სალომე ზურაბიშვილი: დრო მოვიდა, რომ მოვითხოვოთ მეტი მხარდაჭერა ჩვენი დასავლელი მეგობრებისგან ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით და ასევე, სხვა საკითხებში.
10 წუთის წინ
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ანგელა მერკელთან შეხვედრის შემდეგ თავის ფეისბუქის გვერდზე შეგდეგი სახის პოსტს ავრცელებს:
ოთარ კახიძე: პროკურატურის განცხადება, რომ ხაზარაძე და ჯაფარიძე ფულის გამთეთრებლები არიან, ძალიან სერიოზული დისკრედიტაცია ანუ დამღაა, რომელსაც ასვამ
26 წუთის წინ
პროკურატურის განცხადება, რომ გამოძიება მიმდინარეობს და ხაზარაძე და ჯაფარიძე ფულის გამთეთრებლები არიან, უკვე თავისი შინაარსით ძალიან პრობლემურია
ლევან გოგიჩაიშვილი: სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებული კანონპროექტის კენჭისყრა ირაკლი კობახიძის „თხოვნით თუ მოთხოვნით“ არის გაჩერებული
39 წუთის წინ
დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით, სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებული კანონპროექტის კენჭისყრა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის "თხოვნით თუ მოთხოვნით" არის გაჩერებული. ამის შესახებ დეპუტატმა "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" განაცხადა.
ლევან კობერიძე: მოსამართლეთა უვადოდ გამწესების გადავადების შესახებ კანონპროექტის ჩავარდნის შემთხვევაში უმრავლესობის დატოვებას არ ვაპირებ
21:16 / 20.02.2019
მოსამართლეთა უვადოდ გამწესების გადავადების შესახებ კანონპროექტის ჩავარდნის შემთხვევაში უმრავლესობის დატოვებას არ ვაპირებ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან კობერიძემ განუცხადა. მისი თქმით, უმრავლესობასთან ერთად გააკეთებს ყველაფერს, რათა ქვეყანაში სამართლიანი სასამართლო არსებობდეს.
გიორგი გახარია სტამბულში თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
19:49 / 20.02.2019
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია სტამბულში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში თურქ კოლეგას სულეიმან სოილუს შეხვდა.
მთის გზების პროგრამის ფარგლებში სარეაბილიტაციო სამუშაოები სამივე მიმართულებაზე მიდმინარეობს
19:44 / 20.02.2019
პარლამენტში, "მინისტრის საათის" ფორმატში საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძემ დეპატატების მხრიდან მთის გზების პროექტების შესახებ დასმულ კითხვებს უპასუხა.
ვენესუელის ჯარი საომარ მზადყოფნაში მოიყვანეს
19:12 / 20.02.2019
ვენესუელის ჯარი ამერიკის შეერთებული შტატებიდან ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნასტან დაკავშირებით საომარ მზადყოფნაში მოიყვანეს, - ამის შესახებ DW იუწყება.
ლევან იზორია: ტყუილია, თითქოს, თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა ტენდერი და კორუფციული ინტერესებიდან გამომდინარე ჩაშალა
19:07 / 20.02.2019
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯარისკაცების კვებითი და სანივთე პროდუქტებით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით გაჟღერებულ ბრალდებას გამოეხმაურა. 
ფრანკ ვალტერ შტაინმაიერი: საქართველომ განვითარების შთამბეჭდავი გზა გაიარა, მოხარული ვიქნებოდი თქვენი ქვეყნის განვითარების კიდევ ერთი ეტაპი მენახა
19:03 / 20.02.2019
ვაკვირდებოდით საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მიმდინარეობას, პროცესი ხისტად მიმდინარეობდა მაგრამ კარგად იყო ადმინისტრირებული და სამართლიანად ჩატარდა, - ამის შესახებ გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ ვალტერ შტაინმაიერმა საქართველოს პრეზიდეტთან შეხვედრისას განაცხადა.
მაია ცქიტიშვილი: საქართველოს მთავრობის მხრიდან ანაკლიის პორტის პროექტს საფრთხე არ ემუქრება
18:58 / 20.02.2019
,,საქართველოს მთავრობის მხრიდან ანაკლიის პორტის პროექტს საფრთხე არ ემუქრება" - ამის შესახებ დეპუტატებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განუცხადა. მან ,,მინისტრის საათის" ფარგლებში ანაკლიის პორტის კონსორციუმის მხრიდან ხელშეკრულების გარკვეული პირობების დარღვევაზე ისაუბრა.
“რამე თუ არ შევცვალეთ, მალე ჰაერი საერთოდ აღარ დარჩება” – თბილისის მერი
18:57 / 20.02.2019
თბილისის მერის კახა კალაძე დედაქალაქში არსებულ ეკოლოგიურ პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ ქალაქში სატრანსპორტო საშუალებებით გამოწვეული ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი კრიტიკულ ზღვარს აღწევს.
გლოვა მავთულხლართებთან — ახლობლებმა აფხაზეთში გარდაცვლილი სამეგრელოდან დაიტირეს
18:50 / 20.02.2019
სამეგრელოსა და აფხაზეთის გამყოფ ხაზზე, ოტობაია-ორსანტიას ხიდთან საგმლოვიარო პროცესი გაიმართა. ოკუპირებულ აფხაზეთში გარდაცვლილი პირის ნათესავებმა სამეგრელოდან ე.წ. საზღვარზე გადასვლა ვერ შესძლეს, ამიტომ ოჯახის წევრებმა კუბო მავთულხლართებთან მიიტანეს.
