას
15:25 / 15.11.2019
16 ნოემბერს, უმრავლეოსობის სხდომა გაიმართება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ეკა ბესელია: როდესაც შიგნით შენი მოქალაქეები და გარეთ ყველა მეგობარი ერთდროულად გიბრაზდება, ამით ქვეყანას აყენებ ზიანს, „ოცნებამ” საკუთარ თავს ხარაკირი გაუკეთა
14:50 / 15.11.2019
როდესაც შიგნით შენი მოქალაქეები და გარეთ ყველა მეგობარი ერთდროულად გიბრაზდება, უარყოფითად გაფასებს და აკრიტიკებს ქვეყანას, ამით ქვეყანასაც აყენებ ზიანს. „ქართულმა ოცნებამ” საკუთარ თავს ხარაკირი გაუკეთა, - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ მედიას განუცხადა, რითაც პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებული კანონპროექტის ჩაგდების თაობაზე საერთაშორისო საზოგადოების მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.
პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ცენტრალურ ოფისში ბრიფინგი გაიმართება
14:40 / 15.11.2019
15:00 საათზე, პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს"
გიგა ბუკია: ვერ ვხედავ რესურსს, დავრჩე უმრავლესობაში, სადაც ბიძინა ივანიშვილის სიტყვაზე უფრო მეტი წონა კახა ოქრიაშვილს აღმოაჩნდა
14:31 / 15.11.2019
მე ვტოვებ საპარლამენტო უმრავლესობას, ვინაიდან ვერ ვხედავ ვერანაირ რესურსს, დავრჩე და გავაგრძელო მოღვაწეობა იმ უმრავლესობაში, სადაც ბიძინა ივანიშვილის სიტყვაზე უფრო მეტი წონა კახა ოქრიაშვილს აღმოაჩნდა, – ამის შესახებ ფრაქცია „კონსერვატორების“ თავმჯდომარემ, დეპუტატმა გიგა ბუკიამ განაცხადა.
თამარ ჩუგოშვილი: არ ვიცი, რამდენად არსებობს ჯერ კიდევ სივრცე, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე სერიოზულად ვილაპარაკოთ
14:28 / 15.11.2019
არ ვიცი რამდენად არსებობს ჯერ კიდევ სივრცე იმისთვის, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე სერიოზულად ვილაპარაკოთ, – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, რომელმაც რამდენიმე დეპუტატთან ერთად გუშინ უმრავლესობა და საპარლამენტო თანამდებობა დატოვა.
ნინო გოგუაძე: ვერ ვხედავ ჩემს შემდგომ ადგილს უმრავლესობაში, ვტოვებ ამ პოზიციას
14:26 / 15.11.2019
ვერ ვხედავ ჩემს შემდგომ ადგილს ისევ იმ უმრავლესობის პირობებში და სამწუხაროდ, მიწევს ამ გადაწყვეტილების მიღება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის უკვე ყოფილმა წევრმა, ნინო გოგუაძემ განაცხადა და აღნიშნა, რომ უმრავლესობის რიგებს ტოვებს.
დიმიტრი ხუნდაძე: პროპორციული საარჩევნო სისტემის პროექტის განხილვა თუ ისევ მოხდება, კვლავ არ დავუჭერ მხარს
14:18 / 15.11.2019
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით კონსტიტუციური პროექტის განხილვა ისევ მოხდება, მხარს კვლავ არ დაუჭერს.
ზვიად ძიძიგური: მათ გასაგონად ვამბობ, ვინც შეიძლება თქვას, რომ გუნდი მივატოვეთ მაშინ, როცა ვჭირდებოდით - ბოდიში ყველასთან, ასეთი გადაწყვეტილება ჩვენით არ მიგვიღია
13:31 / 15.11.2019
მათ გასაგონად ვამბობ, ვინც შეიძლება თქვას, რომ ჩვენ გუნდი მივატოვეთ მაშინ, როცა გუნდს ვჭირდებოდით - ბოდიში თქვენთან ყველასთან, ჩვენ ასეთი გადაწყვეტილება ჩვენით არ მიგვიღია, - ამის შესახებ „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც ძიძიგურმა აღნიშნა, „კონსერვატორები“ არ აპირებენ დარჩნენ იქ, სადაც პოლიტიკური და მორალური თვალსაზრისით გაუმართლებელ გადაწყვეტილებებს იღებენ.
გაიარე სტაჟირება და გახდი ნოტარიუსი - ნოტარიუსთა პალატამ სტაჟირების გამოცხადების პარალელურად საუნივერსიტეტო შეხვედრები დაიწყო
13:15 / 15.11.2019
„გაიარე სტაჟირება და გახდი ნოტარიუსი“ - ნოტარიუსთა პალატამ სტაჟირების გამოცხადების პარალელურად საუნივერსიტეტო შეხვედრები დაიწყო. შეხვედრების მიზანია, რაც შეიძლება მეტმა ახალგაზრდამ გაიგოს სტაჟირების კონკურსის შესახებ, რომელიც 9 ნოემბერს გამოცხადდა. სტაჟირება ნოტარიუსად გახდომის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა.
