იმ შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციის, აღდგენის ან დემონტაჟის განუხორციელებლობა, რომელიც იერ-სახის დამახინჯებას იწვევს, ფინანსურად დასჯადი იქნება
12:12 / 15.09.2019
პარლამენტი მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის განხილვას უბრუნდება, რომლის მიხედვით, იმ შენობა-ნაგებობის რემონტის, რეკონსტრუქციის, აღდგენის ან დემონტაჟის განუხორციელებლობა, რომელიც მუნიციპალიტეტის იერ-სახის დამახინჯებას იწვევს, ფინანსურად დასჯადი იქნება.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ბარსელონაში ქურდობის ბრალდებით საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს
11:28 / 15.09.2019
ბარსელონაში პოლიციამ დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრი საქართველოს სამი მოქალაქე დააკავა. როგორც ადგილობრივი მედია პოლიციაზე დაყრდობით იუწყება, დაპატიმრებულები ბინების გაქურდვაში არიან ეჭვმიტანილები. მათი ასაკი 33-დან 48 წლამდე მერყეობს.
ხუხაშვილი: თუ ხაზარაძის ისტორია სიმართლეა, მაშინ მაფიოზური მმართველობის პირობებში ვცხოვრობთ
22:50 / 14.09.2019
ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა თიბისი ბანკის დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის განცხადების კომენტირებისას გადაცემა “მთავარ ამბავში” განაცხადა, სადაც ხაზარაძემ ბიძინა ივანიშვილთან და ვანო ჩხარტიშვილთან შეხვედრაზე ისაუბრა. ” ხაზარაძის განცხადება შეხვედრის შესახებ შუშის სასახლეში არის წარმოუდგენელი განცხადება.
ძიუდოისტთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე 6 ოქროს მედალი მოიპოვა და გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა
21:46 / 14.09.2019
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ფინეთის ქალაქ ვანტააში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე 6 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა. ამის შესახებ ინფორმაციას ძიუდოს ფედერაცია ავრცელებს.
თეთრიწყაროში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის პირველი ფორუმი გაიმართება
18:39 / 14.09.2019
15 სექტემბერს, ქალაქ თეთრიწყაროში, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის პირველი ფორუმი ჩატარდება. 
არჩილ თალაკვაძე: ვერც „ევროპული საქართველოდან“ და ვერც ერთი სხვა პარტიიდან ცალკეული ადამიანის გადასაწყვეტი ვერ იქნება, რა უნდა მოხდეს მომავალში
17:54 / 14.09.2019
ვერც „ევროპული საქართველოდან“ და ვერც ერთი სხვა პარტიიდან ცალკეული ადამიანის გადასაწყვეტი ვერ იქნება, თუ რა უნდა მოხდეს მომავალში, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. ის გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ ინიციატივას, რომ ყველა ოპოზიციურმა პარტიამ დააფიქსიროს პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ კოალიციაში არ შევლენ „ქართულ ოცნებასთან“.
გიორგი გახარია: ჩვენს მოქალაქეებს სჭირდებათ გარემონტებული, უსაფრთხო სკოლა და მნიშვნელოვანია სწრაფი, გაზომვადი შედეგები
16:45 / 14.09.2019
“ჩვენს მოქალაქეებს სჭირდებათ გარემონტებული, უსაფრთხო სკოლა, კიდევ ბევრი რამ ამ მიმართულებით და მნიშვნელოვანია სწრაფი, გაზომვადი შედეგები“,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს თანამშრომლებთან შეხვედრისას განაცხადა.
თაკო ჩარკვიანი: სერგი კაპანაძის გასაგონად კიდევ გავიმეორებ, რომ „ევროპული საქართველოს" განცხადებები თანხვედრაში მოდის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკასთან
13:58 / 14.09.2019
სერგი კაპანაძის გასაგონად კიდევ გავიმეორებ, რომ „ევროპული საქართველოს" განცხადებები თანხვედრაში მოდის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკასთან, - ასე ეხმაურება გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, პარტიის "კანონი და სამართალი" ლიდერი თაკო ჩარკვიანი „ევროპული საქართველოს“ წევრის, სერგი კაპანაძის განცხადებას, რომელმაც მის პოზიციას, რომ „თითქოს ივანიშვილთან კოალიციის არშექმნაზე პირობის დადება ივანიშვილის ინტერესებს ემსახურება, „აბსურდული ცილისწამება" უწოდა.
