აკაკი ზოიძე რომან გოცირიძესთან დაპირისპირებაზე - მინდა ბოდიში მოგიხადოთ შეუფერებელი ემოციური საქციელისთვის, რთულია „ნაციონალური მოძრაობის“ პროვოკაციებზე არწამოგება
5 წუთის წინ
რთულია "ნაციონალური მოძრაობის" პროვოკაციებზე არწამოგება, - ამის შესახებ დეპუტატმა აკაკი ზოიძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
პარლამენტის ბიურომ გენერალური პროკურორის მიმართვა დეპუტატ ნიკა მელიას დაპატიმრებაზე თანხმობის მიცემასთან დაკავშირებით განსახილველად კომიტეტებს გადასცა
10 წუთის წინ
პარლამენტის ბიურომ გენერალური პროკურორის მიმართვა დეპუტატ ნიკა მელიას დაპატიმრებაზე თანხმობის მიცემასთან დაკავშირებით განსახილველად კომიტეტებს გადასცა.
რომან გოცირიძე უმრავლესობის წევრებს ნიკა მელიას საკითხზე - თითოეულ ადამიანს, ვინც ამ წინადადებას მისცემს ხმას, გაასამართლებს ისტორია, გაგასამართლებთ კანონი და გაგასამართლებენ საკუთარ ოჯახში
11 წუთის წინ
თითოეულ ადამიანს, ვინც ამ წინადადებას მისცემს ხმას, გაასამართლებს ისტორია, გაგასამართლებთ კანონი და გაგასამართლებენ საკუთარ ოჯახში, - ასე მიმართა პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძემ უმრავლესობის დეპუტატებს ბიუროს სხდომაზე, სადაც პროკურატურის მიმართვას განიხილავენ დეპუტატ ნიკა მელიას დაპატიმრების თაობაზე. როგორც გოცირიძემ აღნიშნა, ახლა რაც ხდება, ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში ფაქტობრივად პოლიტიკური დიქტატურა მყარდება.
სერგი კაპანაძემ პროტესტის ნიშნად ბიუროს სხდომა დატოვა
25 წუთის წინ
სერგი კაპანაძემ პროტესტის ნიშნად ბიუროს სხდომა დატოვა. "ევროპული საქართველოს" წევრის პროტესტი საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლების განცხადებებს მოჰყვა.
პარლამენტის ბიუროს სხდომაზე აკაკი ზოიძე და მიხეილ ყაველაშვილი რომან გოცირიძეს დაუპირისპირდნენ
27 წუთის წინ
პარლამენტის ბიუროს სხდომაზე აკაკი ზოიძე და მიხეილ ყაველაშვილი რომან გოცირიძეს დაუპირისპირდნენ. კერძოდ, რომან გოცირიძის განცხადებით, თუ პარლამენტი მხარს დაუჭერს მელიას დაპატიმრებას და პროკურატურას თანხმობას მისცემს და ვინ ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, დაისჯება. მას პასუხს აკაკი ზოიძე სცემდა, რა დროსაც გოცირიძემ ხელი ჰკრა და დაპირისპირება დაიწყო, რომელშიც მიხეილ ყაველაშვილიც ჩაერთო.
გიორგი კახიანი არ გამორიცხავს, რომ ნიკა მელიას სადეპუტატო უფლებამოსილება 26 ივნისს შეუჩერდეს
28 წუთის წინ
არ გამოვრიცხავ, რომ პარლამენტმა 26 ივნისს მიიღოს გადაწყვეტილება და ნიკა მელიას შეუჩერდეს უფლებამოსილება,-ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ბიუროს სხდომაზე დეპუტატები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
52 წუთის წინ
დაპირისპირება პარლამენტში - ბიუროს სხდომაზე ერთმანეთს რომან გოცირიძე და აკაკი ზოიძე დაუპირისპირდნენ.
მაია ცქიტიშვილმა EBRD-ის დელეგაციასთან ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დაფინანსებით მიმდინარე პროექტები განიხილა
59 წუთის წინ
საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დელეგაციას შეხვდა. დელეგაციას ბანკის ინფრასტრუქტურის მდგრადი განვითარების მიმართულების აღმასრულებელი დირექტორი ნანდიტა პარშადი ხელმძღვანელობს. ინფორამციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს. მხარეებს შორის საუბრის მთავარი თემა მყარი ნარჩენების მართვის სფეროში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები იყო.