კარლ ჰარცელი პროპორციული სისტემის ჩავარდნაზე - რაც გუშინ მოხდა, ზიანს აყენებს პოლიტიკურ პარტნიორებს შორის ნდობას და პოლარიზაციის რისკებს ზრდის
12:59 / 15.11.2019
რაც გუშინ მოხდა, ზიანს აყენებს პოლიტიკურ პარტნიორებს შორის ნდობას, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა „ქართული ოცნების“ ლიდერთან, ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. ევროკავშირის ელჩის თქმით, ქვეყანაში პოლარიზაციის რისკები არსებობს.
სოფიო ქაცარავა: საპარლამენტო უმრავლესობაში დაბრუნების პერსპექტივას ვერ ვხედავ
12:50 / 15.11.2019
დეპუტატები, რომლებმაც უმრავლესობა დატოვეს, სამომავლო გეგმებს დღეს განიხილავენ, – ამის შესახებ დეპუტატმა სოფიო ქაცარავამ განაცხადა, რომელმაც გუშინ უმრავლესობის რიგები და საპარლამენტო თანამდებობის დატოვა.
თამარ ჩუგოშვილი: იმედგაცრუება მხოლოდ მე და ჩემს კოლეგებს არ გვეხება, იმედგაცრუება არის მოდებული ბევრად უფრო ფართოდ
12:40 / 15.11.2019
ის, რომ საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან განცხადებები მწვავეა, არ მიკვირს. შედეგებით იმედგაცრუება მხოლოდ მე და ჩემს კოლეგებს არ გვეხება, იმედგაცრუება არის მოდებული ბევრად უფრო ფართოდ, -ამის შესახებ უმრავლესობიდან წასულმა დეპუტატმა, პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა ჟურნალისტებს განუცხადა.
აჭარის მთავრობის სახლთან სამართალდამცავებმა ოთხი პირი დააკავეს
12:26 / 15.11.2019
ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან სამართალდამცავებმა ოთხი პირი დააკავეს, რომლებიც აჭარის მთავრობის თანამშრომლებს შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ. დაკავებულები ბათუმის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. დამატებით დეტალებს “ინტერპრესნიუსი” აზუსტებს.
„კონსერვატორმა“ დეპუტატებმა - ზვიად ძიძიგურმა, ნინო გოგუაძემ და გიგა ბუკიამ საპარლამენტო უმრავლესობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს
12:23 / 15.11.2019
„კონსერვატორმა“ დეპუტატებმა - ზვიად ძიძიგურმა, ნინო გოგუაძემ და გიგა ბუკიამ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს.
გიორგი კანდელაკი: ივანიშვილი ცდილობს რუსეთისკენ წაათრიოს ეს ქვეყანა, ინგლისურად მოლაპარაკე გუნდში აღარავინ დარჩა
11:09 / 15.11.2019
ივანიშვილი ცდილობს რუსეთისკენ წაათრიოს ეს ქვეყანა, ინგლისურად მოლაპარაკე გუნდში აღარავინ დარჩა, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიორგი კანდელაკმა ჟურნალისტებთან, პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე განაცხადა.
ამერიკელი კონგრესმენი: პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდება ყველაზე დიდი საჩუქარი იქნება ვლადიმერ პუტინისთვის
11:04 / 15.11.2019
შეერთებული შტატების კონგრესის „რესპუბლიკელი“ წარმომადგენელი, ადამ კინზინგერი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. მისი თქმით, შოკირებულია საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, ჩაეგდოთ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ დაპირებული რეფორმა.
ჯონათან კაცი: საარჩევნო ცვლილებების ჩაგდების გამო ვაშინგტონში იმედგაცრუებულები არიან
10:45 / 15.11.2019
ვაშინგტონში ძალიან იმედგაცრუებულები არიან იმით, რომ საარჩევნო ცვლილებები, რომლებიც ასეთი საჭირო იყო, არ დამტკიცდა საქართველოს პარლამენტში, - ამის შესახებ გერმანიის მარშალის ფონდის მკვლევარი ჯონათან კაცი თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით აცხადებს.
პარლამენტის წინ, სადაც კარვებია განთავსებული, გზის სავალი ნაწილი კვლავ გადაკეტილია
10:36 / 15.11.2019
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ გზის სავალი ნაწილი კვლავაც გადაკეტილია და იქ კარვებია განთავსებული, სადაც აქციის მონაწილეებმა მთელი ღამე გაათენეს.
დევიდ კრამერი: პასუხისმგებლობა ჩაშლილი კენჭისყრისთვის "ქართულ ოცნებასა" და მის ლიდერს ბიძინა ივანიშვილს აკისრიათ
10:30 / 15.11.2019
პასუხისმგებლობა დღევანდელი ჩაშლილი კენჭისყრისთვის "ქართულ ოცნებასა" და მის ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს აკისრიათ, რადგან ეს მათ, როგორც ბლოკმა, არ მისცეს ხმა ცვლილებებს, ოპოზიციის დღევანდელ შედეგში დადანაშაულება არ შეიძლება", - ამის შესახებ ფლორიდის უნივერსიტეტის მკვლევარი დევიდ კრამერი 14 ნოემბერს თბილისში განვითარებული მოვლენების შეფასებისას აცხადებს. კრამერის კომენტარს „ამერიკის ხმა“ ავრცელებს.
ქათამს რომ თავს წააჭრი და ფართხალობს, ისეა ახლა ეს ხელისუფლება - გოგი წულაია
00:43 / 15.11.2019
პარტია ,,თავისუფალი საქართველოს” თანათავჯდომარემ გოგი წულაია რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქიაზე იმყოფება.
