ბორჯომის ხეობაში სტიქიასთან ბრძოლა მე-5 დღეა მიმდინარეობს, დაღამების გამო ავიაციამ
ხანძარსაწინააღმდეგო ოპერაციაში მონაწილეობა შეწყვიტა, თუმცა სტიქიის ზონაში რჩება 1500-მდე მეხანძრე მაშველი და ის ხანძრის ლოკალიზაციაზე მუშაობას განაგრძობენ. გავრცელებული ინფორმაციით ამ დროისთვის დარჩენილია 3 კერა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ზურაბ ალავიძის განცხადებით კერების დამუშავება მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება და შესაძლოა ხვალ ხანძრის დიდი ნაწილის ლოკალიზება მოხდეს:
“კერების დამუშავება მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება. დილით ვერტმფრენებიც ჩაერთვებიან. ყველაფერი თუ გაგრძელდა, ვფიქრობთ, რომ ხვალ დიდი ნაწილის ლოკალიზებას მოვახდენთ. ღამით დაიგეგმება სტრატეგია, დილიდან, ღამის სურათს რომ გადავხედავთ, ავიაცია ჩაერთვება, მივიღებთ შესაბამის კოორდინატებს, თუ რომელი კერები დავამუშაოთ, რათა უკვე ხანძრის ლოკალიზაციისკენ წავიდეთ",-განახცადა ალავიძემ.
ვერტმფრენები მუშაობას ხვალ დილის 6 საათიდან გააგრძელებენ. ქართულ ვერტმფრენებთან ერთად სამუშაოებში ჩართულები არიან თურქული, აზერბაიჯანული და ბელორუსული ვერტმფრენები.