პარლამენტი ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერებაზე მსჯელობას იწყებს
19:07 / 25.06.2019
პარლამენტი ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერებაზე მსჯელობას იწყებს. საკითხს ხვალ საკომიტეტო მოსმენაზე განიხილავენ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ინფორმაციით, 20-21 ივნისის მოვლენებისას დაკავებული 55 პირი გათავისუფლდა, 1 კი დღეს გათავისუფლდება
19:04 / 25.06.2019
რუსთაველის გამზირზე 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირების სასამართლო პროცესთან დაკავშირებით თბილისის სააპელაციო სასამართლოში ბრიფინგი გაიმართა. როგორც სპიკერმოსამართლემ ხატია არდაზიშვილმა განაცხადა, სასამართლომ ყველა პირის მიმართ გადაწყვეტილება ინდივიდუალურად მიიღო.
ბექა დავითულიანი: ჩვენ, ერთად შევძელით, ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკიდან ნულოვან ბარიერამდე მივსულიყავით
19:00 / 25.06.2019
თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ბექა დავითულიანი 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებს საკრებულოს სხდომაზე გამოეხმაურა. ინფორმაციას საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს. მისი თქმით, საზოგადოების პროტესტი, რომელიც რუსი დეპუტატის საქართველოს უმაღლეს ტრიბუნაზე გამოჩენას მოჰყვა, სრულიად გულწრფელი და ჯანსაღი იყო. სამწუხაროდ ამ ჯანსაღი საპროტესტო მუხტით სარგებლობა სცადეს დესტრუქციულმა პოლიტიკოსებმა, გაკეთდა ძალადობის, პარლამენტში შეჭრის მოწოდებები.
პროკურატურა ნიკა მელიას პატიმრობას მოითხოვს
18:58 / 25.06.2019
დეპუტატ ნიკა მელიაზე სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. პროკურატურა მისთვის საპატიმრო ღორნისძიების გამოყენებას მოითხოვს.
ნათია თურნავა: ტურიზმში არსებული გამოწვევების განეიტრალებასა და შერბილებაზე ვმუშაობთ
18:39 / 25.06.2019
ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა და ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი აჭარაში ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ. როგორც ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს რომ გვერდში დაუდგეს გამოწვევების წინაშე მდგომ ტურისტულ სექტორს. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
ირაკლი ზარქუა:  ვინც საზოგადოების გულწრფელი აღშფოთება ვიწრო პარტიული ინტერესებისთვის გამოიყენა, დასასჯელია
18:17 / 25.06.2019
პოლიტიკოსებმა ახალგაზრდები და მათი გულწრფელი აღშფოთება ვიწრო პარტიული ინტერესებისთვის გამოიყენეს, - ასე გამოეხმაურა თბილისის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა 20 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებს. მისი თქმით, ყველა დამნაშავე პირი უნდა დაისაჯოს, ვინც სამართალდარღვევა ჩაიდინა.
კორუფციის საქმეზე ზუგდიდის ყოფილ მერს ორი წლით პატიმრობა მიუსაჯეს
18:07 / 25.06.2019
ზუგდიდის ყოფილ მერს ლაშა გოგიასა კორუფციის საქმეზე ორი წლით თავისუფლების აღკვეთა და ოთხი წლით პირობითი მსჯავრი მიუსაჯეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ იგივე გადაწყვეტილება მიიღო ვიცე-მერის მოადგილის გია გულორდავას მიმართ. მსჯავრდებულები, 2018 წლის 1 ნოემბერს დააკავეს, მათ ბრალი წარდგენილი ჰქონდათ ჯგუფურად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე.
კახა კალაძე: ხომ იყო საუბარი იმაზე, რომ ორპარტიულობაა, არის „ქართული ოცნება“ და  „ნაცმოძრაობა“, აჰა, ბატონო, გახსნილია ყველაფერი
17:46 / 25.06.2019
ხომ გვინდა დემოკრატიული პროცესები, ხომ იყო საუბარი იმაზე, რომ არის ორპარტიულობა, არის "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა", მიდის პოლარიზება, აჰა, ბატონო, გახსნილია ყველაფერი, - ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარების საკითხზე დასმულ კითხვას. როგორც კალაძემ აღნიშნა, ამომრჩეველი თავად გადაწყვეტს, რომელი პოლიტიკური პარტიები და სუბიექტები შევლენ პარლამენტში.
