დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ თვალივში ხანძარია. ცეცხლი ტყის მასივს უკიდია.
დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ვაჟა ჩოხელის ინფორმაციით, ცეცხლი დაახლოებით ორ ჰექტარზეა გავრცელებული.
მისივე განცხადებით, რთული რელიეფის გამო, ადგილზე მძიმე ტექნიკა ვერ მიდის, შესაბამისად, ხანძარს 40-მდე მეხანძრე და რეინჯერი სპეციალური აღჭურვილობით ებრძვის. მეხანძრეებს ადგილობრივი მოსახლეობაც ეხმარება.
გავრცელებული ინფორმაციით ცეცხლი 2-დან 4 ჰექტრამდე ტერიტორიას უკიდია.