ჭიათურაში გაფიცულმა მაღაროელმა პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა
00:33 / 23.05.2019
ჭიათურაში გაფიცულმა მაღაროელმა პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა. მაღაროელი ამ ფორმით მათი მოთხოვნების შეუსრულებლობას აპროტესტებს. როგორც ერთ-ერთი მაღაროელი პაატა სამხარაძე "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განმარტავს, პირს ყოველ დღე თითო მაღაროელი ამოიკერავს.
სალომე ზურაბიშვილი ესტონელ ჟურნალისტს - რატომ უნდა დავაბრუნოთ სააკაშვილი? თუ შეიძლება, დაიტოვეთ ის აქ სადმე, ვისაც უნდა
00:29 / 23.05.2019
რატომ უნდა დავაბრუნოთ სააკაშვილი? მისი დრო წავიდა და მან ნამდვილად ვერ მოახერხა საკუთარი თავის რეაბილიტაცია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ესტონეთის საზოგადოებრივ მაუწყებელს განუცხადა.
კითხვაზე, „რას იტყვით სააკაშვილის მომავალზე და როგორ დააბრუნებთ მას უკან?“, ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ სააკაშვილის დრო წავიდა. მისივე თქმით, სააკაშვილთან მას არანაირი ურთიერთობა არ აქვს.
სალომე ზურაბიშვილი კითხვაზე, თუ „რას ეტყოდა პუტინს“ - რას მეტყოდა მე ბატონი პუტინი, ეს არის საინტერესო. მან უნდა გადადგას პირველი ნაბიჯი
00:26 / 23.05.2019
ეს არ არის გაყინული კონფლიქტები, ეს ოკუპირებული ტერიტორიებია. გაყინული კონფლიქტები ეს ადრე იყო. რაც შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებს, დიახ, ეს მთავარი პრობლემაა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას - აქვს, თუ არა საქართველოს გაყინული კონფლიქტები რუსეთთან.
შალვა შავგულიძე სააკაშვილის მხარდაჭერაზე - მხოლოდ მადლობა შემიძლია, ვთქვა
23:19 / 22.05.2019
მთაწმინდის ოლქში "ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატების" კანდიდატი შალვა შავგულიძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხრიდან მხარდაჭერას მიესალმება.
7 თვის შვილის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვან მ.შ-სთან დაკავშირებით გასულ წელს შესულ შეტყობინებაზე არასათანადო რეაგირებისთვის შსს-ს ერთ თანამშრომელს უფლებამოსილება შეუწყდა
23:12 / 22.05.2019
7 თვის შვილის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვან მ.შ-სთან დაკავშირებით გასულ წელს შესულ შეტყობინებაზე არასათანადო რეაგირებისთვის შსს-ს ერთ თანამშრომელს უფლებამოსილება შეუწყდა.
მამუკა ბახტაძე სტარტაპერებს - ჩვენ გვჭირდება გიგანტი კომპანიები, დიდი სახელები საქართველოში, რომელიც საშუალებას მოგვცემს, თქვენ მიიღოთ ძალიან მნიშვნელოვანი შეკვეთები
23:07 / 22.05.2019
ღრმად მწამს, ჩვენ გვაქვს ყველანაირი პოტენციალი, საქართველო გავხადოთ მაღალტექნოლოგიური პროდუქციის მწარმოებელი ქვეყანა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ინოვაციების მიმართულებით ახალი 650 000-ლარიანი საგრანტო პროგრამის გამოცხადებაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა.
ახალი პროგრამა საქართველოში სტარტაპების უფრო მეტად წახალისებას ისახავს მიზნად.
პოლიციამ არასრულწლოვანი დედის მიერ 7 თვის ჩვილის მკვლელობის საქმესთან შემხებლობაში პირები უკვე გამოკითხა
23:01 / 22.05.2019
შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასრულწლოვანი დედის მიერ 7 თვის ჩვილის მკვლელობის საქმესთან შემხებლობაში პირები უკვე გამოკითხა.