ვშიშობ, ვაშინგტონი ცდილობს ხელი შეუშალოს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ნორმალიზებას - ლავროვი
17:38 / 25.06.2019
ვაშინგტონი ცდილობს ხელი შეუშალოს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ნორმალიზებას, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა. იუწყება რუსული სააგენტო "ტასი".
“ჩვენ ქართველები გადავარჩინეთ, ისინი კი 200 წელია გვღალატობენ” – ჟირონოვსკი
17:36 / 25.06.2019
ვლადიმერ ჟირინოვსკი უკანასკნელ პერიოდში საქართველოში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა TWITTER-ის საკუთარ გვერდზე
აუცილებლად უნდა აგოს პასუხი, ვინც მოუწოდებდა ახალგაზრდებს პარლამენტის შტურმისკენ - კახა კალაძე
17:34 / 25.06.2019
ჟურნალისტების კითხვაზე, იყო თუ არა გიორგი გახარიას გადაყენებაზე საუბარი "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს სხდომაზე გუშინ, თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ - არა.
საპატრიარქო ხელისუფლებას: გამოიჩინეთ ლოიალობა აქციაზე დაკავებულთა მიმართ
16:27 / 25.06.2019
საქართველოს საპატრიარქო 19-20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, მორიგ განცხადებას ავრცელებს და ხელისუფლებას დაკავებულების მისამართით, ლოიალურობის გამოჩენისკენ მოუწოდებს:
გრიგოლ ვაშაძე მმართველ პარტიას - სწრაფად შეასრულეთ ხალხის მოთხოვნა, თუ არ გინდათ, რომ თქვენს გაჯიქებას და გახარიას გადარჩენის მცდელობას გადააყოლოთ სახელმწიფო
16:22 / 25.06.2019
რაც გინდათ დაარქვით ამას, გინდა მოთხოვნა დაარქვით, გინდა რჩევა, გინდა თხოვნა, არც ერთის არ შეგვეშინდება, რაც შეიძლება სწრაფად შეასრულეთ ხალხის მოთხოვნა და ამის შემდეგ, რაც შეიძლება სწრაფად გადავიდეთ პოლიტიკურ დიალოგზე, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძე გაერთიანებულ ოპოზიციის ოფისში გამართულ პრესკონფერენცაიზე განაცხადა.
გავრილოვი ამბობს, რომ პარლამენტში ასამბლეის ჩატარება ქართული მხარის ინიციატივა იყო
16:13 / 25.06.2019
რუსი დეპუტატი, სერგეი გავრილოვი ამბობს, რომ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიის ჩატარება პარლამენტში ქართული მხარის ინიციატივა იყო.
მარშანია: ჟურნალისტები ენმ-ის მომსახურე პერსონალი ხართ, რა ბინძური შეფასებები გამიბედეთ?
15:26 / 25.06.2019
"ჩვენი ფრაქციის სახელით, კატეგორიულად მოვითხოვთ, სამივე აქ მოსვლას. სუსის უფროსის, შს მინისტრის და რასაკვირველია, მთავარი პროკურორის. აუცილებელია ეს. დღესვე მობრძანდნენ აქ და ჩვენ მათ უნდა მოვუსმინოთ და შეკითხვებიც დავუსვათ ძალიან მწვავე და საჭირო. ეს პირველი, მეორე,ძვირფასო უმრავლესობის წევრებო, ქართული ოცნების დეპუტატებო. ბოლოსდაბოლოს, ის ვინც მებრძოლი ხართ იქ და ბევრი ჩვენი თანამებრძოლი ბრძანდებით იქ და პატიოსანი ხალხი, იმის მერე რაც აქ მოხდა და განვითარდა. თქვან ვერ ხედავთ რომ უნდა დატოვოთ უმრავლესობა? ვერ ხედავთ თქვენ ამა აუცილებლობას? იმიტო რომ თვენი ე.წ პოლიტ ელიტა თქვენს ზურგს უკან ძალიან ბნელ მოლაპარაკებებში და კოჰაბიტაციაში რომ არის ამ სადისტური პარტიის [ნაციონალური მოძრაობა] წევრებთან.
