ბრაზილიის პრეზიდენტი ამაზონის ტროპიკულ ტყეებში ხანძართან დაკავშირებით სხვა ქვეყნებს მოუწოდებს, მათ შიდა საქმეში არ ჩაერიონ
17:44 / 23.08.2019
ბრაზილიის პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ დანარჩენ მსოფლიოს მოუწოდებს, მათ შიდა საქმეებში არ ჩაერიონ, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "როიტერსი" ავრცელებს.
"ეს ქვეყნები აგზავნიან ფულს აქ, მაგრამ არა ქველმოქმედების მიზნით...ისინი აგზავნიან ფულს იმისთვის, რომ ჩვენს სუვერენიტეტში ჩაერიონ," - განაცხადა ბოლსონარუმ "ფეისბუქით" გავრცელებულ მიმართვაში.
ძაღლების ჩხუბის გამო დაჭრილი 17 წლის მოზარდის დედა - ჩემ შვილს 3 ტყვია ისევ თავში აქვს ჩარჩენილი და ვერ ხერხდება კომიდან გამოყვანა, დაზიანებულია ტვინის დიდი ნაწილი
17:02 / 23.08.2019
17 წლის ერეკლე ჩეკურიშვილს, რომელიც 20 წლით უფროსმა მამაკაცმა ძაღლების ჩხუბის გამო თავის არეში დაჭრა, 3 ტყვია ამ დრომდე თავში აქვს ჩარჩენილი და კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება.
ადვოკატის განცხადებით, ლაურა ღაჭავა აპირებს ახლობლებს სთხოვოს, რომ ნახევარმილიონიანი გირაოს უზრუნველყოფა მათი უძრავი ქონებით მოხდეს
16:40 / 23.08.2019
ბიზნესმენ ლაურა ღაჭავას ადვოკატის, კობა ამბარდნიშვილის განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, ღაჭავას 500 ათასი ლარის გირაო შეეფარდა, არ გაასაჩივრებენ. ამის შესახებ ადვოკატმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსალოდნელ მაღალ ტემპერატურასთან დაკავშირებით მოსახლეობას რეკომენდაციებს აძლევს
16:34 / 23.08.2019
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე 3 სექტემბრამდე მოსალოდნელ მაღალ ტემპერატურასთან დაკავშირებით მოსახლეობას რეკომენდაციებს აძლევს.
საქართველოში 3 სექტემბრის ჩათვლით ძლიერი სიცხეა მოსალოდნელი
14:01 / 23.08.2019
3 სექტემბრის ჩათვლით ქვეყანაში ძლიერი სიცხეა მოსალოდნელი. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, ჰაერის ტემპერატურა +36, +38 გრადუსამდე გაიზრდება.
საყავრესთან გაჩენილი ხანძრის კერები ჩამქრალია
12:59 / 23.08.2019
გორის რაიონის სოფელ საყავრესთან გაჩენილი ხანძრის კერები ჩამქრალია. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საზღვრის დაცვის პოლიციის თანამშრომლებმა განუცხადეს.
ამ წუთებში კერებს როგორც ცოცხალი ძალით, ისე ვერტმფრენებით ამუშავებენ.
შეგახსენებთ, რომ გორის რაიონის სოფელ საყავრესთან გაჩენილი ხანძრის ქრობის სამუშაოებში სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენი დილიდან ჩაერთო.
შავ ზღვაზე შტორმის გამო ბანაობა ისევ აკრძალულია
12:46 / 23.08.2019
დღეს, შავი ზღვის მთელს სანაპირო ზოლზე 3-დან 4 ბალამდე შტორმი ფიქსირდება. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, ზღვაში შესვლა კატეგორიულად აკრძალულია, რის გამოც სანაპირო ზოლზე გამოფენილია წითელი ალმები. ადგილზე მყოფი მაშველები დამსვენებლებს შტორმის შესახებ აფრთხილებენ და სიტუაციას აკონტროლებენ.
საყავრესთან ხანძრის ქრობის სამუშაოებში დილიდან ვერტმფრენები ისევ ჩაერთვნენ
11:59 / 23.08.2019
რამდენიმე წუთის წინ, გორის რაიონის სოფელ საყავრესთან გაჩენილი ხანძრის ქრობის სამუშაოებში კვლავ სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენი ჩაერთო.
