-
ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრთან საპროტესტო აქცია დასრულდა. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, მორიგი აქცია 7 ივლისს, 19:00 საათზე, პარლამენტის შენობასთან განახლდება.
...
23:56 / 06.07.2019
-
შეკვეთილში მიმდინარე აქციაზე ყოფილმა პარლამენტარმა მურმან დუმბძეს სიტყვით გამოსვლისას საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს მადლობა გადაუხადა.
...
22:12 / 06.07.2019
-
ამ ეტაპზე, მოწმის სახით ვიყავი დაბარებული და როგორც მითხრეს, კითხვები ამოწურეს, თუ რამე არ შეცვალეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გიორგი ბარამიძემ განუცხადა, რომელიც მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით დაიკითხა.
...
22:08 / 06.07.2019
-
აქციის მონაწილეები ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრთან მივიდნენ. ისინი ბიძინა ივანიშვილს მიმართავენ, რომ თანამდებობა დატოვოს შს მინისტრმა გიორგი გახარიამ. მათივე თქმით, ვიდრე ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, აქციები არ შეწყდება.
...
21:49 / 06.07.2019
-
შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთ-ერთი მოშიმშილე აქტივისტი ხათუნა ბერიძე შეუძლოდ გახდა და ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ფოთის ჰოსპიტალში გადაიყვანა.
...
21:16 / 06.07.2019
-
პარლამენტის შენობის წინ შეკრებილი აქციის მონაწილეები ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრისკენ მსვლელობას მართავენ. ორგანიზატორების განცხადებით, "თავისუფლების მარშის" მონაწილეები ბიძინა ივანიშვილს კიდევ ერთხელ შეახსენებენ ერთადერთ მოთხოვნას - გადადგეს შს მინის...
21:05 / 06.07.2019
-
თუ რუსეთისთვის ოკუპანტის დასაძახებლად ამ ქვეყნის გადატრიალება იქნება საჭირო, ეს ქვეყანა გადატრიალდება, - ამის შესახებ აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა მიშა მშვილდაძემ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
...
21:01 / 06.07.2019
-
"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, ვიდრე შს მინისტრი გიორგი გახარია პოსტს არ დატოვებს, მანამდე საპროტესტო აქციები არ შეწყდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" გრიგოლ ვაშაძემ პარლამენტთან განუცხადა, მოქალაქეებს, რომლებიც "თავისუფლების მარშ...
20:43 / 06.07.2019
-
"თავისუფლების მარშს", რომელიც რუსთაველის გამზირიდან ბიძინა ივანიშვილის სახლის მიმართულებით გაიმართება, პარტიები "ევროპული საქართველო" და "ნაციონალური მოძრაობა" შეუერთდებიან. როგორც მსვლელობის დაწყებამდე ჟურნალისტებს "ევროპული საქართველოს" წევრმა, ელენე ხო...
20:41 / 06.07.2019
-
"თიბისის" აქციების გასხვისება არ მომხდარა, 10 მილიონი დამატებით გვჭირდებოდა ანაკლიის პორტისთვის და ვისესხეთ, შემდგომში კიდევ იქნება თანხა საჭირო, ეს ჩვეულებრივი პროცესია", - ამის შესახებ "თიბისი ბანკის" თანადამფუძნებელმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.
...
20:37 / 06.07.2019
-
რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილმა სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და ქურდულ სამყაროსთან კავშირისა და ე.წ. ობშიაკის შეგროვების ბრალდებით დაკავებულ 10 პირს აღმკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. რაც შეეხ...
18:07 / 06.07.2019
-
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიორგი ბარამიძე ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით, ჩვენებას აძლევს.
...
17:59 / 06.07.2019
-
მიხეილ სააკაშვილის პარტიას "ახალი ძალების მოძრაობა" უკრაინის სააპელაციო ადმინისტრაციულმა სასამართლომ რადას რიგგარეშე არჩევნებში რეგისტრაცია შეუნარჩუნა. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სააკაშვილის პარტია 29 ივნისს, უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძ...
17:53 / 06.07.2019
-
აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი არასდროს დაბრუნდება საქართველოს შემადგენლობაში, ეს კარგად დაიმახსოვრეთ, - ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარის მოადგილემ პეტრე ტოლსტოიმ ტელეკომანია "რუსთავის 2"-ს განუცხადა.
...
17:34 / 06.07.2019
-
რაც უფრო ძლიერები ვიქნებით, რაც მეტ ქვეყანასთან, მათ შორის, რუსეთთან გვექნება ეკონომიკური ურთიერთობები, მით უკეთესია, სამშვიდობო პროცესისთვის, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.
...
17:25 / 06.07.2019
-
პროგრამის "გადაიღე საქართველოში" ფარგლებში, ერთ-ერთი ჰოლივუდური ფილმის გადაღებები დაიწყება. საქართველოში გადაღებებს ქართული საპროდუსერო კომპანია "ენკენი ფილმს ფფ9" უზრუნველყოფს. ამის შესახებ სააგენტოდან "აწარმოე საქართველოში" გვაცნობეს.
...
17:15 / 06.07.2019
-
აშშ-ში, კალიფორნიის სამხრეთში 7,1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ეს ყველაზე ძლიერი მიწისძვრაა ბოლო 20 წლის განმავლობაში. მიწისძვრის შედეგად დაზიანდა შენობების ნაწილი. გაზის მილების დაზიანების შედეგად, ხანძარი გაჩნდა.
...
10:37 / 06.07.2019
-
მუსიკალურ ფესტივალზე "არტ-გენი" დასწრების მსურველებისთვის, 7-დან 14 ივლისის ჩათვლით, თბილისის მერია უფასო ავტობუსებს გამოყოფს.
...
10:27 / 06.07.2019
-
"9 ივლისამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა", - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოდან აცნობეს.
...
00:51 / 06.07.2019
-
გიორგი გოგიჩაიშვილს კვირას დაკრძალავენ, პანაშვიდები კი 5 და 6 ივლისს გაიმართება, ინფორმაციას ჟურნალისტი მანანა მანჯგალაძე ავრცელებს.
...
00:43 / 06.07.2019