დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, დეკანოზის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება და
სახალხო დამცველს მიმართავს, რომ შაბათ-კვირას დეკანოზი მოინახულოს.
როგორც რამიშვილი აღნიშნავს, დეკანოზის თხოვნაზე, დაცვა დაენიშნათ მისი ოჯახისათვის, პროკურატურამ განაცხადა, რომ სასულიერო პირის ჩვენების შემდეგ მიიღებდნენ დაცვის შესახებ გადაწყვეტილებას. დეკანოზის გამოკითხვა კი დღემდე არ ჩატარებულა.
„ხვალ არის შაბათი და მე დიდი ეჭვი მაქვს, რომ მამა გიორგის სიცოცხლეს შეიძლება საფრთხე დაემუქროს. ვთხოვ სახალხო დამცველს, ხვალ და კვირას, პირადად ნახოს მამა გიორგი, რადგან ადვოკატებს ამის შესაძლებლობა არ გვექნება“, - აღნიშნა ადვოკატმა.
რამიშვილის ინფორმაციით, დეკანოზმა მოითხოვა, დაეკითხათ და მზად იყო ჩვენების მისაცემად, თუმცა, პროკურატურის მხრიდან უარი მიიღო.
„მამა გიორგი მოითხოვდა ის დაეკითხათ და მზად იყო ჩვენების მისაცემად, რითაც დადასტურდებოდა მისი უდანაშულობა, პროკურატურამ ჩვენება არ მიიღო. ასეთი უპასუხისმგებლობა მე არ მინახავს, მამა გიორგის თხოვნა დაკითხვასთან დაკავშირებით, პროკურატურამ არაფრად არ ჩააგდო. ეს დიდ ეჭვებს ბადებს - რატომ არ კითხავენ მამა გიორგის “, - აღნიშნავს დეკანოზის ადვოკატი.
ამავე თემაზე: ადვოკატი პროკურატურას: მამა გიორგის გამოკითხვა გამაჩნია პირადად მე და ნუ ეგონებათ რამის შემეშინდეს