ФСБ-მ დავით იაკობაშვილის მუზეუმ "სობრანიეში" ჩხრეკა ჩაატარა
00:45 / 20.06.2019
რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა წარმოშობით ქართველი ბიზნესმენის დავით იაკობაშვილის მუზეუმში ჩხრეკა ჩაატარა.
ვიდეოკადრები „რუსთაველის“ მეტროდან, სადაც ორ ახალგაზრდას ფიზიკურად გაუსწორდნენ
23:57 / 19.06.2019

„რუსთაველის“ მეტროში ინციდენტს, სადაც ორ ახალგაზრდა მამაკაცს ფიზიკურად გაუსწორდნენ, საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი თეონა მანაგაძე შეესწრო, რომელმაც ვიდეო გადაიღო.

პრაიდში ჩემი მისვლა იქნებოდა ტყუილი, მე არ ვარ ამ ორიენტაციის ადამიანი — მარგველაშვილი
23:18 / 19.06.2019
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ მისი მისვლა პრაიდზე "ტყუილი იქნებოდა, რადგან ის ამ ორიენტაციის ადამიანი არაა". მისივე თქმით, არასწორი მესიჯი იქნებოდა.
მარგველაშვილი: ვასაძესთან 10 წლიდან ვმეგობრობ, არასდროს არავინ დაუჩაგრავს, მისი დემონიზაციის მცდელობაა
22:42 / 19.06.2019
ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა "ტვ პირველისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. "როცა საუბარია ლევანზე [ვასაძე], 10 წლიდან ერთად ვართ და დავინახე ლევანის დემონიზაციის მცდელობა და მისგან რაღაცა კატასტროფული იმის გაკეთების.
სერგეი გავრილოვი: არასოდეს გავრილოვს არ მიუღია მონაწილეობა არანაირ საბრძოლო მოქმედებებში აფხაზეთში
21:50 / 19.06.2019
არასოდეს გავრილოვს არ მიუღია მონაწილეობა არანაირ საბრძოლო მოქმედებებში აფხაზეთში, - ამის შესახებ მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა სერგეი გავრილოვმა განაცხადა.
ზაქარია ქუცნაშვილი რუს დეპუტატ გავრილოვის გარშემო აჟიოტაჟზე - დიპლომატიური ქაჯობა ვუწოდე ამას, იმიტომ, რომ მართლმადიდებლობის ასამბლეის წევრია ქვეყანა და არა გავრილოვი
21:47 / 19.06.2019
არ არსებობს დუმის დეპუტატი, რომელსაც ხმა არ აქვს მიცემული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობისთვის და ამ ლოგიკით, საქართველოში არავინ არის შემოსაშვები, - ამის შესახებ დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა ჟურნალისტებს სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში განუცხადა, სადაც მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა მიმდინარეობს.
ირაკლი კობახიძე: სამწუხაროა, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა მეზობელი მართლმადიდებლური სახელმწიფოს ხელმძღვანელობის საქმიანობის შედეგია
21:42 / 19.06.2019
ძალადობით საქართველოს დაჩოქება არ მოხდება, რადგან ქართველი ხალხის დღევანდელი პოლიტიკური კურსი ჩვენი ისტორიული არჩევანია, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეის 26-ე სესიის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
საქართველოში უკრაინის ელჩმა რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის სიტყვით გამოსვლისას, პროტესტის ნიშნად სახელმწიფო ცერემონიების სასახლე დატოვა
21:38 / 19.06.2019
საქართველოში უკრაინის ელჩმა რუსეთის დუმის დეპუტატის სერგეი გავრილოვის სიტყვით გამოსვლისას, მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში გამართული მიღება პროტესტის ნიშნად დატოვა.
მაია ცქიტიშვილი: პროექტების შესრულების დინამიკა გაუმჯობესებულია
19:29 / 19.06.2019
სამინისტროს მიერ 6 თვის განმავლობაში შესრულებული სამუშაოების შესახებ საუბრისას, მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, რომ პროექტების შესრულების დინამიკა გაუმჯობესებულია.
„თბილისი პრაიდის“ ოფისთან ლევან ვასაძის თანამოაზრეებისა და სასულიერო პირების გამაფრთხილებელი აქცია დასრულდა
19:13 / 19.06.2019
"თბილისი პრაიდის" ოფისთან ლევან ვასაძის თანამოაზრეებისა და სასულიერო პირების გამაფრთხილებელი აქცია დასრულდა. მათ ნინო რამიშვილის ქუჩა, სადაც პრაიდის ორგანიზატორთა ოფისი მდებარეობს, რამდენიმე წუთის წინ დატოვეს.