ქუჩაში ხალხი არ დგას, ხალხი დგას “ოცნების“ უკან - ირაკლი კობახიძე
00:36 / 15.11.2019
ქუჩაში ხალხი არ დგას, ხალხი დგას "ქართული ოცნების" უკან, - ამის შესახებ "ოცნების" დეპუტატმა ირაკლი კობახიძემ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.
სერგეი გავრილოვი საქართველოს პარლამენტისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს
00:06 / 15.11.2019
„საქართველოს პარლამენტმა ბოდიში უნდა მოიხადოს მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრების წინაშე თბილისში მიმდინარე წლის ზაფხულში ასამბლეის ჩაშლის გამო და წარმოადგინოს ანგარიში იმ ზომებთან დაკავშირებით, რომელიც ინციდენტს მოჰყვა“, - ეს განცხადება ათენში, ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსეთის დუმის დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა სამდივნოს სხდომაზე გააკეთა.
საპარლამენტო უმრავლესობას კიდევ ერთი დეპუტატი, რუსთავის მაჟორიტარი გიორგი ბეგაძე ტოვებს
00:01 / 15.11.2019
საპარლამენტო უმრავლესობას კიდევ ერთი დეპუტატი ტოვებს. აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელში რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ბეგაძემ დაწერა.
ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეხლა შემოხლა მოხდა
23:35 / 14.11.2019
მოძრაობა „შეცვალეს“ წარმომადგენლები ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან მივიდნენ. მათი განცხადებით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის რეზიდენციასთან მოსვლით გააპროტესტეს პარლამენტის მიერ ჩაგდებული საარჩევნო ცვლილება.
ირაკლი წერეთელი: მეგობრებო, მე რომ არ მოვალ აქციაზე, ძალიან გაგიჭირდებათ
23:24 / 14.11.2019
მეგობრებო, მე რომ არ მოვალ აქციაზე, ძალიან გაგიჭირდებათ, – ამის შესახებ პარტია „ეროვნული დამოუკიდებლობის“ თავმჯდომარე ირაკლი წერეთელმა განაცხადა, რომელმაც პარლამენტთან, აქციაზე შეკრებილებს მიმართა.
მეუფე პეტრე დღეს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ხელისუფლებას მიმართავს
23:15 / 14.11.2019
იღუმენია თამარ გაყრელიძე სოციალურ ქსელში ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტის, მეუფე პეტრეს მიმართვას ავრცელებს. მიმართვის ადრესატია ხელისუფლება.
აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე კარვები გაშალეს
22:49 / 14.11.2019
თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროტესტის მონაწილეებმა კარვები გაშალეს.
გიორგი კვირიკაშვილი: „ქართული ოცნების“ 14 ნოემბერი - კიდევ ერთი ნაბიჯი ხელისუფლების დელეგიტიმაციისკენ და პოლარიზაციისკენ
22:47 / 14.11.2019
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პარლამენტის მიერ საარჩევნო სისტემის ცვლილებების შესახებ კანონპროექტის ჩაგდებას და შემდეგ განვითარებულ მოვლენებს სოციალური ქსელით ეხმაურება.
გიორგი მარგველაშვილი: მივმართავ მეგობარ პრეზიდენტებს, გამოიყენეთ თქვენი ძალაუფლება და მოახდინეთ გავლენა საქართველოში მიმდინარე პროცესზე
22:31 / 14.11.2019
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციიდან უცხო ქვეყნის მეგობარ პრეზიდენტებს მიმართა, გამოიყენონ საკუთარი კავშირები და მოახდინონ გავლენა საქართველოში მიმდინარე პროცესებზე.
გრიგოლ ვაშაძე: 23 ნოემბერი მოდის და გაიხსენეთ, რა მოხდა მაშინ საქართველოში
22:22 / 14.11.2019
ვინც სახლში ხართ, გამოდით, რადგან სახელმწიფოს გარდა, არაფერი დაგრჩათ და იმასაც გართმევენ, – ასეთი მიმართვა გააკეთა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე.
გიორგი მარგველაშვილი: მე ნამდვილად არ მინდა პოლიტიკაში მობრუნება, მაგრამ ვითარება დრამატულია - არ მინდა დიქტატურაში ცხოვრება
22:07 / 14.11.2019
მე ვდგავარ იქ, სადაც დგას ქართველი ხალხი და იმ ადგილას, რომელსაც ალტერნატივა არ გააჩნია,- ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ჟურნალისტებს განუცხადა.
მამუკა ხაზარაძე: ბიძინა ივანიშვილმა თავისი პარტიის დამქაშებთან ერთად დღეს ჩაგვიტარა სპექტაკლი და საქართველოს ეროვნულ ინტერესებს მიმართულება შეუცვალა ჩრდილოეთისკენ
21:54 / 14.11.2019
ბიძინა ივანიშვილმა, ერთ-ერთმა ყველაზე მატყუარა, ცბიერმა კაცმა, რომელიც მე ცხოვრებაში შემხვედრია, თავისი პარტიის დამქაშებთან ერთად დღეს ჩაგვიტარა სპექტაკლი და საქართველოს ეროვნულ ინტერესებს მიმართულება შეუცვალა ჩრდილოეთისკენ. ფიალა ავსებულია, ჩვენ არ დავიხევთ უკან,- ასე მიმართა საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ პარლამენტის წინ აქციის მონაწილეებს.
