
„უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია. პრაქტიკულად, ექიმები აცხოვრებენ. რომ ვნახე, გივის არ ჰგავდა.
მერაბ კოკოჩაშვილი ახალ ფილმს იღებდა და ძალიან ანთებული იყო, უნდოდა, რომ მოესწრო. შინაგანი შიში ჰქონდა, თითქოს სადღაც უნდა წასულიყო და მოვასწრებთო?- მეუბნებოდა. რაღაც წინათგრძნობა ჰქონდა“, - აღნიშნავს კახი კავსაძე.
თეატრისა და კინოს მსახიობი, გივი ბერიკაშვილი, რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
გივი ბერიკაშვილი კლინიკა "მედი ქლაბში" ფილტვებთან დაკავშირებული პრობლემების გამო, რამდენიმე დღის წინ მიიყვანეს.