აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა მზადაა, ბორჯომის ხეობაში, ხანძრით განადგურებულ 5 ჰექტარ ფართობზე მწვანე საფარი
აღადგინოს. ამის შესახებ აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ ვახტანგ ყოლბაიამ განაცხადა.
„ჩვენ მზად ვართ მივიღოთ მონაწილეობა აღდგენით სამუშაოებში, იქნება ეს ფონდის სახით თანხის ჩარიცხვა თუ პირდაპირ აღდგენითი სამუშაოების წარმოება. ჩვენ გვყავს კვალიფიციურ სპეციალისტთა ჯგუფი და გვაქვს საკმაოდ დიდი გამოცდილება რეკრეაციული და გამწვანების ზონების მოწყობისა. დღეს, ჩვენს ხელთ არსებული რესურსების გათვალისწინებით, შეგვიძლია 5 ჰექტარი ფართობის სრულად აღდგენა განვახორციელოთ“, -განაცხადა ყოლბაიამ.