ლევან ვასაძის თანამოაზრეები და სასულიერო პირები „თბილისი პრაიდის“ ოფისთან გამაფრთხილებელ აქციას მართავენ
18:26 / 19.06.2019
"თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეები გამაფრთხილებელ აქციას მართავენ. სასულიერო პირთა ნაწილი და ლევან ვასაძის თანამოაზრეები "თბილისი პრაიდის" ოფისთან არიან შეკრებილები.
“მელია ყველაზე ჭკვიანი აღმოჩნდა” – ლევან ვასაძე
18:20 / 19.06.2019
ბიზნესმენი ლევან ვასაძე "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ნიკა მელიას მიერ "თბილისი პრაიდის" ღონისძიების ჩატარების შესახებ გამოთქმული მოსაზრების ჭკვიანურს უწოდებს:
ლევან ვასაძე: მოვუწოდებ შინაგან საქმეთა სამინისტროს, სასწრაფოდ დააპატიმროს ექსტრემისტები
18:05 / 19.06.2019
"მინდა მოვუწოდო შინაგან საქმეთა სამინისტროს, სასწრაფოდ დააპატიმროს ექსტრემისტები იმიტომ, რომ ისინი არ ემორჩილებიან შსს-ს განჩინებას," - ამის შესახებ ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ ჟურნალისტებს ვერის ბაღში განუცხადა. ვასაძე შსს-ს იმ პირთა დაკავებისკენ მოუწოდებს, რომლებიც მისი თქმით, 200-300 კაცის მეშვეობით საზოგადოებაში არეულობის შეტანას ცდილობენ.
აფხაზეთში, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების მიზნით, ორმოც სამარხზე მეტი გაიხსნება
17:54 / 19.06.2019
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი აფხაზეთში 1992-1993 წლების შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების მიზნით, გათხრების მორიგ ეტაპს იწყებს. 40-ზე მეტ სავარაუდო სამარხზე წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი​ს ექსპერტები სამედიცინო ანთროპოლოგიის დარგში 19 ივნისიდან სექტემბრამდე იმუშავებენ.
გიორგი ტყემალაძე: თბილისის მერმა მნიშვნელოვანი ინიციატივა გააჟღერა, რომლითაც არასწორი განაშენიანების პრევენციისთვის კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა
17:34 / 19.06.2019
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე დედაქალაქის მერის კახა კალაძის მიერ თბილისის მთავრობის სხდომაზე დღეს გაჟღერებულ ინიციატივას გამოეხმაურა, რომლითაც მნიშვნელოვანი სამშენებლო სამართალდარღვევები სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედება ხდება. ინფორმაციას საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს. გიორგი ტყემალაძის განცხადებით, აღნიშნული ინიციატივა კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას შესძენს ყველას.
საპატრიარქო: ვემიჯნებით აგრესიის შემცველ განცხადებებს, მოვუწოდებთ სასულიერო პირებს, თავი შეიკავონ შეუთანხმებელი საჯარო განცხადებებისგან
17:12 / 19.06.2019
საქართველოს საპატრიარქო LGBT-პრაიდთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საპატრიარქოს სრულიად მიუღებლად მიაჩნია და ემიჯნება აგრესიის შემცველ განცხადებებს, როგორც მოძღვრებისაგან, ისე მრევლისაგან.
მამუკა მდინარაძე: 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში დავით სერგეენკოს ყოფნა კარგი აზრია
17:11 / 19.06.2019
მიმაჩნია, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში დავით სერგეენკოს ყოფნა კარგი აზრია - სერგეენკო არის ძალიან კარგი კადრი, რომელიც კიდევ დიდი ხანი გამოადგება ჩვენ ქვეყანასა და გუნდს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განუცხადა.
ბექა დავითულიანი: ქაოტური განაშენიანება და ქალაქის იერსახის დამახინჯება სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება
16:21 / 19.06.2019
თბილისის მერის ინიციატივა ქაოტური განაშენიანების დასრულებისკენ გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია, – ასე გამოეხმაურა თბილისის საკრებულოს "ფრაქცია ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ბექა დავითულიანი თბილისის მერის ინიციატივას. მისი თქმით, მთავრობის მიერ შემუშავებული კონცეფციით, სამშენებლო ფართისა და სანებართვო პირობების დამრღვევი კომპანია სისხლის სამართლის წესით დაისჯება. გარდა ამისა, იკრძალება ექსპლუატაციაში მიუღებელი შენობა-ნაგებობებით სარგებლობა.