რომან გოცირიძე: არჩევნების შემდეგ „ქართულ ოცნებასთან“ კოალიციაში არ შესვლაზე მოწოდება ემსახურება არა ივანიშვილის ინტერესებს, არამედ მისი ერთმმართველობის დასრულებას
13:50 / 14.09.2019
„ნაციონალური მოძრაობა“ არ იზიარებს მოსაზრებას, რომ „ევროპული საქართველოსა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ მიერ პროდასავლური ოპოზიციური პარტიებისთვის მოწოდება არჩევნების შემდეგ „ქართულ ოცნებასთან“ კოალიციაში არ შესვლასთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს ემსახურება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ განუცხადა.
ცხინვალის დეფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. საზღვარი დროებით გახსნა
12:44 / 14.09.2019
ოკუპირებული ახალგორის ე.წ. გამშვები პუნქტი დროებით გაიხსნა და სასწრაფო დახმარების მანქანამ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 55 წლის ქალი გადმოიყვანა. ინფორმაციას სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.
სოზარ სუბარი: დიახ, ხაზარაძემ დაიწყო სახელმწიფოსთან შანტაჟი და ცილისმწამებლური კამპანია
12:30 / 14.09.2019
პრემიერის მრჩეველი რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარი საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის ბოლო განცხადებებს ეხმიანება და ამბობს, რომ ბიზნესმენმა ღია ომი დაიწყო.
დაცულ ტერიტორიებზე უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობა 17 პროცენტით გაიზარდა
12:25 / 14.09.2019
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობის ზრდის პოზიტიური ტენდენცია შენარჩუნებულია.
ბაჰამის კუნძულებს ახალი ტროპიკული შტორმი უახლოვდება
11:45 / 14.09.2019
დამანგრეველი ქარიშხლის შემდეგ ბაჰამის კუნძულებს ახალი ტროპიკული შტორმი უახლოვდება, – ამის შესახებ „ბიბისი“ იუწყება.
ნოდარ ხადურს დღეს დაკრძალავენ
11:39 / 14.09.2019
საქართველოს ფინანსთა ყოფილ მინისტრს ნოდარ ხადურს 14 სექტემბერს დაკრძალავენ. მას 14:00 საათზე, სიონის საკათედრო ტაძრიდან გამოასვენებენ.
სერგი კაპანაძე: ვაპირებთ კრიტიკას, თუმცა არ ვაპირებთ ტალახის სროლას და ცილისწამებას - ამისკენ მოვუწოდებთ ყველას, მათ შორის პირველ რიგში „ნაცმოძრაობას“ და მათთან აფილირებულ ძალებს
11:31 / 14.09.2019
„ევროპული საქართველოს“ და „თავისუფალი დემოკრატების“ მიერ, პროდასავლურ ოპოზიციური პარტიებთვის მოწოდება, რომ არჩევნების შემდეგ „ქართულ ოცნებასთან“ კოალიციაში არ შევიდნენ, ივანიშვილის გუნდისგან და მისი სატელიტებისგან, სრულიად აგრესიული რეაქცია მოჰყვა, რაც მოულოდნელი არ ყოფილა, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, სერგი კაპანაძე „ევროპული საქართველოსა“ და „თავიოსუფალი დემოკრატების“ მოწოდებაზე მმართველ გუნდში გაკეთებულ განცხადებებს.