პარლამენტთან მიმდინარე აქციას საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები, ასევე სტუდენტები შუერთდნენ
21:43 / 14.11.2019
პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციას შეუერთდნენ საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები.
ირაკლი კობახიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ „მელკი“ ტყუილებით არის გამორჩეული
21:38 / 14.11.2019
„ნაციონალური მოძრაობა“ „მელკი“ ტყუილებით არის გამორჩეული, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ოპოზიცია საკუთარ ტყუილებში იხლართება ხოლმე.
დატოვებენ თუ არა „კონსერვატორები“ საპარლამენტო უმრავლესობას, 15 ნოემბერს გახდება ცნობილი
20:33 / 14.11.2019
„კონსერვატორები“ ხვალ, 15 ნოემბერს გაასაჯაროებენ გადაწყვეტილებას, დარჩებიან თუ არა საპარლამენტო უმრავლესობაში. ამ წუთებში ფრაქცია „ქართული ოცნება - კონსერვატორების“ წევრი ნინო გოგუაძე თამარ ჩუგოშვილს ხვდება, რომელმაც უმრავლესობის კიდევ 7 წევრთან ერთად დღეს მმართველი გუნდის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.
გრიგოლ ვაშაძე - გაგხევთ ნაკერავზე
20:12 / 14.11.2019
გავხევთ ნაკერავზე ამ ხელისუფლებას და მოვიგებთ,- ასეთი კომენტარი გააკეთა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ.
გია ვოლსკი: უმრავლესობის დაშლა ქვეყანაში სტაბილურობას გაცილებით მეტად დაასუსტებდა, ვიდრე ნათელაშვილის გარშემო პარტიების გაერთიანება
19:49 / 14.11.2019
ვფიქრობ, უმრავლესობის შენარჩუნება არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი სხვა საკითხი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ კონსტიტუციური კანონის პროექტის ჩაგდების მიზეზებზე საუბრისას განაცხადა.
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გრძელდება
19:32 / 14.11.2019
თბილისში, პარლამენტის წინ აქცია მიმდინარეობს. მოქალაქეებმა, რომლებიც დეპუტატების მიერ არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებასთან დაკავშირებული კანონპროექტის ჩაგდებას აპროტესტებენ დედაქალაქის მთავარი გამზირი გადაკეტეს.
ოპოზიცია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას და გახარიას გადადგომას ითხოვს
19:26 / 14.11.2019
ოპოზიციური პარტიები კონსულტაციიის შედეგად ერთიან მოთხოვნებზე შეთანხმდნენ.
მდინარაძე უმრავლესობიდან დღეს წასულ დეპუტატებზე: ყველაფერს გავაკეთებ, რომ გადაწყვეტილება შეცვალონ
19:19 / 14.11.2019
ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, დეპუტატებმა, რომლებმაც საპარლამენტო უმრავლესობის დატოვების შესახებ განაცხადეს, ნაჩქარევი გადაწყვეტილება მიიღეს.
თაკო ჩარკვიანი: ქვეყანა არის ცაიტნოტში, ჩვენ გვაქვს აჯანყების უფლება
19:11 / 14.11.2019
ქვეყანა არის ცაიტნოტში, ჩვენ გვაქვს აჯანყების უფლება, რომელიც პირდაპირ წერია კონსტიტუციაში, ეს ჩვენი კონსტიტუციური უფლებაა, ამაში საშიში არაფერია, – ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართალის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა განაცხადა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაზე ჩავარდნასთან დაკავშირებით.
საპარლამენტო უმრავლესობიდან წასულმა დეპუტატებმა შესაძლოა, ფრაქცია შექმნან
19:02 / 14.11.2019
საპარლამენტო უმრავლესობიდან წასულმა დეპუტატებმა შესაძლოა, ფრაქცია შექმნან.
ზურაბ ჯაფარიძე: ამ ნაბიჯს გადავაყოლებთ ხელისუფლებას და გავუშვებთ ხელისუფლებიდან
18:52 / 14.11.2019
ამ ნაბიჯს გადავაყოლებთ ხელისუფლებას და გავუშვებთ ხელისუფლებიდან, – ამის შესახებ ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.
აშშ-ის საელჩო - გული გვწყდება, რომ დღევანდელ კენჭისყრაზე საკონსტიტუციო ცვლილებებს „ქართული ოცნების“ დეპუტატების არასაკმარისმა რაოდენობამ დაუჭირა მხარი
18:43 / 14.11.2019
ჩვენ გული გვწყდება, რომ მიუხედავად ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერისა, დღევანდელ კენჭისყრაზე საკონსტიტუციო ცვლილებებს „ქართული ოცნების“ დეპუტატების არასაკმარისმა რაოდენობამ დაუჭირა მხარი, - ამის შესახებ ნათქვამია საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრასთან დაკავშირებით, საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.
საპარლამენტო უმრავლესობას მარიამ ჯაშიც ტოვებს
18:13 / 14.11.2019
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მარიამ ჯაშმა „ქართული ოცნება“ დატოვა. შესაბამისი განცხადება ჯაშმა რამდენიმე წუთის წინ, პარლამენტში გააკეთა.
„თითქმის სამი საათი გავიდა კენჭისყრის შემდეგ. ეს დრო სპეციალურად გამოვიყენე, რომ ჩემი გადაწყვეტილება არ ყოფილიყო ემოციურ ფონზე მიღებული.