"ვესიმპატიურები... " - ბოკერია ვასაძეზე
14:46 / 19.06.2019
სხვები ჩემ დაპატიმრებას ითხოვენ, ეს ჩემთან ერთად ციხეში ჩასმას ითხოვს ეს სიმპათიათ შეიძლება ჩავთვალო, - ასე უპასუხა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია ლევან ვასაძის განცხადებას, რომელმაც მასთან ერთად გიგა ბოკერიას დაკავება მოითხოვა.
„თბილისი პრაიდის“ ერთ-ერთი ორგანიზატორი - ვინც მარშში აპირებს მონაწილეობას, ვეტყვით, რომ რისკები არსებობს და გადაწყვეტილება მათ უნდა მიიღონ
14:38 / 19.06.2019
ჩვენ, თითოეულ ადამიანს, ვინც აპირებს მარშში მონაწილეობას, ვეტყვით, რომ რისკები არსებობს და მათ ინდივიდუალურად უნდა მიიღონ გადაწყვეტილება არიან თუ არა მზად ღონისძიებაში მონაწილეობისთვის, - აღნიშნულის შესახებ "თბილისი პრაიდის" ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ნინო ბოლქვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, საზოგადოებამ უნდა მონახოს თანაცხოვრებისა და თანამშრომლობის ფორმები, რაც თითოეული მოქალაქისთვის სასარგებლოც იქნება და უსაფრთხოც.
ნინო ლომჯარია „თბილისი პრაიდზე“ - მე ვიქნები ყველგან, სადაც გამოხატვის თავისუფლებას საფრთხე შეექმნება - იმედი მაქვს, შსს კრიმინალს ადეკვატურ პასუხს გასცემს
14:37 / 19.06.2019
გამოხატვის თავისუფლება ყველას აქვს, მაგრამ გამოხატვა აღარ არის, თუ მისი მიზანი მშვიდობიანი მოქალაქეების დარბევაა,- ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ, "ღირსების მარშის" და მის მოწინააღმდეგეთა მიერ მოსალოდნელი საფრთხეების თაობაზე განაცხადა.
ლევან ვასაძე: მე და გიგა ბოკერია ჩაგვსვით ორკაციან კამერაში და ნუ შემოიხედავთ ცოტა ხანი
14:35 / 19.06.2019
ერთადერთი თხოვნა მექნება: მე და გიგა ბოკერია ჩაგვსვით ორკაციან კამერაში და ნუ შემოიხედავთ ცოტა ხანი, - ამის შესახებ ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ დღეს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
კუს ტბის მიმართულებით, ზაფხულში, საბაგირომ შესაძლოა, ღამითაც იმუშაოს
12:27 / 19.06.2019
კუს ტბის მიმართულებით, ზაფხულის პერიოდში შესაძლოა საბაგირომ ღამითაც იმუშაოს. ამის შესახებ თბილისის ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის ხელმძღვანელმა, სერგი გვარჯალაძემ "ინტერპრესნიუსთან" ინტერვიუში განაცხადა.
ადამიანების ცხოვრება იმ შენობა-ნაგებობაში, რომელიც ექსპლუატაციაში მიღებული არ არის, ისევ კანონით აიკრძალება
11:56 / 19.06.2019
თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, შეუძლებელი იქნება იმ შენობა-ნაგებობაში ადამიანების შესვლა და ცხოვრება, რომელიც არ არის ექსპლუატაციაში მიღებული. აღნიშნულის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
თბილისის მერია უკვე დასრულებულ, თუმცა ექსპლუატაციაში მიუღებელ შენობებზე ამნისტიას აცხადებს
11:49 / 19.06.2019
თბილისის მერია უკვე დასრულებულ თუმცა ექსპლუატაციაში მიუღებელ შენობებზე ამნისტიას აცხადებს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
თბილისის განვითარების ფონდს და ურბანულ სამსახურს ახალი ხელმძღვანელები ჰყავს
11:46 / 19.06.2019
თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა გიორგი ბაიდარაშვილმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
ლევან ვასაძე:მინდა ჩვენს მხარდამჭერებს მოვუწოდო, რომ კომბლები შეაწყონ სხვენში
11:45 / 19.06.2019
„მინდა ჩვენს მხარდამჭერებს, საპროტესტო მოძრაობას მოვუწოდო, რომ კომბლები შეაწყონ სხვენში,“ - ამის შესახებ ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ დღეს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა. მისი თქმით, რადგან შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ „თბილისი პრაიდი“ არ იქნება, ეს ნაბიჯი მათი მხრიდან სახელმწიფოსთვის გაკეთებული საჩუქარია.