ზოგმა საკუთარი თვალით ნახა ვაჟას დასახიჩრებული სხეული... - სულისშემძვრელი ამბავი აფხაზეთში ნაწამებ ბიჭზე
00:53 / 14.09.2019
გაზეთ „ლანჩხუთი plus-ის“ რედაქტორი, ქეთევან ნაკაშიძე აფხაზეთის ომში ნაწამებ ახალგაზრდებზე წერს:
სახალხო არტისტი ანზორ ხერხაძე 82 წლის ასაკში გარდაიცვალა
00:37 / 14.09.2019
საქართველოს სახალხო არტისტი, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრის მსახიობი ანზორ ხერხაძე 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ლაფანყუში ავარიის შედეგად დაშავებული 32 წლის მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა
00:20 / 14.09.2019
ლაფანყუში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული 32 წლის მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
უსუფაშვილი: ვერ დავარქმევ რომ “ოცნება” პრორუსულია და საქართველო კრემლში მიაქვს ფეშქაშად
00:04 / 14.09.2019
“დღემდე ჩვენ ვერ მოვისმინეთ ვერანაირი ახსნა, კონკრეტულად რატომ ავაშენეთ ახალი საგუშაგო ჩორჩანაში. ზოგადი ფრაზების გარდა, უსაფრთხოების გასაძლირებლადო და ვხედავთ საპირისპირო ღონისძიებებს იქედან. და რაშია საქმე, ვიყო ასე მიამიტო, რომ არაფერიც არ ხდება?” – განაცხადა “შენების” მოძრაობის ლოდერმა დავით უსუფაშვილმა. ამ ყველაფერს თუ ასე უყურებთ, რატომ არ არქმევთ პრორუსულ ხელისუფლებას? – ამ კითხვით მიმართა ჟურნალისტმა მერაბ მეტრეველმა “შენების” მოძრაობის” ლიდერს.
გედევან ფოფხაძე: თუ ხაზარაძეს კიდევ დასჯიან, ეს ნიშნავს, რომ რეჟიმი რადიკალურ წესებს ამყარებს
23:58 / 13.09.2019
პოლიტიკური პარტია „სამართლიანობისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი გედევან ფოფხაძე აცხადებს, რომ პოლიტიკაში ჩართული ბიზნესმენის მამუკა ხაზარაძის ქმედება დანაშაულის დაფარვის კვალიფიკაციაში ექცევა, რადგან მან ბიზნესზე ზეწოლის კონტექსტში განცხადება თავის დროზე არ გააკეთა და ამაზე მხოლოდ და მხოლოდ ახლა ისაუბრა.
„ცოტ-ცოტაობა სირცხვილებით მივიდა „ლელო“-ს გახსნამდე“ - ნატო ჩხეიძე მამუკა ხაზარაძეს „ომეგას საქმეს“ და თიბისი ბანკიდან ივანიშვილის დავალებით გაცემულ 4 მილიონს ახსენებს
22:56 / 13.09.2019
დამოუკიდებელი დეპუტატი ნატო ჩხეიძე მამუკა ხაზარაძის მიერ პოლიტიკური მოძრაობა „ლელოს“ დაფუნძნებას და ასევე, მის მიერ გაკეთებულ სკანდალურ განცხადებებს ეხმიანება და სოციალურ ქსელში წერს:
სუბარი: დიახ, გახარიას მიმართ საზოგადოებაში ერთმნიშვნელოვანი დამოკიდებულებაა
22:33 / 13.09.2019
ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა სოზარ სუბარმა გადაცემა “პირველებში” განაცხადა. “თქვენ ამბობთ, რომ გახარიას შესახებ საზოგადოებაში სადავო და განსხვავებული აზრებიაო, ეს რომ ასე ყოფილიყო იმ მრავალკვირიანი მოწოდებები, რომ მოდით არ დავუშვათ და ა. შ. იქ დამთავრდებოდა”, – თქვა სუბარმა.