კახა კალაძის განცხადებით, შუა თითი აქციის მონაწილეებისთვის არ უჩვენებია
18:08 / 14.11.2019
თბილისის მერის, კახა კალაძის მტკიცებით, შუა თითი აქციის მონაწილეებისთვის არ უჩვენებია.
მამუკა ხაზარაძე: დღეს, სწორედ რუსთაველზე გადის ჩვენი თავისუფლების დაცვის და ქვეყნის მომავლის გადარჩენის ხაზი - „ლელო“ დგას ხალხთან ერთად!
17:47 / 14.11.2019
დღეს, სწორედ რუსთაველზე გადის ჩვენი თავისუფლების დაცვის და ქვეყნის მომავლის გადარჩენის ხაზი. „ლელო“ დგას ხალხთან ერთად!, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.
მამუკა ხაზარაძის განცხადებაში აღნიშნულია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებით, მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ არაფრად ჩააგდო საქართველოს მოსახლეობა.
გიგი უგულავა: ივანიშვილმა „გადააგდო“ ხალხი და ახლა ხალხმა უნდა „გადააგდოს“ ივანიშვილი
17:35 / 14.11.2019
"ივანიშვილმა „გადააგდო“ ხალხი და ახლა ხალხმა უნდა „გადააგდოს“ ივანიშვილი", - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ რუსთაველის გამზირზე, "ინტერპრესნიუსს" განუცხადა.
ადვოკატის ინფორმაციით, მეგობრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ბექა კვიციანს ფსიქიკური პრობლემები აქვს
17:28 / 14.11.2019
თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე მეგობრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ბექა კვიციანს ფსიქიკური პრობლემები აქვს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს კვიციანის ადვოკატმა შოთა მანელიძემ განუცხადა.
სემეკმა ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი კომპანია „გაზტრანს სერვისი“ მომხმარებელთა უფლებების დარღვევის გამო დააჯარიმა
17:20 / 14.11.2019
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 14 ნოემბრის საჯარო სხდომაზე შპს „გაზტრანს სერვისი“, სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 5 000 ლარით დააჯარიმა.
რომან გოცირიძე: ვინც წერა-კითხვა იცოდა და პოლიტიკაში რაღაც გაეგებოდა, უმრავლესობა ყველამ დატოვა - შემორჩნენ ბნელი და უწიგნური ადამიანები, ფულზე დახარბებული მაჟორიტარები
17:11 / 14.11.2019
იქნება ძალიან მძლავრი საზოგადოებრივი პროტესტი. დღეს პარტიები შევიკრიბებით, მშვიდ ატმოსფეროში დავგეგმავთ ყველა ნაბიჯს, - ამის შესახებ „პალიტრანიუსს“ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ განუცხადა.
ბიძინა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს - იმედგაცრუებული ვარ, ვერ მოხერხდა, ხორცი შესხმოდა ჩვენს ინიციატივას
15:59 / 14.11.2019
პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებას.
გიორგი კახიანი უმრავლესობის შესაძლო დატოვებაზე: გამორიცხული არაფერია
14:59 / 14.11.2019
"ემოციურ ფონზე არანაირი განცხადების გაკეთება არ მინდა, თუმცა გამორიცხული არაფერია",- ასე პასუხობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი კახიანი დასმულ კითხვას, გამორიცხავს თუ არა საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებას.
თამარ ჩუგოშვილი: ჩვენ არ დაგვიგეგმავს ოპოზიციაში გადასვლა, მაგრამ დიდ პასუხისმგებლობას ვატარებ და წასვლა სწორად მიმაჩნია
14:55 / 14.11.2019
„მომავალზე ძალიან გამიჭირდება ახლა საუბარი, ჩვენ ხომ არ დაგვიორგანიზებია ეს პროცესი, არ დაგვიგეგმავს ოპოზიციაში გადასვლა, ამაზე არ გვისაუბრია, პასუხი კითხვაზე სამომავლოდ რა ნაბიჯებს გადავდგამთ, არ მაქვს“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობიდან გადამდგარმა თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს მას შემდეგ განუცხადა, რაც ცნობილი გახდა, რომ ის დეპუტატთა გარკვეულ რაოდენობასთან ერთად საპარლამენტო უმრავლესობას და საპარლამენტო თანამდებობებს ტოვებს.
პარლამენტთან სამართალდამცავებსა და მოძრაობა „სირცხვილიას“ მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა
14:39 / 14.11.2019
პარლამენტის შენობის გვერდითა შესასვლელთან სამართალდამცავებსა და მოძრაობა „სირცხვილიას“ მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება.
საპატრულო პოლიციის უფროსი აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, პარლამენტის შენობის პიკეტირება არ მოახდინონ
14:30 / 14.11.2019
ვინც არ დაემორჩილება კანონიერ მოთხოვნას და მოახდენს პარლამენტის შესასვლელების პიკეტირებას, მათ მიმართ კანონის ნორმები გატარდება, - ამის შესახებ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, ვაჟა სირაძემ პარლამენტის შენობის ცენტრალურ შესასვლელთან განაცხადა, სადაც მოძრაობა „სირცხვილიას" და „შეცვალეს" წევრებმა შესასვლელის პიკეტირება მოახდინეს.