შსს-ს გენინსპექციამ მოკვლევა დაიწყო, რამდენად სწორად შეაფასა პოლიციამ 7 თვის შვილის მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვან მ.შ-სთან დაკავშირებით 2017 და 2018 წლებში  მიღებული შეტყობინებები
22:58 / 22.05.2019
7 თვის ჩვილის მკვლელობის საქმეზე შსს-ს გენინსპექცია იკვლევს, რამდენად სწორად შეაფასა პოლიციამ ინფორმაცია 2017 წელს არასრულწლოვანი მ.შ-ს სახლიდან წასვლისა და 2018 წელს მ.შ-ს ბავშვის დაბადების შესახებ "2017 წლის სექტემბერში შინაგან საქმეთა სამინისტროში შემოვიდა შეტყობინება არასრულწლოვანი მ. შ.-ს სახლიდან წასვლის შესახებ. პოლიციამ დაადგინა არასრულწლოვნის ადგილსამყოფელი და გამოკითხა იგი. არასრულწლოვანმა გამოკითხვისას არ დაადასტურა მის მიმართ რაიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტი.
ვაკე-საბურთალოს გზაზე კლდე კვლავ ჩამოიშალა - მოძრაობა პარალიზებულია
19:48 / 22.05.2019
ვაკე-საბურთალოს გზაზე კლდე კვლავ ჩამოიშალა. გზაზე ქვებია ჩამოყრილი. როგორც "რუსთავი2"-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
"ნაციონალები" ზოლიანი პიჟამოებით უნდა ისხდნენ ციხეში - გია გაჩეჩილაძე
18:31 / 22.05.2019
"ნაციონალური მოძრაობიდან“ ადამიანები პარლამენტში კი არა, ზოლიანი პიჟამოებით უნდა ისხდნენ ციხეში“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია გაჩეჩილაძე "2020NEWS"-თან აცხადებს.
ცრუ ჩვენებისთვის ბრალდებული დ.ღ. სასამართლო დარბაზშივე დააკავეს, მოსამართლის გადაწყვეტილებას არასრულწლოვნის ახლობლების მხრიდან ხმაური მოჰყვა
18:22 / 22.05.2019
ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემაში ბრალდებული დ.ღ. სასამართლო დარბაზშივე დააკავეს. მოსამართლის გადაწყვეტილებით, მას 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.
არასრულწლოვანი დ.ღ.-ს მამა - ეს არის სამართალი? ჩემი ადვოკატი გაასაჯაროებს ჩანაწერებს, სარალიძის ჩანაწერსაც გავასაჯაროებთ
18:14 / 22.05.2019
ეს არის სამართალი? ეს რა გააკეთეს. ჩემი ადვოკატი გაასაჯაროებს ჩანაწერებს, სარალიძის ჩანაწერსაც გავასაჯაროებთ,- ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემისთვის მსჯავრდებული დ.ღ-ს მამამ, კახა ღლონთმა სასამართლო სხდომის შემდეგ განაცხადა.
ავტოსაგზაო შემთხვევა იტალიაში - ავტობუსი, რომელშიც საქართველოს მოქალაქეებიც იმყოფებოდნენ გადაბრუნდა
18:02 / 22.05.2019
იტალიაში ტურისტული ავტობუსი, რომელშიც საქართველოს მოქალაქეებიც იმყოფებოდნენ, ავარიაში მოჰყვა. შემთხვევა ქალაქ სიენას მახლობლად მოხდა. ავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გადაბრუნდა. დაიღუპა 40 წლის ქალი. ის, სავარაუდოდ გიდი იყო, 30-ზე მეტი ადამიანი კი დაშავდა, 4 მათგანი კრიტიკულ მდგომარეობაშია.
"იყოს ნუკრობის დღესასწაულიც..." - გოცირიძე
17:47 / 22.05.2019
"იყოს ნუკრობის დღესასწაულიც... ზოგადად მაისი გადავაქციოთ საქართველოში საყოველთაო ზეიმის თვედ" - გოცირიძე მმართველ გუნდს მიმართავს. ოპოზიციონერი დეპუტატი, მმართველი მოქმედი და ყოფილი დეპუტატების ინიციატივებს ეხმაურება.
