ჰოლივუდის ვარსკვლავი ნატალი პორტმანი დედა კიდევ ერთხელ გახდა.
35 წლის მსახიობს ქალიშვილი 22 თებერვალს შეეძინა, თუმცა ინფორმაცია მხოლოდ დღეს გახდა საჯარო. ახალშობილს სახელად ამალია დაარქვეს.
გასულ კვირას მსახიობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნატალი პორტმანი „ოსკარის“ დაჯიდლოების ცერემონიას ვერ დაესწრებოდა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რომ ვარსკვლავმა უკვე იმშობიარა.
ნატალი პორტმანი ფრანგ ქორეოგრაფს 2012 წელს გაჰყვა ცოლად. წყვილს ხუთი წლის ვაჟი ჰყავს.