საპარლამენტო უმრავლესობას კიდევ ერთი დეპუტატი ზაზა ხუციშვილი ტოვებს
14:10 / 14.11.2019
მმართველ გუნდს კიდევ ერთი დეპუტატი - ზაზა ხუციშვილი ტოვებს. „პარტიის წევრი მე არ ვყოფილვარ და ბუნებრივია, ვერ დავტოვებ. მაჟორიტარი დეპუტატი გახლავართ და ამ მოვალეობას შევასრულებ ბოლომდე. საპარლამენტო უმრავლესობა დავტოვე“, - განაცხადა ზაზა ხუციშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას რამდენიმე წუთის წინ.
მიხეილ სააკაშვილი: ბიძინა ივანიშვილმა მოსახლეობა გააცუცურაკა - ახლა ხალხი უნდა დაირაზმოს და გააკეთოს მშვიდობიანი მობილიზაცია
14:01 / 14.11.2019
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოქალაქეებს მობილიზაციისკენ მოუწოდებს. სააკაშვილის თქმით, „როგორც მოსალოდნელი იყო, ივანიშვილმა ყველა გადააგდო და გააცუცურაკა“.
ლევან კობერიძე: ბიძინა ივანიშვილმა მოსახლეობა „გადააგდო“
13:53 / 14.11.2019
„ქართულმა ოცნებამ“ და კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილმა „გადააგდო“ მოსახლეობა, - ასე ეხმაურება დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებას.
თამარ ჩუგოშვილმა და რამდენიმე დეპუტატმა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს
13:48 / 14.11.2019
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი, ასევე უმრავლესობის დეპუტატები –
პარლამენტთან პროპორციულ სისტემაზე ცვლილებების ჩაგდებას აპროტესტებენ
13:32 / 14.11.2019
პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, აქციის მონაწილეები პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებას ეწინააღმდეგებიან.
რომან გოცირიძე: პროპორციულის ჩავარდნის შემთხვევაში, გავრილოვის ღამე სანატრელი გაუხდებათ
13:23 / 14.11.2019
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, რომან გოცირიძის განცხადებით, ხელისუფლების მხრიდან არ არსებობს პოლიტიკური ნება, რომ ქვეყანა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადავიდეს. დეპუტატი მმართველ გუნდს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის პროექტის ჩავარდნის შემთხვევაში მოსალოდნელი შედეგების შესახებ აფრთხილებს.
პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა
13:16 / 14.11.2019
პარლამენტმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით, ნულოვანი ბარიერის პირობებში, ჩატარებასთან დაკავშირებით მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა.
მამუკა მდინარაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა ზოგიერთი დეპუტატის დარწმუნება მოახერხა, რომ მათ პროპორციულ საარჩევნო სისტემას მხარი დაუჭირონ
13:08 / 14.11.2019
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილმა ზოგიერთი დეპუტატის დარწმუნება მოახერხა, რომ მათ პროპორციულ საარჩევნო სისტემას მხარი დაუჭირონ. მისივე თქმით, კენჭისყრა ინდივიდუალურ რეჟიმში ჩატარდება.
კახა ოქრიაშვილი: იმედი მაქვს, რომ კანონპროექტი ჩავარდება და დავუბრუნდებით განხილვას, რომ საპრეზიდენტო მმართველობაზე გადავიდეთ
13:02 / 14.11.2019
იმედი მაქვს, რომ ეს კანონპროექტი ჩავარდება და დავუბრუნდებით განხილვას, რომ გადავიდეთ საპრეზიდენტო მმართველობაზე, რომელიც არის იდეალური ჩვენი ქვეყნისთვის 2024 წლიდან, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა კახა ოქრიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
დაჩი ბერაია: პროპორციულ სისტემაზე კანონპროექტს მხარს არ დავუჭერ - ვფიქრობ, საკმარისი რაოდენობა იქნება, რომ ეს კანონპროექტი ჩავარდეს
12:50 / 14.11.2019
პროპორციულ სისტემაზე კანონპროექტს მხარს არ დავუჭერ. ვფიქრობ, საკმარისი რაოდენობა იქნება იმისთვის, რომ კანონპროექტი ჩავარდეს, - ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა დაჩი ბერაიამ ჟურნალისტებს განუცხადა. ამასთან, როგორც ბერაია აცხადებს, მან არ იცის დეპუტატების რაოდენობა, ვინც კანონპროექტს მხარს არ უჭერს.
ლევან გოგიჩაიშვილი: ავანსცენაზე ე.წ. გამბედავი მაჟორიტარების გამოჩენა არის მისტიკა და ზღაპარი
12:42 / 14.11.2019
ე.წ. გამბედავი მაჟორიტარების გამოჩენა ავანსცენაზე არის მისტიკა და ზღაპარი, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა განაცხადა. დეპუტატს პროგნოზის გაკეთება უჭირს, თუმცა აცხადებს, რომ რეალურად ყველაფერი შეთანხმებულია და იმედი აქვს, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებულ კანონპროექტს მხარს დაუჭერენ.