დავით სერგეენკო: კითხვაზე, რა არის საყოველთაო ჯანდაცვა, ჩემი პასუხია, ეს არ არის ფუფუნება ან პრივილეგია, არამედ, ეს ყველას უფლებაა
17:15 / 22.05.2019
კითხვაზე - რა არის საყოველთაო ჯანდაცვა - ჩემი პასუხია, რომ ეს არ არის ფუფუნება ან პრივილეგია, არამედ, ეს ყველას უფლებაა და არავინ უნდა დარჩეს ამ უფლების მიღმა, - ასე დაასრულა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლა.
7 თვის შვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ 16 წლის გოგოს ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდება
17:13 / 22.05.2019
ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს სავარაუდოდ, დღეს საღამოს წარედგინება ბრალდება. ამის შემდეგ ბრალდების შესახებ საქმის მასალები გადმომეცემადა ალბათ, შემდეგ დააფიქსირებს პოზიციას, - ამის შესახებ სოფელ აღაიანში მოკლული 7 თვის ბავშვის დედის ადვოკატმა, ქეთევან გაგოევმა განაცხადა.
მერია ჭავჭავაძის რეაბილიტაციის პერიოდში ტრანსპორტის მოძრაობის სქემას აქვეყნებს
16:10 / 22.05.2019
თბილისის მერიის ინფორმაციით, ჭავჭავაძის გამზირზე დაგეგმილი მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში დროებით შეიცვლება ტრანსპორტის მოძრაობის სქემები:
კახაძე არჩევნებზე: პირველ რიგში მიზეზი შენს თავში უნდა ეძებო, ალბათ, მე დავაკელი
15:30 / 22.05.2019
ამის შესახებ მთაწმინდაზე ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ლადო კახაძემ თV პირველის ეთერში, 2019 წლის 19 მაისის შულედურ არჩევნებზე საუბრისას განაცხადა. "როცა მიზეზებს ეძებ, შენს თავში უნდა ეძებო პირველ რიგში მიზეზი, მე ჩემს თავში ვეძებ, საერთოდ, არის ისეთი ფორმა, რომ როცა გუნდი წარმატებას მიაღწევს, ფეხბურთელს ჰგონია, ფეხბურთელის დამსახურებაა და როცა წააგებენ, მწვრთნელის დამსახურება არის წაგებაო, მე ასე არ ვუყურებ, ჩემს ცხოვრებას ასე არასოდეს ჩაუვლია, საკუთარ თავში უნდა მოძებნო ის რესურსი, ალბათ, მე დავაკელი",-განაცხადა კახაძემ.
კალაძე: "დავდებთ იმ შედეგს, რაც პირველ რიგში, სჭირდება მთაწმინდას, მთაწმინდელებს და "ქართულ ოცნებას“
15:18 / 22.05.2019
ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, ჩვენ დავდებთ იმ შედეგს, რაც პირველ რიგში, სჭირდება მთაწმინდას, მთაწმინდელებს და "ქართულ ოცნებას", – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
გარიგებული მატჩების საქმეზე ბრალდებულ 4 პირს პატიმრობა, შვიდს კი 10-10 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა
15:11 / 22.05.2019
გარიგებულ მატჩების საქმეზე ბრალდებულ ვახტანგ ჯაყელს, ირაკლი ხუჭუას, ლაშა ჩაფიძეს და ნიკა დაუშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლემ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და ყოფილ ფეხბურთელებს ნიკა დაუშვილს, ვახტანგ ჯაყელსა და ლაშა ჩაფიძეს, ასევე საფეხბურთო კლუბ "ჭიათურას" ფეხბურთელს, ირაკლი ხუჭუას პატიმრობა შეუფარდა.
ირაკლი ზარქუა: ოპოზიცია ბაღების თემით სპეკულირებს და არჩევნებზე შელახული იმიჯის განეიტრალებას ცდილობს
15:08 / 22.05.2019
თბილისის საკრებულოს ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა, თბილისის ბაგა-ბაღების კვებით მომარაგებასა და კომპანია "ნილზე" ნაციონალური მოძრაობის წევრის ლევან ხაბეიშვილის განცხადებას გამოეხმაურა. მისი თქმით, ოპოზიცია ამ თემაზე გაკეთებული განცხადებებით. საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და არჩევნებზე შელახული იმიჯის აღდგენას ცდილობს. რაც შეეხება კომპანია ,,ნილთან,, ბაგა-ბაღების კვებით მომარაგებაზე გაწყვეტილ ხელშეკრულებას, ირაკლი ზარქუა განმარტავს, რომ თბილისის მერიის შესაბამისმა სამსახურებმა კომპანია რამდენჯერმე დააჯარიმეს, რადგან ბაღებში მიწოდებული პროდუქტის ხარისხი ტექნიკურ რეგლამენტს არ შეესაბამებოდა.