აგვისტოს ომში თავდადებისთვის ბიბილოვმა რუსი სამხედროები დააჯილდოვა
18:44 / 20.02.2019
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ლიდერმა, ანატოლი ბიბილოვმა 2008 წლის აგვისტოს ომში თავდადებისთვის 15 რუსი სამხედრო უაცამონგის ორდენით დააჯილდოვა. ბიბილოვის თქმით, მათ დამსახურებას აფასებენ როგორც მოსკოვში, ისე ცხინვალში.
პარტიზანი მებაღეების აქცია-პერფორმანსი ხელნაკეთი "გვამებით" მწვანე სივრცის დასაცავად
18:43 / 20.02.2019
დღეს, 20 თებერვალს თბილისში აქცია-პერფორმანსი გამართეს პარტიზანმა მებაღეებმა. აქციის მონაწილეებმა პროტესტი ჭოველიძის ქუჩიდან დაიწყეს, სადაც მაღალსართულიანი კორპუსი შენდება და ხელნაკეთი "გვამები" ქალაქის სხვადასხვა ტერიტორიაზე მიიტანეს. პერფორმანსი თბილისის მერიასთან დასრულდა. აქცის მონაწილეები დედაქალაქის მერიისგან ისეთ ქალაქდაგეგმარებით პოლიტიკას მოითხოვენ, რომელიც ორიენტირებულია მწვანე სივრცესა და ეკოლოგიაზე.
„მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის უფლებამოსილების შეჩერების მოთხოვნით, სებ-მა შესაძლოა, სამართლებრივ ნორმებს გვერდი აუარა“
18:24 / 20.02.2019
"თიბისი ბანკის" საქმესთან დაკავშირებით საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის წარმომადგენლობა სპეციალური განცხადებას ავრცელებს. საუბარია, რამდენიმე დღის წინ მიღებულ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც სებ-მა "თიბისი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილის ბადრი ჯაფარიძის უფლბამოსილების შეჩერება მოითხოვა.
მაია ცქიტიშვილი: ხშირად ცოტა რუტინაში ვართ, როცა თბილისში, კაბინეტში ვგეგმავთ რაღაცას - ადგილზე ბევრად უფრო კარგად ჩანს პრობლემების გადაჭრის გზები
18:19 / 20.02.2019
ჩვენი ხელისუფლების დამსახურებაა, როდესაც მოსახლეობას არავითარი პიეტეტი არ აქვს მინისტრის მიმართ, ეს არის თანაბარი დიალოგი ადამიანებთან, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა პარლამენტში, "მინისტრის საათის" ფარგლებში, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ეკა ბესელია: მე ვერავინ გამრიცხავს, არავის აქვს იმხელა უფლებამოსილება, რომ ჩემთან დაკავშირებით ასეთი გადაწყვეტილება მიიღოს
18:16 / 20.02.2019
ჩემთან ასეთი საუბრის უფლება - გაგრიცხავთ და ა.შ. არავის აქვს, მათ შორის არც პარლამენტის თავმჯდომარეს. მე ვერავინ გამრიცხავს, - ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტების კითხვას გუნდიდან მის შესაძლო გარიცხვასთან დაკავშირებით. ბესელიას განცხადებით, მას ამ ტონით გუნდში არავინ ესაუბრება და გადაწყვეტილებებს თავად იღებს.
დატოვებს თუ არა უმრავლესობას ეკა ბესელია, ხვალინდელ კენჭისყრაზეა დამოკიდებული
18:15 / 20.02.2019
ხვალინდელი კენჭისყრის შედეგებზე იქნება დამოკიდებული ჩემი გადაწყვეტილება, დავტოვებ თუ არა საპარლამენტო უმრავლესობას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მინდა გთხოვოთ, ისე კარგად არ იმუშაოთ, რომ ოპოზიციას კრიტიკა დაავიწყდეს - კობერიძე ცქიტიშვილს
18:07 / 20.02.2019
მინდა გთხოვოთ, ისე კარგად არ იმუშაოთ, რომ ოპოზიციას კმაყოფილებისგან კრიტიკა დაავიწყდეს - ასე მიმართა ქართული ოცნების დეპუტატმა ლევან კობერიძემ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს პლენარულ სხდომაზე, სადაც მაია ცქიტიშვილი "მინისტრის საათის" ფორმატში სიტყვით გამოვიდა.
მამუკა მდინარაძე თანაგუნდელებს მოუწოდებს გუნდში დარჩენის გადაწყვეტილება დროულად მიიღონ
18:05 / 20.02.2019
დილით "ქართული ოცნების" ოფისში გამართული პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ მმართველი გუნდის ერთი ნაწილი თანაგუნდელებს კარისკენ მიუთითებს, მათ შორის არის მამუკა მდინარაძეც, რომელიც კოლეგებს ურჩევს გადაწყვეტილება დროულად მიიღონ.
სააკაშვილი: ვფიქრობ, წელს საქართველოში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას შევძლებთ
18:02 / 20.02.2019
ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი Deutsche Welle-სთან ინტერვიუში აცხადებს.Deutsche Welle: წელს სიახლეებს შეიძლება ველოდოთ?
სალომე ზურაბიშვილი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა
18:01 / 20.02.2019
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, გერმანიის ფედერალურ პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა.
