„ბათუმის ქუჩებში ვანდალური ფაქტი დაფიქსირდა. დამწვარია რამდენიმე სანაგვე ურნა და მწყობრიდან არის გამოსული მიწისქვეშა კონტეინერები.
გასულ წელს ცენტრალურ ქუჩებში და გარეუბნებში დამატებით 500 ერთეული 1 100 ლიტრი ტევადობის პლასტმასის ურნა განთავსდა. გერმანული წარმოების ანტიბაქტერიული ურნის შესაძენად ბიუჯეტიდან 300 ათასი ლარი დაიხარჯა.
ამ დროისთვის, ქალაქის ტერიტორიაზე, ჯამში 2 500 ცალი დიდი ზომის სანაგვე კონტეინერი, 400 მცირე ზომის, 800-მდე დეკორატიული ურნა და 70 მიწისქვეშა კონტეინერია განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ბათუმის მერია მოსახლეობას მოუწოდებს, სამშენებლო ნარჩენებისა და ცეცხლმოკიდებული ნივთების სანაგვე ურნებში ჩაყრისგან თავი შეიკავონ.