
მსოფლიოს ერთ-ერთი პრესტიჟული კინომოვლენა ფილმი „ჯანგოს“ ჩვენებით გაიხსნა. ფილმი ფრანგი რეჟისორის, ეტიენ კომარის სადებიუტო ნამუშევარია, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს ოკუპირებულ საფრანგეთს და ცნობილი გიტარისტის ისტორიას აღწერს.
ფილმი საკონკურსო ნამუშევრების სიაშია შესული და „ოქროს დათვის“ ერთ-ერთ პრეტენდენტად განიხილება.
წლევანდელი „ბერლინალეს“ საკონკურსო პროგრამა 18 კინონამუშევარს მოიცავს, საუკეთესო ფილმებს კი ჟიური 19 თებერვალს გამოავლენს.
ბერლინის პრესტიჟულ კინოფესტივალზე, წელს, საქართველოც მასშტაბურად იქნება წარმოდგენილი.
ამავე თემაზე: პირველად ქართული კინოს ისტორიაში „ბერლინალეზე“ რამდენიმე ქართული ფილმი იქნება წარმოდგენილი