ირაკლი ხმალაძე: „ცენტრ პოინტსა“ და M2 შორის შეთანხმება ვერ შედგა
17:49 / 20.02.2019
თბილისის მერიაში ადასტურებენ, რომ "ცენტრ პოინტსა" და M2 შორის შეთანხმება ვერ შედგა.
ინფრასტრუქტურის სამინისტრო მეტისმეტად მძიმე ტვირთია ქალისთვის — ნატო ჩხეიძის სექსისტური განცხადება
17:48 / 20.02.2019
საქართველოს პარლამენტის წევრმა, ნატო ჩხეიძემ პარლამენტში ინფრასტრუქტურის მინისტრისთვის კითხვის დასმის დროს სექსისტური შინაარსის განცხადება გაავრცელა.
აჭარაში ყოველწლიურად ტუბერკულოზის 200-მდე ახალი შემთხვევა ვლინდება
17:32 / 20.02.2019
ტუბერკულოზით დაავადებულთა რაოდენობის მიხედვით აჭარა საქართველოს მასშტაბით პირველ სამეულშია. ყოველწლიურად აჭარაში, საშუალოდ, 200-მდე ახალი შემთხვევა ფიქსირდება. ამის შესახებ ინფორმაციას "აჭარის ტელევიზია" ავრცელებს.
ვლადიმერ პუტინი: საფრთხის შემთხვევაში, რუსეთი იარაღს ამერიკასაც დაუმიზნებს
17:10 / 20.02.2019
საფრთხის შემთხვევაში, რუსეთი იარაღს ამერიკასაც დაუმიზნებს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ქვეყნის პარლამენტის ორივე პალატის წინაშე ყოველწლიური სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
კვიციანი: იმედია, ივანიშვილი შეყვარებულების აღმრიცხავ ცენტრში კაი მსუყე ჩანარიცს გააკეთებს
16:55 / 20.02.2019
პატრიოტთა ალიანსის წევრს, ემზარ კვიციანს იმედი აქვს, რომ ქართული ოცნების თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი შეყვარებული წყვილების აღმრიცხავ ცენტრს დააფინანსებს. ამის შესახებ მან ტელეკომპანია მაესტროს ეთერში ისაუბრა.
გიგა ბოკერიამ უმრავლესობას შესთავაზა, მადლობებისთვის და ქებისთვის ერთი დეპუტატი გამოყონ
16:53 / 20.02.2019
ევროპული საქართველოს დეპუტატმა პარლამენტში, სადაც ინფრასტრუქტურის მინისტრს უსმენენ, გიგა ბოკერიამ უმრავლესობას შესთავაზა, გუნდიდან "მადლობებისთვის და ქებისთვის" ერთი დეპუტატი გამოიყოს და ყველას სახელით მოიხადოს მადლობა.
2019 წელს წყალმომარაგების და წყალარინების  სამუშაოებზე  გამოყოფილი 282 მილიონი ლარით  85 პროექტი განხორციელდება
16:29 / 20.02.2019
2019 წელს წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემაში დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა საქართველოს ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ანგარიშის წარდგენისას.
2019 წელს დაგეგმილია 2 მლრდ ლარის ინვესტირება ინფრასტრუქტურულ პროექტებში
16:23 / 20.02.2019
,,სამინისტროს მიერ ათვისებული თანხები ბოლო წლებში მუდმივად იზრდება. 2017 წელს წინა წელთან შედარებით ინფრასტრუქტურულ პროექტებში 40%-მდე მეტი თანხა ჩაიდო, ხოლო შემდგომ წლებში ეს მაჩვენებელი 20%-ით იზრდება.
მაია ცქიტიშვილი: „თავისუფალი, დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფო ნიშნავს უფლებრივად და ეკონომიკურად ძლიერ რეგიონებს“
16:21 / 20.02.2019
"ჩვენი ხელისუფლება ერთიანია იმ აზრში, რომ თავისუფალი, დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფო ნიშნავს თვითმმართველობის პრინციპებზე დაფუძნებულ პოლიტიკურ სისტემას, უფლებრივად და ეკონომიკურად ძლიერ რეგიონებს", - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა საქართველოს პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში მოსმენისას.
რეზო ესაძეს ვარსკვლავს გაუხსნიან
16:12 / 20.02.2019
21 თებერვალს 18:30 საათზე ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში ქართველი კინორეჟისორის, სცენარისტის, მსახიობის, მხატვრისა და პოეტის, რეზო ესაძის ნამუშევრების გამოფენა და კატალოგის პრეზენტაცია გაიმართება.
თბილისში ზონალურ-საათობრივი პარკირების წესი პირველი ივლისიდან ამოქმედდება
16:09 / 20.02.2019
თბილისში ზონალურ-საათობრივი პარკირების წესი, პირველ ეტაპზე საპილოტე მოდელის სახით, მიმდინარე წლის პირველი ივლისიდან რამდენიმე ქუჩაზე ამოქმედდება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ „თიბისი ბანკის“ საქმეზე მამუკა ხაზარაძესთან შეხვედრას აპირებს
16:07 / 20.02.2019
"თიბისი ბანკის" საქმესთან დაკავშირებით პოზიცია რომ მქონდეს, ვაპირებ, შევხვდე მამუკა ხაზარაძეს , – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა.
შსს-ს ინფორმაციით, ზვიად კუპრავას ბრალი დაუსწრებლად წარედგინება
16:04 / 20.02.2019
"სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის" დამფუძნებელს, ზვიად კუპრავას ბრალი დაუსწრებლად წარედგინება. 
მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ინფრასტრუქტურული მიმართულებით თანხების ათვისების დინამიკა ყოველ წელს მზარდია
16:03 / 20.02.2019
ვიცე-პრემიერის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ინფრასტრუქტურული მიმართულებით თანხების ათვისების დინამიკა ყოველ წელს მზარდია.
სალომე ზურაბიშვილი: მე ვარ ქალი ორი ქვეყნიდან
16:02 / 20.02.2019
მე ვარ ქალი ორი ქვეყნიდან, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ფრანგულ რადიოსადგურ "არ-ტი-ელთან" (ღთL) ინტერვიუში განაცხადა.
ლუიზა ვინტონი: ველოდებით, რომ მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებული პროცესი წესების, რეგულაციების, კანონის დაცვით და გამჭვირვალედ წარიმართება
16:00 / 20.02.2019
მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებული საკითხი იქნება ერთ-ერთი პირველი გამოცდა საქართველოს პარლამენტისთვის, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ევროკავშირისა და გაერო-ს განვითარების პროგრამების ხელმძღვანელმა, ლუიზა ვინტონმა განუცხადა.
კახა კალაძე: სატრანსპორტო საშუალებებით ჰაერის დაბინძურება კრიტიკულ ზღვარს აღწევს, თუ არაფერი შევცვალეთ, ჰაერი აღარ დარჩება ქალაქში
15:55 / 20.02.2019
საფრთხის შემთხვევაში, რუსეთი იარაღს ამერიკასაც დაუმიზნებს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ქვეყნის პარლამენტის ორივე პალატის წინაშე ყოველწლიური სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მაია ცქიტიშვილი: რამდენიმე რეგიონში იგეგმება ოლიმპიური აუზების მშენებლობა
15:39 / 20.02.2019
საქართველოს ვიცე-პრემიერს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს მაია ცქიტიშვილს საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ახალი ფორმატის - "მინისტრის საათის" ფარგლებში უსმენენ.
კახა კალაძე: მუნიციპალურმა ინსპექციამ ვარკეთილის მიმდებარედ სახელმწიფო მიწების უკანონოდ, ყაჩაღურად დატაცების ფაქტები გამოავლინა
15:36 / 20.02.2019
თბილისის მერის, კახა კალაძის ინფორმაციით, მუნიციპალურმა ინსპექციამ ვარკეთილის მიმდებარე ტერიტორიაზე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის უკანონოდ მიტაცების მცდელობა გამოავლინა. ამის შესახებ კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
კოვზანაძე: პარლამენტი ღიაა როგორც „თიბისი ბანკის“, ისე ეროვნული ბანკისთვის
15:34 / 20.02.2019
ეროვნული ბანკი დამოუკიდებელი სტრუქტურაა და მას აკისრია სრული პასუხისმგებლობა, ერთი მხრივ, საბანკო კანონმდებლობის დაცვაზე, ამ სფეროს მდგრადობასა და სტაბილურობაზე, მეორე მხრივ, მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე, - განაცხადა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ.
თბილისში ელექტრომობილების დამტენებს კონკურსის გზით შერჩეული კომპანია დაამონტაჟებს
15:33 / 20.02.2019
თბილისში ელექტროდამტენებს კონკურსის გზით შერჩეული კერძო კომპანია დაამონტაჟებს. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, კომპანიის შერჩევის მიზნით კონკურსი ორი კვირის ვადაში გამოცხადდება.
შსს: 2018 წელს მართვის მოწმობაზე 100 ქულა 123 მძღოლს ამოეწურა
15:29 / 20.02.2019
მართვის მოწმობაზე 100 ქულა 2018 წელს 123 მძღოლს ამოეწურა. ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საკუთარ ვებგვერდზე ავრცელებს.
ნინო წილოსანი: მაია ცქიტიშვილი ძალიან კარგად გრძნობს ხალხის საჭიროებებს
15:28 / 20.02.2019
ერთმნიშვნელოვნად შემიძლია ვთქვა, რომ მაია ცქიტიშვილი ძალიან კარგად გრძნობს ხალხის საჭიროებებს, – ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნინო წილოსანმა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის პარლამენტში მოხსენებით გამოსვლა.
მეზურნიშვილი ცქიტიშვილს: მადლობა, რომ კასპის მუნიციპალიტეტში რეკორდული რაოდენობის პროექტები ხორციელდება
15:27 / 20.02.2019
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი მეზურნიშვილმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტს პარლამენტში პლენარულ სხდომაზე პროექტების განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა.მისი თქმით, ქვეყანაში, ინფრასტრუქტურული მიმართულებით უპრეცედენტო მასშტაბების პროექტები ხორციელდება.
ჭიჭინაძე TBC-ის საქმეზე: ოპერაცია, რომელიც წლების წინ ჩატარდა, მორალურად ბიზნესშიც არ ჯდება
15:24 / 20.02.2019
"რაც შეეხება იმ ოპერაციას, რომელიც წლების წინ ჩატარდა, ის არათუ საბანკო, არამედ უბრალოდ მორალურად ბიზნესშიც არ ჯდება. როგორ შეიძლება საერთო ფული წაიღო და მერე უკან შემოიტანო, ნუ ახლა…" – ამის შესახებ დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ "თიბისი ბანკის" ირგვლივ მიმდინარე მოვლენების შეფასებისას განაცხადა.