არ ხართ თქვენ ის ოპოზიცია, ვინც რამეზე პასუხისმგებლობას აიღებს - არჩილ თალაკვაძე ოპოზიციას
15:25 / 25.06.2019
"არ ხართ თქვენ ის ოპოზიცია, ვინც რამეზე პასუხისმგებლობას აიღებს", - ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატმა, დეპუტატმა არჩილ თალაკვაძემ "ნაციონალურ მოძრაობას" დღეს გამართულ პლენარულ სხდომაზე.
დიდი მადლობა ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის — თამარ ჩუგოშვილი ირაკლი კობახიძეს
15:20 / 25.06.2019
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეობიდან ირაკლი კობახიძის გადადგომა სესიაზე ცნობად მიიღეს. პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა პლენარულ სხდომაზე ირაკლი კობახიძეს მადლობა გადაუხადა "ქვეყნისთვის გაწეული მნიშვნლოვანი სამსახურისთვის".
ბექა ოდიშარია: დღეს ერთმანეთზე მოქნეული ხელი ხვდება საქართველოს
15:19 / 25.06.2019
"აქ მსხდომ კოლეგებს, ყველას, უმრავლესობიდან, დამოუკიდებლებს თუ ოპოზიციონერ დეპუტატებს მინდა, მოგმართოთ გულწრფელად – დღეს ერთმანეთზე მოქნეული ხელი ხვდება საქართველოს, ამიტომ ერთმანეთს გავუფრთხილდეთ, ქვეყანას გავუფრთხილდეთ", – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.
შინაგან საქმეთა მინისტრმა ქვეყანა დესტაბილიზაციას გადაარჩინა - მათიკაშვილი
15:17 / 25.06.2019
დავით მათიკაშვილის თქმით, პოლიტიკური პასუხისმგებლობა ხელისუფლებამ უკვე აიღო და ეს გამოიხატა პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომაში. რაც შეეხება შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომას, მათიკაშვილი ამბობს, რომ მინისტრმა ქვეყანა დესტაბილიზაციას გადაარჩინა და ის არ უნდა გადადგეს.
ეკა ბესელია:  სად იყავით, როცა გეუბნებოდით, კობახიძე გადაწვავს ამ პარლამენტს - თუ მართლა ცეცხლის ალში უნდა გაეხვია აქაურობა
14:52 / 25.06.2019
სად იყავით, როცა გეუბნებოდით, ეს კობახიძე გადაწვავს ამ პარლამენტს-მეთქი? თუ მართლა ცეცხლის ალში უნდა გაეხვია აქაურობა, რომ მიხვედრილიყავით რა ხდებოდა, - ამის შესახებ პარტია "სამართლიანობისთვის" ლიდერმა ეკა ბესელიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩილ თალაკავაძე აირჩიეს
14:41 / 25.06.2019
პარლამენტმა 94 ხმით ერთხმად პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე არჩილ თალაკავაძე აირჩია. კენჭისყრა ფარული იყო და არჩევის პროცესში მონაწილეობდა ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.
გახარიასთვის ერთ გროშად არ ღირს ის თანამდებობა, რომელიც უჭირავს - ოთარ დანელია
14:25 / 25.06.2019
უმრავლესობის დეპუტატები პარლამენტში გიორგი გახარიას მხარდამჭერ განცხადებებს აკეთებენ.
უკრაინა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობის შეჩერებით იმუქრება
14:19 / 25.06.2019
უკრაინა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობის შეჩერებით იმუქრება. უკრაინის პროტესტი ორგანიზაციაში რუსეთის დელეგაციის დაბრუნებამ გამოიწვია. უმაღლესი რადას ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის დროებითი შემსრულებლის მარია იონოვას თქმით, უკრაინის დელეგაცია რუსეთის დელეგაციასთან ერთად ერთ დარბაზში საკუთარ თავს ვერ ხედავს.