რა ღონისძიებები გაიმართება დამოუკიდებლობის დღეს
14:25 / 22.05.2019
26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის 101-ე წლისთავი აღინიშნება. ამ დღესთან ერთად მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ღონისძიებაა დაგეგმილი.
კახა კალაძე: ჩვენ ყველა რუსულ კომპანიას მივესალმებით, თუ ისინი ჩვენს ქვეყანაში ინვესტიციებს განახორციელებენ
14:20 / 22.05.2019
ჩვენ ყველა რუსულ კომპანიას მივესალმებით, თუ ისინი ჩვენს ქვეყანაში ინვესტიციებს განახორციელებენ, - ამის შესახებ ქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
სამგორის გამგებელი კახა გულედანი თანამდებობას ტოვებს
14:07 / 22.05.2019
სამგორის რაიონის გამგებელი კახა გულედანი პოსტს ტოვებს,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დაადასტურა.
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორს, რომელსაც სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ, სტუდენტებთან საქმიანობის უფლება შეუჩერდა
14:04 / 22.05.2019
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორს, რომელსაც სტუდენტი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს, უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ დროებით სტუდენტებთან სააუდიტორო საქმიანობა შეუჩერა.
მოკლული ჩვილის ახლობლები სოფელ აღაიანში მომხდარი ტრაგედიის დეტალებს ყვებიან
12:58 / 22.05.2019
კასპის რაიონის სოფელ აღაიანში მომხდარი ტრაგედიის დეტალებს მოკლული ჩვილის ახლობლები ყვებიან. როგორც ჟურნალისტებს გარდაცვლილი ბავშვის ახლობელმა მარიამ დემეტრაშვილმა განუცხადა, ჩვილი ბავშვი მამამ გარდაცვლილი საწოლში იპოვა. მარიამ დემეტრაშვილის ინფორმაციით, დედამ შვილის მკვლელობის შესახებ პოლიციას აღიარებითი ჩვენება მისცა.
თბილისის მერია გეგმავს, ჭავჭავაძის გამზირზე ურნები მიწის ქვეშ ჩაიტანოს
12:21 / 22.05.2019
დღეს, 22 მაისს თბილისის მთავრობის სხდომაზე კალაძემ განაცხადა, რომ ილია ჭავჭავაძის გამზირზე ნაგვის ურნების მიწის ქვეშ განლაგების პროექტს იწყებს. მისი თქმით, პროექტი საპილოტეა და სხვა ქუჩების რეაბილიტაციის დროსაც მსგავსი მიდგომა ექნებათ.
ჭიჭინაძე სააკაშვილზე: დააბრუნონ უკრაინაში, საქართველოც დაისვენებს და სააკაშვილიც
12:12 / 22.05.2019
"უნდა ვთხოვოთ უკრაინის მთავრობას და ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილი როგორმე დაასაქმოს",-ამის შესახებ დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ, გადაცემა "360 გრადუსში" საუბრისას განაცხადა. "იმედია, მიხეილ სააკაშვილს უკრაინაში დააბრუნებენ, საქართველოც დაისვენებს და მიხეილ სააკაშვილიც. ფუნქციასაც შეიძენს და ამის გამო ჩვენ ალბათ, კოლექტიურად უნდა ვთხოვოთ უკრაინის მთავრობას და ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილი როგორმე დაასაქმოს. ",-განაცხადა ჭიჭინაძემ.
ფეხბურთელი ლაშა ჩაფიძე მოსამართლეს - შეცდომა დავუშვი, 22 ივნისს ქორწილი მაქვს და გთხოვთ, გაითვალისწინოთ
11:55 / 22.05.2019
გარიგებული მატჩების საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი ფეხბურთელი ლაშა ჩაფიძე ამბობს, რომ მან შეცდომა დაუშვა.