რომან გოცირიძე: ვინმეს სჯერა, რომ შეიძლება პაიკები აუმხედრდნენ მეფეს? ამას შეიძლება უწოდო "უჩინართა ბუნტი"
12:36 / 14.11.2019
ხომ გაგიგონიათ „უკანასკნელი ტანგო პარიზში", ეს იქნება „უკანასკნელი ტანგო თბილისში“ ივანიშვილისთვის, თუ მან გაბედა და კვლავაც მოატყუა ხალხი, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მან მაჟორიტარი დეპუტატების ე.წ. ამბოხს „უჩინართა ამბოხი" უწოდა. რომან გოცირიძე ხელისუფლებას აფრთხილებს, რომ თუ კანონპროექტს ჩააგდებენ, „გავრილოვის ღამე" სანატრელი გაუხდებათ.
მიხეილ ჩხენკელი: კულტურის სამინისტრო ცალკე უნდა არსებობდეს
12:15 / 14.11.2019
კულტურის სამინისტრო უნდა არსებობდეს ცალკე, - ეს განცხადება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა გააკეთა. როგორც მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჩხენკელმა განაცხადა, სპორტი დაკავშირებულია სკოლებთან, ამიტომ ამ სფეროებს შორის განსაკუთრებული ბმაა.
კარლ ჰარცელი მიჩნევს, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე დაპირების შეუსრულებლობა არჩევნების წინ პოლარიზაციის რისკს გაზრდის
12:10 / 14.11.2019
საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა კომენტარი გააკეთა პარლამენტში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.
„ფორსაჟი 9“-ის რეჟისორი თბილისს მადლობას უხდის
12:02 / 14.11.2019
„ფორსაჟი 9“-ის გადაღებები ოფიციალურად დასრულდა. რეჟისორმა ჯასტინ ლინმა ამის შესახებ მიკრობლოგ „ტვიტერის“ გვერდზე დაწერა.
მამუკა ხაზარაძე „ქართულ ოცნებას“ - მთელი პასუხისმგებლობით მოგიწოდებთ, შეეშვით ამ სპექტაკლის გაგრძელებას
11:49 / 14.11.2019
მიიღეთ გადაწყვეტილება და ნუ ეთამაშებით ცეცხლს, რამეთუ ყველაფერი ეს შეიძლება დამთავრდეს ძალიან ცუდად, პირველ რიგში, თქვენთვის და ჩვენი ქვეყნისთვის, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დაფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების თაობაზე პარლამენტში მიმდინარე განხილვებთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ეკა ბესელია: მინდა მოვუწოდო ბიძინა ივანიშვილს, მოუხმოს კეთილგონიერებას
11:44 / 14.11.2019
მე მინდა მოვუწოდო პარტიის თავმჯდომარეს, მოუხმოს კეთილგონიერებას,- ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ  განაცხადა.
45 კვების ობიექტში დარღვევები გამოვლინდა, სავალალო მდგომარეობა დაფიქსირდა ქვემო ქართლის, აჭარის, გურიისა და სამცხე-ჯავახეთის სკოლა-პანსიონებში
11:23 / 14.11.2019
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 45 საზოგადოებრივი კვების ობიექტში დარღვევები გამოავლინა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სურსათის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, სააგენტო განაგრძობს საზოგადოებრივი კვების ობიექტების კონტროლს.
დაჩი ბერაია: ბიძინა ივანიშვილმა ჩემი გადარწმუნება ვერ შეძლო
11:13 / 14.11.2019
ჩემი გადაწყვეტილება არ შეცვლილა. მე და ბიძინა ივანიშვილმა ვისაუბრეთ ძალიან დიდხანს, ემოციურადაც ძალიან რთული იყო ეს შეხვედრა, - ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი(დაჩი) ბერაიამ ჟურნალისტებს უმრავლესობის სხდომის დაწყებამდე განუცხადა.
პრემიერი: იმედი მაქვს, რომ თითოეული პარლამენტარი როდესაც მიიღებს მონაწილეობას საარჩევნო ცვლილებზე კანონპროექტის კენჭისყრაში, სრულად გაიაზრებს პასუხისმგებლობას, რომელიც ქვეყნის წინაშე გააჩნი
10:47 / 14.11.2019
იმედი მაქვს, რომ თითოეული პარლამენტარი, როდესაც მიიღებს მონაწილეობას საარჩევნო ცვლილებასთან დაკავშირებული კანონპროექტის კენჭისყრაში, სრულად გაიაზრებს იმ პასუხისმგებლობას, რომელიც მას გააჩნია ქვეყნის, ქვეყნის დემოკრატიული განვითარების და თითოეული ჩვენი მოქალაქის წინაშე, - ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განცხადა და საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.
გიორგი გახარია: მიხეილ ჩხენკელი ჩართული იყო განათლების სისტემური რეფორმის განხორციელების ყველა ეტაპზე და ზუსტად იცის, რა ხდებოდა ბოლო წლების განმავლობაში განათლების სამინისტროში
10:40 / 14.11.2019
ბატონი მიხეილი შეძლებს სწრაფად, დროის დაკარგვის გარეშე განაგრძოს ის რეფორმები, რომელიც წარმატებით მიმდინარეობს განათლების სამინისტროში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე, მიხეილ ჩხენკელის მინისტრთა კაბინეტში დაბრუნებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მიხეილ ყაველაშვილი: ნებისმიერ სისტემას დავუპირისპირდები, სადაც „ნაცმოძრაობა“ მინიმუმ იმდენ ხმას აიღებს, რამდენიც დღეს აქვს პარლამენტში
10:34 / 14.11.2019
ნებისმიერ სისტემას დავუპირისპირდები, სადაც „ნაციონალური მოძრაობა“ მინიმუმ იმდენ ხმას აიღებს, როგორც დღესაა წარმოდგენილი საკანონმდებლო ორგანოში, - ამის შესახებ უმრავლესობის სხდომის დაწყებამდე დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.
