„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ პეკინის გამზირზე წყალმომარაგების სისტემის
სრული განახლების მიზნით მასშტაბური რეაბილიტაციის დიდი ნაწილი დაასრულა.
რეაბილიტაციის პირველ ეტაპზე, პეკინის გამზირის მარცხენა მხარეს სრულად შეიცვალა355 მმ-იანი და 160 მმ-იანი წყალსადენის 1.5 კმ სიგრძის ქსელი და ექსპლუატაციაში გასაშვებად ჰიდროტესტირება ჩაუტარდა.
ახალი ქსელი ექსპლუატაციაში გასაშვებადმზად არის და გადაერთების სამუშაოები ხვალ განხორციელდება.
წყალმომარაგების სტაბილურობისთვის, აღნიშნულ ქსელზე 12 ახალი, ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული დამონტაჟდა.
სამუშაობის წარმოების მიზნით, რამდენიმე საათის განმავლობაში, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი. აღნიშნულთან დაკავშირებით, ხვალ, 11 ივლისის
დილის 12:00 საათიდან, 12 ივლისის,დილის 09:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება:
მთაწმინდის რაიონში:
კოსტავას, თაბუკაშვილის და მიმდებარე ქუჩებს.
კრწანისის რაიონში:
ლესელიძის, გუდიაშვილის, ერეკლე II-ს, შარდენის და მიმდებარე ქუჩებს.