სუბარი ჟიჟილაშვილს: ეს შეგნებული ტყუილია, ბოდიში მოიხადეთ ან განმარტების საშუალება მომეცით
22:29 / 13.09.2019
“ძალიან ცუდ სივრცეზე შევედით, როდესაც თქვენ ადარებთ ბიძინა ივანიშვილის ბანკი “ქართუს” წინააღმდეგ საქმეს და ამ კონკრეტულ საქმეს [თიბისი ბანკის საქმე]. იმიტომ, რომ ცა და დედამიწასავით განსხვავებული თემაა, რომელთაც გადაკვეთის ერთი წერტილიც კი არ აქვს. დავიწყებ იქიდან, თითქოს ქართული ოცნება მიდის ნაციონალური მოძრაობის გზით, რაც აბსოლუტურად არასწორია”, – ასე უპასუხა გადაცემა “პირველების” თანაწამყვანის ნინო ჟიჟილაშვილის კითხვას პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა სოზარ სოზარ სუბარმა. გადაცემის წამყვანმა მას უთხრა, რომ შედეგზე გასვლა მსგავსი ტიპის არის დასახული, რაზეც სუბარი ამბობს:
ტატო გრიგალაშვილმა ოქროს, ვლადიმერ ახალკაცმა კი ვერცხლის მედალი მოიპოვა
22:21 / 13.09.2019
ფინეთის ქალაქ ვანტააში ძიუდოში ევროპის ჩემპიონატზე 20 წლამდე ახალგაზრდებს შორის 81 კგ წონითი კატეგორიიის ფინალში ერთმანეთს ვლადიმერ ახალკაცი და ტატო გრიგალაშვილი შეხვდნენ. ოქროს დროის მე-14 წამზე აღებულმა ვაზარმა ევროპის ჩემპიონობა და ოქროს მედალი ტატო გრიგალაშვილს მოუტანა. ვლადიმერ ახალკაცი ვიცე ჩემპიონი და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.
სუზარ სუბარი: დიახ, ომი ხაზარაძემ დაიწყო სახელმწიფოსთან, შანტაჟი და ცილისმწამებლური კამპანია
22:16 / 13.09.2019
ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა სოზარ სუბარმა გადაცემა “პირველებში”.
საქართველოსა და დანიის სამეფოს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა დაიწყო
21:00 / 13.09.2019
რამდენიმე საათის წინ, დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენიდან ქუთაისის მიმართულებით პირველი პირდაპირი რეისი შესრულდა.
ინგამ და ვახომ რომ იკამათონ და თქვენ სახლში მოიწვიოთ… - როგორ აფასებს ნუკრი ქანთარია ხაზარაძის განცხადებას
20:56 / 13.09.2019
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა წევრმა ნუკრი ქანთარიამ TVპირველის ეთერში მამუკა ხაზარაძის განცხადებაზე კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ არ იცის, გენპროკურორი იქ რა სტატუსით იმყოფებოდა, როგორც პიროვნება… თუ იყო საერთოდ…
პატრიოტთა ალიანსმა დევიდ კრამერსა და მეთიუ ბრაიზას პროკურატურაში უჩივლა
20:48 / 13.09.2019
პატრიოტთა ალიანსმა დევიდ კრამერსა და მეთიუ ბრაიზას წინააღმდეგ პროკურატურაში უჩივლა. როგორც პარლამენტის დეპუტატმა, გიორგი ლომიამ ჟურნალისტებს უთხრა, ისინი დიპლომატებს პატივისა და ღირსების შელახვის გამო უჩივიან და გენერალური პროკურატურისგან კონფერენციაზე განვითარებული მოვლენების შესწავლას მოითხოვენ.
ბექა დავითულიანი: ოპოზიციას საკრებულოს სხდომებზე დასწრება ეზარება
20:24 / 13.09.2019
თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბექა დავითულიანის განცხადებით, ოპოზიციას საკრებულოს სხდომებზე დასწრება ეზარება. ამის შესახებ მან დღევანდელ სხდომაზე საუბრისას განაცხადა, რომელსაც არც “ნაციონალური მოძრაობა” და არც “ევროპული საქართველო” არ ესწრება.
საქართველოს 19 საჯარო სკოლაში სწავლის დაწყება გადაიდო
20:12 / 13.09.2019
საქართველოს 19 საჯარო სკოლაში სწავლის დაწყება გადაიდო. ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა შესაბამისი ბრძანება უკვე გამოსცა. სწავლა სკოლების ნაწილში 30 სექტემბერს, ნაწილში კი 23 სექტემბერს განახლდება. მიზეზი სარეაბილიტაციო სამუშაოებია.
