საქართველოსა და შეერთებული შტატების მომავალი ეკონომიკური თანამშრომლობის მთავარი
პროექტი განხორციელდება. მთავრობის ადმინისტრაციაში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ოპერირების შესახებ დოკუმენტს ხელი მოეწერა.
კონსორციუმში მონაწილე „კონტი ჯგუფის“ გარდა, დღეს უკვე ოფიციალურად გაფორმდა პროექტში ამერიკული „ეს-ეს-ეი მარინის“ მონაწილეობა.
კომპანია საკონტეინერო ტერმინალის ოპერატორი იქნება და 2-ნახევარი მილიარდი დოლარის ინვესტიციას განახორვიელებს.