პრეზიდენტის პრესსპიკერი: სამართალდამცველებმა იმოქმედეს ისე, როგორც უნდა ემოქმედათ, თუმცა, ამ ქმედებებისას, ადგილი თუ ჰქონდა ძალის გადამეტებას, ეს გამოძიების თემაა
14:13 / 25.06.2019
სამართალდამცველებმა იმოქმედეს ისე, როგორც უნდა ემოქმედათ. თუმცა, ამ ქმედებებისას, თუ ჰქონდა ადგილი ძალის გადამეტებას, გადაცდომას, რა თქმა უნდა, ეს არის გამოძიების თემა და პასუხი უნდა გაეცეს ყველა კითხვას, - ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
ირაკლი სესიაშვილი: „ნაცმოძრაობამ“, ამ პოლიტიკურმა შავმა ჭირმა დაგეგმა ძალადობრივი აქტი და ადამიანები საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენა
14:12 / 25.06.2019
"ნაციონალურმა მოძრაობამ", პოლიტიკურმა შავმა ჭირმა დაგეგმა ეს ძალადობრივ აქტი, გამოიყენა ადამიანები საკუთარი ვიწრო პოლიტიკური მიზნებისთვის, რისი მიზანიც იყო, რომ რევოლუციურ აქტში გადაეზარდათ ეს ყველაფერი,- ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.
კვაჭანტირაძე: ხალხში მიდის ღადავი, მადლობა ქუცნაშვილს, რომელმაც გვაჩუქა ნულოვანი ბარიერი
14:03 / 25.06.2019
"პოლიტიკური ტემპერატურა ძალიან აწეულია. შეიძლება ყველა არ დგას ქუჩაში მაგრამ თქვენც ძალიან კარგად ხვდებით რომ საზოგადოება არის მაქსიმალურად ეგზალტირებული, იმიტომ რომ საუბედუროდ ჩვენს ქვეყანაში ბოლო დღეებში ჩვენს ქვეყანაში ძალიან ცუდი სცენარი განვითარდა, რომელიც დიდი ალბათობით პროვოკაციიდან დაიწყო.
ნათია თურნავა: ტურიზმის სექტორში გამოწვევა ლარის კურსზე არ აისახება
13:54 / 25.06.2019
ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, ტურიზმის სექტორში მომხდარი ფაქტი ახალი გამოწვევაა და ლარის კურსზე ვერ აისახება. მისივე თქმით, ქვეყანაში მაკროეკონომიკური პარამეტრები ამ ეტაპზე სტაბილურია.
აკაკი ზოიძე: გიორგი გახარიამ ეს ქვეყანა კიდევ უფრო დიდი უბედურებისგან - სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისგან დაიცვა
13:49 / 25.06.2019
თქვენ როგორ გგონიათ, ბრძანება იყო გაცემული, რომ დამიზნებით ახლოდან ესროლეთ ადამიანებს? - როგორ გეკადრებათ, - ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა აკაკი ზოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ყველამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა 20 ივნისის ღამის მოვლენებზე, მათ შორის ოპოზიციამ.
გედევან ფოფხაძემ ვანო ზარდიაშვილს „ნაციონალური მოძრაობის“ „ზონდერი“ უწოდა
13:48 / 25.06.2019
პარლამენტის პლენაურ სხდომაზე სიტყვიერი დაპირისპირება დეპუტატ გედევან ფოფხაძესა და "ქართული ოცნების" წევრებს შორისაც მოხდა.
სერგეი გავრილოვი საქართველოს პარლამენტის სპიკერის სავარძელზე - ისე რა სავარძელი იყო, არც მაინც და მაინც მყუდრო და კომფორტული იყო
12:56 / 25.06.2019
რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა და მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის პრეზიდენტმა სერგეი გავრილოვმა რუსეთის ტელეარხ "ენ-ტე-ვეს" გადაცემაში "შეხვედრის ადგილი" საქართველოში მომხდარ მოვლენებზე ისაუბრა. მისივე განცხადებით, რუსეთის დელეგაცია თბილისში საპროტესტო აქციებს და უწესრიგობებს არ ელოდა. მისივე ინფორმაციით, საპარლამენტთაშორისო ასამბლეის დელეგაციებმა უსაფრთხოების წერილობითი გარანტიები მიიღეს, თუმცა მას გადასცეს ოპოზიციის ლიდერის განცხადება, რომლის თანახმადაც "გავრილოვის სტუმრობა არასასურველია, რადგან ის მონაწილეობდა საბრძოლო მოქმედებებში აფხაზეთში". გავრილოვი აცხადებს, რომ ეს ბრალდება შეცდომაა.