ლევან ვასაძე: ძვირფასო მეორეხარისხოვანი ევროპის ელჩებო, რომლებიც ასრულებთ ამერიკელი პატრონების დავალებას, დაგვანებეთ თავი - ჩემმა მტერმა იარა თქვენი გზით, რომლითაც ბოლო 30-40 წელია დადიხართ
11:42 / 19.06.2019
მინდა მივმართო ამ თავისი ადგილის უცოდინარ ევროპელ ელჩებს, რომლებისგანაც ვარ ძალიან შეურაცხყოფილი, რადგან ვცხოვრობ ნახევარ სახელმწიფოში, სადაც უცხოელი ელჩები ჯდებიან ქართულ ტელევიზიებში და "ბლატაობენ" იქ რაღაცეებს, - ამის შესახებ ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
ავტობუსებმა ღამის საათებში გლდანი-ვარკეთილის გარდა, შესაძლოა, სხვა მარშრუტებზეც იმოძრაონ
11:41 / 19.06.2019
თბილისში ავტობუსებმა ღამით შესაძლოა, ახმეტელის თეატრი-ვარკეთილის მარშრუტის გარდა, სხვა უბნებშიც იმოძრაოს.
სინოპტიკოსების პროგნოზით, დღეს წვიმა და ქარის გაძლიერებაა მოსალოდნელი
10:47 / 19.06.2019
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 19 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.
საქართველო მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური ასამბლეის სესიას მასპინძლობს
10:37 / 19.06.2019
19-22 ივნისს საქართველო მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის (IAO) 26-ე გენერალური ასამბლეის სესიას უმასპინძლებს. ღონისძიების ფარგლებში თბილისს 25-მდე ქვეყნის დელეგაციის 100-მდე მონაწილე ეწვევა.
ლომისობასთან დაკავშირებით, პრევენციის მიზნით, მლეთაში მაშველები არიან მობილიზებული
10:32 / 19.06.2019
ლომისობის დღესასწაულთან დაკავშირებით, პრევენციის მიზნით, მლეთაში მაშველები არიან მობილიზებული. ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.
თბილისში მოსული უხვი ნალექის გამო, 112-ში ღამის განმავლობაში 60-ზე მეტი შეტყობინება შევიდა
10:31 / 19.06.2019
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, თბილისში მოსული უხვი ნალექის გამო, 112-ში ღამის განმავლობაში 60-ზე მეტი შეტყობინება შევიდა.
მათე გოქაძემ რუსი სპორტსმენი 8:0 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედალი მოიპოვა!
00:44 / 19.06.2019
იტალიის ქალაქ ფაეცაში კადეტ მოჭიდავეთა შორის ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. 110 კგ წონით კატეგორიის მოჭიდავემ მათე გოქაძემ უნგრელი ადოლფ ბაზო, ბელარუსი ილია შუმჩიკი და თურქი ომერ აიგული დაამარცხა, ფინალში გავიდა და ოქროს მედლისთვის რუს საიდ მუსაევთან იჭიდავა.
საპატრიარქო: ტრადიციული რელიგიებისთვის მიუღებელია, როგორც ძალადობა, ისე ცოდვის აგიტაცია და პროპაგანდა
00:34 / 19.06.2019
საქართველოს საპატრიარქოში სხვადასხვა რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენელთა შეხვედრა შედგა.
მეუფე პეტრე: საპატრიარქოს დღემდე არ შეუფასებია, რატომ დავუშვით 2013 წლის 17 მაისს დიდი შეცდომა
00:05 / 19.06.2019
საპატრიარქოსგან სულიერად ამაღლებული პოზიციის დაკავება შესაძლებელი იყო, – ამის შესახებ ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა მეუფე პეტრემ (ცაავა) გადაცემა "რეაქციაში" საპატრიარქოს იმ განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც საპატრიარქომ "თბილისი პრაიდთან" დაკავშირებით რამდენიმე დღის წინ გააკეთა.
დღის სიახლეები
კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
×