საქართველოსა და შვეიცარიას შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა დაიწყო
18:50 / 13.09.2019
საქართველოსა და შვეიცარიას შორის პირდაპირი რეგულარული საჰაერო მიმოსვლა დაიწყო - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აეროპორტების გაერთიანებიდან აცნობეს.
გიორგი ტყემალაძე: თბილისის მთავრობის აქტიური მუშაობის შედეგად, „სვეტის“ მიერ დაზარალებულთა ინტერესები დაკმაყოფილდება
18:43 / 13.09.2019
კომპანია M2-თან მემორანდუმი უკვე გაფორმებულია და „სვეტის“ მიერ 2500-მდე დაზარალებული ოჯახი ბინებს მიიღებს, - ეს განცხადება თბილისის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძემ გააკეთა.
აფხაზეთის რესპუბლიკა შედგა, როგორც თავისუფალი და დამოუკიდებელი სახელმწიფო – მარია ზახაროვა
18:29 / 13.09.2019
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის მარია ზახაროვას თქმით, ოკუპირებული აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი „თავისუფალი, დამოუკიდებელი სახელმწიფოებია“ და ამას ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ადასტურებს.
თამარ ტალიაშვილი: თბილისის მერი მოსახლეობას უპერსპექტივო და თითქმის უიმედო საკითხებში გვერდში უდგას
18:25 / 13.09.2019
საკრებულოს სხდომაზე „სვეტის“ მიერ დაზარალებული 2500-მდე ოჯახისთვის ბინების გადაცემა დადებითად შეაფასეს. ინფორმაციას საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს თბილისის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს წევრები რამდენიმე დღის წინ დედაქალაქის მერიასა და სამშენებლო კომპანია M2 შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას გამოეხმაურნენ, რომლის მიხედვითაც სამშენებლო კომპანია „სვეტის“ დაზარალებული 2500- მდე ოჯახი ბინებით დაკმაყოფილდება.
ზუგდიდის მერიამ შაბათი ინტელექტის დღედ გამოაცხადა
18:21 / 13.09.2019
ზუგდიდში ყოველი შაბათი ინტელექტის დღედ ცხადდება, - ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.
თაკო ჩარკვიანი “ევროპულ საქართველოს” თაღლითობაში ადანაშულებს
18:20 / 13.09.2019
„კანონი და სამართლის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი „ევროპული საქართველოსა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ ინიციატივას გამოეხმაურა, სადაც ისინი ყველა ოპოზიციურ პარტიას მოუწოდებენ, ხმამაღლა განაცხადონ, რომ 2020 წლის არჩევნების შემდეგ ბიძინა ივანიშვილს არ შეუქმნიან მთავრობას და მათთან ერთად არ შევლენ კოალიციაში. მისი შეფასებით, აღნიშნულ ინიციატივას თაღლითობის სუნი ასდის.