რატი იონათამიშვილი: დღევანდელი დღე არის მაგალითი, როგორი პასუხისმგებლობით გამოირჩევა ჩვენი მთავრობა
15:23 / 20.02.2019
ინფრასტრუქტურის მინისტრის მიერ წარმოდგენილი დღევანდელი ანგარიში ძალიან საქმიანი და ინფორმაციული იყო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
მერაბ ქვარაია მაია ცქიტიშვილს - ქალბატონო მინისტრო, ხომ არ ემუქრება საფრთხე ანაკლიის პორტის პროექტს?
14:32 / 20.02.2019
ხომ არ ემუქრება საფრთხე ანაკლიის პორტის პროექტს? - აღნიშნული საკითხით ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია დაინტერესდა. დეპუტატმა შესაბამისი კითხვა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს ,,მინისტრის საათის" ფარგლებში დაუსვა.
2019 წელს იძულებით გადაადგილებულ პირთათვის 16 საცხოვრებელი სახლის მშენებლობა დასრულდება
14:30 / 20.02.2019
2019 წელს იძულებით გადაადგილებულ პირთათვის იგეგმება 16 საცხოვრებელი სახლის მშენებლობის დასრულება სხვადასხვა რეგიონში.
გედევან ფოფხაძე: გუნდში არც მდგმურები ვართ და არც ვიღაცის კაცის კაცები
14:24 / 20.02.2019
ის ადამიანები, რომლებიც ამ კანონპროექტის ინიციატივით გამოვდივართ, ამ გუნდში არც მდგმურები ვართ და არც ვიღაცის კაცის კაცები, - ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემ ჟურნალისტების კითხვას, დატოვებს თუ არა მმართველ გუნდს, თუკი მისი და კიდევ 8 დეპუტატის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერებასთან დაკავშირებით მხარდაჭერა არ ექნება. როგორც ფოფხაძემ აღნიშნა, ამ საკითხის დაანონსებას არ აპირებს.
მამუკა მდინარაძე: არ უნდა დარეგისტრირდეს კანონპროექტი, რომლის კანონად ქცევის შემთხვევაში, შესაძლებელია, მოსამართლეების განახევრებული შემადგენლობა მივიღოთ
14:23 / 20.02.2019
როდესაც კანონპროექტის კანონად ქცევის შემთხვევაში შესაძლებელია, რომ რაღაც დროში ჩვენ მივიღოთ მოსამართლეების განახევრებული შემადგენლობა, ასეთი კანონპროექტები არ უნდა დარეგისტრირდეს,- ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ეკა ბესელიას და მისი თანამოაზრეების მიერ ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.
მძღოლებს ავტომანქანის უფასოდ პარკირება დღეში 4-ჯერ, 15-15 წუთით შეეძლებათ
14:22 / 20.02.2019
მძღოლებს ავტომანქანის უფასოდ პარკირება დღეში 4-ჯერ, 15-15 წუთით შეეძლებათ. პარკირებაზე გადასახადის დაწესების საკითხზე თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა.
გედევან ფოფხაძე: უმჯობესია, დღეს დეპუტატები დაუპირისპირდნენ პოლიტსაბჭოს და მის გადაწყვეტილებას, ვიდრე დაუპირისპირდნენ ქართველ ხალხს
14:20 / 20.02.2019
მე მგონია, რომ უმჯობესია დღეს დეპუტატები დაუპირისპირდნენ პოლიტსაბჭოს და მის გადაწყვეტილებას, ვიდრე დაუპირისპირდნენ ქართველ ხალხს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს განცხადებას. ფოფხაძის თქმით, მმართველმა გუნდმა ეს კანონპროექტიც უნდა დაამტკიცოს, კონსტიტუციაც უნდა შეცვალოს და აღიაროს, რომ უვადო მოსამართლეების ინსტიტუტის შემოღება შეცდომა იყო ჩინჩალაძე-მურუსიძის პირობებში.
წელს ტურიზმის ინფრასტრუქტურისთვის 183 მლნ. ლარია გამოყოფილი
14:15 / 20.02.2019
სამინისტროს საქმიანობაში ერთ-ერთი პრიორიტეტი ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობაა – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა პარლამენტში მინისტრის საათზე საუბრისას განაცხადა.
ნუკრი ქანთარია: უმრავლესობის შეკრებაზე მოსამართლეების შესახებ კანონპროექტის მკვეთრად წინააღმდეგი არავინ ყოფილა, მითუმეტეს პარტიის თავმჯდომარე
13:58 / 20.02.2019
როდესაც უმრავლესობის შეკრებაზე დაისვა საკითხი, მკვეთრად წინააღმდეგი არავინ ყოფილა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერების საკითხზე, ეკა ბესელიასა და მისი თანამოაზრეების მიერ მომზადებულ კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა.
ზუგდიდში დედა-შვილს ავტომობლი დაეჯახა
13:56 / 20.02.2019
ზუგდიდის ცენტრში, კოსტავასა და რუსთაველის ქუჩის კვეთაზე ქალს და მის მცირეწლოვან შვილს მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა. დედა-შვილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა საავადმყოფოში გადაიყვანა.
პრემიერი: საქართველო-ამერიკის ურთიერთობები ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
13:53 / 20.02.2019
საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები ყველაზე მაღალ ნიშნულზეა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და აშშ-ის ეროვნული თავდაცვის აკადემიის დელეგაციის შეხვედრისას აღინიშნა.