კახა კალაძის ინფორმაციით, თბილისის ბაგა-ბაღების კვებით მომარაგების უზრუნველსაყოფად კომპანია უახლოეს დღეებში შეირჩევა
11:43 / 22.05.2019
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით მომარაგების უზრუნველსაყოფად შესაბამისი კომპანია უახლოეს დღეებში შეირჩევა. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
თბილისის ისტორიულ ნაწილში სამშენებლო მიმართულებით რეგულაციები შემოდის
11:41 / 22.05.2019
თბილისის ისტორიულ ნაწილში სამშენებლო მიმართულებით რეგულაციები შემოდის. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
ლევან იზორია ვაშინგტონში შეხვედრებს აგრძელებს
11:36 / 22.05.2019
აშშ-ში ვიზიტად მყოფი საქართველოს თავდაცვის მინისტრი ვაშინგტონში შეხვედრებს განაგრძობს. როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, ლევან იზორიამ ევრაზიის რეგიონის საკითხებზე მომუშავე ექსპერტებთან მრგვალი მაგიდის ფორმატში დისკუსია გამართა, რომელსაც მოდერატორობა ამერიკელმა დიპლომატმა და ატლანტიკური საბჭოს ექსპერტმა ალექსანდერ ვერშბოუმ გაუწია.
ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს, რომ “ქართული ოცნება” შესაძლოა მეოთხე ვადითაც დარჩეს ხელისუფლებაში
11:32 / 22.05.2019
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, "ქართული ოცნება" შესაძლოა სამი ან ოთხი ვადითაც იყოს ქვეყნის მმართველი და ეს არ წარმოადგენს განსაკუთრებულ შემთხვევას, ვინაიდან ამის მაგალითები ევროპულ ქვეყნებშიც არის, მაგალითად გერმანიაში, სადაც ანგელა მერკელი უკვე მე-4 ვადით მართავს ქვეყანას. ირაკლი კობახიძემ ასევე გაიხსენა ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლება, რომელიც სამი ვადით იყო არჩეული.
მამუკა მდინარაძე გიორგი გაბუნიას: ბიძინა ივანიშვილის გაშავებაზე მუშაობთ 6 წელია და მაინც ვერაფერი მოუხერხეთ
11:28 / 22.05.2019
"ბიძინა ივანიშვილის რეიტინგი რა არის იცით? რა რეიტინგიც დადო ამ არჩევნებზე "ქართულმა ოცნებამ" – განაცხადა ქართული ოცნების ლიდერმა მამუკა მდინარაძემ რუსთავი-2-ის თოქშოუ "არჩევანის" ეთერში.
ზუგდიდში 9 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა
11:26 / 22.05.2019
ზუგდიდში, 9 წლის ბავშვს ავტომობილი დაეჯახა. მოზარდი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. მას ბავშვს ქალა-ტვინის დახურული ტრავმა, ცხვირის ძვლის მოტეხილობა აღენიშნება.
შსს-ს ინფორმაციით, 16 წლის გოგომ საკუთარი 7 თვის შვილი საწოლში გაგუდა
11:03 / 22.05.2019
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 16 წლის გოგომ, რომელიც 7 თვის ჩვილის განზრახ მკვლელობის ბრალდებითაა დაკავებული, კასპის რაიონის სოფელ აღაიანში საკუთარი შვილი საწოლში ეტპში გაგუდა.
სოფელ აღაიანში 7 თვის შვილის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დედა დააკავეს, რომელიც არასრულწლოვანია
11:01 / 22.05.2019
კასპის რაიონის სოფელ აღაიანში 7 თვის ბავშვი მამამ სახლში მოკლული იპოვა. როგორც "ინტეპრესნიუსს" ადგილობრივებმა განუცხადეს, შემთხვევიდან რამდენიმე საათში, პოლიციამ ბავშვის განზრაზ მკვლელობის ბრალდებით გარდაცვლილი ჩვილის დედა დააკავა, რომელიც არასრულწლოვანია. მეზობლების ინფორმაციით, წინასწარი შეფასებით, დედამ შვილი გაგუდა.
სამართალდამცავებმა მამაკაცი დააკავეს, რომელსაც ცოლი და ორი მცირეწლოვანი შვილი სახლში ჰყავდა ჩაკეტილი
10:26 / 22.05.2019
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ოჯახში ძალადობის და ოჯახური დანაშაულის ნიშნით ჩადენილი მუქარის ბრალდებით, 1983 წელს დაბადებული ზ.ჯ. დააკავეს.