პაატა იმნაძე მშობლებს მიმართავს, ნახონ, ბავშვებს აქვს თუ არა ყველა აცრა ჩატარებული
18:17 / 13.09.2019
„როდესაც ახალი ჯგუფი ან ბევრი ბავშვი ერთად იკრიბება, დიდი საფრთხეა, რომ თუ ვინმე რამე ინფექციას მოიტანს და მას დახვდება არაიმუნური პირები, ინფექცია სწრაფად გავრცელდება“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
15 სექტემბერს თავისუფლების მოედნიდან “კონკამდე” ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
17:20 / 13.09.2019
ცნობილი ჰოლივუდური ბლოკბასტერის – „ფორსაჟი 9“ ეპიზოდების გადაღებიდან გამომდინარე, ამაღამ, 14 სექტემბრის 00:00 საათიდან 15 სექტემბრის 00:00 საათამდე თავისუფლების მოედანი, პუშკინისა და ბარათაშვილის ქუჩები („კონკამდე“) ტრანსპორტისა და ქვეითებისთვის დაიკეტება. დამატებით, 00:00-დან 12:00-მდე მოძრაობა შეიზღუდება რუსთაველის გამზირის მონაკვეთზეც ლაღიძის ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე. 14 სექტემბერს სატრანსპორტო სქემები შემდეგნაირად განისაზღვრა:
ათეული ათასი ევრო, ძვირფასეულობა, ბინიდან გატანილი საკრედიტო ბარათებიდან მოხსნილი თანხა – ვენეციის პოლიცია ქართველს ადანაშაულებს
17:17 / 13.09.2019
42 წლის ქართველს, ვენეციის პოლიცია 14 ბინის გაქურდვაში ადანაშაულებს და ვიდეოს ავრცელებს. ვენეციის Ca’ Rossa-ს ქუჩაზე მდებარე პოლიციის განყოფილების გამომძიებლების ცნობით, მათ კობა კ.-ს მიერ 14 ბინის გაქურდვის უტყუარი მტკიცებულებები აქვთ. მათი აზრით კობა კ.-ს 100-მდე ბინა აქვს გაქურდული.
შს მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე ნათია მეზვრიშვილი იოსებ ჭელიძემ შეცვალა
16:36 / 13.09.2019
შინაგან საქმეთა მინისტრს ახალი მოადგილე ჰყავს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ იოსებ ჭელიძე დაინიშნა.
მამუკა ხაზარაძე ურცხვად ტყუის - ვანო ჩხარტიშვილი
16:29 / 13.09.2019
ახალი პარტიის დამფუძნებელი თავის პირველ სატელევიზიო გამოსვლაში, სამოქმედო პროგრამის ნაცვლად, 30 წუთი ჩემთან დავაზე რომ იჭორავებს, ეს უკვე სერიოზული პრობლემაა, არანაკლები ვიდრე ის ტყუილები, რომლითაც იგი საზოგადოების შეცდომაში შეყვანას შეეცადა, ასე პასუხობს ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი კოლეგას, „თიბისის“ დამფუძნებელს მამუკა ხაზარაძეს.
ირაკლი სესიაშვილი: თუ რამით ასოცირდებიან ერთმანეთთან მამუკა ხაზარაძე და ანაკლიის პროექტი ეს შეუსრულებელი ვალდებულებებია
16:23 / 13.09.2019
,,ხაზარაძის მოძრაობის პრეზენტაციის ადგილმა ჩემზე ანაკლიის თემით სპეკულირების შთაბეჭდილება დატოვა, თუმცა, საეჭვოა ამ თემამ მას წარმატება მოუტანოს,
ცნობილია თუ რომელ სპეციალობებზე მოუწევთ აბიტურიენტებს ზოგადი უნარების ჩაბარება 2020 წელს
16:05 / 13.09.2019
2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის უმაღლესი სასწავლებლების მიერ არჩეული დამატებითი საგამოცდო საგნების ჩამონათვალი გამოქვეყნდა. ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თანამდებობა დატოვა
15:24 / 13.09.2019
გრიგოლ გიორგაძემ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებეობა დატოვა. ამის შესახებ გიორგაძემ სოციალურ ქსელში დაწერა.
გიორგი გახარია გუბერნატორებს - თითოეული თქვენგანის ამოცანაა პრობლემების მოგვარება და არა - პრობლემების შექმნა - თქვენი პასუხისმგებლობა სრულად პერსონალიზებული იქნება
15:19 / 13.09.2019
რეგიონებში, ჩვენი მოქალაქეებისთვის მთავრობის განსახიერება არის ის ჩინოვნიკი, რომელიც მათ პრობლემებს ან აგვარებს, ან - ვერა და ამ მიმართულებით გუბერნატორების პასუხისმგებლობა სრულად პერსონალიზებული იქნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ სახელმწიფო რწმუნებულებთან შეხვედრისას განაცხადა.