ვენეციის კომისია მზად არის, „ქართული ოცნების“ შეთავაზება მიიღოს და მოსამართლეთა დანიშვნის კრიტერიუმების შემუშავების პროცესში ჩაერთო
13:46 / 20.02.2019
ვენეციის კომისია მზად არის, "ქართული ოცნების" შეთავაზება მიიღოს და მოსამართლეთა დანიშვნის წესებისა და კრიტერიუმების შემუშავების პროცესში ჩაერთოს. მმართველი გუნდის შეთავაზებასთან დაკავშირებით "ინტერპრესნიუსი" ვენეციის კომისიის მდივანს, ტომას მარკერტს ესაუბრა.
ანრი ოხანაშვილი: მოსამართლეებთან დაკავშირებული კანონპროექტის მხარდაჭერით მივიღებდით კოლაფსს სასამართლო სისტემაში
13:44 / 20.02.2019
სამწუხაროდ, აღნიშნული კანონპროექტი ვერ პასუხობდა მიზანს, რომ ავტორებს უკეთესი სასამართლო სისტემის მიღება უნდოდათ, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა დეპუტატ ეკა ბესელიას და 8 დეპურატის მიერ ინიცირებულ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა, რომელიც მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერებას შეეხება.
პარკირებაზე საათობრივი გადასახადის დაწესება 1-ელი ივლისიდან დაიწყება
13:40 / 20.02.2019
დედაქალაქში პარკირებაზე საათობრივი გადასახადი, თავდაპირველად რამდენიმე ქუჩაზე, 1-ელი ივლისიდან დაწესდება. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, საპილოტე პროექტი თავდაპირველად კოტე აფხაზისა (ლესელიძის) და მის მიმდებარე ქუჩებზე დაინერგება.
”იმედი მაქვს დღევანდელი დისკუსია ხელს შეუწყობს ახალი საპარლამენტო ფორმატის განვითარებას” – მაია ცქიტიშვილს პარლამენტში უსმენენ
13:33 / 20.02.2019
საქართველოს ვიცე-პრემიერს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს მაია ცქიტიშვილს საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ახალი ფორმატის – "მინისტრის საათის" ფარგლებში უსმენენ.
წელს მანქანიდან სიგარეტის ნამწვის გადაგდების ფაქტზე 161 ჯარიმა დაიწერა
12:45 / 20.02.2019
2019 წლის პირველი იანვრიდან დღემდე ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან სიგარეტის ნამწვის ქუჩაში გადადგებისთვის 161 ჯარიმა დაიწერა, ხოლო მასალები შემდგომი განხილვის მიზნით, შესაბამის რაიონულ სასამართლოებში გადაიგზავნა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.
ლევან გოგიჩაიშვილი: გამოდის, რომ რადგან ჩვენი ინიციატივაა, გვეჯიბრებიან
12:43 / 20.02.2019
ის, რომ ჩინჩალაძეს ვიღაცა დასანიშნი ჰყავს და რა ეშველება იმ მოსამართლეს, რომელსაც ჩინჩალაძე ცოტა ხანი ვერ დანიშნავს, ეს არ არის არგუმენტი, რომლითაც საზოგადოებას უნდა უპასუხო, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა ჟურნალისტებს "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს განცხადებაზე კომენტირებისას განუცხადა.
ეკა ბესელია პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებას ეხმაურება და კობახიძეს არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს
12:29 / 20.02.2019
ეკა ბესელია პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებას აფასებს და ამბობს, რომ მის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შესახებ ირაკლი კობახიძემ, არასწორი ინფორმაცია გაავრცელა.
ირაკლი კობახიძე: მმართველი გუნდი შექმნის ყველა პირობას სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და მის მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლების უზრუნველსაყოფად
12:24 / 20.02.2019
"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი გუნდი აგრძელებს მუშაობას სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღაზე.
მმართველი გუნდი ვენეციის კომისიას მიმართავს, მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის საკითხზე კონსულტაციებში ჩაერთოს
12:23 / 20.02.2019
"ქართული ოცნება" ვენეციის კომისიას მიმართავს, მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის საკითხზე კონსულტაციებში ჩაერთოს, - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც საზოგადოებას პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გააცნო.
თავდასხმა მარსელის ცენტრში - დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა ოთხი ადამიანი დაჭრა
12:17 / 20.02.2019
ქალაქ მარსელის ცენტრში თავდასხმა მოხდა. დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა ქალაქის ტურისტულ რაიონში 4 ადამიანი დაჭრა.
მძღოლები, რომლებსაც არც ერთი ავარია არ დაუფიქსირდებათ, „ბონუს“ სისტემით ისარგებლებენ და მანქანის დაზღვევაში 100 ლარზე ნაკლებს გადაიხდიან
12:09 / 20.02.2019
იმ ავტომფლობელებისთვის, რომლებიც წლის განმავლობაში რამდენიმე ავტოსაგზაო შემთხვევას გამოიწვევენ, მესამე პირის სავალდებულო სადაზღვევო პაკეტის შეძენა გაცილებით ძვირი იქნება, - ამის შესახებ დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ ირაკლი თუთარაშვილმა განაცხადა.
