შს მინისტრის განცხდებით, ბორჯომის ხეობაში, ცეცხლის ჩაქრობის ოპერაციაში პოზიტიური ტენდენციები შეინიშნება.
გიორგი მღებრიშვილის განცხდებით, ძირითადი კერები უკვე ლოკალიზებულია. მინისტრი იმედოვნებს, რომ უახლოეს დღეებში პრობლემა საბოლოოდ გადაწყვეტილი იქნება.
„დღეს უკვე საკმაოდ პოზიტიური ტენდენციები შეინიშნება, ყველა ძირითადი კერა ლოკალიზებულია, მიუხედავად ამისა, ყველა სამსახური, რომელიც აქ მობილიზებულია, განვაგრძობთ მუშაობას. ცოცხალი ძალის დამატება ჩვენ დაგვჭირდა იმიტომ, რომ ავიაციის ეფექტური მუშაობის შემდგომ, წვრილ-წვრილი კერები, რომელიც არის დარჩენილი, ეს არის უკვე ხელით დასამუშავებელი და ცოცხალმა ძალამ უნდა იმუშაოს. ჩვენ ინტენსიურად ვაგრძელებთ მუშაობას 24 საათიან რეჯიმში. მე ვფიქრობ, რომ უახლოეს დღეეებში უკვე ეს პრობლემა საბოლოოდ გადაწყვეტილი იქნება“,-განაცხადა მღებრიშვილმა.