კახა კალაძე ხაზარაძეზე : უკეთესი იქნება ჭორაობას თავი დავანებოთ თაიმერი
14:07 / 13.09.2019
თბილისის მერი კახა კალაძე „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას, რომ ბიძინა ივანიშვილთან გამართულ შეხვედრას მაშინდელი მთავარი პროკურორი, ირაკლი შოთაძეც ესწრებოდა, ჭორაობას უწოდებს.
მამუკა ხაზარაძე ორ ცეცხლს შუაა
14:04 / 13.09.2019
პოლიტიკის ექსპერტი გია ხუხაშვილი “2020NEWS“ -თან აცხადებს, რომ საზოგადოებრივი მოძრაობის “ლელოს“ დამფუძნებელ მამუკა ხაზარაძეს, როგორც “ქართული ოცნება“, ისე “ნაციონალური მოძრაობა“ ებრძვის.
მაია ცქიტიშვილი: სავარაუდოდ, ერთ წელიწადში სურამს განვითარების გენგეგმა ექნება
13:18 / 13.09.2019
ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, სავარაუდოდ, 1 წელიწადში სურამს უკვე ექნება განვითარების გენგეგმა ექნება.
მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ვიცე-პრემიერად ქალი მინისტრების დანიშვნა „დისციპლინას უწყობს ხელს“
11:36 / 13.09.2019
დისციპლინას უწყობს ხელს მნიშვნელოვნად, - ამ სიტყვებით შეაფასა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ვიცე-პრემიერებად ორი ქალის, მისი და თეა წულუკიანის დანიშვნა.
ევროკავშირის ელჩი ხაზარაძის მოძრაობაზე - ახალი პოლიტიკური ძალის შემოსვლა, როცა საქართველომ ახალ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა გადაწყვეტა, პოზიტიურ ნაბიჯად აღიქმება
11:35 / 13.09.2019
ევროკავშირის ელჩის საქართველოში კარლ ჰარცელის განცხადებით, ფაქტი, რომ მამუკა ხაზარაძე ახალ პოლიტიკურ მოძრაობას იწყებს, პოზიტიურ ნაბიჯად აღიქმება.
კარლ ჰერცელი ჩორჩანაში შექმნილ ვითარებაზე - ახალი გარემოებები შეიცავს რისკებს და სტაბილურობისთვის მოაქვს არასასურველი შედეგები
10:56 / 13.09.2019
ახალი გარემოებები შეიცავს რისკებს და სტაბილურობისთვის მოაქვს არასასურველი შედეგები. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ სერიოზულად უნდა იყოს აღქმული,- ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰერცელმა ჟურნალისტებს ჩორჩანაში განვითარებული მოვლენების კომენტირებისას განუცხადა.
პრინციპები იქნება საქმის დროული კეთება, კეთილსინდისიერება და დისციპლინა - გიორგი გახარია
10:43 / 13.09.2019
„ჩვენი ძირითადი პრინციპები იქნება საქმის დროული, ეფექტიანი კეთება, კეთილსინდისიერება და დისციპლინა“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომელიც მისი ხელმძღვანელობით დღეს პირველად იმართება.
თურქეთში მომხდარ აფეთქებას შვიდი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
10:14 / 13.09.2019
თურქეთში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულია შვიდი და დაშავებულია ათი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ ავრცელებს.
მაია ცქიტიშვილი და თეა წულუკიანი ვიცე-პრემიერები იქნებიან
10:07 / 13.09.2019
საქართველოს მთავრობაში ორი ვიცე-პრემიერი იქნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
ძიუდო - გიორგი თუთაშვილი ევროპის ჩემპიონია
01:36 / 13.09.2019
ფინეთის ქალაქ ვანტააში მიმდინარე ძიუდოისტთა ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე 66კგ. წონით კატეგორიაში მოჭიდავე გიორგი თუთაშვილი ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
მამუკა ხაზარაძე: არანაირი დათმობა არ იქნება, იმასაც შეგუებული ვარ, რომ შეიძლება ისე გადაეკეტოთ ტვინი, რომ ჩაგვსვან
23:31 / 12.09.2019
არანაირი დათმობა არ იქნება, იმასაც შეგუებული ვარ, რომ შეიძლება ისე გადაეკეტოთ ტვინი, რომ ჩაგვსვან, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ მამუკა ხაზარაძემ განაცხადა. გადაცემის წამყვანის კითხვაზე, ელოდება თუ არა სხვა საქმეების წინა პლანზე წამოწევას, ხაზარაძემ უპასუხა, რომ ის „ყველაფერს ელოდება“.