არავინ არ ეკიდება სკამს, სულ ფეხებზე მკიდია ის სკამი, სადაც ვზივარ - მამუკა მდინარაძე
12:54 / 25.06.2019
სულ ფეხებზე მკიდია ის სკამი, სადაც ვზივარ - მამუკა მდინარაძე პარლამენტის სხდომაზე "ნაციონალურ მოძრაობას" დაუპირისპირდა. უმრავლესობის წარმომადგენლის განცხადებით, სწორედ "ნაციონალებს" ეკისრებათ პასუხისმგებლობა 20 ივლისის მოვლენებზე, რადგან მოსახლეობას პარლამენტის შენობის შტურმით აღებისკენ მოუწოდებდნენ.
"ჩემიანი თუ აკეთებს ყველაფერი მოსულა?.. ოთახში რომ იყავით ჩაკეტილი, გასულიყავით და გადაფარებოდით იმ ბავშვებს თვალები რომ დათხარეს - ეკა ბესელია მმართველ გუნდს
12:43 / 25.06.2019
სკამების გამო ნუ დაკარგეთ სახე, ოთახაში რომ იყავით ჩაკეტილი, გასულიყავით და გადაფარებოდით იმ ბავშვებს თვალები რომ დათხარეს- ამ განცხადებით, დეპუტატმა ეკა ბესელიამ ყოფილ თანაგუნდელებს მიმართა. ეკა ბესელიამ "ქართული ოცნების" ლიდერები გააკრიტიკა და თქვა, რომ მათი უტიფარი განცხადებები, სვამს ტოლობის ნიშანს მოძალადე სპეცრაზმელებსა და მათ შორის.
"ნიკა მელია, დაჯექი, შენ ხარ მთავარი უბედურება ამ ქვეყნის სააკაშვილთან ერთად“ - მდინარაძის ბრალდებები და დაპირისპირება სესიაზე
12:41 / 25.06.2019
"გინდათ გადატრიალება ამ ქვეყანაში, ნიკა მელია, დაჯექი, შენ ხარ მთავარი უბედურება ამ ქვეყნის მიხეილ სააკაშვილთან ერთად"- მიმართა მამუკა მდინარაძემ ნიკა მელიას.
გიგა ბოკერია: გახარიას საკითხის განხილვასაც კი არ აპირებენ და რუტინულ კანონპროექტებზე საუბარს ვინ აპირებს ახლა აქ?
12:39 / 25.06.2019
გახარიას საკითხის განხილვასაც კი არ აპირებენ და რუტინულ კანონპროექტებზე საუბარს ვინ აპირებს ახლა აქ?! - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ პარლამენტის პლენარული სხდომის დატოვების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით "ევროპულმა საქართველომ" სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.
დაპირისპირება პარლამენტის სხდომაზე [ვიდეო]
12:24 / 25.06.2019
პარლამენტის სხდომაზე დეპუტატებს შორის დაპირისპირებაა. საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერისგან, თამარ ჩუგოშვილისგან ოპოზიცია მოითხოვდა, დღის წესრიგში შეეტანათ აქციის მონაწილეების მოთხოვნების განხილვა, მათ შორის გიორგი გახარიას გადადგომის საკითხი.
ლევან იზორია: ნატოსთან საქართველოს თანამშრომლობა კიდევ უფრო მჭიდრო და ყოვლისმომცველი ხდება
12:21 / 25.06.2019
იტალიის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ნეაპოლში, ნატოს გაერთიანებული ძალების სარდლობაში შეხვედრებს მართავს. ინფორამციას სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. ქართულ დელეგაციას ნატოს გაერთიანებული ძალების სარდლობის მეთაურმა, ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის საზღვაო ძალების მეთაურმა, ადმირალმა ჯეიმს ფოგომ უმასპინძლა. შეხვედრაზე მხარეებმა ნატო-საქართველოს პარტნიორობის სტრატეგიული ასპექტები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცების საკითხებსა და საქართველოში დაგეგმილ საერთაშორისო სწავლებებზე გამახვილდა.
რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის გაფუჭება სააკაშვილის ძალების დამსახურებაა- ბურჯანაძე
12:18 / 25.06.2019
რუსულ გაზეთ ,,Известия’’ -ისთვის მიცემულ ინტერვიუში ნინო ბურჯანაძემ საქართველოში მიმდინარე მოვლენებსა და რუსეთ-საქართველოს შორის დაძაბულობის გაღვივება სააკაშვილის მიერ მართულ ჯგუფებს დააბრალა.