მელია: ზუგდიდის მერობის კანდიდატად ჩემს თავს მე თვითონ განვიხილავდი
00:44 / 22.05.2019
ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ნიკა მელია აცხადებს, რომ მას სურდა ყოფილიყო ზუგდიდის მერობის კანდიდატი. ამის შესახებ ნიკა მელიამ ტოკ-შოუ რეაქციაში განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილი: „ქართულმა ოცნებამ“ ამ არჩევნებზე მოსახლეობისგან კიდევ ერთხელ მიიღო დიდი ნდობა
00:25 / 22.05.2019
"ქართულმა ოცნებამ" ამ არჩევნებზე მოსახლეობისგან კიდევ ერთხელ მიიღო დიდი ნდობა, – ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" პოლიტიკურმა მდივანმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში "თავისუფალი ხედვა" განაცხადა.
ირაკლი კობახიძე: ყოველი მეორე ამომრჩეველი „ქართულ ოცნებას“ უჭერს მხარს
00:22 / 22.05.2019
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პარტიის მიერ ჩატარებულ შიდა კვლევებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ მინიმუმ, ყოველი მეორე ადამიანი მმართველ პარტიას უჭერს მხარს. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია "იმედის" გადაცემა "პირისპირ"-ში განაცხადა.
გიგა ბოკერია: ალეკო ელისაშვილის გზავნილი ერთი ერთში ის გზავნილია, რა ბინძურ კამპანიასაც ატარებს ,,ოცნება“, რომ შალვა შავგულიძე ,,ნაცების“ კანდიდატია
00:17 / 22.05.2019
მე და ჩემს თანაგუნდელებს მართლა გვქონდა შეხვედრა ბატონ ელისაშვილთან და მისი სურვილი იყო, რომ არ დაგვეყენებინა კონკურენტი მთაწმინდის ოლქში და დაგვეჭირა მხარი პრაქტიკულად, მის მიერ შერჩეული კანდიდატისთვის, - ამის შესახებ ,,ევროპული საქართველოს" ლიდერმა გიგა ბოკერიამ ,,პალიტრანიუსის" გადაცემაში ,,360 გრადუსი" განაცხადა.
ბათუმის უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტი გოგონა ლექტორს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს
00:07 / 22.05.2019
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტი გოგონა ლექტორს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. მან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციას მიმართა.
დავით ჭიჭინაძე: მიხეილ სააკაშვილმა დაარღვია შეთანხმება და ეს „ნაციონალურ მოძრაობაში“ განხეთქილებაზე აუცილებლად აისახება
00:03 / 22.05.2019
მიხეილ სააკაშვილმა დაარღვია შეთანხმება და ეს პარტიაში განხეთქილებაზე აუცილებლად აისახება, - ამის შესახებ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა. როგორც ის აცხადებს, მას შთაბეჭდილება რჩება, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" მიხეილ სააკაშვილი "გაწია" და ის ახლა მაქსიმალური რადიკალიზაციით ცდილობს პოლიტიკაში შემოსვლას.
ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ანაკლიის პროექტის საინვესტიციო ხელშეკრულებაზე - ძალისხმევას არ ვიშურებთ, რომ ტვირთბრუნვის რისკების დაზღვევა არ მოხდეს ბიუჯეტის ხარჯზე
00:01 / 22.05.2019
არსებული პროგნოზებით, საქართველოს აქვს ტვირთების მოზიდვის პოტენციალი, ოღონდ ეს უკვე ბიუჯეტის და თითოეული მოქალაქის ხარჯზე არ უნდა მოხდეს.
დღის ფოტო: პარლამენტთან გახარიას ბიუსტი დადგეს, რომელიც  ღილაკზე თითის დაჭერისას ბოდიშს იხდის
19:35 / 12.05.2019
კლუბ ბასიანში სპეცრაზმის შეჭრიდან 1 წლის შემდეგ აქტივისტებმა პარლამენტის წინ შს მინისტრ გიორგი გახარიას ბიუსტი დადგეს, რომელიც ღილაკზე თითის დაჭერისას ბოდიშს იხდის:
დღის სიახლეები
კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
×