პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი „რესპუბლიკური პარტიის“ დატოვების მიზეზებს
კიდევ ერთხელ განმარტავს.
როგორც მან ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა, არჩევნების შემდეგ დადგა ის ეტაპი, რომ პარტიას წარსული საქმიანობის ანალიზი მეოხდინა.
„არჩევნების შემდეგ დადგა ის ეტაპი, რომ გაგვეანალიზებინა, რა მოხდა წარსულში. ასევე, დაგვეგეგმა ჩვენი შემდგომი ნაბიჯები. ამასობაში აღმოჩნდა, რომ ბევრი მიზეზის გამო, პარტიაში აღარ იყო იმის გარემო და შესაძლებლობა, რომ მსგავსი საუბრები ცივილიზებული ნორმების ფარგლებში წარმართულიყო. არაცივილიზებულად საკითხების გარკვევა და გარჩევა, ასევე, სხვა კიდევ უფრო მტკივნეული პროცესები პარტიის შიგნით, დაუშვებლად ჩავთვალე“, - განაცხადა უსუფაშვილმა.
კითხვაზე - არსებობდა თუ არა პარტიაში „ხანძრის“ წინაპირობა - უსუფაშვილი აცხადებს, რომ „ხანძარს გაყრა არჩია“.
„დიახ, ხანძარს გაყრა ვარჩიე, კი ბატონო“, - აღნიშნა პაროლამენტის თავმჯდომარემ.
დავით უსუფაშვილმა „რესპუბლიკური პარტია“ გასული კვირის ბოლოს დატოვა. დღეს კი, პარტიიდან წასვლის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, უსუფაშვილის მეუღლე თინათინ ხიდაშელმაც განაცხადა.