„ქართული ოცნება“ ეკა ბესელიასა და მისი თანამოაზრეების მიერ მოსამართლეებთან დაკავშირებით მომზადებულ კანონპროექტზე განცხადებას ავრცელებს
11:38 / 20.02.2019
"ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს განცხადებას ავრცელებს. მასში ნათქვამია, რომ პარტიის თავმჯდომარისა და მმართველი გუნდის მიერ, გამოითქვა მზადყოფნა, კონსტიტუციურ ფარგლებში, ემსჯელა მოსამართლეთა უვადო დანიშვნის საკითხზე. თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობის ცალკეული წევრების მიერ, საკუთარ გუნდთან შეთანხმების გარეშე, მომზადდა კანონპროექტი, რომელიც ერთმნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება კონსტიტუციის დებულებებს. პარტიის პოლიტსაბჭოს ინფორმაციით, ეს კანონპროექტი ვერ მიიღებს საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერას.
ეკა ბესელია: ანრი ოხანაშვილი არღვევს რეგლამენტს და ბიუროს გადაწყვეტილების აღსრულებას აფერხებს
11:36 / 20.02.2019
იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი არღვევს რეგლამენტს და ბიუროს გადაწყვეტილების აღსრულებას აფერხებს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა. ბესელიას განცხადებით, მას ამ დრომდე არ მიუღია იურიდიული კომიტეტის დასკვნა მის მიერ ინიცირებულ კანონპროექტზე, რომელიც პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერებას გულისხმობს.
შსს-ში ადასტურებენ, რომ ვერცხლის ქუჩაზე, სადაც მკვლელობა მოხდა, კიდევ ერთი პირია დაჭრილი
11:28 / 20.02.2019
თბილისში, ვერცხლის ქუჩაზე სროლისას, რომელსაც გუშინ ზვიად ჯაფარიძის სიცოცხლე ემსხვერპლა, კიდევ ერთი მამაკაცი დაიჭრა.
თაკო ჩარკვიანი: აქ დიდი ამბავია, ქვეყანას აუპატიურებენ და ხალხი ცუდ დღეშია
11:25 / 20.02.2019
"რატომ არ უნდა დავუჯეროთ ხელისუფლებას? იმიტომ, რომ უკვე მეშვიდე წელია ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ არაფერი აღარ დაიჯეროს მოსახლეობამ," – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა "რეაქციაში".
ბათუმში 14 აპარატის გაქურდვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
11:20 / 20.02.2019
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ქურდობისა და თაღლითობის ბრალდებით, 1992 წელს დაბადებული თ.ც. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
კალაძე: ლილოს ნაგავსაყრელი დაიხურება
11:07 / 20.02.2019
დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მუნიციპალიტეტი ლილოს ნაგავსაყრელის პრობლემის მოგვარებას გეგმავს. მისივე თქმით, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიც არიან ჩართული.
აშშ-ისგან ფინანსურ დახმარებას ვერ მიიღებენ ქვეყნები, რომლებიც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებს აღიარებენ
11:04 / 20.02.2019
გამოქვეყნდა აშშ-ის კონსოლიდირებული ასიგნებების აქტი (FY19 Consolidated Appropriations Act), იგივე აშშ-ს 2019 ფისკალური წლის ბიუჯეტი, რომელიც მნიშვნელოვან ჩანაწერებს შეიცავს საქართველოს რეგიონების დეოკუპაციისა და არაღიარების განმტკიცების თვალსაზრისით. აღსანიშნავია, რომ კანონი ითვალისწინებს საქართველოსთვის განკუთვნილი საბიუჯეტო ასიგნებების მნიშვნელოვან ზრდას.
თბილისში, გაგარინის აღმართზე ერთმანეთს ცხრა ავტომობილი შეეჯახა
10:49 / 20.02.2019
თბილისში, გაგარინის აღმართზე ერთმანეთს ცხრა ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
"ვურჩევ საქართველოს მთავრობას არ ჩაერიოს იმ ბანკის მართვაში, რომელიც ევროპულ ბაზარზე მუშაობს"- ევროპარლამენტარი TBC-ის საქმეზე
10:44 / 20.02.2019
TBC ბანკის საქმეს ბრიუსელში ეხმაურებიან. ევროპარლამენტარი გუნარ ჰოკმარკი აცხადებს, რომ ევროპა საქართველოში მიმდინარე პროცესებს დეტალურად აკვირდება და ყველა მნიშვნელოვან საკითხზე ადექვატური რეაგირება ექნება.
"თუ მათ გადაწყვეტილი აქვთ ჩემი დაკავება, აქ ვარ“ - კუპრავა
10:39 / 20.02.2019
"არსად გაქცევას და მიმალვას არ ვაპირებ, ვარ სამუშაო რეჟიმში, თუ მათ გადაწყვეტილი აქვთ ჩემი დაკავება, აქ ვარ" -აცხადებს "სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის" ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა, რომელიც დღეს ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებაშია დაბარებული.
"კენჭისყრის შემდგომ მე შეიძლება დავტოვო უმრავლესობა, შეიძლება კიდევ რამდენიმე დეპუტატმა"- ბექა ნაცვლიშვილი
10:36 / 20.02.2019
საპარლემენტო უმრავლესობა დღეს შეიძლება ბექა ნაცვლიშვილმა დატოვოს. დეპუტატის თქმით, ამ გადაწყვეტილებას იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ თანაგუნდელები მის ინიციატივას საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით სესიაზე მხარს არ დაუჭერენ. ფრაქცია "ქართული ოცნება - სოციალისტების" წევრი საქმიანობის გაგრძელებას დამოუკიდებლად აპირებს.