როგორც ყაველაშვილმა განმარტა, მისთვის მიუღებელია, „ნაციონალურ მოძრაობას“ იმაზე მეტი შანსი ჰქონდეს პარლამენტში, ვიდრე დღეს აქვს.
"ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს
10:19 / 14.11.2019
"ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს. სხდომას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობს. უმრავლესობის სხდომას პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძეც ესწრება.
დიმიტრი ხუნდაძე: საკმაოდ ბევრი ვართ, ვინც არ ემხრობა პროპორციულ სისტემას, დღეს უნდა დასრულდეს ყველაფერი, რადგან ამის გაგრძელება აღარ შეიძლება
10:14 / 14.11.2019
ვერავინ დამარწმუნებს ვერც მე და ვერც ჩემს თანამოაზრეებს, რომ ჩვენ მივიღოთ იმგვარი გადაწყვეტილება, რომ ქვეყანა შევიყვანოთ გრძელვადიან ქაოსში,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ უმრავლესობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
ადამ კინზინგერი: ახლა დავბრუნდი საქართველოდან, ვნახე, ოკუპაციის პირობებში მყოფი აშშ-ის დიდი მეგობარი, რომელიც მოთმინებით განაგრძობს რუსეთის პროვოკაციებთან გამკლავებას
10:11 / 14.11.2019
13 ნოემბერს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპის ქვეკომიტეტზე შედგა მოსმენა თემაზე: „დემოკრატია და ნატო-ს ალიანსი: ჩვენი დემოკრატიული ფასეულობების დაცვა“.
შსს თბილისის ზღვაზე მომხდარი მკვლელობის ბრალდებით ბექა კვიციანის დაკავებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
10:06 / 14.11.2019
შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისის ზღვაზე მომხდარი მკვლელობის საქმის გახსნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების განმარტებით, გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ ბრალდებულმა ბექა კვიციანმა თბილისის ზღვის შემოვლითი გზის მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა მეგობარს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
თბილისის ზღვაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შსს-მ მოკლული ახალგაზრდა მამაკაცის მეგობარი ბექა კვიციანი დააკავა
00:22 / 14.11.2019
თბილისის ზღვაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოკლული ახალგაზრდა მამაკაცის მეგობარი ბექა კვიციანი დააკავა.
კადიროვი ჩეჩნეთსა და საქართველოს შორის საავტომობილო გზის მშენებლობას აუცილებლად მიიჩნევს
00:09 / 14.11.2019
ჩეჩნეთის ლიდერ რამზან კადიროვს უახლოეს მომავალში ჩეჩნეთსა და საქართველოს შორის საავტომობილო გზის აშენების იმედი აქვს. ამის შესახებ მან რუსულ მედიასთან საუბარში განაცხადა.
გაბუნია: ილია II სულაც არ არის უსუსური მოხუცი, რომელიც ვერ ხვდება რას აკეთებს(ვიდეო)
00:19 / 04.11.2019
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, სულაც არ არის უსუსური მოხუცი, რომელიც ვერ ხვდება რას აკეთებს.ამის შესახებ გადაცემა „პოსტ ფაქტუმის“ წამყვანმა გიორგი გაბუნიამ გადაცემაში განაცხადა.
„საქართველოს რკინიგზა“  11 ათასამდე თანამშრომელს ხელფასებს უმატებს!
17:36 / 04.08.2019
სს "საქართველოს რკინიგზა" კიდევ ერთხელ ხაზგასმით აცხადებს, რომ კომპანიის მენეჯმენტი მუდმივად უსმენს და შესაძლებლობის ფარგლებში ცდილობს დააკმაყოფილოს თანამშრომელთა საჭიროებები და მოთხოვნები. სწორედ ამიტომ, დასაქმებულთა იმ კატეგორიას, რომელთა ხელფასი 1500 ლარს არ აღემატება, ხელფასი ემატება 10%-ით. რაც წლიურად დაახლოებით 18-20 მილიონ ლარს შეადგენს და ეს ამ ეტაპზე, ის მაქსიმუმია რისი ფინანსური რესურსიც გამოიძებნა. ამასთანავე, უკლებლივ ყველა რკინიგზელს საჩუქრის სახით, წელიწადში 2-ჯერ ფიქსირებული თანხა გადაეცემა.
ხელფასების 50%-იანი მატების მოთხოვნა და/ან განხილვა არარეალურ, პოპულისტურ საკითხს წარმოადგენს და ვინაიდან თითოეულმა რკინიგზელმა ზედმიწევნით კარგად იცის კომპანიის ფინანსური მდგომარეობა, სიმართლეს არ შეესაბამება განცხადებები, რომ დაახლოებით 4800 რკინიგზელი გაფიცვისათვის ემზადება. მეტიც, "რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი" აერთიანებს 400-მდე წევრს და მას არ გააჩნია ლეგიტიმაცია სრული კოლექტივის სახელით ისაუბროს და მით უფრო დააანონსოს გაფიცვები, შეუსრულებადი მოთხოვნების საპირისპიროდ.
დღის სიახლეები
კალენდარი
×