შსს-ს ცნობით, ბორჯომის ხეობაში, ღამისა და რთული ხილვადობის გამო, ვერტმფრენებმა ხანძრის
სალიკვიდიკაციო სამუშაოებში დილამდე შეაჩერეს.
ვერტმფრენები მუშაობას გამთენიისას განაახლებენ. ბორჯომის ხეობაში დღეს, მთელი დღის განმავლობაში 6 ვერტმფრენი მუშაობდა ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში.
ქართულ ვერტმფრენებთან ერთად სამუშაოებში ჩართულები არიან თურქული, აზერბაიჯანული და ბელარუსული ვერტმფრენები. ცოცხალი ძალა და მძიმე ტექნიკა კი სალიკვიდაციო სამუშაოებს მთელი ღამის განმავლობაში გააგრძელებენ.