რუსეთიდან საქართველოში ფრენების აკრძალვა წლის ბოლომდე შენარჩუნდება
12:15 / 25.06.2019
რუსეთიდან საქართველოში ფრენების აკრძალვა წლის ბოლომდე შენარჩუნდება. რუსეთის ტურისტული ინდუსტრიის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი რუსულ მედიასთან ინტერვიუში ამბობს, რომ საჰაერო მიმოსვლა მანამდე არ უნდა განახლდეს, ვიდრე საქართველო რუსოფობიურ რიტორიკას არ შეცვლის.
პარლამენტის ფოიეში ადა მარშანიასა და თინა ბოკუჩავას შორის შელაპარაკება მოხდა
12:11 / 25.06.2019
პარლამენტის ფოიეში დეპუტატ ადა მარშანიასა და თინა ბოკუჩავას შორის შელაპარაკება მოხდა. ადა მარშანია ბოკუჩავას მიმართა, რომ ის არის "მიშას დაქალი და პროვოკატორი". ბოკუჩავამ ადა მარშანიას დამშვიდებისკენ მოუწოდა და საპასუხოდ უთხრა, რომ ესმის მისი გაღიზიანების.
„გახარიამ პოლიტიკური პაასუხისმგებლობა უნდა აიღოს“ - ბესელია „გავრილოვის ღამეზე“
12:04 / 25.06.2019
უმრავლესობიდან დემარშით წასული ეკა ბესელია, რომელმაც ახლახანს ახალი პარტია დააფუძნა, შს მინისტრ გიორგრი გახარიას პოლიტიკურ პასუხიმსგებლობაზე საუბრობს და ამბობს, რომ პარლამენტში მისულ გახარიას მძიმე ფონი დახვდება.
პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს, რომლის მონაწილეებმა ბანერი - „გადადგეს რუსეთუმე გახარია“ გამოფინეს
11:53 / 25.06.2019
პარლამენტის შენობასთან "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები, პარტიის რიგითი წევრები და მოქალაქეთა ჯგუფი საყვირების აქციას მართავენ. პარლამენტთან შეკრებილები შსს მინისტრის თანამდებობაზე გიორგი გახარიას ყოფნას აპროტესტებენ. "გადადგეს რუსეთუმე გახარია" - ასეთი შინაარსის ბანერია გამოფენილი პარლამენტის წინ.
აშშ-ის საელჩო უცხოელებს საქართველოში ზაფხულის გატარებას ურჩევს
11:50 / 25.06.2019
ამერიკის საელჩო საქართველოში twitter-ზე პოსტს აქვეყნებს და საზოგადოებას ზაფხულის საქართველოში გატარებისკენ მოუწოდებს.
ლაგაზიძე: ნულპროცენტიანი ბარიერის პირობებში პარტიათა ნაწილი შეცდება თავი ძვირად გაყიდოს
11:46 / 25.06.2019
პოლიტიკის ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე “2020NEWS“ -თან იმ რისკების შესახებ საუბრობს, რომელებიც ნულპროცენტიანი ბარიერის არსებობას ახლავს თან.
ადვოკატი ბექა ბასილაია გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით შიმშილობას იწყებს
11:41 / 25.06.2019
რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულმა ადვოკატმა ბექა ბასიალაიამ საჩივარი გაიწვია.
„ევროპული საქართველო" საკრებულოს სხდომებს ბოიკოტს უცხადებს
11:37 / 25.06.2019
"ევროპული საქართველო" საკრებულოს სხდომებს ბოიკოტს უცხადებს, - ამის შესახებ საკრებულოს ფრაქცია "ევროპული საქართველოს'' თავმჯდომარემ, გიორგი გაბაშვილმა საკრებულოში გამართულ პრესკონფერენციაზე, მიმდინარე პოლიტიკურ პრობლემებზე საუბრისას განაცხადა.
რუსეთი დღეიდან ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობას განაახლებს
10:57 / 25.06.2019
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რეზოლუცია მიიღო, რომელიც რუსულ დელეგაციას მის შემადგენლობაში დაბრუნების შესაძლებლობას აძლევს.
არანაირი სურვილი არ მაქვს მოვისმინო განმარტებები დამნაშავე მინისტრისგან, გახარია უნდა გადადგეს – აკაკი ბობოხიძე
10:52 / 25.06.2019
არანაირი სურვილი არ მაქვს მოვისმინო განმარტებები დამნაშავისგან – ეს განცხადება აკაკი ბობოხიძემ პარლამენტში შს მინისტრის მოსალოდნელ მისვლასთან დაკავშირებით გააკეთა. მისი თქმით, მას არ სურს დამნაშავე მინისტრს მოუსმინოს პარლამენტში.
