სტიქიის ზონაში მუშაობას ძლიერი ქარი ართულებს, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და
ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ განაცხადა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ამ დროისთვის ყველაზე მძიმე ვითარება წაღვერის თავზეა.
"იქ გაგზავნილია ტექნიკა და ვმუშაობთ, რომ ცეცხლის კერები არ გავრცელდეს. თუ ცეცხლი ტყეზე გადავიდა, ძალიან დიდ პრობლემას შეგვიქმნის, ვერტმფრენები ღამე ვერ იმუშავებენ, მაგრამ ჩვენ მთელი ღამე ვიმუშავებთ",-აღნიშნა ალავიძემ.
მისივე თქმით, არსებობს რესურსი, რომ მოსახლეობას საფრთხე არ შეექმმას.