“მინისტრის საათის“ ფორმატში, დღეს, პარლამენტში მაია ცქიტიშვილს მოუსმენენ
10:28 / 20.02.2019
"მინისტრის საათის" ფორმატში, დღეს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილს მოუსმენენ. ცქიტიშვილი პირველი მინისტრია, რომელიც პარლამენტში მოხსენებით "მინისტრის საათის" ფორმატში გამოვა.
„ქართული ოცნების“ ოფისში ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს
10:26 / 20.02.2019
პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს. სხდომას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ესწრება.
ცხენის ხორცით 8 თვე გამოკვებილი აღსაზრდელები საბავშო ბაღში - სად და როგორ საღდებოდა საქონლის ხორცის სახელით სხვა პროდუქტი?
10:14 / 20.02.2019
სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო ბაღებში ბავშვების კვების რაციონისთვის გათვლილი ცხენის ხორცის გამოვლენის ოთხ შემთხვევას ადასტურებს.
მკვლელობა ვერცხლის ქუჩაზე - 4-ჯერ ნასამართლევი ზვიად ჯაფარიძის მკვლელობის ერთ-ერთ მოტივად შურისძიება სახელდება
01:03 / 20.02.2019
ვერცხლის ქუჩაზე საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს. ამ დრომდე უცნობია რა გახდა მკვლელობის მოტივი, თუმცა ერთ-ერთ სამუშაო ვერსიად შურისძიება სახელდება.
,,სიცოცხლის დაკარგვის ფასად რომ დამიჯდეს, 18 ივნისს არ ჩავატარებინებ ე.წ.გეების ღირსების მარშს”
00:57 / 20.02.2019
,,ქართული მარშის" ლიდერი სანდრო ბრეგაძე ინფორმაციას, რომ 18-23 ივნისს თბილისში ლგბტ პრაიდის კვირეული ჩატარდება, ასე ეხმაურება:
ეკა ბესელია: მართლმსაჯულება უვადოდ არ უნდა ვანდოთ იმ სასამართლო ხელისუფლებას, რომელიც სისტემურად ვერ შეიცვალა
00:35 / 20.02.2019
იუსტიციის საბჭო რომ პარლამენტს არ ელოდება და რვა მოსამართლეს უვადოდ ნიშნავს, ეს ინსტიტუციური უპატივცემულობაა
გოცირიძე: პრეზიდენტი დეკანოზს მაშინ შეიწყალებს, როდესაც მიიღებს სიგნალს მთავრობისა და საპატრიარქოსგან
00:34 / 20.02.2019
ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის რომან გოცირიძის შეფასებით, საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადება დეკანოზ მამალაძის შეწყალებაზე მეტყველებს იმაზე, რომ მან საქართველოს კონსტიტუცია არ იცის.
კახი კალაძე: მერიაში ყველა გაფრთხილებული მყავს, რომ ჩვენ ვართ ხალხის მსახურები! მოგვმართეთ ნებისმიერს
00:30 / 20.02.2019
რას აპირებს დარჩენილ ვადაში და როგორ აპირებს დაამახსოვროს თავი ძალიან მომთხოვნ და პრეტენზიულ თბილისელებს, რომელ ინფრასტრუქტურულ პროექტებს განახორციელებს დედაქალაქისთვის და რას მოუხერხებს თბილისის საცობებს და პარკინგს, როდის მიიღებს გენგეგმას, რომელიც სპეციალურად შექმნილ ჯგუფს თითქმის თავიდან გააკეთებინა და როგორ აფასებს პარტიაში არსებულ დიდ არეულობას…
ნიკა გვარამია: დეკანოზის ჯანმრთელობის რეალური სიმძიმის გავრცელება ექიმებსაც კი ეკრძალებათ, რაც შეთქმულებაა
00:28 / 20.02.2019
ამის შესახებ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ "ტვ პირველის" ეთერში, გადაცემაში "რეაქცია" განაცხადა.
საკრებულო დედაქალაქის გენგეგმას ჩასასწორებლად მერიას უბრუნებს
00:09 / 20.02.2019
თბილისის საკრებულომ დედაქალაქის მერიას თბილისის მუნიციპალური განვითარების გენგეგმის პროექტი ცვლილებებისთვის დაუბრუნა. გადაწყვეტილება საკრებულოს დეპუტატებმა დღეს, რეგიონული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომიტეტის სხდომაზე მიიღეს. ინფორმაციას სააგენტო "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.
ვერცხლის ქუჩაზე მოკლულ მამაკაცს ცეცხლნასროლი ჭრილობა სახის არეში აქვს მიყენებული
19:51 / 19.02.2019
თბილისში, ვერცხლის ქუჩაზე მოკლულ მამაკაცს ცეცხლნასროლი ჭრილობა სახის არეში აქვს მიყენებული, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა გაგა კირკიტაძემ განუცხადა. მისი ინფორმაციით, გარდაცვლილი 50 წლისაა.
„ავერსის კლინიკაში“ საქველმოქმედო ფონდმა „ავერსმა“ და „ავერსის კლინიკამ“  საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტთან დადებული მემორანდუმი განაახლეს
18:22 / 06.02.2019
"ავერსის კლინიკაში" საქველმოქმედო ფონდმა "ავერსმა" და "ავერსის კლინიკამ" საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტთან დადებული მემორანდუმი განაახლეს.
დღის სიახლეები
კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
25262728 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
×