მარია ზახაროვა დასავლეთზე - ვხედავთ, როგორ ამარაგებენ საქართველოს იარაღით, ითრევენ სამხედრო ბლოკებში
23:20 / 12.09.2019
აფხაზეთში „საპრეზიდენტო“ არჩევნები ადასტურებს, რომ „რესპუბლიკა“ შედგა როგორც თავისუფალი და დამოუკიდებელი სახელმწიფო. „სპუტნიკის“ ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა.
მამუკა ხაზარაძე: ვანო ჩხარტიშვილს აქვს ბევრი დავა მსხვილ საერთაშორისო კომპანიებთან და ყველა ეს დავა ხვდება ერთ მოსამართლესთან
23:13 / 12.09.2019
ვანო ჩხარტიშვილს აქვს ბევრი დავა მსხვილ საერთაშორისო კომპანიებთან და ყველა ეს დავა ხვდება ერთ მოსამართლესთან“, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
მამუკა ხაზარაძე ბიძინა ივანიშვილთან გამართული შეხვედრის დეტალებზე საუბრობს და აცხადებს, რომ შეხვედრას ვანო ჩხარტიშვილის გარდა, მაშინდელი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძეც ესწრებოდა
22:09 / 12.09.2019
საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე ბიძინა ივანიშვილთან გამართული შეხვედრის დეტალებზე საუბრობს და აცხადებს, რომ შეხვედრას ვანო ჩხარტიშვილის გარდა, მაშინდელი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძეც ესწრებოდა. მისი თქმით, შეხვედრაზე შოთაძის ხილვა მისთვის მოულოდნელი იყო.
VIDEO: გიორგი გახარიამ და მინისტრობის კანდიდატებმა ნაციონალები დარბაზიდან ტაშით გააცილეს
14:36 / 06.09.2019
ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა,
„საქართველოს რკინიგზა“  11 ათასამდე თანამშრომელს ხელფასებს უმატებს!
17:36 / 04.08.2019
სს "საქართველოს რკინიგზა" კიდევ ერთხელ ხაზგასმით აცხადებს, რომ კომპანიის მენეჯმენტი მუდმივად უსმენს და შესაძლებლობის ფარგლებში ცდილობს დააკმაყოფილოს თანამშრომელთა საჭიროებები და მოთხოვნები. სწორედ ამიტომ, დასაქმებულთა იმ კატეგორიას, რომელთა ხელფასი 1500 ლარს არ აღემატება, ხელფასი ემატება 10%-ით. რაც წლიურად დაახლოებით 18-20 მილიონ ლარს შეადგენს და ეს ამ ეტაპზე, ის მაქსიმუმია რისი ფინანსური რესურსიც გამოიძებნა. ამასთანავე, უკლებლივ ყველა რკინიგზელს საჩუქრის სახით, წელიწადში 2-ჯერ ფიქსირებული თანხა გადაეცემა.
ხელფასების 50%-იანი მატების მოთხოვნა და/ან განხილვა არარეალურ, პოპულისტურ საკითხს წარმოადგენს და ვინაიდან თითოეულმა რკინიგზელმა ზედმიწევნით კარგად იცის კომპანიის ფინანსური მდგომარეობა, სიმართლეს არ შეესაბამება განცხადებები, რომ დაახლოებით 4800 რკინიგზელი გაფიცვისათვის ემზადება. მეტიც, "რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი" აერთიანებს 400-მდე წევრს და მას არ გააჩნია ლეგიტიმაცია სრული კოლექტივის სახელით ისაუბროს და მით უფრო დააანონსოს გაფიცვები, შეუსრულებადი მოთხოვნების საპირისპიროდ.
დღის სიახლეები
კალენდარი
×