თბილისის მერი დავით ნარმანია მთაწმინდაზე, ხანძრის მიმდებარე ტერიტორიაზე მივიდა. მისი
თქმით, ცეცხლი იმ ტერიტორიაზე არ არის მოდებული სადაც მოსახლეობა ცხოვრობს. ნარმანიამ აღნიშნა, რომ ამ წუთებში თავდაცვის სამინისტროსთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები და შესაძლოა ვერტმფრენის გამოძახება გახდეს საჭირო.
ბოლო ინფორმაციით, ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადებიც გამოჩნდნენ.