ბულგარეთის პატრიარქი ბულგარეთის მრევლს ზაფხულის გატარებას საქართველოში ურჩევს
10:42 / 25.06.2019
ბულგარეთის პატრიარქმა უნეტარესმა ნეოფოტემ საკუთარ მრევლს საქართველოში დასვენება ურჩია.
სააპელაციო სასამართლომ აქციაზე დაკავებული 41 პირი გაათავისუფლა
10:31 / 25.06.2019
20 ივნისს აქციაზე დაკავებულთა ადმინისტრაციული საჩივრების განხილვა სააპელაციო სასამართლოში დღეს გაგრძელდება. ადმინისტრაციული საჩივრების ნაწილი უკვე განიხილეს და 41 ადამიანი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს, 2 კი უდანაშაულოდ ცნეს. საქმეების ნაწილს მოსამართლე ლევან მურუსიძე განიხილავდა.
გუდაურში ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ფესტივალ Mountain Set: Kazbegi ტერიტორია დაარბიეს
10:18 / 25.06.2019
გუდაურში ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ფესტივალ Mountain Set: Kazbegi ტერიტორია დაარბიეს. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა.
პარლამენტის შენობასთან აქცია 25 ივნისს 19:00 საათზე განახლდება
00:40 / 25.06.2019
პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია დასრულდა. აქციის ორგანიზატორთა განცხადებით, აქცია 25 ივნისს, 19.00 საათზე განახლდება.
სოზარ სუბარის განცხადებით, 18 წლის მაკო გომურს, რომელმაც 20-21 ივნისის მოვლენებისას თვალი დაკარგა, სახელმწიფო საზღვარგარეთ მკურნალობის კურსს შესთავაზებს
00:37 / 25.06.2019
18 წლის მაკო გომურს, რომელმაც 20-21 ივნისის მოვლენებისას თვალი დაკარგა, სახელმწიფო საზღვარგარეთ მკურნალობის კურსს შესთავაზებს. ამის შესახებ "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა სოზარ სუბარმა განაცხადა.
 „ტკივილს მუსიკით გამოვხატავ“ - რატომ დაუკრა ბერამ გია ყანჩელის მუსიკა
00:33 / 25.06.2019
"საკუთარ ტკივილსა და სიყვარულს მუსიკით გამოვხატავ. ჩვენი საყვარელი ქართველი კომპოზიტორის, გია ყანჩელის, "ყვითელ ფოთლებს" ვუკრავ,"- წერს ბერა ივანიშვილი და სოციალურ ქსელში ამ ვიდეოს აქვეყნებს.
აშშ-ში ჩემპიონატზე ქართველმა პარამსროლელმა ვერცხლის მედალი მოიპოვა
00:32 / 25.06.2019

აშშ-ში, ფორ ბენინგში მიმდინარე აშშ-ის თოფის და პისტოლეტის სროლის ნაციონალურ ჩემპიონატზე, საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის სახელით მოასპარეზე ვლადიმერ ჭინჭარაულმა, თოფით პარა სროლის R4 კატეგორიაში, ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ზვიად ძიძიგური: მე ვფიქრობ, რომ გიორგი გახარიას ქმედებები იყო სრულიად ლეგიტიმური, იძულებული გახდა პოლიცია, რომ ძალა გამოეყენებინა
00:20 / 25.06.2019
პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზვიად ძიძიგურმა სატელევიზიო ეთერში 20-21 ივნისს, თბილისის ცენტრში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის განცხადებით, ეს იყო პარლამენტის შენობაში ძალადობით შეჭრის მცდელობა და პოლიციელებზე თავდასხმა, რა დროსაც პოლიციის მიერ გატარებული ღონისძიებები იყო ლეგიტიმური.
აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობას წრე შემოარტყეს
00:13 / 25.06.2019
რუსთაველის გამზირზე შეკრებილებმა პროტესტის ნიშნად პარლამენტის შენობას წრე შემოარტყეს. აღნიშნული გადაწყვეტილება აქციაზე გამომსვლელებმა მიიღეს.
დღის სიახლეები
კალენდარი
×