როგორც სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ივიცა დაჩიჩმა განაცხადა, კოსოვოს ჩრდილოეთ
ნაწილი ბელგრადის კონტროლქვეშ უნდა გადავიდეს, ასევე ფართო ავტონომია უნდა მიენიჭოს მუნიციპალურ წარმონაქმნებს, რომლებიც კოსოვოს სამხრეთში დარჩებიან. ამის შესახებ გაზეთი ,,ნოვოსტი'' იუწყება.
დაჩიჩის თქმით, კოსოვოს კონფლიქტის მოგვარება 'მხოლოდ სერბებს და ალბანელებს შორის შეთანხმების მიღწევითაა შესაძლებელი, სადაც თითოეული მხარე რაღაცას მიიღებს და დაკარგავს'. ამავდროულად სერბეთის დიპლომატიის მეთაურმა აღნიშნა, რომ პრიშტინამ ბელგრადს ფინანსური კომპენსაცია უნდა გადაუხადოს უკანონოდ წართმეული კერძო და სახელმწიფო საკუთრებისთვის.
დაჩიჩი ასევე თვლის,რომ შესაძლებელია სერბული მართლმადიდებლური მონასტრების საკითხის გადაწყვეტაც მათთვის ბერმონაზვნური თემის განსაკუთრებული ავტონომიური სტატუსის მინიჭების გზით--ბერძნული ათონის მოდელის მსგავსად.
კოსოვო ბალკანეთის რეგიონში მდებარე ნაწილობრივ აღიარებული სახელმწიფოა. სერბეთი კოსოვოს და მეტოხიას თავისი ტერიტორიის ნაწილად თვლის. გაეროს წევრ-სახელმწიფოთა ერთ მესამედზე მეტი, მათ შორის საქართველო, არ აღიარებს კოსოვოს დამოუკიდებლობას.