მუხიანში "საქართველოს ბანკის” ექსპრეს ფილიალი დააყაჩაღეს
10:53 / 23.08.2019
მუხიანში მდებარე "საქართველოს ბანკის" ექსპრეს ფილიალი დააყაჩაღეს. შსს-ს ინფორმაციით, ბანკში ერთი პირი იარაღის მუქარით შეიჭრა, თანამშრომლებს ფული გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
მიხეილ სესიაშვილი: ხელისუფლებას ჰქონდა კითხვა, რა არის რ 2-ის მთავარი ჯადო და ეს არის ჩვენი გუნდი
00:19 / 23.08.2019
ამის შესახებ კურიერის ყოფილმა წამყვანმა მიხეილ სესიაშვილმა ტელეკომპანია "კავკასიის" ეთერში განაცხადა, სადაც დავით აქუბარდიას გადაცემაში იმყოფებოდა სტუმრად კურიერის მეორე ყოფილ წამყვან დიანა ჯოჯუასთან და რუსთავი 2-ის საინფორმაციო სამსახურის ყოფილ უფროსთან ნოდარ მელაძესთან ერთად. "ხელისუფლებას მთავარი კითხვა რაც ჰქონდა ბოლო 7-8 წლის განმავლობაში რა არის რუსთავი 2-ის მთავარი ჯადოვო, მგონი გუშინ ნახეს რაც იყო და არის რუსთავი 2-ის ჯადო. ეს არის გუნდი და დარწმუნებული ვარ, რომ ერთად იქნება და გააკეთებს პროდუქტს", – თქვა სესიაშვილმა.
რუსთავი 2 მარინა ბერიძემ დატოვა
00:04 / 23.08.2019
ტელეკომპანია რუსთავი 2 მარინა ბერიძემ დატოვა. ამის შესახებ მან On.ge-სთან განაცხადა.
„საქართველოს რკინიგზა“  11 ათასამდე თანამშრომელს ხელფასებს უმატებს!
17:36 / 04.08.2019
სს "საქართველოს რკინიგზა" კიდევ ერთხელ ხაზგასმით აცხადებს, რომ კომპანიის მენეჯმენტი მუდმივად უსმენს და შესაძლებლობის ფარგლებში ცდილობს დააკმაყოფილოს თანამშრომელთა საჭიროებები და მოთხოვნები. სწორედ ამიტომ, დასაქმებულთა იმ კატეგორიას, რომელთა ხელფასი 1500 ლარს არ აღემატება, ხელფასი ემატება 10%-ით. რაც წლიურად დაახლოებით 18-20 მილიონ ლარს შეადგენს და ეს ამ ეტაპზე, ის მაქსიმუმია რისი ფინანსური რესურსიც გამოიძებნა. ამასთანავე, უკლებლივ ყველა რკინიგზელს საჩუქრის სახით, წელიწადში 2-ჯერ ფიქსირებული თანხა გადაეცემა.
ხელფასების 50%-იანი მატების მოთხოვნა და/ან განხილვა არარეალურ, პოპულისტურ საკითხს წარმოადგენს და ვინაიდან თითოეულმა რკინიგზელმა ზედმიწევნით კარგად იცის კომპანიის ფინანსური მდგომარეობა, სიმართლეს არ შეესაბამება განცხადებები, რომ დაახლოებით 4800 რკინიგზელი გაფიცვისათვის ემზადება. მეტიც, "რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი" აერთიანებს 400-მდე წევრს და მას არ გააჩნია ლეგიტიმაცია სრული კოლექტივის სახელით ისაუბროს და მით უფრო დააანონსოს გაფიცვები, შეუსრულებადი მოთხოვნების საპირისპიროდ.
ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკაში  მტრედი ბარათის გათამაშების გამარჯვებულებს პრიზები გადაეცათ
20:33 / 30.07.2019
ავერსის სააფთიაქო ქსელი მთელი საქართველოს მასშტაბით 252 აფთიაქს აერთიანებს. ყოველთვიურად ავერსის სააფთიაქო ქსელს 2 მილიონამდე მომხმარებელი სტუმრობს. სწორედ მომხმარებლების ასეთმა რაოდენობამ და ერთგულებამ განაპირობა მტრედი ბარათის შექმნა და წამახალისებელი გათამაშების ტრადიციად ქცევა. მტრედი ბარათის გათამაშება 2009 წლიდან დაიწყო და დღემდე სულ ჩატარდა 13 გათამაშება.
დღის სიახლეები
კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
×